Showing posts with label CV–22 Osprey. Show all posts
Showing posts with label CV–22 Osprey. Show all posts

Tuesday, June 18, 2019

Osprey-ს შეძენის ბოლო შანსი - Boeing-მა საწარმოო ხაზის დახურვა დააანონსა

Bell Boeing-ი პოტენციურ მყიდველებს პირველი სერიული კონვერტოპლანის ყიდვის დაჩქარებას ურჩევს. კომპანიის ვერტმფრენების გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიკ ლემასტერმა, უახლხოეს მომავალში კონვერტოპლან V-22 Osprey-ს საწარმოო ხაზის დახურვა დააანონსა.



"ჩვენ ვუახლოვდებით სერიული წარმოების დასასრულს. ჩვენ უკვე ბოლო ხუთწლიანი ხელშეკრულების შუაში ვართ და თუ საერთაშორისო კლიენტებს სურთ V-22 Osprey-ს შეძენა, მაშინ მათ ამერიკის მთავრობასთან LoAs (letters of acceptance) ხელმოწერა 2020 წლის სექტემბრამდე უნდა მოასწრონს" - განაცხადა ლემასტერმა.


ლემასტერის თანახმად, მიმდინარე და უკვე შესრულებული ხელშეკრულებები სხვადასხვა მოდიფიკაციის 479 ცალ Osprey-ს მოიცავს - ესენია:
  • აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ შეკვეთილი 360 ცალი MV-22B
  • აშშ-ს საჰაერო ძალების 54 ცალი CV-22B
  • აშშ-ს საზღვაო ძალების 48 ცალი CMV-22B
  • იაპონის არმიის 17 ცალი MV-22B

Boeing-ის განცხადების თანახმად - გეგმავენ კიდევ 50 ცალი კონვერტოპლანის შეკვეთის მიღებას. პოტენციურ მყიდველებს შორის კომპანიამ ისრაელი დაასახელა, თუმცა არის კიდევ ათამდე მსურველი, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.


Bell V-22 Osprey — ეს ამერიკული კონვერტოპლანია, რომელიც აერთიანებს თვითმფრინავისა და ვერტმფრენის უპირატესობებს (კერძოდ ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობება და ჩქაროსნული ფრენის რეჟიმი). საფრენი აპარატი კომპანია Bell Helicopter-სმა 80-იან წლებში შეიმუშავა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ის შეიარაღებაში 2005 წელს მიიღეს. მყიდველის სურვილის მიხედვით მასზე შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა სახის შეიარაღება და უპილოტო საფრენი აპარატის გამშვები და მართვის კომპლექსი.


Monday, January 27, 2014

დღის ფოტო – "Cascade Gambit"

2012 წლის 4 იანვარი, ნიუ მექსიკის ცაში 71-ე სპეციალური ოპერაციების ესკადრილიის (71st Special Operations Squadron) CV-22 Osprey საწვავს ისხამს 522–ე სპეციალური ოპერაციების ესკადრილიის (522nd Special Operations Squadron) MC-130J Commando II–დან. 72–ე ბაზირდება ნიუ მექსიკიაში, კირტლანდის ავიაბაზაზე, ხოლო 522–ე იმავე შტატში, კანიონის ავიაბაზაზე (სურათი გადიდებადია)