Wednesday, August 5, 2015

ბალტიისპირეთში NATO სანახევროდ შეამცირებს თავის ჰსთ მისიას


ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების თანახმად – NATO თავის ჰაერსაწინააღმდეგო მისიას ბალტიისპირეთში სანახევროდ შეამცირებს, როგორც ალიანსის წარმომადგენელმა დაადასტურა – სექტემბრიდან 16 გამანადგურებლის ნაცვლად, რომლებიც ამ ბოლო დროს ახორციელებდნენ საჰაერო სივრცის პატრულირებას, მხოლოდ 8 გამანადგურებელი დარჩება, ხოლო ლიტვაში ორი კონტინგენტის ნაცვლად მხოლოდ ერთს დატოვებენ.
"ამჟამად ჩვემ ამოცანის განსახორციელებლად 16 გამანადგურებელი გვყავს, მაგრამ ეს საგრძნობლად აჭარბებს სამხედრო მოთხოვნას, რომელიც ჩვენ დავადგინეთ რუსეთ–უკრაინის კრიზისის დასაწყისის მერე. ჩვენ ვთვლით, რომ რვა გამანადგურებელი სრულიად საკმარისია საჰაერო პოლიციის მისიის შესასრულებლად", – განაცხადა სამშაბათს ევროპაში მოკავშირეების მთავარი სამეთაურო პუნქტის, NATO–ს ბეჭდვითი სამსახურის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკ–ლეიტენანტმა, ჯეი ჯანზენმა.


No comments:

Post a Comment