Tuesday, September 17, 2013

ტაილანდის Оплот-ი გამოცდებზე

უკრაინის სახელმწიფო კორპორაცია "Укрспецэкспорт"–ის გენერალური დირექტორის, სერგეი გრომოვის განცხადების თანახმად 2013 წლის 14 სექტემბერს ხარკოვის ოლქში, ჩუევის დასახლებასთან მდებარე სასროლეთზე განხორციელდა მალიშევის ქარხანაში ტაილანდის არმიისთვის დამზადებული ორი ცალი ტანკის, Оплот–ის, წარმატებული საცეცხლე და სავალი გამოცდები.
მისი თქმით, საბრძოლო მანქანებმა წარმატებით გაიარეს საცეცხლე და სავალი გამოცდების პირველი ეტაპი. ტანკებმა აჩვენეს სხვადასხვა სიჩქარეზე სვლა და მანევრულობის შესაძლებლობები.
საბრძოლო სროლების დროს ორივე მანქანამ განახორციელა სროლები როგორც 125მმ–ნი ქვემეხიდან, ასევე 12,7 და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევებიდან. სროლებისას ყველა სამიზნე იქნა განადგურებული. ტანკ "Оплпт"–ის გამოცდებმა დაადასტურეს მანქანის ტექნიკური მახასიათებლები და გათვალისწინებული კონსტრუქციული პარამეტრები.
გრომოვის განცხადებით "ტაილანდისთვის დამზადებული მომდევნო სამი ტანკი სავალ და საცეცხლე გამოცდებს უახლოეს მომავალში გაივლიან".
მან დაადასტურა რომ ტაილანდთან დადებული ხელშეკრულება გეგმის მიხედვით ვითარდება და ტანკების პირველი პარტია შემკვეთს დადგენილ ვადებში გადაეცემა.
Оплот–ი სავალი და საცეცხლე გამოცდები მომენტში

როგორც წესი საცეცხლე გამოცდები პრაქტიკული გასროლების გამოყენებით განხორციელდა

წყარო:


ვიდეო სიუჟეტი:

No comments:

Post a Comment