суббота, 22 июня 2019 г.

ჯავშანმანქანა "Тигр Next"


"Тигр Next"-ის პროტოტიპის მოკლე სარეკლამო ვიდეო (მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Тигр Next - რუსული Тигр-ის ახალი მოდიფიკაცია). მანქანა ООО "Военно-промышленная компания" (ВПК)-ს მიერაა შექმნილი და მისი ოფიციალური პრემიერა 2019 წლის 25 ივნისს, კუბინკაში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ გამოფენაზეა დაგეგმილი.





пятница, 21 июня 2019 г.

ირანმა ამერიკული უპილოტოს ნარჩენები გამოფინა

ირანში ამერიკული მაღლივი უპილოტოს ნარჩენების საჯარო ჩვენება მოეწყო. როგორც ვარაუდობენ ნარჩენები ზღვიდან იქნა ამოკრეფილი.

თემასთან დაკავშირებული ნიუსები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:



ჩამოგდებული MQ-4C (ამერიკელების ვიდეო)


ირანული საზენიტო რაკეტის მიერ MQ-4C-ს ჩამოგდების ვიდეო. ვიდეო პენტაგონის მიერაა გავრცელებული, როგორც ჩანს ამერიკელ სამხედროებს რაიონში სხვა სადაზვერვო საშუალებებიც ყავადათ.


თემასთან დაკავშირებული ნიუსები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)



ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები ვრცელდება - კონკრეტულად ამ ბოლო დროს 80-იანი წლების NATO-ს ბლოკის ტანკების დაცვის შესახებ რამოდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი. ქვემოთ მოყვანილ სქემებზე (ყველა გადიდებადია), ასახულია Challenger-1-ისა და 2-ის, M1A2 Abrams-ის და Leclerc-ის ჯავშანმედეგობის მონაცემები წინიდან გარკვეული კუთხის ფარგლებში. ქვემოთ ასევე მოყვანილია ცხრილი, სადაც ასახულია დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა.




დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა

ცხრილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:

  • Abrams M1-ის კორპუსის წინა დეტალის მედეგობა ბრიტანულ დოკუმენტებში უდრის 320 მილიმეტრს. M1A1 და M1A2-ისთვის ეს მაჩვენებელი 350 მილიმეტრია (M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორია დამაგრებული, იხილეთ ფოტო ქვემოთ).
  • Abrams-ის კოშკურის ჯავშანი ბრიტანულ დოკუმენტებში ± 25 °-ზე 350 მილიმეტრია, რაც 0 °-ზე მიახლოებით 400მმ იქნება.
  • Challenger 1-სა და Leopard 2-ის მონაცემები (ვოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ძველი ქვეკალიბრულებისთვის) შეესაბამება  ± 30 °-ს.
  • შვედეთის ტენდერიდან გაპარული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ C ტექნოლოგიის ჯავშნიანი Leopard 2A4-ის მონაცემებიც საკურსო კუთხის ± 30 °-ს შეესაბამება.
  • CIA-ს დოკუმენტებში M1A1-სთვის კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ 380 მილიმეტრია დაცვის დონე (არაა მინიშნებული საკურსო კუთხეები, სავარაუდოდ ± 25 °) - აღნიშნული ჯავშანი წესით მარტო ძველი, წოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ფოლადის ჭურვების წინააღმდეგ არ უნდა მუშაობდეს და უფრო ახალ საფრთხეებზეა გათვლილი.
  • 1980 წლის დოკუმენტში Challenger 1-ის კორპუსის დაცვა 275 მილიმეტრს უდროის, სადაც პროგნოზირებულია დაცვის ხარისხი და ჭურვების გამტანობა.
  • Leopard 2A4-ის გვიანდელმა ვერსიებმა გაუმჯობესებული ჯავშანპაკეტები მიიღეს. ყველა სხვა ძველი მოდიფიკაციები (А0-А3) უბრალოდ ჯავშნის გაუმჯობესების გარეშე გადაკეთდა Leopard 2A4-ად. პირველი თაობის ჯავშანპაკეტები 1979 წელს А0 მოდიფიკაციასთან ერთად ჩაეშვა სერიაში და ის 1979 წლიდან 1988 წალმდე გამოშვებულ ყველა Leopard-2-ზე (A0-დან A4-ის ჩათვლით) ყენდებოდა. 1988 წელს სერიაში წავიდა მეორე თაობის ჯავშანი, მას 1991 წელს მესამე თაობის ჯავშანი მოყვა - ეს ბოლო ორი მხოლო და მხოლოდ Leopard 2A4-ზე ყენდებოდა. შესაბამისად მნიშვნელობა აქვს რომელ წელშია გამოშვებული Leopard 2A4 და პლიუს ის დაბადებიდან Leopard 2A4-ია, თუ წინა მოდელების A4 დონდემდე მოდერნიზაციას წარმოადგენს.



