ფინურმა ტელეკომპანია MTV-3 2012 წლის 20 ივნისს თავის ვებ-გვერდზე (
Niinistö: Venäjä havittelee isoja asekauppoja Suomen kanssa ) განათავსა ინტერვიუ რომელიც ფინეთის პრეზიდენტ საული ნინისტესა და ფინურ მასმედიის წარმომადგენელებს შორის შესდგა მატარებელში, რომლითაც პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. საული ნინისტემ ჟურნალისტებს აცნობა რომ ფინეთის მთავრობამ რუსული მხარისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია "500 ცალი ჯავშანტრანსპორტიორის" შესყიდვის შესაძლებლობაზე (სავარაუდოდ Patria AMV). ინტერვიუდან არ ჩანს რომელ მანქანაზეა საუბარი, კერძოდ ჯტრ Patria AMV-ზე თუ მის ბაზაზე შექმნილ თვითმვალ ნაღმტყორც NEMO-ზე (უფრო პირველი).
ფინეთის პრეზიდენტმა ამის თაობაზე დიდი სიფრთხილით განაცხადა და დასძინა რომ ჯერ საჭიროა Patria-ს ჯგუფსა და რუსულ მხარეს შორის მოხდეს ამ თემის განხილვა და იმაში გარკვევა თუ "რამდენად გააჩნია ამ შემოთავაზებას ფინანუსრი ბაზა და მთავრობის თანხმობა". მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფაქტიური განხლივის დაწყება.
No comments:
Post a Comment