2017 წლის 14 ივლისს, პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის მსვლელობისას, რომელიც ასევე მიეძღვნა საფრანგეთში ამერიკული ჯარების ჩასვლის ას წლიან იუბილეს (პირველ მსოფლიო ომში), თანამედროვე ფრანგულის ტექნიკის გვერდით პირველი მსოფლიო ომის დროინდელმა ტექნიკამაც ჩაიარა. აღლუმს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა.
კერძოდ, Leclerc-ის ტიპის თანამედროვე ფრანგული ტანკის გვერდით 1917 წლის ტანკმა Saint-Chamond-მა ჩაიარა, თანამედროვე VBCI-ს გვერდით 1916 წლის ტანკი Schneider CA1 М2 მიდიოდა, ხოლო თანამედროვე 155-მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ს გვერდში 1914 წლის ავტომანქანა Renault EG15 მიყვებოდა, რომელსაც 155მმ-იანი ქვემეხი 155 GPF mle.1917 ჰყავდა ჩამბული. აღლუმზე ასევე 1914 წლის Latil TAR (4х4) ტიპის სატვირთომ მისაბმელ ლაფეტზე შემოდგმული მსუბუქი ტანკი Renault FT-ც ჩამოატარა.
Leclerc-ის და Saint-Chamond
No comments:
Post a Comment