M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორი


ირანის განცხადება ჩამოგდებული ამერიკულ უპილოტოს თაობაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის (Javad Zarif), მიერ ტვიტერზე გაკეთებული განცხადების თანახმად - "ირანმა ამერიკული უპილოტო საკუთარ საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო, მისი ნარჩენები ირანის ტერიტორიულ წყლებში იქნა ნაპოვნი".


At 00:14 US drone took off from UAE in stealth mode & violated Iranian airspace. It was targeted at 04:05 at the coordinates (25°59'43"N 57°02'25"E) near Kouh-e Mobarak. 
We've retrieved sections of the US military drone in OUR territorial waters where it was shot down.

მინისტრიმა განცხადებას ქვემოთ მოყვანილი ფოტოები დაურთო. თუმცა Google Map-ის სქრინი და ფანქრებით დახატული რუქა როგორ შეიძლება იყოს მტკიცებულება მე არ მესმის

четверг, 20 июня 2019 г.

ამერიკული უპილოტო MQ-4C Triton-ის ჩამოგდების ვიდეო

ირანული საზენიტო სარაკეტო სისტემა "3rd of Khordad" - ამ მომენტიდან ნახევარი წუთის შემდეგ კომპლექსიდან გაშვებული რაკეტა ამერიკულ უპილოტოს ჩამოაგდებს

ირანელების განცხადებით ვიდეოზე სწორედ ის გასროლაა ასახული, რომლითაც ამერიკელების უპილოტო ჩამოაგდეს. რეალურად რა ხდება ვიდეოში კაცმა არ იცის - მაგრამ ფაქტია რო ჩამოაგდეს :D

ირანელებმა აშშ-ს საზღვაო ძალების MQ-4C Triton ჩამოაგდეს


ირანის ჰსთ რაკეტამ ჰორმუზის თავზე, ტანკერების ცურვის მონიტორინგის მომენტში, აშშ-ს საზღვაო ძალების მაღლივი სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი, MQ-4C Triton-ი, ჩამოაგდეს. ამის შესახებ პენტაგონის მიმართულებით მომუშავე საინფორმაციო სააგენტო FOX-ის ჟუნრლაისტი, ლუკას ტომილსონი, საკუთარ ტვიტერზე იუწყება.

среда, 19 июня 2019 г.

ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტა ARRW-ს პირველი გამოსახულება

2019 წლის 12 ივნისს აშშ-ს საჰაერო ძალებმა სტგრატეგიულ ბომბდამშენ Boeing B-52Н-ზე პირველად განახორციელეს ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტა AGM-183A ARRW-ს (Air Launched Rapid Response Weapon) აეროდინამიკური (გაშვების გარეშე) გამოცდა.


რაკეტის შექმნაზე კორპორაცია Lockheed Martin მუშაობს. გამოცდის მსვლელობისას კალიფორნიაში, ავიაბაზა ედვარდსიდან აფრენილმა В-52Н-მა, მართვის სისტემის ნაწილით აღჭურვილი რაკეტა ARRW-სის მასოგაბარიტული მაკეტით იფრინა.



რაკეტა ARRW-სის შექმნა 2018 წელს აშშ-ს საჰაერო ძალებსა და Lockheed Martin-ს შორის გაფორმებული 480 მილიონი დოდლარის ღირებულების კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება. გეგმის თანახმად სამუშაოები 2021 წელს უნდა დასრულდეს.


