Saturday, June 23, 2012

რუსებმა ПРО ჩვენც გვინდაო

გაერთიანებული ხომალდმშენებელი კორპორაციის (Объединенная судостроительная корпорация ОСК) ხელმძღვანელის, რომან ტროცენკოს თანახმად - 2016 წელს დაიწყება საესკადრო ნაღმოსნების სერიიდან პირველი ხომალდის აწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტებით.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტებით აღჭურვილისაესკადრო ნაღმოსნების 6 ხომალდიანი სერიის წარმოების შესახებ" - განაცხადა ტოცენკომ, პეტერბრბურგში გამართულ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კონკრეტულად რომელ ელემენტებზეა საუბარი ტროცენკომ არ დააზუსტა, მისის სიტყვებით - "ნაღმოსანის დაპროექტება უკვე დაიწყო, პირველი ხომალდის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება".
ტროცენკომ ასევე დაამატა რომ - "ნაღმოსანის დაპროექტებაზე "Северного ПКБ"-ს სპეციალისტები მუშაობენ. ხომალდების აწყობა პეტერბურგში განხორციელდება."სავარაუდოდ შეკვეტა განაწილდება ორ ხომალდმშენებელ (Северне верфьи და Балтийский завод) ქარხანას შორის.
ეს ხომალდები იქნება რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საყრდენი პუნქტები მსოფლიო ოკეანეში - განაცხადა ტროცენკომ.


P.S. სავარაუდოდ სისტემაში გამოყენებული იქნება რამოდენიმე რაკეტა  - 48Н6ДМ, 40Н6, 9М96 ან 9M100 (კერძოდ რომელი ჯერ-ჯერობით უცნობია). ამ რაკეტებიდან რამოდენიმემ უკვე გაიარა საწარმოო და სახელმწიფო გამოცდები.




Russian 9M96 and 48H6DM rocket launches

Friday, June 22, 2012

ახალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი - 2

რამდენიმე დღისწინ ვწერდით ახალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორის შესახებ და ბლოგზე ასევე მისი ესკიციზ განვათავსე - რუსეთის არმიის ახალი ჯავშანტრანსპორტიორი. მაშინდელ სურათზე სავარაუდოდ ნაჩვენები იყო ОКР "Гильза", ეს პროგრამა ამჟამად დახურილია. მის ნაცლვად რუსეთში ახალ პროგრამაზე, სახელწოდებით ОКР "Бумеранг", მუშაობენ.

გთავაზობ ОКР "Бумеранг"-ის ესკიზს:


500 ცალი Patria AMV რუსეთის არმიისთვის

ფინურმა ტელეკომპანია MTV-3 2012 წლის 20 ივნისს თავის ვებ-გვერდზე (  Niinistö: Venäjä havittelee isoja asekauppoja Suomen kanssa ) განათავსა ინტერვიუ რომელიც ფინეთის პრეზიდენტ საული ნინისტესა და ფინურ მასმედიის წარმომადგენელებს შორის შესდგა მატარებელში, რომლითაც პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. საული ნინისტემ ჟურნალისტებს აცნობა რომ ფინეთის მთავრობამ რუსული მხარისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია "500 ცალი ჯავშანტრანსპორტიორის" შესყიდვის შესაძლებლობაზე (სავარაუდოდ Patria AMV). ინტერვიუდან არ ჩანს რომელ მანქანაზეა საუბარი, კერძოდ ჯტრ Patria AMV-ზე თუ მის ბაზაზე შექმნილ თვითმვალ ნაღმტყორც NEMO-ზე (უფრო პირველი).

ფინეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე დიდი სიფრთხილით განაცხადა და დასძინა რომ ჯერ საჭიროა Patria-ს ჯგუფსა და რუსულ მხარეს შორის მოხდეს ამ თემის განხილვა და იმაში გარკვევა თუ "რამდენად გააჩნია ამ შემოთავაზებას ფინანუსრი ბაზა და მთავრობის თანხმობა". მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფაქტიური განხლივის დაწყება.

Thursday, June 21, 2012

Abrams - ამერიკული ტანკმშენებლობა

ამერიკულმა გაზეთმა "The Blade", რომელიც ტოლედოში გამოდის (ოჰაიოს შტატი), 2012 წლის 17 ივნისს გამოსცა სტატია "Tyrel Linkholrn "Lima tank plant faces risk of 3-year production hiatus", რომელიც ეძღვნება აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ლიმაში განთავსებულ ამერიკის ერთადერთ ტანკმწარმოებელ ქარხანა Lima Tank Plant-ს, რომელიც აშშ-ს მთავრობის საკუთრებაა, მაგრამ 1996 წლიდან კორპორაცია General Dynamics-ი აკონტროლებს და ამჟამად Joint Systems Manufacturing Center-ად იწოდება.

ოჰაიოს შტატი, Abrams - ის საწარმოო, "ლიმა" (Genral Dynamics Land Systems) 

შეგახსენებთ რომ M1 Abrams (M1A2 SEP) ტანკების წარმოება აშშ-ს არმიისთვის ამ საწარმოში 2001 წელს შეწყდა, ხოლო საექსპორტო წარმოება (M1A2 საუდის არაბეთისთვის და ქუვეითისთვის) კიდევ უფრო ადრე - 1995 წელს დასრულდა. ამის შემდეგ დღევანდელ დღემდე საწარმოო დასაქმებული იყო ეგვიპტეში ლიცენზიით წარმოებული M1A1-ბის მანქანამაკომპლექტებლების გამოშვებით და ასევე აშშ-ს არმიის კუთვნილი M1/A1/A2-ბის  M1A2 SEP დონემდე მოდერნიზაციით. ბოლო წლებში ამას დაემატა ერაყის M1A1-ების და საუდის არაბეთის M1A2-ების მოდერნიზაცია M1A2SA დონემდე.
სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ აშშ-ს არმია ეკონომიკური მოსაზრებების გამო უკვე მეორე წელია ცდილობს უარი თქვას ტანკების M1A2 SEPv2 დონემდე მოდერნიზაციაზე და უკვე მეორე წელია კონგრესს, პენტაგონის აზრის საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტში მოდერნიზაციის გაგრძელების მიზნით შეაქვს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, ლიმას ქარხნის მუშათა კომპეტენციის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზეზით.  
აშშ-ს არმიას სურვილი ჰქონდა ლიმას ქარხანაში 2013 წლიდან 2017 წლამდე ტანკების მოდერნიზაციის შეწყვეტა, სანამ 2017 წელს არ იქნებოდა წარმოდგენილი Abrams-ის ახალი მოდიფიკაცია. მაგრამ ამისდა მიუხედავად გასულ წელს, აშშ-ს კონგრესმა 46 ტანკის M1A2 SEPv2 დონემდე მოდერნიზაციისათვის 255 მილიონი დოლარი გამოყო. თუ ასიგნმაციების გამოყოფის ისტორია არ განმეორდება, მაშინ ამ პარტიის მოდერნიზაცია 2014 წელს დასრულდება და გახდება ამერიკის მთავრობის ბოლო სატანკო შეკვეთა.
მოდერნიზაციის შეწყვეტის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ 4 წლით ქარხნის გაჩერებას "არა აქვს აზრი" და საბოლოო ჯამში ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე მისი ახალი შეკვეთებით დატვირთვა. წარმოების შეჩერება გამოიწვევს კოოპერაცის ჯაჭვის განადგურებას და "მოკლავს მომწოდებლებს და სუბშემსრულებლებს". ტანკის წარმოებაში და მოდერნიზაციაში General Dynamics-ს ჩართული ჰყავს 800 სუბშემსრულებელი, რომელთა დიდი ნაწილი მცირე კომპანიებს წარმოადგენს.
სამი წლის წინა ლიმას ქარხანაში, რომელიც ასევე დაკავებულია თვლიანი ჯავშანტრანსპორტიორი Stryker-ის საბოლოო აწყობა-აღჭურვით, დასაქმებული იყო 1250 ადამიანი. ამჟამად ეს ციფრო 840 კაცამდეა შემცირებული, მათ შორის 200 მუშაკი წელს იქნა სამსახურიდან დათხოვნილი. ამჟამად შემცირებების გაგრძელებას კიდევ ელიან. ამასთან მაღალხელფასიან, მაღალკვალიფიცირებულ, ვიწრო სპეციალიზაციის მუშაკებს უჭირთ ლიმას პროვინციაში (39 ათასიანი მოსახლეობით) თავისი სპეციალიზაციით სამსახურის შოვნა და არსებობს საშიშროება, რომ ეს ხალხი წავა ქალაქიდან ან შტატიდან, რითაც საკმაოდ გაართულებს რამდენიმე წლის შემდეგ საწარმოში წარმოების ხაზის სწრაფ აღდგენას.





General Dynamics-ის შეფასებით, ლიმას ქარხნის შეჩერება 400-დან 600 მილიონ დოლარამდე დაჯდება. მაგრამ წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით შეფასებები სხვადასხვანაირია - არმია ოპტიმისტურად აფასებს მას 400 მილიონ დოლარად, ამ დროს General Dynamics-ის შეფასებით ამისათვის 1 მილიარდი დოლარია საჭირო.
ამასთან აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ მას არ სურს ლიმაში მდებარე ქარხნის დახურვას, და სავარაუდოდ სურვილი აქვს შეინარჩუნოს მისი ფუნქციონალურობა უცხოური შეკვეთების ხარჯზე. General Dynamics-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, საუდის არაბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების (ადრე შეძენილი 315 ცალი M1A2 და ახლად შეძენილი 15 ცალი M1A1 მოდერნიზაცია M1A2SA დონემდე) რეალიზაცია 2014 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არის იმედი სხვა უცხოშემკვეთისთვის მუშაობაზე - მაგალითად მაროკოსთვის.
მაგრამ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს აზრის მიუხედავ, ლიმას ქარხანაში წარმოების გაგრძელება კვლავ სარგებლობს ამერიკის კონგრესში ორპატიული მხარდაჭერით. 2013 წლის ფინანუსრ წელში, ამერიკის არმიისთვის დამატებით 30 ტანკის მოდერნიზაციისთვის, წარმომადგენლობითმა პალატამ შეიტანა წინადადება 181 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. სენატმა თავის მხრივ შეიტანა წინადადება მხოლოდ 90 მილიონი დოლარის თაობაზე.





Wednesday, June 20, 2012

ზღვრული პარამეტრების ტანკი

ბოლო წლებში რუსეთში სამხედრო წარმოების მიმართ მიდგომა საკმაოდ შეიცვალა. ჩვენთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ 90-ნების შემდეგ მათ სამხედრო საწარმოო კომპლექსს გამოცოცხლება დაეტყო და არმიისგან შეკვეთებიც საკმარისი მიიღო. ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2010 წლის 5 თებერვლის განსაკუთრებული ბრძანებულება N143, რომელიც საზღვრავს სამხედრო საწარმოო კომპლექსის ფუნქციას - "შეიარაღების ნიმუშების და სპეციალური სამხედრო  ტექნიკის და პერსპექტიული სისტემების შემუშავება და წარმოება, სამხედრო დანიშნულების ნაწარმის კონკურენტუნარიანობის და ხარისხის ამაღლება". ამ ყველაფრის ფონზე დაწყებულია დაფინანსების გამოყოფაც და საცდელ-საკონსტრუქციო სამშუაოებიც ინტენსიურად იწარმოება. აღსანიშნავია რომ ყველაფერთან ერთად საკმაო გამოცოცხლებაა ჯავშანსატანკო სფეროშიც და მათ შორის სატანკო მიმართულებით.

ადრე ტანკები იწყობოდა ფართომაშტაბიანი, ბირთვული ომის დოკტრინის მიხედვით და ამიტომ მათ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები პასუხობდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • ბირთვული იარაღის დარტყმის ტალღისადმი მდგრადობა.
  • დასნებოვნებულ ტერიტორიაზე ეკიპაჟის დაცვა.
  • მძლავრი სატანკო "მუშტის" წყალობით მასირუი ფრონტალური ან ფლანგური დარტყმების განხორციელება.
  • სირაულში ქვემეხიდან და ტყვიამფრქვევიდან სროლა და ნებისმიერი საფრთხის ჩახშობა.
საბჭოთა T-64, T-72 და T-80 ყველა ამ მოთხოვნებს პასუხობდნენ. ასევე აღსანიშნავია რომ პირველად ამ ტანკებზე მოხდა მართვადი რაკეტების საბრძოლო კომპლექტში შეტანა და ავტომატური დამტენი მექანიზმის გამოყენება. ასევე საბჭოთა კონსტრუქტორები იყვნენ პირველები, ვინც სერიულად დაიწყეს ტანკებში კომბინირებული ჯავშნის, აქტიური დაცვის და ოპტიკურ-ელექტრონული ხარვეზების დამდგმელი კომპლექსების გამოყენება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ტანკის რადიო-ელექტრონული შემჩნევადობის (მოდური ტერმინი "სტელსი") შემცირების ღონისძიებები პირველად მსოფლიოში T-80У-ს კონსტრუქციაში იქნა გატარებული - T-80У-სთვის შემუშავებული იქნა სპეციალური, რადიომშთანთქავი, პოლიმერული, კომპოზიციური მასალა, რომელიც ინტერფერენციული ტიპისაა. ასეთი მასალების მოქმედება საფარველის შიდა და გარე ზედაპირებს შორის რადიოტალღების არეკვლას და ურთიერთჩახშობას ეფუძვნება, რაც მანქანის აღმოჩენის მანძილს 5-ჯერ ამცირებს. საბჭოთა კავშირი ასევე პირველი იყო ვინც სერიაში ჩაუშვა აირტურბინული ძრავით აღჭურვილი ტანკი.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ტანკები ბდასავლეთის ტანკებს ჩამორჩნენ არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკური კუთხით (ზოგიერთი ექსპერტის აზრით 1,9-ჯერ) არამედ რაოდენობრივი მაჩვენებლითაც (მაგალითად რუსეთის არმიაში თანამედროვე T-80У და T-90A რაოდენობა მხოლოდ 5%, ხოლო ნატოს ჯარებში თანამედროვე ტანკების რაოდენობა 40% უდრის).

ამას გარდა ბოლო დროს მომხდარმა კონფლიქტებმა აჩვენა რომ ტანკმა თანამედროვე ბრძოლის ველზე სულ სხვა მისია მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. შეიმჩნევა განვითარების ახალი ტენდენციები, პირველ რიგში ტანკების დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებში, ტყეში და მთის მასივებში ადაპტაცია, სადაც მათ მასიურ გამოყენებაზე საუბარიც კი ზედმეტია. პრიორიტეტული ხდება მოთხოვნები დაცვის და დაცულობის მიმართ და განსაკუთრები ახლო მანძილებიდან, ზემოდან და გვერდითი შეტევებისგან, ასევე გაზრდილია მოთხოვნები ბრძოლის ველზე დაკვირვების და "ხედვის" (განსაკუთრებით ღამით), ეკიპაჟის ბრძოლის ველის ინფორმატიულობის და ავტონომიურად მოქმედების მიმართ, გამავლობის და ტრანსპორტაბელურობის და თვით კომფორტის მიმართაც.

ყველა ეს მოთხოვნა გამოიწვევს ტანკების ახალი თაობის გამოჩენას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან - უფრო მძლავრი ქვემეხებით, მათ შორის მოქმედების ახალ პრინციპებზე დაფუძნებვული, ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემებით, რომელიც უამრავი წყაროდან შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას და მათი თანამედროვე გამომთვლელი აპარატურით დამუშავებას, მძლავრი (1800-2000ც/ძ-ნი) ძრავებით, აქტიური დაცვით და ახალი კომპოზიტური ჯავშნით, რომელიც მის ექვივალენტურობას 1,5-ჯერ გაზრდის და ეს ყველაფერი მანქანის წონის 50 ტონის ფარგლებში.

მანქანას შეეძლება მძლავრი ძრავების დახმარებით განავითაროს 90კმ/სთ სიჩქარე და ერთი გამართვით 600კმ გაიაროს (ძრავის ეკონომიურობის ხარჯზე).

"ზღვრული პარამეტრების ტანკის" სქემატური გამოსახულება (OAO "Спецмаш"-ის "Объект-299"-ის ბაზაზე)



ასეთ პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც დასავლეთის ქვეყნებში ასევე რუსეთში. ახლა როცა რუსეთში შეიქმნა კორპორაცია OAO "HПК "Уралвагонзавод"-ი, მათ გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა ეწარმოებინათ სამუშაოები ჯავშანტექნიკის პერსპექტიული განვითარების მიმართულებით. ერთერთი ასეთი კვლევითი სამუშაო წამოიწყო კორპორაციაში შემავალმა OAO "Спецмаш"-მა, რომელიც მუშაობდა "ზღვრული შესაძლებლობების ტანკ"-ის პროგრამაზე (ТПП). რომელიც საკონსტრუქციო ბიუროს საექპერიმენტო და სამეცნიერო ბაზის საფუძველზე იქნა შექმნილი, სადაც ბაზის ახით გამოიყენებოდა ძრავა-ტრანსმისიის წინა განლაგების მქონე 7 თვლიანი სავალი ბაზა "Объект-299". შემდეგში ძალურ დანადგარად შესაძლებელია 1400-1500ზ/ძ-ნი (მომავალში 1800-2000ც/ძ-მდე ფორსირების შესაძლებლობით) ააირტურბინული ძრავის გამოყენება. ამასთან ერთად OAO "Спецмаш"-მა მანქანის შექმნისას მასში ჩადო მოდულური კონსტრუქცია, რაც მოკლე დროში, იაფად და მცირედი გადაკეთების ხარჯზე საშუალებას იძლეოდა  მიეღოთ მანქანების მთელი ოჯახი (სამხედო, სამოქალაქო,დამხმარე).


ამ ოჯახში შევიდა ტექნიკის სამხედრო და სამოქალაქო ნიმუშები დაცვის სხვადასხვა დონით: მაგალითად მანქანები რომლებმაც უნდა იმქომედონ ბრძოლის ველის წინა ხაზზე და უნდა იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და მანქანები რომლებიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებთან ან ტექნიკური ავარიების დროს, როდესაც მანქანა ქიმიური და რადიაციული დაბინძურებისგანაა დაცული.

მანქანის მოქნილი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ადვილად გარდაიქმნას სამხედრო დანიშნულების მოდელი სამოქალაქოდ და ჯავშან დაცვა რადიაციული დაცვის საშუალებებით შეიცვალოს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ოჯახში შემავალი მანქანების ძირითადი სახეობები:
  • რაკეტების ვერტიკალური გამშვებით აღჭურვილი ტანკი - ძირითადი სხვაობა კლასიკური ტანკისგან საბრძოლო მოდულში მდგომარეობს, რომელშიც მოთავსებული მხარდასაჭერად განკუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების რაკეთით აღჭურვილი 30 ცალი გამშვები. ისინი სხვა მოწყობილობებისგან სპეციალური ეკრანებითაა იზოლირებული. ზემოდან მოდული მძლავრი ჯავშნით და დინამიკური დაცვითაა აღჭურვილი. საბრძოლო მდგომარეობაში იხსნება სარქველი და რაკეტის სროლის შემდეგ ისევ იხურება. დღის ღამის დამიზნების სისტემებს გააჩნიათ დამოუკიდებელი საკურსო ხედვა და მოთავსებულები არიან ფრონტალურ მინიკოშკურაზე დამხმარე შეიარაღებასთან ერთად. 




რაკეტების ვერტიკალური გამშვებებით აღჭურვილი ტანკის სქემა 

  • ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა - რომელმაც უნდა იმოქმედოს ტანკებთან ერთ მწყობრში. ამ მანქანაზე 30მმ-ნ ქვემეხთან ერთად მოთავსებული 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი "Корд"-ი და 30მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГС-17. მანქანაში 11 მმებრძოლის პარალელურად თავსდება ტყვიაწამალის დამატებითი მარაგი, წყლის და საკვების მარაგი, მასკირების საშუალებები, კარავი და თვით დანაღმვის საშუალებებიც კი. მძიმე ქსმ-ის წონა 50 ტონას აღწევს, სვლის მარაგი - 500კმ, მაქსიმალური სიჩქარე - 71,5კმ/სთ.
ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა
  • გამოცდების შედეგად მიღებული გამოცდილების შედეგად კონსტრუქტორებმა მუშაობა განაგრძეს ამ თემაზე და სავალი ნაწილის გამოყენებით საინჟინრო უზრუნვოლყოფის და თანხლების მანქანების კომპლექსი შეიმუშავეს (თემა "Комплект"). ეს სამუშაოები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობდა 1996-97 წლებში და დაფინანსების შეწყვეტის გამო შეწყდა. კომპლექსის შემადგენლობაში მართვისა და დაზვერვის და გზაგამწმენდი მანქანები შედიოდა. მართვისა და დაზვერვის მანქანა აწარმოებს ბრძოლის ველის, გზების, შენობების საინჟინრო დაზვერვას და იძლევა მათი დაზიანების, დასნებოვნების და სხვა სიტუაციურ შეფასებას და ასევე აწარმოებს გამწმენდი მანქანის დისტანციურ მართვას. კომპლექსის მეორე მანქანა - გზაგამწმენდი მანქანა წარმოადგენს დისტანციურად მართვად, ადგილმდებარეობის გამწმენდ და რქბ დაზვერვის  აპარატურით აღჭურვილ მანქანას.
მართვისა და დაზვერვის მანქანა

მართვისა და დაზვერვის მანქანის ეკიპაჟის ადგილები
დისტანციური გზაგამწმენდი მანქანა


ამ მანქანების პარალელურად მიმდინარეობდა კონსტრუქციული სამუშაოები სხვადასხვა დანიშნულების მანქანებზე - ტექნიკურ კატასტროფებთან საბრძოლველი, სახანძრო, სხვადასხვა ტვირთების გადამტანი და ასე შემდეგ. მანქანები მუშავდებოდა როგორც პილოტირებად ასევე უპილოტო, დისტანციურ ვარიანტებში. ასევე ამ სავალი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სარაკეტო თუ საარტილერიო სისტემების განსათავსებლად.

სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებელი მანქან (სახანძრო, სატვირთო), წყვეტილი ხაზით ნაჩვენებია მოდულების და ტვირთის განთავსების ადგილი

P.S. ამ კომპლექსზე მუშაობისას შეძენილი გამოცდილების დიდი წილი სავარაუდოდ გამოყენებული იქნება ფართოდ ცნობილ პროგრამა "Армата"-ში.

წყარო: 2012 წლის თებერვლის "TиB" 

დამატებით გთავაზობთ "Объект-299"-ის რამდენიმე სურათს




  


რა მოუვიდა ვლადიმერ პუტინს - საინტერესო ფაქტო პუტინის Бе-200-ის ავარიული დაჯდომიდან



2010 წლის ოქტომბერში რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ვალდაისთან მდებარე თავის რეზიდენციაში, დაბადების დღეს აღნიშნავდა. მეგობრის დაბადების დღეზე კერძო ვიზიტით სილვიო ბერლუსკონი ეწვია. VIP სტუმრების რეზიდენციაში გადასაყვანად გამოყენებული იქნა ამფიბია თვითმფრინავი Бе-200, საბროტე ნომრით RF-32768. საინფორმაციო სააგენტო Kreml.tv თანახმად ვალდაისს ტბის ზედაპირზე დაჯდომის დრო მოხდა სერიოზული საავარიო შემთხვევა. უხეში დაჯდომის გამო თვითმფრინავმა სერიოზული დაზიანება მიიღო და ჩაძირვა დაიწყო. თვითმფრინავის და მგზავრების გადარჩენის მიზნით ეკიპაჟმა თვითმფრინავი მეჩეჩზე გაიყვანა, ამასთან თვითმფრინავის კუდა ნაწილი წყალში ჩაიძირა ხოლო თვითმფრინავის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლით დაიტბორა. პუტინის და ბერლსუკონის ევკაუცია ოპერატიულად განხორციელდა ნაპირზე მყოფი МЧС-ის მორიგი ვერტმფრენის მიერ. ავარია არასწორი დაშვების გამო მოხდა რაც ან მფრინავის შეცდომის ან ხელსაწყოების მიერ სიმაღლის შეცდომით ჩვენების გამო მოხდა.

დაწვრილებით:
Что случилось с Путиным? Он не утонул

P.S. ძაღლის ბედი მაქვსო მაგან უნდა თქვას :D


Tuesday, June 19, 2012

სახალინის ОМОН-მა შეიარაღებაში ახალი ჯავშანმანქანა მიიღო


სახალინის ОМОН-მა ახალი ჯავშანმანქანა  Булат-ი მიიღო. მანქანა შექმნილია КамАЗ-ის უკვე ცნობილი Выстрел-ს ბაზაზე.

წინამორბედისგან მანქანის დაცვა გაუმჯობესებულია 6A დონემდე. კიდევ ერთი სიახლე სადესანტო ნაკვეთურის "ჯავშანკაფსულაა" - ის აფეთქებიასაწინააღმდეგო მოწყობილობითაა აღჭურვილი.










P.S. კიდევ რამოდენიმე ცვლილება მანქანის კონსტრუქციაში რაც მოცემულ წყაროში გამორჩათ - მძღოლს როგორც იქნა ნორმალური კარები გაუკეთეს (პირველ სურათზე ჩანს) და ასევე დესანტს ხედვის აურე გაუუმჯობესდა - მანქანის ბორტებზე ჯავშანშუშები აყენია რომლებშიც სასროლი ამბრაზურებია დატანებული. 

Monday, June 18, 2012

ახალი ჩინური ტანკი МВТ-3000 მზადაა კონკურენცია გაუწიოს რუსულ და უკრაინულ მანქანებს


საფრანგეთში გამართულ გამოფენა EUROSATORY-2012-ზე, ჩინურმა კომპანია NORINCO-მ წარადგინა ახალი საექსპორტო ტანკი, რომელიც წარმოადგენს უკვე რამოდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში მიღებული ჩინური ტანკის, VT-1A-ს განვითარებას. ამ მოდიფიკაციამ მიიღო სახელწოდება МВТ-3000( ამის თაობაზე უკვე ვწერდი:  ახალი ჩინური ტანკი MBT-3000 (Т-72 + Leopard-2) ). ძირითადი სხვაობა ძველ მოდელთან - ახალი 1300ც/ძ-ნი ძრავის დაყენებაში გამოიხატება.

VT-1A პერუში



ადრე ექსპორტირებულ ტანკებზე უკრაინული 1200ც/ძ-ნი ძრავები ეყენა. თუმცაღა იმის მერე რაც უკრაინის მიერ ძრავების მიწოდებაზე უარის თქმის გამო ჩინეთს პერუსთან დადებული ხელშეკრულება ჩაიუვარდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტანკზე საკუთარი ძრავის გამოყენების შესახებ. NORINCO-ს ეს საშუალებას მისცემს არ იყოს დამოკიდებული უცხოელ მიმწოდებლებზე. თუმცა ადრე იუწყებოდნენ რომ ჩინურ ძრავას უფრო დაბალი რესურსი გააჩნდა ვიდრე უკრაინულს.

EUROSATORY-2012-ზე გამოტანილი МВТ-3000-ს მაკეტი

МВТ-3000 გამოცდებზე


ტანკის წონა მიახლოებით 50 ტონაა. მაქსიმალური სიჩქარე 70-75კმ/სთ. სვლის მარაგი 500კმ. ტანკს შეუძლია გადალახოს 4 მეტრა სიღრმის წყლის წინაღობა სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.
ტანკის აღნიშნული ვერსია აღჭურვილია 125მმ-ნი გლუვლუვლიანი ქვემეხით, რომელიც საბჭოთა ანალოგის საფუძველზეა შექმნილი და შეუძლია მართვადი რაკეტების 5000 მეტრზე სროლა. ამას გარდა ტანკი აღჭურვილია 12,7მმ და 7,62მმ ტყვიამფრქვევებით. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 38 გასროლააა, რომელთაგან 22 ავტომატურ დამტენშია მოთავსებული. ავტომატური დამტენიც საბჭოთა Т-72-ის ავტომატური დამტენის კოპიოა.
კოშკურაზე დაყენებულ მორტურებს შეუძლიათ არა მარტო საკვამლე ყუმბარების სროლა არამედ მსხვრევადი ჭურვებისაც მტრის ქვეითების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ტანკი ასევე აღჭურვილია დაკვირვებისა და დამიზნების თანამედროვე სისტემებით. მაგალითად, მძღოლ მექანიკოსს გააჩნია არა გაგრილებად მე-3 თაობის სითბოვიზორი.
სითბოვიზორები გააჩნიათ ასევე მემიზნე ოპერატორს და მანქანის მეთაურს. კავშირისა და ნავიგაციის სისტემებიც ასევე პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს.
ტანკზე განთავსებულია გაუმჯობესებული დინამიკური დაცვა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, მოცემული მანქანა სერიოზულ კონკურენციას გაუწევს რუსულТ-90СМ და უკრაინულ "Оплоту".

Sunday, June 17, 2012

დასავლეთის სატანკო ჭურვები რუსების ხელში

მოქმედების ადგილი კუბინკას საცდელი ცენტრი


სურათებზე გამოსახულია უცნობი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ფრთასხმული ჭურვის წამყვანი მოწობილობა, რომელიც სასწაულად წააგავს ებრაული M-338 -ის წამყვან მოწყობილობას, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ახალ რუსულ ჭურვებს Свинец-1 ან Свинец-2 ეკუვნოდეს.

P.S. Дэмбель-инфо - ინფრომაციის ყველაზე ოპერატიურლი წყარო.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი


ნაწილი მერვე


ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ-1-2A  «Штора-1»

