суббота, 11 мая 2013 г.

ტანკ Altay–ს ახალი ვიდეო


ინტერნეტში გავრცელდა თურქული ტანკის, Altay–ს ახალი ვიდეო (ამ თურქულ ტანკზე ბლოგში არაერთხელ ვწერდი – MBT Altay (დეტალიზაცია)Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–I)Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–II)Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–III)Altay (ფოტოები)Altay–ს მეორე პროტოტიპი (ვიდეო და სურათები)). ვიდეოშ ჩანს ამჟამად არსებული ორი პროტოტიპი – ერთი სავალი გამოცდებისთვის (MTR: Mobile Test Rig), ხოლო მეორე საცეცხლე გამოცდებისთვის (FTR: Firing Test Rig).
ვიდეოს დასაწყისში ჩანს FTR, რომელიც საცეცხლე გამოცდებს ასრულებს. საცეცხლე გამოცდებს ტანკი დღისით და ღამით ახორციელებს გაჩერებული მდგომარეობიდან (ერთ მომენტში ტანკი 90 გრადუსით მობრუნებული კოშკურით ისვრის). ვიდეოში ასევე ჩანს ტანკის შიგნიდან გადაღებული სროლის მომენტიც, როდესად ქვემეხი უკუგორვას ასრულებს და გასროლილი ჭურვის მასრას აგდებს.
ვიდეოში ასევე ჩანს სავალი გამოცდები, რომელსაც MTR ასრულებს, რომელსაც კოშკურის ნაცვლად შესანიღბი ბადის ქვეშ მასო–გაბარიტული იმიტატორი უყენია. მანქანა უგზოობაზე და თოვლიან რელიეფზე ახროციელებს დინამიკურ მანევრებს.
შეგახსენებთ რომ გასული წლის ბოლოს MTR–მა 3600კმ–ზე მეტი გაიარა – ეს მანძლი პროტოტიპმა უგზოობაზე, წინაღობათა ზოლზე და მყარი და რბილი საფარველის მქონე გზებზე გაიარა.

ასევე აღსანიშნავია რომ ვიდეოში FTR–ის მოძრაობისას კოშკურა და ქვემეხი ჩაკეტილ მდგომარეობაშია (სტაბილიზატორი არ გამოიყენება). რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს რომ ტანკის სტაბილიზატორი ჯერ მზად არაა.



пятница, 10 мая 2013 г.

სირია სავარაუდოდ რუსეთისგან С-300–ებს მიიღებს

აშშ–ს თავდაცვის მინისტრის განცხადებით – "თანამედროვე რუსული ჰაერსაწინააღმედგო კომპლექს С-300-ის ბატარეების სირიაზე გადაცემა ისრაელის უსაფრთხოების "დესტაბილიზაცია" მოახდენს".
ისრაელმა რუსეთს მოსთხოვა არ მიეყიდა საირიისთვის თანამედროვე ჰაერსაწინააღმედგო სისტემები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაეხმარება ებრაული საჰაერო თავდასხმებისგან თავის დასაცავად. როგორც ამერიკული და ებრაული წყაროები იუწყებიან სირიის მხარემ უკვე დაიწყო С-300–ის შესყიდვის კონტრაქტით გათვალისწინებული 900 მილიონი ევროს გადახდა. თვითონ კომპლექსების მზადყოფნაში მოყვანა და საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება სავარაუდოდ სამ თვეში იქნება შესაძლებელი. 
როგორც ინტერნეტში გავრცელებული წყაროებიდან ხდება ცნობილი რუსული მხარე სირიას 6 გამშვებ მოწყობილობას და 144 საზენიტო რაკეტას გადასცემს. 
აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თანამხად – "აშშ–ს მთავრობა შესფოთებულია იმით, თუ რა გავლენას იქონიებს ეს კომპლექსი ისრაელის უსაფრთხოებაზე". თავის საუბარში მას არ უხსენებია თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჰსთ კომპლექსი სირიის სამოქალაქო ომზე.
С-300–ის დანიშნულებაა თვითმფრინავებისა და რაკეტების განადგურება 200 კილომეტრიან რადიუსში. დაწვრილებით კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე – С-300.
ისრაელისა და აშშ–ს პროტესტს მოსკოვიდან და დამასკოდან რაიმე პასუხი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამ პროტესტისა, არაა გამორიცხული რომ ისრაელს მაინც და მაინც დიდად არ აფრთხობდეს ეს კომპლექსები – როგორც ცნობილია ისრაელის ავიაცია ხშრიად ატარებდა ერთობლივ სწავლებებს საბერძნეთის ავიაციასთან, რომელსაც თავის მხრივ შეიარაღებაზე С-300-ები გააჩნია, რომლებიც კუნძულ კრეტაზეა განთავსებული. ამიტომაც არაა გამორიცხული რომ ისრაელის ავიაცია ამ ჰსთ კომპლექსს კარგად თუ არა ნაწილობრივ მაინც იცნობდეს.

