ტაგილში დაგეგმილი გამოფენის სამზადისის შესახებ უკვცე ვწერდი. სტატიაში ბრეზენტში შეფუთილი მანქანის შესახებ კითხვის ნიშნები იყო. მანქანის გარეგანი იერი უკვე ცნობილი გახზდა, მაგრამ ამ იერის გახსნით კითხვები კიდევ უფრო გამრავლდა:
სავარაუდოდ მანქანა რუსულ–ფრანგული ერთობლივი პროექტია. კოშკურა მაკეტს წააგავს, სავალი ნაწილი ძალიან ჰგავს ფრანგულ VBCI–ს, კორპუსი რუსული პერსპექტიული ჯტრ Бумеранг–ის (მის შესახებ არა ერთხელ ვწერდი – "Курганец-25"-ის და "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა, რუსეთის არმიის ახალი ჯავშანტრანსპორტიორი, რამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებ, რუსული პერსპექტიული ჯტრი "Бумеранг" კვლავ გამოჩნდა, "Бумеранг"–ის ახალი ფოტოები) მოდელების მსგავსია, ქვემეხი ახალი რუსული 45მმ–ანი ავტომატური ქვემეხი უნდა იყოს. დაველოდოთ გამოფენსა და ყველაფერს გავიგებთ.