მრავალი განვითარებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ინფრაწითელი დიაპაზონის გამომსხივებელი, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ლაზერით მართვადი კომპლექსები და საარტილერიო, ლაზერით მართვადი და ლაზერული მანძილმზომის გამომყენებელი სისტემები.
ასეთი მართვის სისტემის მქონე კომპლექსების წინააღმდეგ კვამლის ფარდის დამდგმელი სისტემა «Туча» ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დაცვას. ამ სისტემის მთავარ სუსტ მხარეებად ითვლება: საკვამლე ყუმბარა ЗД6, რომელიც მხოლოდ ოპტიკურ დიაპაზონში ახდენს დაფარვას, დაზვერვის სისტემების უქონლობა. რომელიც მოწინააღმდეგის შეტევის დროსა და მიმართულებას დაადგენს, კვამლის საფარის წარმოქმნის დიდი დრო და მისი მცირე კუთხური ზომა (კვამლის ფარდის სიგანე). ტანკის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან დაცვის მიზნით საბჭოთა კავშირში შეიქმნა ლაზერით მართვადი და თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების წინააღმდეგ სამოქმედო ხარვეზების დამდგმელი კომპლექსი «Штора-1». ეს კომპლექსი გამოყენებულია მთელ რიგ ჯავშანტექნიკაზე (Т-80УК,БМП-3) და მათ შორის Т-90-ზეც.
ხარვეზების დამდგმელი სისტემა ТШУ-1-2А «Штора»-ს დანიშნულებაა დაიცვას ჯავშანსატანკო ტექნიკა მაღალის სიზუსტის, ლაზერით მართვადი იარაღისგან აეროზოლური ბოლის ფარდის დაგმის მეშვეობით. სისტემა ТШУ-1-2А «Штора» ავტომატურად: განსაზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს მიმართულებას, საზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს სახეობას, აფრთხილებს ეკიპაჟის წევრებს ლაზერული დასხივების შესახებ, ახდენს საკვამლე ფარდის დაყენებას ყველა საკვამლე მორტირიდან ექსტრემალურ სიტუაციაში, აკონტროლებს მორტირებში საკვამლე ყუმბარების რაოდენობას, ახორციელებს სისტემის გამართულობის კონტროლს, უზრუნველყოფს ობიექტის ელექტრომოწყობილობებთან შეთანხმებით მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ხედვის ხაზის დამიზნებას ლაზერის წყაროზე (მიზანჩვენების რეჟიმი). სისტემა ჩართვისას უზრუნველყოფს: ძაბვის გარდამქმნელის ПТ-200Ц-ს (ПТ-800Ц) ჩასართავი სიგნალის გადაწოდებას, გარდამქმნელის სამუშაო რეჯიმზე გასვლისას სისტემის სამუშაო უნარიანობის ავტომატურ კონტროლს, ელექტროკვების ძაბვის მიწოდებას ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 მოწყობილობებზე, ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 შორის კავშირის ხაზის გამართულობის ავტომატურ კონტროლს. სისტემა განლაგებულია კოშკურაზე და შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ლაზერული დასხივების ინდიკატორებისგან (უხეში და ზუსტი).
გამშვები მოწყობილობის და მისი ყუმბარებისგან.
კონტრმოქმედების მართვის სისტემის და პროჟექტორებისგან.

ოპტიკური ხარვეზების დამდგმელი ТШУ-1-2A  «Штора-1»-ს შემადგენელი კომპონენტები: 1 - შემასრულებელი ბლოკი БТШУ1-2М. 2 - დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1. 3 - მართვის პულტი ПТШУ-1-2.10. 4 - დასხივების უხეში ინდიკატორი ТШУ-1-11. 5 - საკვამლე ყუმბარები 3Д17. 6 - პროჟექტორი ОТШУ-1-7

ლაზერული დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1 განლაგებულია ტანკის კოშკურის ზედა წინა ნაწილში, ქვემეხის დამიზნების ღერძის გაგრძელებაზე, იმგვარად რომ მათი ხედვის არე მოიცავს წინა სივრცის +/-45º, რაც ფარავს ტანკზე შეტევის ყველაზე სავარაუდო მიმართულებას, მათი ხედვის არე შეზღუდულია ტექნიკური მიზეზების გამო და ასევე ტანკის პერიმეტრზე ზუსტი ინდიკაციის აუცილებლობაც არ არსებობს. თუმცა ამავე დროს არაა გამორიცხული, რომ ტანკზე შეტევა მოხდეს როგორც გვერდებიდან, ასევე უკნიდან, ამიტომ კომპლექსის შემადგენლობაში შედის უხეში ინდიკატორების ТШУ-1-11-ის წყვილი (კოშკურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს), რომლებიც განლაგებულია იმგვარად, რომ შეავსონ ზუსტ ინდიკატორებთან ერთად წრიული სექტორი და უზრუნველყონ ტანკის პერიმეტრული დაცვა მართვადი იარაღისგან, ამ ინდიკატორებთან მიერთებულია მართვის, შიდა კავშირის და ინფორმაციის გამოსახვის აპარატურა, რომელიც ატყობინებს ეკიპაჟს, თუ რომელი მხრიდან ხდება ტანკის ლაზერით დასხივება. სახელი უხეში ამ ინდიკატორებს ეწოდათ იმიტომ, რომ ისინი ზუსტი ინდიკატორისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად ადგენს ლაზერის წყაროს მიმართულებას, ლაზერის წყაროს მიმართულებას კი არ გამოითვლიან, არამედ უბრალოდ ახდენენ მხოლოდ ლაზერით დასხივების ფაქტის დადგენას და ატყობინებენ ამის შესახებ ეკიპაჟს, რის შემდეგაც ეკიპაჟი წყვეტს, გააკეთოს რაკეტის ასაცილებლად მანევრი თუ თავი შეაფაროს მიდამოს ნაოჭებს. ასევე ეკიპაჟმა შეიძლება მართვის პულტზე ღილაკის დაჭერით მოაბრუნოს კოშკურა ლაზერის წყაროსკენ, მობრუნება ხდება დასხივების აღმომჩენ უხეშ და ზუსტ ინდიკატორებს შორის უმოკლესი მანძილით, მობრუნების შემდეგ როდესაც ზუსტი ინდიკატორი ჩაიჭერს ლაზერის სხივს და დაადგენს მის მიმართულებას ავტომატურად ხდება საკვამლე ფარდის დადგმა. ТШУ-1-11-ს  გააჩნია 138º ხედვის არე.

