суббота, 8 августа 2015 г.

ისევ იემენი და ისევ БМП-3

ემირატების არმიის БМП-3-ის ფოტოების კიდევ ერთი პორცია:


 ხოლო რაც შეეხება ამ მანქანას, უკვე რაღაცა გაარჭეს, მაგრამ როგორც ჩანს მუშა მდგომარეობაში დარჩა.

P.S. როგორც ამბობენ ადენი ავიღეთო. 

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა

დღეს 8 აგვისტოა, ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული თარიღია – 2008 წლის 8 აგვისტოს "ერთმორწმუნე" რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე და როგორც უკანასკნელი 250 წლის განმავლობაშიც, ახლაც უცვლელად მუხანათურად დაგვესხა თავს, დაგვიხოცა საუკეთესო ვაჟკაცები და მოახდინა ჩვენი ტერიტორიის ანექსია. ნათელში ამყოფოს ყველა იმ ქართველი ვაჟკაცის სული, ვინც თავი მამულს ანაცვალა:




ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

ფრანგული არმია და Feline–ბი

საფრანგეთის 35–ე ქვეითი პოლკი ყატარში სწავლებას Feline–ბით გადის

P.S. ამხელა ხრონგში რა არის ნეტა გაერთიანებული?

კორეული ტანკი K-2


ამრეიკელი სამხედროების მიერ გადაღებული კორეული ტანკის, K–2–ის ფოტოები, რომლებზეც კარგადა ჩანს სარქველების გაბარიტები და სამიზნე მოწყობილობების მასიური დაცვა (ფოტოების წყარო – 2nd Infantry Division US Army):

დინამიკურიმ დავით აღჭურვილი სარქველი 

 პანორამის მასიური ჯავშანდაცვა

მემიზნის სამიზნის დაცვა 

ცოტა მოუხერხებელია აი სარქველი ხო?





среда, 5 августа 2015 г.

ბალტიისპირეთში NATO სანახევროდ შეამცირებს თავის ჰსთ მისიას


ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების თანახმად – NATO თავის ჰაერსაწინააღმდეგო მისიას ბალტიისპირეთში სანახევროდ შეამცირებს, როგორც ალიანსის წარმომადგენელმა დაადასტურა – სექტემბრიდან 16 გამანადგურებლის ნაცვლად, რომლებიც ამ ბოლო დროს ახორციელებდნენ საჰაერო სივრცის პატრულირებას, მხოლოდ 8 გამანადგურებელი დარჩება, ხოლო ლიტვაში ორი კონტინგენტის ნაცვლად მხოლოდ ერთს დატოვებენ.
"ამჟამად ჩვემ ამოცანის განსახორციელებლად 16 გამანადგურებელი გვყავს, მაგრამ ეს საგრძნობლად აჭარბებს სამხედრო მოთხოვნას, რომელიც ჩვენ დავადგინეთ რუსეთ–უკრაინის კრიზისის დასაწყისის მერე. ჩვენ ვთვლით, რომ რვა გამანადგურებელი სრულიად საკმარისია საჰაერო პოლიციის მისიის შესასრულებლად", – განაცხადა სამშაბათს ევროპაში მოკავშირეების მთავარი სამეთაურო პუნქტის, NATO–ს ბეჭდვითი სამსახურის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკ–ლეიტენანტმა, ჯეი ჯანზენმა.


вторник, 4 августа 2015 г.

საუდის კოალიციის სამხედრო ტექნიკის კოლონა ადენთან

მასმედიაში პირველად ვრცელდება ადენში (იემენი) გადასხმული საუდის კოალიციის ძალების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. როგორც საუდური გაზეთი "ალ–ჰაიატი" იუწყება, ადენში უკვე საუდის კოალიციის წევრი ქვეყნების 1500 სამხედრო მოსამსახურე არის გადასროლილი, უმეტესობა გაერთიანებული არაბული საემირატოდან. "ფრანს–პრესის" სამხედრო წყაროს თანახმად, ადენში სპარსეთის ყურის მონარქიების არმიის ასეულობით სამხედრო მოსამსახურე იქნა გაგზავნილი ('Hundreds' of Gulf Arab troops enter Yemen's liberated Aden).
იემენიდან მოსული შეტყობინებებისა და ფოტო/ვიდეო მასალების თანახმად, საუდის კოალიციის ძალების კოლონები ამჟამად ადენის ჩრდილოეთით გადაადგილდებიან (www.defense-arab.com).

ძსტ–ები AMX Leclerc

შსსმ (შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა) DCL

ქსმ БМП-3

ნაღმდგრადი BAE RG-31 Agrab

 ნაღმდგრადი Oshkosh M-ATV

სატვირთოები TATRA


წყარო:
Колонны сил саудовской коалиции и просаудовских местных сил в районе Адена

понедельник, 3 августа 2015 г.

ტანკი AMX Leсlerc, შსსმ DCL, БМП-3 და თტსმრ "Корнет-Э" იემენში

იემენის პროსაუდური ძალების ახალ ფოტოებზე გამოსახულია ტსმრ "Корнет-Э"–ს მოდულ 9П163-2 "Квартет"–ით აღჭურვილი სამხედრო ყველგანმავალი HMMWV.
ასევე ფოტოებზე ასახულია ფრანგული ძსტ AMX Leсlerc და შსსმ DCL. მანამდე ადაენთან მიმდინარე ბრძოლების ფოტოებზე ასევე საუდის არაბეთის მიერ მიწოდებული ჯავშანმანქანა Oshkosh M-ATV და БМП-3 იქნა დაფიქსირებული.

ტსმრ "Корнет-Э"–ს მოდულ 9П163-2 "Квартет"–ით აღჭურვილი სამხედრო ყველგანმავალი HMMWV


 ძსტ AMX Leсlerc


შსსმ (შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა) DCL

ქსმ БМП-3