Friday, June 8, 2012

4 ახალი Ми-28Н მზადაა რუსეთის არმიისთვის გადასაცემად

ცნობილი გახდა, რომ ОАО "Роствертол" ამზადებს რუსეთის საჰაერო ძალებისთვის 4 ახალი    Ми-28Н–ის გადაცემას. მანქანები მე–6 პარტიას განეკუთვნება (სერიული ნომრები სავარაუდოდ 06-01–დან 06-04–მდე) და შეღებილია ახალ, ნაცრისფერ კომუფლიაჟში და გააჩნიათ საბორტე ნომრები "წითელი 09", "წითელი 10", "წითელი 11" და "წითელი 12". სავარაუდოდ ვერტმფრენები კორენოვსკის ავია ბაზას გადაეცემა ივნისის შუა რიცხვებში. ეს Ми-28Н–ები პირველებია რომლებიც 2012 წელს აიწყო.




აღსანიშნავია რომ  Ми-28Н–ები ჩვენს საზღვართან ახლოსაა ბაზრიებული და ასევე  ამ ვერტმფრენებით აქტიურად მიმდინარეობს სწავლებები კავკასიის მთიან რელიეფში.




MRAP/MPV - მოკლე მიმოხილვა

ნაწილი მეორე

Kudu (Koodoo, რქაგრეხილი ანტილოპა) ლენ როვერის ბაზაზე აწყობილი საპატრულო მანქანა.  "V"–სებურ ფსკერიანი, დაჯავშნული კორპოუსის გარდა გააჩნია გარე დამცავი საფარი, რომელიც მიმართულებას უცვლის ტყვიებს სანამ ისინი ძირითად ჯავშნამდე მიაღწევენ. ასევე მანქანა აღჭურვილია მძღოლის და დესანტის ჯავშანშუშებით.



Kudu–ს, ისევე როგორც წინა ნაწილში ნახსენებ Rhino–ს, გააჩნდა რკინიგზაზე სამოძრაო ვარიანტი, Ojay (1977 წელი).

Ribbok (ანტილოპას სახეობა) – შასი სავარაუდოდ ლენ როვერისაა.

Tusker (ეშვოსანი ?) – 1979 წელი, მანქანა შეიქმნილია რკინიგზაზე სამოძრაოდ. აღჭურვილია  РПГ–სგან დამცავი ცხაურებიანი ეკრანებით

Jackal (ტურა) – ფაქტიურად ჯავშანმატარებელი. აღჭურვილია 20მმ–ნი ერლიკონის ქვემეხით.


Kobus (აფრიკული ანტილოპის სახეობა) – შექმნილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ფირმა TFM Ltd მიერ, რომელიც ქალაქ Wynberg–ში მდებარეობს. მანქანა სპეციალურად დაპროექტდა და შეიქმნა  სარკინიგზო პოლიციისთვის. სულ აწყობილი იქნა 2 მანქანა. რკინიგზაზე მანქანა ანვითარებს 90კმ/სთ სიჩქარეს.



Bullet (ტყვია) – 10 ადგილიანი ჯავშანტრანსპორტიორი. პროტოტიპის გარდა სავარაუდოდ დამზადებული იქნა კიდევ რამდენიმე ერთეული.





Pig (ღორი) – 50 მანქანა აწყობილი იქნა Selous Scouts–ებისთვიუს (ელიტური ანტიტერორისტული ქვედანაყოფი). დასავლეთგერმანული ჯტრ UR-416–ის მსგავასდ მანქანა აწყობილი იყო უნიმოგის ბაზაზე, თუმცაღა მას ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერი არ გააჩნდა. მას მხოლოდ ბორტების ბალისტიკური დაცვბა ჰქონდა.



როდეზიულმა SAS–მა შექმნა Pig–ის თავისი ვარიანტი  - "Hot lips", რომელსაც გააჩნდა ძაან  წაწვეტებული ცხვირი. ეს მას ბუჩქნარის დაძლევაში ეხმარებოდა.


ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის ამაღლების მცდელობებმა გამოიწვია MPCV (Mine Protected Combat Vehicle) შექმნა. საინტერესოა რომ MPCV–ეს, ისევე როგორც  Pig–ს, ეხსნებოდა კორპუსი და შასის შეეძლო სვლა განეგრძო. მანქანა აღჭურვილი იყო  7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი FN MAG–ით (მოგვიანებით 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით) და დესანტისთვის განკუთვნილი 9 ამბრაზურით. სულ გამოშვებული იქნა 115 მანქანა.


Puma (პუმა) – კომერციულ სატვირთოზე, ნისანზე ან ისუზუზე, აწყობილი ჯავშანტრანსპორტიორი. გააჩნია "V"–სებური ფსკერით, 10მმ–ნი დახრილბორტებიანი კორპუსი, რომელიც ზემოდან ღიაა და აღჭურვილია დამცავი ჩარჩოებით. სურათებზე ჩანს ერთ და ორ ადგილიანი კაბინით აღჭურვილი ვარიანტები.