წყარო:
Israel asks Russia to block Syria arms sale


четверг, 9 мая 2013 г.

გილოცავთ 9 მაისს

ყველას ვულოცავ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას, ვეტერანებს კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანს ვუსურვებ. ჩვენ კიდევ შეგვაძლებინოს იმდენი რო მათი ამაგი დაგვეფასებინოს:


საამაყოა რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი წილიცა გვაქვს შეტანილი და არც თუ ისე პატარა

среда, 8 мая 2013 г.

ებრაული Magach–ის ახალი მოდიფიკაცია

ინტერნეტში გამოჩნდა ებრაული ტანკის, Magach–ის (М60А3) ახალი მოდიფიკაცია. ახალი ტანკები სირიის საზღვართან იქნა გადაღებული. ტანკის კოშკურა მასიური უკანა ნიშითაა აღჭურვილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს ნიშაში ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი Spike–ის რაკეტებია განთავსებული. ტანკზე ასევე ახალი დამატებითი ჯავშანია დაყენებული და სრულებით შეცვლილია კოშკურის ფორმა.

 Magach–ის კოშკურის უკანა ნიშა, კარგად ჩანს Spike–ის კომპლექსის რადიოლოკაციური სადგური (ქვედა სურათზე ანალოგიური რადიოლოკაციური სადგური აყენია Spike–ით აღჭურვილ HMMWV-ზე) 
ახალი Magach სირიის საზღვართან

მოდერნიზირებული სნაიპერული შაშხანა СВ-98


დღეს, 8 მაისს კომპანია "Ижмаш"–მა წარმოადგინა მოდერნიზირებული სნაიპერული შაშხანა СВ-98. შაშხანა აღჭურვილია ალუმინის შენადნობის კორპუსით და გაზრდილი სიბურჯღნის მქონე ლულით. წინამორბედისაგან განსხვავებით, მოდერნიზირებულ СВ-98–ზე შესაძლებელია ყველა თანამედროვე სამიზნე მოწყობილობის დაყენება.
ამას გარდა კორპუსის შეცლამ დადებითი გავლენა იქონია ცუდ პირობებში მიმდინარე ბრძოლის დროს იარაღის სიბურჯღნეზე, რადგანაც ალუმინის შენადნობები ტემპერატურის ცვლალებადობისადმი საკმაოდ მდგრადები არიან.
ამჟამად შაშხანის პირველი ნიმუში გამოცდებს გადის (მათ შორის ექსტრემალურ პირობებში). როგორც გამოცდებმა უჩვენეს მოდერნიზირებული СВ-98–ის სიბურჯღნე 10 ცალი რუსული სნაიპერული ვაზნის გასროლისას 1МОА–ს უდრის, ხოლო სპორტული ვაზნების გამოყენებისას 0,5 МОА–ზე დაბლა ჩამოდის.

წყარო:

რამოდენიმე სიახლე გამოფენა IDEF 2013–იდან


თურქეთში, კონსტანტინეპოლში მიმდინარე გამოფენა IDEF 2013–ზე ცნობილი გახდა 2004–2011 წლებში თურქეთის იარაღის ექსპორტის მოცულობა. 