რაკეტა ARRW მყარსაწვავიან აერობალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს, რომელიც განცალკევებადი ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკითაა აღჭურვილი. საბრძოლო ბლოკზე საკუთარი სარაკეტო ძრავა - Tactical Boost Glide (TBG) აყენია, რომლის შექმნაზეც DARPA იყო პასუხისმგებელი. სისტემის მახასიათებლები უცნობია, თუმცა არაოფიციალურ წყაროებში საბრძოლო ბლოკ TBG-ს  20M სიჩქარეს ანიჭებენ. სავარაუდო TBG-ს პირველი აეროდინამიკური გამოცდა 2019 წლის მარტში განხორციელდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, პირველ რიგში რაკეტის ბირთვული ვარიანტი შეიქმნება.


вторник, 18 июня 2019 г.

Osprey-ს შეძენის ბოლო შანსი - Boeing-მა საწარმოო ხაზის დახურვა დააანონსა

Bell Boeing-ი პოტენციურ მყიდველებს პირველი სერიული კონვერტოპლანის ყიდვის დაჩქარებას ურჩევს. კომპანიის ვერტმფრენების გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიკ ლემასტერმა, უახლხოეს მომავალში კონვერტოპლან V-22 Osprey-ს საწარმოო ხაზის დახურვა დააანონსა.



"ჩვენ ვუახლოვდებით სერიული წარმოების დასასრულს. ჩვენ უკვე ბოლო ხუთწლიანი ხელშეკრულების შუაში ვართ და თუ საერთაშორისო კლიენტებს სურთ V-22 Osprey-ს შეძენა, მაშინ მათ ამერიკის მთავრობასთან LoAs (letters of acceptance) ხელმოწერა 2020 წლის სექტემბრამდე უნდა მოასწრონს" - განაცხადა ლემასტერმა.


ლემასტერის თანახმად, მიმდინარე და უკვე შესრულებული ხელშეკრულებები სხვადასხვა მოდიფიკაციის 479 ცალ Osprey-ს მოიცავს - ესენია:
  • აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ შეკვეთილი 360 ცალი MV-22B
  • აშშ-ს საჰაერო ძალების 54 ცალი CV-22B
  • აშშ-ს საზღვაო ძალების 48 ცალი CMV-22B
  • იაპონის არმიის 17 ცალი MV-22B

Boeing-ის განცხადების თანახმად - გეგმავენ კიდევ 50 ცალი კონვერტოპლანის შეკვეთის მიღებას. პოტენციურ მყიდველებს შორის კომპანიამ ისრაელი დაასახელა, თუმცა არის კიდევ ათამდე მსურველი, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.


Bell V-22 Osprey — ეს ამერიკული კონვერტოპლანია, რომელიც აერთიანებს თვითმფრინავისა და ვერტმფრენის უპირატესობებს (კერძოდ ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობება და ჩქაროსნული ფრენის რეჟიმი). საფრენი აპარატი კომპანია Bell Helicopter-სმა 80-იან წლებში შეიმუშავა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ის შეიარაღებაში 2005 წელს მიიღეს. მყიდველის სურვილის მიხედვით მასზე შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა სახის შეიარაღება და უპილოტო საფრენი აპარატის გამშვები და მართვის კომპლექსი.


ტანკერებზე თავდასხმაში ირანის ჩართულობის დამატებითი მტკიცებულებები

ირანის ქმედებების გასაჯაროვები მიზნით, პენტაგონმა გუშინ ახალი ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოებზე, ოფიციალური პირების განცხადებეის თანახმად, "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" მებრძოლები არიან ასახული. სწორედ ისინი და არა ირანის საზღვაო ძალები, არიან პასუხისმგებელნი ომანის ყურეში ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.



ფოტომასალის დიდი ნაწილი აშშ-ს ფლოტის ვერტმფრენის მიერაა გადაღებული და მათზე ასახული არიან ირანელები, რომლებიც იაპონური ტანკერი Kokuka Courage-ს ბორტიდან აუფეთქებელი ნაღმის დემონტაჟს ახორციელებენ. ფოტოებზე ასევე კარგადაა ასახული ის ზიანი, რაც ტანკერს აფეთქებულმა ნაღმმა მიაყენა. 

ფოტოები ამ დღეებში გასაჯაროვდა, როდესაც აშშ-ს მთავრობა კონგრესისთვის და მოკავშირე ქვეყნებისთვის ირანის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობდა. ირანი უარყოფს ტანკერებზე თავდასხმაში მონაწილეობას და ადანაშაულებს ამერიკას "ირანოფობოიური" კომპანიის წამოწყებაში. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, თეგერანი ორმუზის სრუტის დახურვით არაერთხელ იმუქრებოდა. სწორედ ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიოს ნავთობის 20%.

"ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" მებრძოლებჰი Gashti-ს ტიპის საპატრულო კატერზე. კატერი იაპონური ტანკერის, Kokuka Courageous-ის მახლობლადაა დაფიქსირებული, საიდანაც მებრძოლებმა აუფეთქებელი ნაღმი მოხსნეს

ამერიკული ოფიციოზის განცხადების თღანახმად, ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურე იქნა გაგზავნილი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ესნი ძირიძთადად დაზვერვის, უსაფრტხოების და დაკვირვების სამსახურის თანამშრომლები არიან.

ეს 1000 სამხედრო მოსასმახურე, მანამდე დაანოსნებული 10 000 სამხედრო მოსამსახურის, Patriot-ების, ავიაციისა და საზღვაო ძალების გასაძლიერებლად იქნება მივლენილი.

თავის მხრივ ირანი იმუქრება, რომ ის გამდიდრებული ურანის წარმოებას დაიწყებს და მისთვის გამოყოფილ ლიმიტს გასცდება.

ფოტოსურათზე ასახულია თუ როგორ ხსნიან აუფეთქებელ ნაღმს ირანელები ტანკერის ბორტიდან. ფოტოსურათი წარმოადგენს სკრინშოტს ვიდეოდან, რომელიც ელექტრო-ოპტიკური სისტემა AN/AAS-52 MTS-იდანაა გადაღებული. მსგავსი ელექტრო-ოპტიკური კომპლექსითაა აღჭურვილი აშშ-ს საზღვაო ძალების MH-60R ტიპის ვერტმფრენები და სადაზვერვო MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონები

ვერტმფრენ MH-60R-იდან გადაღებული ვიდეოს სქრინშოტი - რომელზეც ასახულია ნაღმის მოხსნის შემდეგ ტანკერის ბორტზე დატოვებული ნაღმის ადაპტერი

ადაპტერის ახლო ხედი

ადგილი სადაც სხვა აუფეთქებელი ნაღმი იყო დამონტაჟებული (ირანელებმა სავარაუდოდ მისი ადაპტერით მოხსნა მოახერხეს) 

ნაღმის მიერ იაპონური ტანკერისთვის მიყენებული ზიანი (მრგვალი ეს ხომალდის ტექნიკური ხვრელია და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არა აქვს)

წყარო:

ამერიკული ბომბდამშენი ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან


აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს 40 მილში მიუახლოვდა. სადაც მისთვის გზის გადასაჭრელად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-27 იქნა აწეული.



როგორც ცნობილია გუშინ, 17 ივნისს, 2 ამერიკული ბომბდამშენები, სახმისით Hodor 51 და Hodor 52, რუმინეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სწავლება "Saber Guardian"-ში იყვნენ ჩართულები. სწავლების მსვლელობისას Hodor 52-მა დატოვა რუმინეთის საჰაერო ისვრცე და ყირიმის ნახევარკუნძულისკენ გაემართა. ბომბდამშენს საერთაშორისო საჰაერო სივრცე არ დაუტოვებია, მაგრამ კრიტიკულად ახლოს მიფრინდა ეგრეთ წოდებულ "რუსეთის საზღვართან". ბომბდამშენი სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების გაშვების პროფილით მიფრინავდა.


წყარო - 360°Radar

понедельник, 17 июня 2019 г.

მე-5 და მე-6 თაობის გამანადგურებლები პარიზის ავიაშოუზე

Paris Air Show 2019-ზე ორი საკმაოდ საინტერესო სიახლე იქნება წარმოდგენილი - პირველი ეს თურქების მე-5 თაობის გამანადგურებლის ნატურალური ზომის მაკეტია (გამანადგურებლის შესახებ უკვე ვწერდი გვერდზე), ხოლო მეორე ეს ერთობლივი ფრანკო-გერმანული მე-6 თაობის გამანადგურებელი (ესეც  ნატურალური ზომის მაკეტის სახით).


მე-5 თაობის თურქული გამანადგურებლის - TF-X-ის მაკეტი

ფრანკო-გერმანული მე-6 თაობის გამანადგურებელის მაკეტი ოფიციალური წარდგენისთვის ემზადება

ფრანგული მეწინავე უპილოტო გამანადგურებელი

სხვადახვა საინტერესო ექსპონატები