Tuesday, September 25, 2018

ისრაელი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მიწოდებას განიხილავს

სირიის ჰსთ ჯარებმა, ებრაული ავიაციის იერიშის მოგერიებისას, რუსული Ил-20 ჩამოაგდეს. რუსებისთვის, როგორც წესი, დამნაშავე ყოველთვის "სხვა" არის და ამ ინცინდენტში ებრაული მხარე დაადანაშაულა და რა თქმა უნდა საპასუხო ქმედებებიც მოაყოლა.

კერძოდ სამი ღონისძება იქნა დაანონსებული:
  • სირიის არმიისთვის С-300-ების გადაცემა (როგორც ინფორმაცია გავრცელდა, კომპლექსები საჰაერო გზით უკვე გაიგზავან სირიაში). 
  • სირიიის არმიისთვის ჰსთ ჯარების მართვის ექსკულზიური სისტემის გადაცემა. ანუ რეალურად მოხდება რამდენიმე რლს-ისა და ჰსთ კომპლექსის ერთიან საინფორმაციო ველში ინტეგრირება, რაც საჰაერო სივრცის კონტროლს საგრძნობლად გაამარტივებს და სირიის ჰსთ-ს რუსული საჰაერო ხომალდების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
  • და ბოლოს, სირიის თავზე და მიმდებარე ხმელთაშუა ზღვის ზონაში თანამგზავრული ნავიგაციის და საბრძოლო ავიაციის კავშირის ჩახშობა განხორციელდება, რაც თავდამსხმელებს საკმაოდ გაურთულებს სირიის ტერიტორიის დაბომბვას.
წყარო:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებზე სირიისთვის განკუთვნილი ჰსთ სისტემების დატვირთვაა ასახული (როგორც ჩანს რუსეთმა დაუყოვნებლივ გადაისროლა შეიარაღება კონფლიქტის ზონაში).

P.S.  საინტერესო სიტუაციაა, ამ მოქმედებით ებრაულ და ამერიკულ ავიაციას, სირიის არმიის საფარქვეშ, რუსული გათვლები დაუპირისპირდებიან, ანუ რეალურად რუსეთმა, Ил-20-ის ინცინდენტით, ხელები გაიხნსა. მაგრამ აქ ჯოხს ორი ბოლო აქვს - მოწინააღმდეგე ასევე თავისუფლად განახორციელებს ამ სისტემების განადგურებას, ეს ხომ სირიის არმიაა და არა რუსეთის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ასევე აღსანიშნავია რომ, ისრაელის ავიაცია არაერთხელ გადიოდა ბერძნებთან ერთად საჰაერო სწავლებას, მათ შრის კუნძულ კრიტზე, სადაც სწორედ საბერძნეთის არმიის С-300-ები განთავსებული. ებრაულ ავიაციას წესით მათი ჩახშბა უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეს.

თავის მხრივ, სსრაელშიც განიხილება საპასუხო ზომები. როგორც ადგილობრივ მასმედიაში იწერება, ებრაული მხარე განიხილავს რუსეთისთვის მტრულად განწყობილ ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინაში, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაყიდვას.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ებრაულმა მხარემ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მოწოდებაზე უარი განაცხადა. ასევე მდუმარე უარყო უკრაინიასთან მსგავსი თანამშრომლობა. თავის დროზე, ამის საპასუხოდ, რუსეთმა ირანისთვის С-300-ების მიყიდვა შეაჩერა. თუმცაღა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ირანმა რუსული С-300-ები უკვე მიიღო, ასევე სირიის ცასაც მალე ეს ცნობილი კომპლექსები გააკონტროლებენ, შესაბამისად ისრაელშიც უკვე განიხილება უკრაინისთვის და საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხი. 

წყარო:

ირანის არმიის С-300ПМУ2 აღლუმზე

P.S. მოგვყიდიან თუ არა ეს ჯერ უცნობია, და თუ მოგვყიდიან როდის მოხდება ეს ამბავი? შეიძება ეს პროცესი დროში საგრძნობლად გაიწელოს. შესაბამისად რაიმე ტყუილი ილუზიებს არ ვიქონიებდი, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია.

No comments:

Post a Comment