ТШУ-1-1-ს და ТШУ-1-11-ს ტექნიკური მონაცემები

ხარვეზების კომპლექსის ეფექტური მუშაობისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას კვამლის ფარდის კონკრეტული ზომები და მინიმალური დრო. კვამლის ფარდის დაყენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 წამს, რაც მოწინააღმდეგის მიერ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მომზადებისთვის და დამიზნებისთვის მინიმალურ საჭირო დროზე ნაკლებია. ფარდის დაყენების ასეთი მცირე დრო მიიღწევა სწრაფმოქმედი ყუმბარების და მათი გასროლის ავტომატური სისტემის დახმარებით.
ყუმბარა ЗД17 გასროლიდან 2-4 წამის განმავლობაში ტანკიდან 50-80 მეტრის მოშორებით წარმოქმნის 20მ სიგანის და 10მ სიმაღლის აეროზოლურ ფარდას, რაც ანალოგიურად მანქანასთან მიმართებაში წარმოქმნის 18º და 9º კუთხეს. ფარდა ყენდება ტანკსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალების შუა, რითაც ფარავს ტანკს მოწინააღმდეგისგან და ამასთან ერთად იგი ასუსტებს და ირეკლავს ოპტიკურ (მათ შორის ლაზერულ) გამოსხივებას, რითაც არღვევს თვითდამიზნებადი და ტანკის ზედაპირიდან არეკლილი ლაზერით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დამიზნებას და ასევე ფარავს მანქანას ვიზუალური დაკვირვებისგან, რითაც ხელს უშლის არტილერიის მაკორექტირებელს ლაზერით დამიზნებადი საარტილერიო ჭურვების დამიზნებაში.
ყუმბარის გასროლის კუთხე უდრის 12º, რაც უზრუნველყოფს ტანკიდან 50-80 მეტრ მანძილზე კვამლის ფარდის ისე დაყენებას, რომ მისი ძირი მიწაზე დაეშვას და ზედა საზღვარი იყოს 10 მეტრის სიმაღლეზე.
კომპლექსი ასევე საშუალებას აძლევს მემიზნე-ოპერატორს, ლაზერის წყაროს აღმოჩენის შემდეგ განახორციელოს მისი განადგურება, მუშაობის ამ რეჟიმში კომპლექსი ავტომატურად ახორციელებს შეიარაღების შემობრუნებას ლაზერის წყაროსკენ და მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობების მიქცევას ლაზერული წყაროსკენ, რის შემდეგაც მემიზნე-ოპერატორს შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგუროს საფრთხე.

ყუმბარა ЗД17

ყუმბარა ЗД17-ს ტექნიკური მონაცემები

ლაზერით მართვადი რაკეტების გარდა, არსებობს რაკეტები, რომლებიც იმართება რაკეტის მგეზავის და მართვის სისტემის კოორდინატორის საშუალებით. ასეთი რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება ინფრაწითელი პროჟექტორი ОТШУ-1-7, რომელიც გამოასხივებს რაკეტის მგეზავის ანალოგიურ სინათლის სპექტრში, რომლის ფონზეც შეუძლებელი ხდება მგეზავის გარჩევა და რაკეტის დამიზნება. ამას გარდა, პროჟექტორი გამოიყენება როგორც ინფრაწითელი სინათლის წყარო მეთაურის და მემიზნე-ოპერატორის ღამის სამიზნე აპარატურის დასახმარებლად.
ელექტრო-ოპტიკური ჩამხშობი კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора» ყოველმხრივ გამოიცადა პოლიგონზე, სადაც დადასტურდა მისი მაღალი ეფექტურობა, ასევე დადასტურდა მისი ეფექტურობა საუდის არაბეთში გამოცდისას, სადაც БМП-3-ზე იყო დამონტაჟებული და მოახდინა ყველა რაკეტის აცილება.

Т-90C, საჩვენებელი გამოსვლის დროს ჩართული ОТШУ-1-7 პროჟექტორებით

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეფექტურობა სატანკო ლაზერულ-მანძილმზომების წინააღმდეგ იყო ძალიან დაბალი, რაც დადასტურდა საბერძნეთის სატანკო ტენდერის დროს, სადაც მან ვერ შეძლო Leopard-2A5-ის და M1A2 Abrams-ის ლაზერული მანძილმზომის დასხივების აღმოჩენა.
Т-90-ის მომდევნო მოდიფიკაციებზე აყენია გაუმჯობესებული კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора-1M» ან «Штора-2», რომლებშიც სამუშაო დიაპაზონი გაზრდილია.

ТШУ-1-2А «Штора» ეფექტურობა

ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა 

ტანკის ეკიპაჟის დაზიანების ალბათობის შემცირებას ნაღმზე აფეთქებისას უზრუნველყოფს სპეციალური ნაღმსაწინააღმდეგო კონსტრუქციული ზომები. ამ ზომებს მიეკუთვნება: ტანკის ფსკერის სიხისტის გაზრდა, მართვის განყოფილებაში პილერსების დაყენება, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის დაკიდება სახურავზე. დანაღმული ველების გადასალახავად ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს ტრალი KMT-6M2 ან KMT-7 ან დანისებრი მტრალავი ელექტრო-მაგნიტური მოწყობილობით KMT-8.

KMT-8 აღჭურვილი 2 ინდური Т-90ჩ სწავლებაზე

ტრალები KMT-7 და KMT-8 ორგანულად სატანკო ან მოტომსროლელთა პოლკის, საინჟინრო-გამნაღმველთა ასეულის საავტომობილო ოცეულის შეიარაღებაშია. საინჟინრო გამნაღმველთა ასეულში არის 3 ცალი KMT-7 და 9 ცალი KMT-8, რომელთა გადაზიდვა თვითდამტვირთი ამწეებით აღჭურვილი 12 მანქანით ხორციელდება. KMT-7 და KMT-8 შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ტრაილს დაყენება. ელექტრომაგნიტური ტრაილი წარმოადგენს ელექტრომაგნიტებს, რომლებიც ახდენენ მაგნიტური ნაღმების ნაადრევ ინიცირებას, მას არ გააჩნია ტანკზე თავისი სამაგრი და ამიტომ ყენდება დამატებით სხვა ტრალებზე. ელექტრომაგნიტური ტრალის კვება ხორციელდება ტანკის შიდა ელექტროქსელიდან. მისი ჩართვისას ელექტრომაგნიტები ტანკის წინ წარმოქმნიან ცვალებად ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ტანკის მაგნიტური ველის ეკვივალენტურია. მაგნიტური ნაღმების ამფეთქები რეაგირებენ ამ ველზე და ხდება მათი ნაადრევი ინიცირება ტანკიდან 1-4 მეტრით წინ. კომპლექსი მოიხმარს 500 ვატ ელექტროენერგიას, მისი წონა 250კგ-ია.                      

შემნიღბავი შალითით დაფარული T-90CA, რომელზეც ელექტრომაგნიტური ტრალით აღჭურვილი KMT-8 აყენია

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსი

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსის შემადგენლობაში შედის კოლექტიური დაცვის სისტემა 3ЭЦ13-1 და ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი.  სისტემა 3ЭЦ13-1 უზრუნველყოფს ტანკის ეკიპაჟის და შიდა მოწყობილობების დაცვას მოწინააღმდეგის მასობრივი დაზიანების იარაღის შედეგებისგან შიდა მოცულობის ჰერმეტიზაციით და ფილტროსავენტილაციო დანადგარის მიერ მოწოდებული გაწმენდილი ჰაერით შექმნილი ჭარბი წნევით. სისტემის შემადგენლობაში შედის:
სისტემის გადამწოდი, რადიაციული და ქიმიური დაზვერვის ხელსაწყო ГО-27.
მოქმედ მოწყობილობებიანი მართვის აპარატურა.
მოქმედი მოწყობილობა.
ფილტროსავენტილაციო დანადგარი (ფსდ).
მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.

