пятница, 13 декабря 2013 г.

ბერძნული С–300 ПМУ1–ის პირველი საცეცხლე გამოცდები

დღეს, საბერძნეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა პირველად განახორციელეს 97 წელს, კვიპროსის მიერ შესყიდული და შემდეგ საბერძნეთზე გადაცემული რუსული ჰსთ კომპლექსი, С–300 ПМУ1–ის საცეცხლე გამოცდები. კომპლექსი საბერძნეთის შეიარაღებაზე 14 წელია რაც დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოპერატიული მზადყოფნა მიღწეული არ იყო – ბერძნულმა მხარემ პირველად განახორციელა მისი საცეცხლე გამოცდები.
სროლებს რუსული დელეგაცია დაესწრო. კომპლექსმა 30 კილომეტრის მოშორებით და 2კმ სიმაღლეზე მფრენი, მანევრირებადი, საკმაოდ მცირე ზომის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. აღსანიშნავია რომ საზენიტო რაკეტები 15 წლის განმავლობაში ინახებოდა კონტეინერებში.

რუსულ–იტალიური ქართულად

ჯავშანმანქანა "მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი"

1916 წელს, იჟორსკის ქარხანაში, უკანაამძრავიანი, 4x2 სავალი ფორმულის მქონე იტალიური სატვირთოს, "იზოტტა–ფრასკინის" ბაზაზე   შექმნილი ჯავშანმანქანა.
1914 წელს, პოლკოვნიკი სეკრეტევის თაოსნობით სამხედრო კომისიის მიერ უცხოეთში შესყიდულ მანქანებს შორის იყო ერთი 4 ტონიანი იტალიური სატვირთო "იზოტტა–ფრასკინი". 1915 წლის გაზაფხულზე მანქანა დასაჯავშნად იჟორსკის ქარხანაში გააგზავნეს. დაჯავშნის პროექტი შტაბს–კაპიტანმა აბესალომ მღებროვმა შეიმუშავა. თუმცა სამუშაოები გაიწელა და მანქანის დამსრულება მხოლოდ 1916 წლის 10 მაისს მოხერხდა.
მანქანის კორპუსი იჟორსკის ქარხანაში წარმოებული, 4–5მმ სისქის, დამოქლონებული, ნაგლინი ქრომ–ნიკელის ფილებისგან შესდგებოდა. მანქანას ძრავა თავისი დაუტოვეს – კარბურატორიანი, ერთრიგიანი, 4 ცილინდრიანი, სითხით გაგრილებადი, 120ც.ძალიანი.
კორპუსის თავზე განთავსებული იყო მღებროვის საფირმო ცილინდრული ფორმის კოშკურა, რომელშიც წრიული ხედვის ღრიჭოები იყო გამოჭრილი.

მანქანის ძალიან დიდი დადებით მხარეს, იმ დროისთვის უპრეცენდენტოდ მძლავრი ძრავა წარმოადგენდა, რაც მას მეწინავე მანევრულობას და დინამიკურ მახასიათებლებს სძენდა. გამომცდელებმა ჯავშანმანქანას 65კმ/სთ განავითარებინეს. მღებროვის მიერ შექმნილ მანქანებს შორის ყველაზე წარმატებულად "იზოტტა–ფრასკინი"–ს ბაზაზე აწყობილი ჯავშანმანქანა შეიძლება ჩაითვალოს.

მღებროვის მიერ შექმნილი ჯავშან მანქანები:
  • მღებროვ–რენი – მსუბუქი ჯავშანმანქანა, აწყობილი იქნა 11 ცალი.
  • მღებროვ–უაიტი – 1 ცალი
  • მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი – 1 ცალი
  • მღებროვ–პირს–არროუ – 1 ცალი
  • მღებროვ–ბენც – 1 ცალი 



P.S. მღებროვის ყველა მანქანა ნოვატორულობით გამოირჩეოდა. დამსახურებულად შეგვიძლია მღებროვი მსოფლიოში რაციონალური დაჯავშნის (კონსტრუქციის წონის შემცირების მიზნით ჯავშანფილების დახრილი კუთხით განლაგება) მამად ჩავთვალოთ.

წყარო:

четверг, 12 декабря 2013 г.

დღის ფოტო – ილუზია

თავიდან მეგონა რომ ორი გამანადგურებელი ქალაქის თავზე მიფრინავდა და პილოტები ვიღაცამ ფოტოშოპით მიახატა  რო დავაკვირდი მივხვდი რო ეს ბეტონის ფილებია და არა ქალაქი