Crocodile, Croc (ნიანგი) – 1979 წელი. მოდერნიზირებული   Puma  - მძღოლის კაბინდა ძარა წარმოადგენს ერთიან კაფსულ და არა განცალკევებულ ნაკვეთურებს როგორც Puma–ში. სავალი ნაწილი იგივე, ასევე არსებობს 75, ტონიან მერსედესებზე შექმნილი ვარიანტები. ძარის ვარიანტები ბევრნაირია – სატრანსპორტო, სატვირთო, სარემონოტ–საევაკუაციო, უნაგირა გამზე.








შეჯავშნული სამედიცინო მანქანა (ambulance).


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ექსპერიმენტებისთვის ასევე იყენებენ უნიმოგს – ამაგრებენ მასზე ფოლადის ფირფიტებს მძღოლის ქვეშ, იყენებენ "V"–სებურ ფსკერს (თუმცა არა ყველა მანქანაზე), სოგჯერ სილით სავსე ტომრებსაც აფენდნენ ფსკერზე დაცვის ამაღლების მიზნით. 1974 წელს რამოდენიმე ფირმამ წარმოადგინა Bosvark–ის (გარეული ღორების ერთერთი სახეობა) რამოდენიმე ვარიანტი


Defence Research Unit–ის (DRU, ქვეგანყოფილება CSIR - Council for Scientific and Industrial Research, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1945 წლიდან მომქედებდა როგორც სამეცნიერო და კვლევითი მრჩეველი) მიერ წარმოდგენილი Bosvark ვარიანტი. მანქანა "V"–სებური ფსკერითაა აღჭურვილი.

1976 წლის სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის არმიას წარუდგინეს  Bosvark–11, რომელიც Unimog 416.162 ბაზაზე იყო აწყობილი. მანქანა წარმოადგენდა ფირმა UCDD (Pty) Ltd (რესპუბლიკაში Mercedes Benz–ის ნაწარმის მიმწოდებელი) და Busaf (Pty) Ltd–ს ერთობლივ ნაწარმს. დაიწყო გამოცდები, გამავლობის გაზრდის მიზნით საჭირო გახდა სავალი ბაზის გაფართოვება, მაგრამ მხოლოდ 12 სანტიმეტრით, რადგანაც სხვანაირად სამუხრუჭე დოლურები ვერ უძლებდა.

თავდაპირველად SADF–ის ძირითადი მიმწოდებელი – ფირმა Armscor არ თანამშრომლობდა მანქანის შექმნაში, რადგანაც არმიამ უნიმოგი აირჩია. ამ მიზეითი მათ ჯავშანშუშების დამზადერბაზეც კი უარი განაცხადეს (ეს საკითხი მხოლოდ მათ მიერ კონტროლდებოდა). ამიტომ მანქანის პირველი ვარიანტი აღჭურვილი იყო რბილი ფოლადის კორპუსით და ხის საფენებჩატანებული პლექსიგლასიანი შუშებით, ამგვარად ხდებოდა ჯავშანშუშების იმიტაცია. და მხოლოდ მას მერე რაც პროტოტიპი SADF–ის მიერ დადებითად იქნა შეფასებული, Armscor–მა საქმე თავის ხელში აიღო და თან ისე რომ ფირმა Busaf–მა ერთი მანქანის შეკვეთაც კი ვერ მიიღო. სერიული მანქანები Buffel (აფრიკული კამეჩი) იწოდებოდა.



სულ აწყობილი იქნა 1400 ცალი მანქანა. კორპუსი აღჭურვილია "V"–სებური ფსკერით, ეკიპაჟის იატაკის ქვეშ მოთავსებულია საწვავის ავზი და 100 ლიტრიანი წყლის რეზერვუარი (პირველ რიგში დასალევად და მეორე რიგში ითვლებოდა რომ წყალი დარტყმის ტალღას ახშობდა). მძღოლის ჯავშან კაბინა მარცხნივაა გადაწეული.


ვარიანტები:
Buffel – ორიგინალი მანქანა.
Buffel Mk I – წინა ნაწილის გაუმჯობესებული დაცვა და ძრავა.

Log Buffel – სატვირთო ვარიანტი
Moffel - ღია ძარიანი სატვირთო ვარიანტი
Unicorn – Buffel–ის შრლი–ლანკას ვარიანტი. იწარმოება 1987 წლიდან. Mark–I–დან Mark–VI–მდე გამოშვებული იქნა 93 მანქანა, რის შემდეგაც გადავიდნენ Unibuffel–ზე. ეკიპაჟი 2+12.
Unibuffel - Buffel Mk-I-ის ძრავაშეცვლილი ვარიანტი, იწარმოება 2000 წლიდან ფირმა Sri Lanka Electrical and Mechanical Engineers მიერ, გამ,ოშვებული იქნა 53 ერთეული.


Buffel Mk IIA/B – ადრეულ Mk–I–ებზე ყენდებოდა დახურული ძარა და ფართო ჯავშანშუშები. ჩასხდომა და გადმოსხდომა უკანა კარებიდან ხორციელდებოდა. 

Bulldog – სატვირთო SAMIL–20–ზე აწყობილი მანქანა, მძღოლის კაბინა მარჯვნივაა განთავსებული.
Rhino Bulldog–ის შემდეგი გაგრძელება, მძღოლი ეკიპაჟთან ერთიან კაბინაშია განთავსებული.



ამჟამად Buffel იმყოფება ბევრი აფრიკული და არა მარტო აფრიკული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში.
უგანდის Buffel: