Showing posts with label С-300. Show all posts
Showing posts with label С-300. Show all posts

Wednesday, November 17, 2021

Mockups of the Russian S-300 ADS and T-72B MBT

 The mockups of the Russian S-300 ADS and T-72B MBT spotted in Alabama, USA.





Previously the mockup of the Type-99 has been spotted in the US roads.


Sunday, September 29, 2019

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რადგანაც ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები თანამედროვე რაკეტების შესაძლებლობების რადიკალურ ტრანსფორმაციას იწვევს, სისტემები, რომლებიც მათგან დასაცავად გამოიყიენება, განვითარების უწყვეტ ციკლში იმყოფებიან. მრავალშრიანი თავდაცვითი საშუალებები მოიცავს მძლავრ ლოკაციურ რადარებს, მეწინავე კომპიუტერულ ანალიზს, გზაგადამჭრელ რაკეტებს და ამ ბოლომ დროს ძაან გავრცელებულ მიმართული ენერგიის შეიარაღებას (ლაზერებს). აღნიშნული საშუალებები გადამწყვეტ როლს თამაშობენ როგორც კონტინენტური, ასევე საექსპედიციო ანტისარაკეტო თავდაცვის ინტეგრირებულ ქსელებში.

"რაკეტა შესანიშნავად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ არასწორ პლანეტაზე დაეშვა" (The rocket worked perfectly, except for landing on the wrong planet) - განაცხადა ვერნერ ფონ ბრაუნმა, მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ლონდონზე წარმატებული სარაკეტო იერიშების შედმეგ.

პირველივე დღეებიდან, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს და მათგან თავდაცვის საშუალებებს შორის ტექნოლოგიური "კატა-თაგვობანას" თამაშ მიმდინარეობს, რაც როგორ თავდამსხმელებს, ასევე თავდამცველებს, მუდმივი ტაქტიკური და სტრატეგიული სტრიმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

რაკეტა LGM-118A Peacekeeper-ის განცალკევებადი, თვითამიზნებადი ქობინის ბლოკების შემოსვლის მომენტი ატმოსფეროში

ბოლო წლებში "განცალკევებადი, ინდივიდუალური თვითდამიზნებადი ბლოკებით აღჭურვილი ქობინების" და ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა საგრძნობლად აფერხებდა საიმედო, ეკონომიკურა ეფექტური და გადარჩენადობის მაღალი ხარისხის მქონე ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას. საპასუხოდ აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა და საფრანგეთმა დიდი თანხები ჩადეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ანტისარაკეტო სისტემების შექმნაში. 

წარსულში რეიგანის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის" (Strategic Defence Initiative - SDI) პოსტულატი, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა კოსმოსურ, კერძოდ კი ლაზერით აღჭურვილ თანამგზავრებს, როგორც ეკონომიკურად ეფექტურ და სიცოცხლისუნარიან ანტისარაკეტო სისტემას, ერთ-ერთი მიზეზი გახდა სსრკ-ს ეკონომიკური კოლაფსისა და თვითონ აშშ მიიყვანა თავისი ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობების ზღვარზე.

მაგრამ რაკეტების სირთულე, რომელიც შერწყმულია სიჩქარესთან, მანევრულობასთან და სისტემის ორიენტაციის ცვლასთან, ტაქტიკური და სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვისგან მრავალშრიან მიდგომას მოითხოვს, რითაც მას ფასსა და სირთულეს უმატებს. ანტისარაკეტო თავდაცვა სამ დონედ იყოფა და თვითოეული მათგანი ტექნოლოგიებისა და პლატფორმების სხვადასხვა დონეს მოითხოვს. ქვემოთ ამოთვლილია მაგალითები:

ტაქტიკური: მისი დანიშნულებას ახლო მანძილე მოქმედ, 1,5კმ/წმ-ზე ნაკლები სიჩქარის მქონე ტაქტიკურ, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ტაქტიკურ რსთ სისტემებს, როგორც წესი ახასიათებს მცირე მანძილზე მოქმედება (20-დან 80 კილომეტრამდე), იცავენ მსხვილი ინფრასტრუქტურის მქონე რაიონებს, მათ შორის ქალაქებს, პორტებს, აეროდრომებს და მეწინავე სამხედრო ბაზებს. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნებიან ამერიკული MIM-104 Patriot, ებრაული Iron Dome და რუსული С-300В. 
ოპერატიული: მისი დანიშნულებას საშუალო მანძილე მოქმედ, 3კმ/წმ სიჩქარის მქონე, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების ლოკალური რაიონის თავდაცვას (როგორც ჩვეულებრივ რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში). დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება ამერიკული THAAD, ებრაული Arrow და რუსული С-400. 
სტრატეგიული: მისი დანიშნულებას, 7კმ/წმ სიჩქარის მქონე, საკონტინენტთაშოიროს ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ეს სისტემები სენსორების, კომპიუტერულ სისტემებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების რთულ ქსელს ეფუძნება. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება რუსული А-135, რომელიც იცავს მოსკოვს და ამერიკული GMD (Ground-Based Midcourse Defense).

რსთ-ს ეშელონირების ამერიკული პარადიგმა

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი სისტემების როლები და შესაძლებლობები ასე კონკრეტულადაა განსაზღვრული, სარაკეტო სისტემების სწრაფი განვიტარება და მათი მობილურობა და სისწრაფე ასიმეტრიულ საფრთხეებთან ერთად, ქმნიან სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ანალოგიურად მოქნილ და შთამბეჭდავ პასუხს მოითხოვენ, რათა ეფექტურად მოხდეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა. ვნახოთ უახლოეს წლებში რას შემოგვთავაზებს სამხედრო მრეწველობა.

Wednesday, February 6, 2019

რუსული С-300-ების პოზიციები სირიაში

თანამგზავრულ დაკვირვებაზე სპეციალიზირებულმა ებრაულმა კომპანიამ - ImageSat-მა, ინტერნეტში რუსების მიერ სირიისთვის აგდაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, С-300-ების, თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა.

აღნიშნული კომპლექსების გადაცემის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

კომპლექსები ქალაქ მასიაფის ახლობლადაა განთავსებული. ფოტოებზე გარკვევით ჩანს სამი გამშვები, თუმცაღა როგორ კომპანიამ აღნიშნა კომენტარში "მეოთხე კომპლექსი შესანიღბი ბადითაა დაფარული". კომპანიამ ასევე აღნიშნა რომ, 2018 წლის ოქტომბრიდან, როდესაც სირიაში ამ კომპლექსების გადასროლა დაიწყო, თანამგზავრმა ეს კომპლექსები პირველად დააფიქსირა.


Tuesday, September 25, 2018

ისრაელი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მიწოდებას განიხილავს

სირიის ჰსთ ჯარებმა, ებრაული ავიაციის იერიშის მოგერიებისას, რუსული Ил-20 ჩამოაგდეს. რუსებისთვის, როგორც წესი, დამნაშავე ყოველთვის "სხვა" არის და ამ ინცინდენტში ებრაული მხარე დაადანაშაულა და რა თქმა უნდა საპასუხო ქმედებებიც მოაყოლა.

კერძოდ სამი ღონისძება იქნა დაანონსებული:
  • სირიის არმიისთვის С-300-ების გადაცემა (როგორც ინფორმაცია გავრცელდა, კომპლექსები საჰაერო გზით უკვე გაიგზავან სირიაში). 
  • სირიიის არმიისთვის ჰსთ ჯარების მართვის ექსკულზიური სისტემის გადაცემა. ანუ რეალურად მოხდება რამდენიმე რლს-ისა და ჰსთ კომპლექსის ერთიან საინფორმაციო ველში ინტეგრირება, რაც საჰაერო სივრცის კონტროლს საგრძნობლად გაამარტივებს და სირიის ჰსთ-ს რუსული საჰაერო ხომალდების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
  • და ბოლოს, სირიის თავზე და მიმდებარე ხმელთაშუა ზღვის ზონაში თანამგზავრული ნავიგაციის და საბრძოლო ავიაციის კავშირის ჩახშობა განხორციელდება, რაც თავდამსხმელებს საკმაოდ გაურთულებს სირიის ტერიტორიის დაბომბვას.
წყარო:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებზე სირიისთვის განკუთვნილი ჰსთ სისტემების დატვირთვაა ასახული (როგორც ჩანს რუსეთმა დაუყოვნებლივ გადაისროლა შეიარაღება კონფლიქტის ზონაში).

P.S.  საინტერესო სიტუაციაა, ამ მოქმედებით ებრაულ და ამერიკულ ავიაციას, სირიის არმიის საფარქვეშ, რუსული გათვლები დაუპირისპირდებიან, ანუ რეალურად რუსეთმა, Ил-20-ის ინცინდენტით, ხელები გაიხნსა. მაგრამ აქ ჯოხს ორი ბოლო აქვს - მოწინააღმდეგე ასევე თავისუფლად განახორციელებს ამ სისტემების განადგურებას, ეს ხომ სირიის არმიაა და არა რუსეთის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ასევე აღსანიშნავია რომ, ისრაელის ავიაცია არაერთხელ გადიოდა ბერძნებთან ერთად საჰაერო სწავლებას, მათ შრის კუნძულ კრიტზე, სადაც სწორედ საბერძნეთის არმიის С-300-ები განთავსებული. ებრაულ ავიაციას წესით მათი ჩახშბა უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეს.

თავის მხრივ, სსრაელშიც განიხილება საპასუხო ზომები. როგორც ადგილობრივ მასმედიაში იწერება, ებრაული მხარე განიხილავს რუსეთისთვის მტრულად განწყობილ ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინაში, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაყიდვას.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ებრაულმა მხარემ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მოწოდებაზე უარი განაცხადა. ასევე მდუმარე უარყო უკრაინიასთან მსგავსი თანამშრომლობა. თავის დროზე, ამის საპასუხოდ, რუსეთმა ირანისთვის С-300-ების მიყიდვა შეაჩერა. თუმცაღა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ირანმა რუსული С-300-ები უკვე მიიღო, ასევე სირიის ცასაც მალე ეს ცნობილი კომპლექსები გააკონტროლებენ, შესაბამისად ისრაელშიც უკვე განიხილება უკრაინისთვის და საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხი. 

წყარო:

ირანის არმიის С-300ПМУ2 აღლუმზე

P.S. მოგვყიდიან თუ არა ეს ჯერ უცნობია, და თუ მოგვყიდიან როდის მოხდება ეს ამბავი? შეიძება ეს პროცესი დროში საგრძნობლად გაიწელოს. შესაბამისად რაიმე ტყუილი ილუზიებს არ ვიქონიებდი, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია.

Friday, December 13, 2013

ბერძნული С–300 ПМУ1–ის პირველი საცეცხლე გამოცდები

დღეს, საბერძნეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა პირველად განახორციელეს 97 წელს, კვიპროსის მიერ შესყიდული და შემდეგ საბერძნეთზე გადაცემული რუსული ჰსთ კომპლექსი, С–300 ПМУ1–ის საცეცხლე გამოცდები. კომპლექსი საბერძნეთის შეიარაღებაზე 14 წელია რაც დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოპერატიული მზადყოფნა მიღწეული არ იყო – ბერძნულმა მხარემ პირველად განახორციელა მისი საცეცხლე გამოცდები.
სროლებს რუსული დელეგაცია დაესწრო. კომპლექსმა 30 კილომეტრის მოშორებით და 2კმ სიმაღლეზე მფრენი, მანევრირებადი, საკმაოდ მცირე ზომის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. აღსანიშნავია რომ საზენიტო რაკეტები 15 წლის განმავლობაში ინახებოდა კონტეინერებში.

Friday, May 10, 2013

სირია სავარაუდოდ რუსეთისგან С-300–ებს მიიღებს

აშშ–ს თავდაცვის მინისტრის განცხადებით – "თანამედროვე რუსული ჰაერსაწინააღმედგო კომპლექს С-300-ის ბატარეების სირიაზე გადაცემა ისრაელის უსაფრთხოების "დესტაბილიზაცია" მოახდენს".
ისრაელმა რუსეთს მოსთხოვა არ მიეყიდა საირიისთვის თანამედროვე ჰაერსაწინააღმედგო სისტემები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაეხმარება ებრაული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად. როგორც ამერიკული და ებრაული წყაროები იუწყებიან სირიის მხარემ უკვე დაიწყო С-300–ის შესყიდვის კონტრაქტით გათვალისწინებული 900 მილიონი ევროს გადახდა. თვითონ კომპლექსების მზადყოფნაში მოყვანა და საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება სავარაუდოდ სამ თვეში იქნება შესაძლებელი. 
როგორც ინტერნეტში გავრცელებული წყაროებიდან ხდება ცნობილი რუსული მხარე სირიას 6 გამშვებ მოწყობილობას და 144 საზენიტო რაკეტას გადასცემს. 
აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თანამხად – "აშშ–ს მთავრობა შესფოთებულია იმით, თუ რა გავლენას იქონიებს ეს კომპლექსი ისრაელის უსაფრთხოებაზე". თავის საუბარში მას არ უხსენებია თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჰსთ კომპლექსი სირიის სამოქალაქო ომზე.
С-300–ის დანიშნულებაა თვითმფრინავებისა და რაკეტების განადგურება 200 კილომეტრიან რადიუსში. დაწვრილებით კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე – С-300.
ისრაელისა და აშშ–ს პროტესტს მოსკოვიდან და დამასკოდან რაიმე პასუხი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამ პროტესტისა, არაა გამორიცხული რომ ისრაელს მაინც და მაინც დიდად არ აფრთხობდეს ეს კომპლექსები – როგორც ცნობილია ისრაელის ავიაცია ხშრიად ატარებდა ერთობლივ სწავლებებს საბერძნეთის ავიაციასთან, რომელსაც თავის მხრივ შეიარაღებაზე С-300-ები გააჩნია, რომლებიც კუნძულ კრეტაზეა განთავსებული. ამიტომაც არაა გამორიცხული რომ ისრაელის ავიაცია ამ ჰსთ კომპლექსს კარგად თუ არა ნაწილობრივ მაინც იცნობდეს.

წყარო:
Israel asks Russia to block Syria arms sale