თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „თეთრი წიგნი“ გამოაქვეყნა, რომელიც ქართული არმიის განვითარების, ტრანსფორმაციისა და დასავლეთ პარტნიორებთან იონტეგრირების გაუმჯობესების გეგმებს ასახავს, დოკუმენტში ასევე საუბარია თავდაცვის ბიუჯეტის პრიორიტეტულ გადანაწილებაზე და ხარჯების ცვლის შესახებ.
P.S. ტექსტში წითელი კურსივი ჩემია!!!
შესავალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თეთრეი წიგნი“ უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელის ეფუძნება ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტებით გაწერილ ღირებულებებს, ინტერესებს, საფრთხეებს და განსაზღვრავს ტავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების (სშძ) სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს 2017-2020 წლებისთვის.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ძლიერი და ეფექტური თავდაცვის უწყების და თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელსაც ხელეწიფება არსებულ საფრთხეებზე რეაგირება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა.
„თეთრი წიგნი“ ასევე მოიცავს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020-ის“ (თსმ) პროცესში განხორციელებულ ძალათა ოპტიმიზაციის შედეგებს, დოკუმენტში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს და განსაზღვრავს იმ ღონისძიებათა პაკეტს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემის სრული ტრანსფორმაციის, „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომისა და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებით განხორციელებისათვის.
კომპლექსური და დინამიური უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“ დოკუმენტში წარმოადგინა „ტოტალური ტავდაცვის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო რესურსების ფართო და კოორდინირებულ გამოყენებას. „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის განხორციელება მოითხოვს სამოქალაქო ტავდაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვიტარებასა და რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის შექმნას.
წიგნში გაანალიზირებული ხუთი სტრატეგიული მიმართულება:
1. სტრატეგიული მართვა
2017-2020 წლების ღონისძიებები:
- ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი
- უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმების (ამოცანებისა და ღონისძიებების) დახვეწა
- ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა
- წვრთნების ჩატარება სტრატეგიულ დონეზე უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მიზნით
- საინფორმაციო სივრცეში თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწა
2. შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია
2017-2020 წლების ღონისძიებები:
- ძალათა მართვის სისტემა
- თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია
- რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება.
ეს ბოლო მუხლი საკმაოდ საინტერესოა და იმედის მომცემად გამოიყურება, კერძოდ:
„ტოტალური თავდაცვის“ პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეფექტური რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. ამ მიმართულებით დაგეგმილია არსებული კოცეფციის გადახედვა, განახლება და დამტკიცება. კოცეფცია წარმოადგენს სამხედრო რეზერვის გენერირებისა და სწრაფი მობილიზების საფუძველს. დოკუმენტი უზრუნველყოფს რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივ და მოქნილ ორგანიზებას, მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების თავდაცვისთვის და მართვისა და კონტროლის ტავსებადობას შეიარაღებულ ძალებთან. კოცეფცია ითვალისწინებს სამკომპონენტიანი რეზერვის სისტემის შემოღებას (შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი) შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. დოკუმენტის პროექტი საზოგადოებას მიმდინარე წელს წარედგინება, 2918 წელს კი დაგეგმილია საპილოტე პროგრამის ამუშავება.
3. შეიარაღებული ძალების მზადყოფნა (რადგანაც ეს პუნქტიც საკმაოდ საინტერესოა მისი მთლიანად კოპირება მოვახდინე)
შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით, უპირატესობა მიენიჭება შემდგომი კომპონენტების გაუმჯობესებას: სამანევრო (ქვეითი, მექანიზირებული ქვეითი და ჯავშანსატანკო); საჰაერო თავდაცვა, ჯავშანსაწინააღმდეგო, სამხედრო-საინჟინრო (კონტრმობილურობა), არტილერია და სადაზვერვო სისტემები.
2017-2020 წლის ღონისძიებები:
- სამხედრო სავალდებულო სამსახურის თვისობრივი გაუმჯობესება:
შეიარაღებულ ძალებში გაწვეული წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად. განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის.
- ქვედანაყოფების სტატუსისა და შეფასების ანგარიშების სისტემა (USERS):
განახლდება არსებული შეფასების სისტემის კრიტერიუმები, როგორიცაა: პერსონალი, წვრთნა და შენარჩუნება.
- „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“
სამინისტროს ხელმძღვანელობა სრულიად აანალიზებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერით ინიცირებული პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტავდაცვის სამინისტრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურ შესრულებას და მათ რესურსობრივ (საფინანსო-საბიუჯეტო) უზრუნველყოფას.
4. ინსტიტუციური განვითარება
- 2017-2020 წლების ღონისძიებები:
- სამხედრო კარიერის მართვის სისტემის გაუმჯობესება
- სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის განვითარება
- დაზვერვის სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა
- წვრთნების ხარისხის გაუმჯობესება
- პროფესიული სამხედრო განათლების გაუმჯობესება
- სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
- საერთო-საჯარისო მომზადების ცენტრი
- თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB)
- ლოგისტიკური მხარდაჭერა
- თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სოციალური და სამედიცინო მომსახურება
- ინფორმაციული სისტემები/კიბერუსაფრთხოება
- რესურსების მართვა და ანგარიშგება
5. მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა
*********************************************************************************
ბიუჯეტი
2017 წელს შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება ბიუჯეტის 4,1%, რაც 27 470 000 ლარს უდრის. 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზრდება და 61 200 000 ლარს გაუტოლდება (დაგეგმილია 2 მაგი ზრდა). 2020 წლისთვის შემცირდება ხარჯები პერსონალზე და კვლევასა და განვითარებაზე (6 და 1 პროცენტით შესაბამისად), ხოლო 1,8% გაიზრდება მშენებლობისა ხარჯები.
თავდაცვის სამინისტრო მომავალი ოთხი წლის ბიუჯეტის განაწილების გეგმა
წყარო: