Saturday, May 30, 2015

M2A3 Bradley 26 მაისს თავისუფლების მოედანზე

26 მაისს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ქართული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად აშშ–ს არმიის ქვედანაყოფებიც ესწრებოდნენ. ეს ის ქვე3დანაყოფებია რომლებიც სწავლება "Nobel Partner 2015"–ში ღებულობდნენ მონაწილეობას. სწორედ მათი ქსმ M2A3 Bradley იქნა გამოყვანილი თავისუფლების მოედანზე.

მანქანაზე დამაგრებული მოკლე ტტმ–ი

 დილით ადრე მივედი, მაგრამ დაცვამ არ შემიშვა ტერიტორიაზე, ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ კი საწყალ მანქანაზე ველურებმა გადაირბინეს


26 მაისი, ფიცის მიღების ცერემონიალი

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ შემდეგი ქვედანაყოფები – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40 მედროშე, ავღანეთიდან „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის 240 სამხედრო მოსამსახურე, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეული, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 40 ოფიცერი და 125 იუნკერი, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 40 კადეტი და აშშ–ს არმიის 173–ე საჰაერო–სადესანტო ბრიგადის 1–ლი ესკადრილიის 91–ე საკავალერიო პოლკის C (ჩარლი) ასეული, რომელიც გერმანიაში, გრაფენოჰრში ბაზირდება, და აშშ–ს არმიის მე–3 ქვეითი დივიზიის, 1–ლი მექანიზირებული ბრიგადის ერთი ასეული.
ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დაესწრო, ასევე მოწვეული იყო უცხო ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები.

ორკესტრი

აშშ–ს საჰაერო სადესანტო ჯარების ფოტოგრაფი

საბრძოლო დროშის შემოტანა

ცერემონიალში მონაწილე ქვედანაყოფების შემოსვლა

მე–3 ქვეითი დივიზიის, 1–ლი მექანიზირებული ბრიგადის ასეული

შშ–ს არმიის 173–ე საჰაერო–სადესანტო ბრიგადის 1–ლი ესკადრილიის 91–ე საკავალერიო პოლკის C (ჩარლი) ასეული (მარჯვნივ, წითელ ბერეტებში) და აშშ–ს არმიის მე–3 ქვეითი დივიზიის, 1–ლი მექანიზირებული ბრიგადის ერთი ასეული (მარცხნივ)

ახალწვეულთა მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულები ფიცის მისარებად მზად არიან

სერჯანტ–ინსტრუქტორები

ცერემონიალის დასაწყისი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით მიმართავ დამსწრე საზოგადოებას

საბრძოლო დროშის ცენტრში გამოტანა

პირადმა შემადგენლობამ ფიცის მისარებად დაიჩოქა

UH-1–ები ქართული დროშით

Су-25-ები

ქვედანაყოფების გასვლა მოედნიდან

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ვერტმფრენიდან მოსალოცი ბუკლეტები გადმოყარეს

პატარა პატრიოტები