Tuesday, May 26, 2015

შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა "დიდგორის" ბაზაზე

დელტას მიერ "დიდგორის" ბაზაზე შემქნილი სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა. მასში შეცვლილია კორპუსის დიზაინი და ის დაჭრილების ტრანსპორტირებისთვისაა ადაპტირებული. მანქანას მთლიანობაში 4 მწოლიარე დაჭრილის გადაყვანა შეუძლია. მასში მეთაურისა და მძღოლის ადგილის გარდა ასევე გათვალისწინებულია საბრძოლო სანიტარის ადგილიც, რომელიც დაჭრილების განყოფილებაშია განთავსებული.
ცვლილება ასევე შეეხო მანქანის დაცვასაც, კორპუსის გარედან დამატებითი ჯავშანფილებია დამაგრებული. დაცვის გაზრდის შედეგად მანქანის წონამ 800კგ–თი (მიახლოებით) მოიმატა, რამაც მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ–მდე შეამცირა.


საევაკუაციო ნაკვეთური ოთხ დაჭრილს იტევს. უკანა ფონზე, საკაცურებს შორის სანიტარის სავარძელია განთავსებული

მძღოლისა და მანქანის მეთაურის ადგილები

მანქანის მოკლედ ტტმ

No comments:

Post a Comment