2004-2011 წლებში შეიარაღების ექსპორტის მოცულობა

რვაწლედის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის მიხედვით თურქეთი მსოფლიოში მე–19 ადგილზეა, ექსპორტის მოცულობა 2,93 მილიარდ დოლარს უდრის. ამ პერიოდში ყველაზე დიდი გაყიდვები 2010 წელზე მოდის, როდესაც ექსპორტმა 1,168 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თურქეთის მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით (მილიონი დოლარები 2012 წლის ფასებში).
ალბანეთი –  16,0
აზებაიჯანი – 230,0
ბანგლადეში – 10,0
ბაჰრეინი – 19,4
საქართველო – 79,0
ეგვიპტე – 30,0
ინდონეზია – 0,2
იორდანია – 87,0
ერაყი – 90,9
იტალია – 122,0
ყაზახეთი – 32,0
კატარი – 25,0
კოლუმბია – 10,0
მალაზია – 731,0
მალდივები – 1,0
ნიგერიაც – 58,8
ჰოლანდია – 27,7
არაბეთის გაერტიანებული ემირატები – 270,5
პაკისტანი – 143,0
რუმინეთი 3,0
საუდის არაბეთი – 639,0
სლოვენია – 29,3
თურქმენეთი – 101,0
ფილიპინები – 3,1
სამხრეთ კორეა – 97,0
უცნობი – 73,8
სულ – 2929,7

ასევე რამოდენიმე საინტერესო ექსპონატი გამოფენიდან 

Kaplan STA-Px (ამ მანქანის შესახებ უკვე ვწერდი – IDEF 2013: Kaplan STA-Px)
 აზერბაიჯანული საბრძოლო მანქანა Giurza. მანქანა შექმნილია იაპონური ყველგანმავალი, Toyota HILPYX 12-ის ბაზაზე. მანქანას 4x4 ფორმულის სავალი ნაწილი აქვს და შეუძლია 2500კგ მარგი ტვირთის ტარება. მანქანაზე 12,7მმ ტყვიამფრქვევი აყენია, ხოლო გვერდითა კარებები დამატებით 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევებითაა აღჭურვილი (მანქანის შეიარარება მოდულურია და მასზე სხვადასხვა იარაღის დაყენება შეიძლება).

EJDER 4x4

MBT Altay


Otokar-Arma 8x8 with cockreil 105mm turrent

PARS


вторник, 7 мая 2013 г.

IDEF 2013: Kaplan STA-Px

7 მაისს, თურქეთში, კონსტანტინეპოლში გაიხსნა შეიარაღების გამოფენა IDEF 2013, რომელზეც ძირითადად თურქული მწარმოებლების ტექნიკაა წარმოდგენილი.
ყველასთვის ცნობილმა FNSS–მა გამოფენაზე წარმოადგინა ახალი სადაზვერვო შეჯავშნული მანქანა Kaplan, რომელიც М–113–ის ბაზაზეა შექმნილი, თუმცა თავისი წინაპრისგან საგრძნობლად განსხვავდება.
მანქანა აღჭურვილია 350 ცხენისძალიანი დიზელის ძრავით, ავტომატური სიჩქარეთა კოლოფით. ძრავა–ტრანსმისია მანქანის უკანა ნაწილშია გადატანილი, რითაც შემცირებულია მანქანის ინფრაწითელი შემჩნევადობა. მანქანის მძღოლი და მეთაური წინა მხარეს, გვერდიგვერდ არიან განთავსებულები.
მანქანის წონა 10 ტონას აღწესვ და აღჭურვილია რეზინის მუხლუხებით, რაც ამცირებს მის სიმაღლეს და გადაადგილების ხმაურს. მანქანაზე უკაცური კოშურაა დამონტაჟებული, რომელიც Rocketsan OMTaS–ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და 12,7მმ ყვიამფრქვევითაა აღჭურვილი, თუმცა შესაძლებელია შეიარაღების სხვადასხვა პაკეტების დაყენება.
FNSS–მა ასევე წარადგინა თვითმავალი ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა Korkut, რომელზეც FNSS–ი Aselsan–თან ერთად მუშაობს.