ამერიკულმა გაზეთმა "The Blade", რომელიც ტოლედოში გამოდის (ოჰაიოს შტატი), 2012 წლის 17 ივნისს გამოსცა სტატია "Tyrel Linkholrn "Lima tank plant faces risk of 3-year production hiatus", რომელიც ეძღვნება აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ლიმაში განთავსებულ ამერიკის ერთადერთ ტანკმწარმოებელ ქარხანა Lima Tank Plant-ს, რომელიც აშშ-ს მთავრობის საკუთრებაა, მაგრამ 1996 წლიდან კორპორაცია General Dynamics-ი აკონტროლებს და ამჟამად Joint Systems Manufacturing Center-ად იწოდება.
ოჰაიოს შტატი, Abrams - ის საწარმოო, "ლიმა" (Genral Dynamics Land Systems)
შეგახსენებთ რომ M1 Abrams (M1A2 SEP) ტანკების წარმოება აშშ-ს არმიისთვის ამ საწარმოში 2001 წელს შეწყდა, ხოლო საექსპორტო წარმოება (M1A2 საუდის არაბეთისთვის და ქუვეითისთვის) კიდევ უფრო ადრე - 1995 წელს დასრულდა. ამის შემდეგ დღევანდელ დღემდე საწარმოო დასაქმებული იყო ეგვიპტეში ლიცენზიით წარმოებული M1A1-ბის მანქანამაკომპლექტებლების გამოშვებით და ასევე აშშ-ს არმიის კუთვნილი M1/A1/A2-ბის M1A2 SEP დონემდე მოდერნიზაციით. ბოლო წლებში ამას დაემატა ერაყის M1A1-ების და საუდის არაბეთის M1A2-ების მოდერნიზაცია M1A2SA დონემდე.
სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ აშშ-ს არმია ეკონომიკური მოსაზრებების გამო უკვე მეორე წელია ცდილობს უარი თქვას ტანკების M1A2 SEPv2 დონემდე მოდერნიზაციაზე და უკვე მეორე წელია კონგრესს, პენტაგონის აზრის საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტში მოდერნიზაციის გაგრძელების მიზნით შეაქვს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, ლიმას ქარხნის მუშათა კომპეტენციის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზეზით.
აშშ-ს არმიას სურვილი ჰქონდა ლიმას ქარხანაში 2013 წლიდან 2017 წლამდე ტანკების მოდერნიზაციის შეწყვეტა, სანამ 2017 წელს არ იქნებოდა წარმოდგენილი Abrams-ის ახალი მოდიფიკაცია. მაგრამ ამისდა მიუხედავად გასულ წელს, აშშ-ს კონგრესმა 46 ტანკის M1A2 SEPv2 დონემდე მოდერნიზაციისათვის 255 მილიონი დოლარი გამოყო. თუ ასიგნმაციების გამოყოფის ისტორია არ განმეორდება, მაშინ ამ პარტიის მოდერნიზაცია 2014 წელს დასრულდება და გახდება ამერიკის მთავრობის ბოლო სატანკო შეკვეთა.
მოდერნიზაციის შეწყვეტის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ 4 წლით ქარხნის გაჩერებას "არა აქვს აზრი" და საბოლოო ჯამში ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე მისი ახალი შეკვეთებით დატვირთვა. წარმოების შეჩერება გამოიწვევს კოოპერაცის ჯაჭვის განადგურებას და "მოკლავს მომწოდებლებს და სუბშემსრულებლებს". ტანკის წარმოებაში და მოდერნიზაციაში General Dynamics-ს ჩართული ჰყავს 800 სუბშემსრულებელი, რომელთა დიდი ნაწილი მცირე კომპანიებს წარმოადგენს.
სამი წლის წინა ლიმას ქარხანაში, რომელიც ასევე დაკავებულია თვლიანი ჯავშანტრანსპორტიორი Stryker-ის საბოლოო აწყობა-აღჭურვით, დასაქმებული იყო 1250 ადამიანი. ამჟამად ეს ციფრო 840 კაცამდეა შემცირებული, მათ შორის 200 მუშაკი წელს იქნა სამსახურიდან დათხოვნილი. ამჟამად შემცირებების გაგრძელებას კიდევ ელიან. ამასთან მაღალხელფასიან, მაღალკვალიფიცირებულ, ვიწრო სპეციალიზაციის მუშაკებს უჭირთ ლიმას პროვინციაში (39 ათასიანი მოსახლეობით) თავისი სპეციალიზაციით სამსახურის შოვნა და არსებობს საშიშროება, რომ ეს ხალხი წავა ქალაქიდან ან შტატიდან, რითაც საკმაოდ გაართულებს რამდენიმე წლის შემდეგ საწარმოში წარმოების ხაზის სწრაფ აღდგენას.
General Dynamics-ის შეფასებით, ლიმას ქარხნის შეჩერება 400-დან 600 მილიონ დოლარამდე დაჯდება. მაგრამ წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით შეფასებები სხვადასხვანაირია - არმია ოპტიმისტურად აფასებს მას 400 მილიონ დოლარად, ამ დროს General Dynamics-ის შეფასებით ამისათვის 1 მილიარდი დოლარია საჭირო.
ამასთან აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ მას არ სურს ლიმაში მდებარე ქარხნის დახურვას, და სავარაუდოდ სურვილი აქვს შეინარჩუნოს მისი ფუნქციონალურობა უცხოური შეკვეთების ხარჯზე. General Dynamics-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, საუდის არაბეთთან გაფორმებული ხელშეკრულების (ადრე შეძენილი 315 ცალი M1A2 და ახლად შეძენილი 15 ცალი M1A1 მოდერნიზაცია M1A2SA დონემდე) რეალიზაცია 2014 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არის იმედი სხვა უცხოშემკვეთისთვის მუშაობაზე - მაგალითად მაროკოსთვის.
მაგრამ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს აზრის მიუხედავ, ლიმას ქარხანაში წარმოების გაგრძელება კვლავ სარგებლობს ამერიკის კონგრესში ორპატიული მხარდაჭერით. 2013 წლის ფინანუსრ წელში, ამერიკის არმიისთვის დამატებით 30 ტანკის მოდერნიზაციისთვის, წარმომადგენლობითმა პალატამ შეიტანა წინადადება 181 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. სენატმა თავის მხრივ შეიტანა წინადადება მხოლოდ 90 მილიონი დოლარის თაობაზე.
No comments:
Post a Comment