Bell Boeing-ი პოტენციურ მყიდველებს პირველი სერიული კონვერტოპლანის ყიდვის დაჩქარებას ურჩევს. კომპანიის ვერტმფრენების გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიკ ლემასტერმა, უახლხოეს მომავალში კონვერტოპლან V-22 Osprey-ს საწარმოო ხაზის დახურვა დააანონსა.
"ჩვენ ვუახლოვდებით სერიული წარმოების დასასრულს. ჩვენ უკვე ბოლო ხუთწლიანი ხელშეკრულების შუაში ვართ და თუ საერთაშორისო კლიენტებს სურთ V-22 Osprey-ს შეძენა, მაშინ მათ ამერიკის მთავრობასთან LoAs (letters of acceptance) ხელმოწერა 2020 წლის სექტემბრამდე უნდა მოასწრონს" - განაცხადა ლემასტერმა.
ლემასტერის თანახმად, მიმდინარე და უკვე შესრულებული ხელშეკრულებები სხვადასხვა მოდიფიკაციის 479 ცალ Osprey-ს მოიცავს - ესენია:
- აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ შეკვეთილი 360 ცალი MV-22B
- აშშ-ს საჰაერო ძალების 54 ცალი CV-22B
- აშშ-ს საზღვაო ძალების 48 ცალი CMV-22B
- იაპონის არმიის 17 ცალი MV-22B
Boeing-ის განცხადების თანახმად - გეგმავენ კიდევ 50 ცალი კონვერტოპლანის შეკვეთის მიღებას. პოტენციურ მყიდველებს შორის კომპანიამ ისრაელი დაასახელა, თუმცა არის კიდევ ათამდე მსურველი, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.
Bell V-22 Osprey — ეს ამერიკული კონვერტოპლანია, რომელიც აერთიანებს თვითმფრინავისა და ვერტმფრენის უპირატესობებს (კერძოდ ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობება და ჩქაროსნული ფრენის რეჟიმი). საფრენი აპარატი კომპანია Bell Helicopter-სმა 80-იან წლებში შეიმუშავა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ის შეიარაღებაში 2005 წელს მიიღეს. მყიდველის სურვილის მიხედვით მასზე შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა სახის შეიარაღება და უპილოტო საფრენი აპარატის გამშვები და მართვის კომპლექსი.
No comments:
Post a Comment