აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის თანახმად, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, სითბურთავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის საშუალებით, პირველად მოახდინა საჰაერო სამიზნის განადგურება.
როგორც ცნობილი ხდება, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, მერილენდის შტატში, საცდელი ფრენის დროს, მცირე საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გასული წლის წარმატებულმა გამოცდამ აშშ-ს საჰაერო ძალებს უჩვენა რომ, MQ-9 Reaper-ს, სხვა პილოტირებადი თვითმფრინავების, F-15 Eagle და F-22 Raptor მსგავსად, საჰაერო ბრძლის წარმოება შეუძლია. ამის შესახებ ნევადას შტატში მდებარე კრიჩის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული 432-ე ავიაფრთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯულიან ჩიტერმა, განაცხადა.
ოფიცრის სიტყვების თანახმად, გასული წლის ნოემბერში, MQ-9 Reaper-მა, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის მეშვეობით, პირდაპირი დარტყმით გაანადგურა საჰაერო სამიზნე. მან ასევე დასძნა რომ, საჰაერო ძალები გეგმავს მრავალმხრივ სწავლებებში, მათ შორის Red Flag-ში, მონაწილეობას, რომლის განმავლობაშიც შესწავლილი იქნება დრონის, როგორც საჰაერო ბრძლის კომპონენტის შესაძლებლობები და მისი გამოყენების ტაქტიკა, რათა სწორად მოახდინონ მოწინააღმდეგის საჰაერო ძალებთან გამკლავება.
სწავლებების მიზანს ისეთი ახლო საფრთხეებისთვის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნები აქტიურად ავითარებენ თავის შესაძლებლობებს როგორც უპილოტო ავიაციაში, ასევე ჰიპერბგერით შეიარაღებაში, ელექტრონულ ბრძოლაში და ლაზერულ და სარაკეტო ტექნოლოგიებში.
"მსოფლიოს დიდ ნაწილში არაპირდაპირი ჰიბრიდული ბრძოლები მიმდინარეობს" - დასძნა ჩიტერმა. ეჭვსგარეშეა რომ, MQ-9 Reaper ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. და თუ ამ უპილოტოს სხვა თვითმფრინავებთან ერთად შეფუთავთ, ის აუცილებლად მაღალ სიცოცხლისუნარიანობას უჩვენებს".
იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაყავთ 2017 წლიდან პენსიაში MQ-1 Predator-ი, მასზე უფრო დიდმა და უფრო სასიკვდილო MQ-9-მ თავისი ამოცანების ნომენკლატურის გაზრდა დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორც ავღანეთია. როგორც ცნობილია, ავღანეთში "ურყევი თავისუფლების" ოპერაციიდან, "NATO-ს ურყევი მხარდაჭერის" ოპერაციაზე გადასვლით, MQ-9-ის მისიები MQ-1-თთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.
ცნობისთვის MQ-9 Reaper-ის მარგი დატვირთვა 3750 ფუნტს (1701 კგ) უდრის. ამ წონაში მას შეუძლია ატაროს ისეთი რაკეტები და მართვადი ბომბები, როგორებიცაა AGM-114 Hellfire, GBU-12 Paveway II და GBU-38 Joint Direct Attack Munitions . ჩიტერის თანახმად, MQ-9-ის შეიარაღება საკმაოდ მოქნილია.
შეიარაღების ნომენკლატურიდან გამომდინარე, MQ-9 Reaper-ი, სახმელეთო სამიზნეებზეა ორიენტირებული, მაგრამ შარშანდელი გამოცდები მისი ტაქტიკური გამოყენებისა და შეიარაღების მოქნილობის ზრდის საშუალებას იძლევა, როდესაც უპილოტო შესძლებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე საჰაერო მისიების შესრულებას.
წყარო:
No comments:
Post a Comment