Friday, June 21, 2019

დასავლეთის ტანკების ჯავშანდაცვა (Abrams M1, Leopard-2, Challenger 1/2 და Leclerc)



ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები ვრცელდება - კონკრეტულად ამ ბოლო დროს 80-იანი წლების NATO-ს ბლოკის ტანკების დაცვის შესახებ რამოდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი. ქვემოთ მოყვანილ სქემებზე (ყველა გადიდებადია), ასახულია Challenger-1-ისა და 2-ის, M1A2 Abrams-ის და Leclerc-ის ჯავშანმედეგობის მონაცემები წინიდან გარკვეული კუთხის ფარგლებში. ქვემოთ ასევე მოყვანილია ცხრილი, სადაც ასახულია დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა.




დასავლეთის ტანკების ჯავშანმედეგობა (შეყვანილია Leopard-2) და საბჭოთა ქვეკალიბრული ჭურვებისა და ტსმრ-ების ჯავშანგამტანობა

ცხრილის შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:

  • Abrams M1-ის კორპუსის წინა დეტალის მედეგობა ბრიტანულ დოკუმენტებში უდრის 320 მილიმეტრს. M1A1 და M1A2-ისთვის ეს მაჩვენებელი 350 მილიმეტრია (M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორია დამაგრებული, იხილეთ ფოტო ქვემოთ).
  • Abrams-ის კოშკურის ჯავშანი ბრიტანულ დოკუმენტებში ± 25 °-ზე 350 მილიმეტრია, რაც 0 °-ზე მიახლოებით 400მმ იქნება.
  • Challenger 1-სა და Leopard 2-ის მონაცემები (ვოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ძველი ქვეკალიბრულებისთვის) შეესაბამება  ± 30 °-ს.
  • შვედეთის ტენდერიდან გაპარული მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ C ტექნოლოგიის ჯავშნიანი Leopard 2A4-ის მონაცემებიც საკურსო კუთხის ± 30 °-ს შეესაბამება.
  • CIA-ს დოკუმენტებში M1A1-სთვის კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ 380 მილიმეტრია დაცვის დონე (არაა მინიშნებული საკურსო კუთხეები, სავარაუდოდ ± 25 °) - აღნიშნული ჯავშანი წესით მარტო ძველი, წოლფრამის კარბიდიანი გულარის მქონე ფოლადის ჭურვების წინააღმდეგ არ უნდა მუშაობდეს და უფრო ახალ საფრთხეებზეა გათვლილი.
  • 1980 წლის დოკუმენტში Challenger 1-ის კორპუსის დაცვა 275 მილიმეტრს უდროის, სადაც პროგნოზირებულია დაცვის ხარისხი და ჭურვების გამტანობა.
  • Leopard 2A4-ის გვიანდელმა ვერსიებმა გაუმჯობესებული ჯავშანპაკეტები მიიღეს. ყველა სხვა ძველი მოდიფიკაციები (А0-А3) უბრალოდ ჯავშნის გაუმჯობესების გარეშე გადაკეთდა Leopard 2A4-ად. პირველი თაობის ჯავშანპაკეტები 1979 წელს А0 მოდიფიკაციასთან ერთად ჩაეშვა სერიაში და ის 1979 წლიდან 1988 წალმდე გამოშვებულ ყველა Leopard-2-ზე (A0-დან A4-ის ჩათვლით) ყენდებოდა. 1988 წელს სერიაში წავიდა მეორე თაობის ჯავშანი, მას 1991 წელს მესამე თაობის ჯავშანი მოყვა - ეს ბოლო ორი მხოლო და მხოლოდ Leopard 2A4-ზე ყენდებოდა. შესაბამისად მნიშვნელობა აქვს რომელ წელშია გამოშვებული Leopard 2A4 და პლიუს ის დაბადებიდან Leopard 2A4-ია, თუ წინა მოდელების A4 დონდემდე მოდერნიზაციას წარმოადგენს.



M1E1 პროტოტიპზე კორპუსის წინა დეტალზე დამატებითი ჯავშნის იმიტატორი


No comments:

Post a Comment