ხელსაწყო ГО-27

ხელსაწყო ГО-27-ის ტექნიკური მონაცემები

ხელსაწყო ГО-27 ჯავშანობიექტებზე გამოიყენება,მისი დანიშნულებაა ჰაერში სპეციალური ქიმიური ნივთიერებების არსებობის დადგენა და როგორც რადიაციულად დასნებოვნებული მიდამოს, ასევე მძლავრი გამმა-გამოსხივების აღმოჩენა და ამ ყველაფრის უწყვეტი კონტროლი, სიგნალიზაცია, დაცვითი მექანიზმების მართვა (ჯავშანობიექტის ჰერმეტიზაციის სისტემის) და გამოსხივების დოზის გაზომვა.
 ხელსაწყოს შემადგენლობაში შედის:
კვების ბლოკი Б-3.
გადამწოდი Б-2.
გამზომი პულტი Б-1.
ციკლონი (ცენტრიდანული მტვერდამჭერი).
ხელსაწყო უზრუნველყოფს შუქოვან და ხმოვან სიგნალიზაციას და დაცვის სისტემის მოქმედი მექანიზმების ჩართვას და მათ მართვას.
საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკები გამოირჩევიან განსაკუთრებით მაღალი ანტირადიაციული დაცვით. თავდაპირველად, როდესაც შეიარაღებაში მიღებული იქნა ტანკი T-64, მისი ზომების შემცირების ერთერთ უმთავრეს მიზეზად დასახელდა ის, რომ მცირე ზომის ტანკი გაცილებით უკეთაა დაცული ბირთვული აფეთქების ტალღისგან და შემდგომ მისი დასხივების და რადიაციისაგან. ასეთი მცირე ზომები ამის შემდეგ ტრადიციული გახდა ჯერ საბჭოთა და შემდეგ უკვე  რუსეთის ტანკმშენებლობისთვის. მცირე ზომების გარდა რუსულ ტანკებზე ანტირადიაციული ისეთი ღონისძიებაცაა გატარებული, როგორიცა ეკიპაჟის სამუშაო ადგილებზე, შიგნიდან,მათი რადიაციისაგან დასაცავად გამოკრული  წყალბადის შემცველი ანტირადიაციული სარჩული, რომლის შემადგენლობაშიც დამატებულია ლითიუმი, ბორი და ტყვია. ანალოგიური მასალითაა დაფარული კოშკურის უმეტესი ზედაპირი და მძღოლმექანიკოსის ადგილი გარედან. ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი 16-ჯერ ამცირებს აფეთქების, ხოლო 18-ჯერ დასნებოვნებული ადგილის რადიაციის შეღწევადობას.

ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი კოშკურაზე: 1-მემიზნე ოპერატორის სარქველის შიგნიდან გამოკრული სარჩული. 2-მეთაურის ადგილი კოშკურაში, მარჯვნივ ანტირადიაციული სარჩულით დაფარული კოშკურის შიდა კედელი. 3 და 4-გარედან ანტირადიაციული გარსააკრით დაფარული მეთაურის და მემიზნე ოპერატორის სარქველები

ტანკის დემასკირების და შენიღბვის სისტემები

ტანკ T-90-ის კონსტრუქციაში ასევე გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი აღმოჩენის ალბათობის შემცირებას. პირველ რიგში ამ ღონისძიებებს მიეკუთვნება სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მადეფორმირებელი შეფერილობა, რომელიც სხვადასხვაა ყველა კლიმატური ზონისთვის. მაგალითად, ინდური T-90 შეღებილია უდაბნოს ქვიშის ფერში, ხოლო რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი T-90 შეფერილობა მწვანის, შავის და ნაცრისფრის კომბინაციაა. როგორც წესი, ასეთი შეფერილობა საგრძნობლად ართულებს ტანკის აღმოჩენას 0,5-2კმ. მანძილზე. ასევე გატარებულია ღონისძიებები ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების ინფრაწითელი გამოსხივების შესანიღბავად.
ამას გარდა, ტანკზე შესაძლებელია მასკირების კომპლექსის გამოყენება, ამ კომპლექსს მიეკუთვნება: «Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90.  ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება როგორც ერთად, ასევე ცალცალკე. ისინი საგრძნობლად ამცირებს ტანკის შემჩნევადობას როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიოდიაპაზონში და რამდენჯერმე ამაღლებს ბრძოლის ველზე მის სიცოცხლისუნარიანობას.
მასკირების კომპლექსის გარეშე ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 29მ², კომპლექსი «Накидка»-ს გამოყენების შემთხვევაში გაფანტვის ზედაპირი 6,5მ²-მდე მცირდება, ხოლო მთელი კომპლექსის («Накидка»,«Терновник» და რადიო გამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90) გამოყენების დროს მისი მაჩვენებელი 2,1მ² უტოლდება.
ტანკის დაცვის ღონისძიებებს მიეკუთვნება ასევე ნაპალმისაგან და სხვა მაალებადი ნივთიერებებისგან დაცვის სისტემა «Сода», რომელიც მოიცავს ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში მთელ რიგ შემჭიდროვებებს, რომლებიც წვადი ნარევისგან იცავენ ძრავის ზეთის და საწვავის სისტემებს და ასევე ელექტროგაყვანილობის არაწვადი და ცეცხლგამძლე გარსსაცმები-ყველაფერი ეს ხელს უშლის აალებას და ტანკის მწყობრიდან გამოსვლას.

«Накидка»-თი აღჭურვილი Т-90CA და ამ გარსსაცმით აღჭურვილი Т-90-ს გამოსახულება სითბოვიზორში, კარგად ჩანს, რომ მისი ინფრაწითელი გამოსხივება იდენტურია გარემოს ინფრაწითელი სიგნატურისა

«Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90 აღჭურვილი Т-90, ამ საშუალებების კომპლექსური გამოყენებით ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 2,1მ² უტოლდება