среда, 28 декабря 2016 г.

ახალი რუსული ტანკები და საბრძოლო მანქანები საბორტო ინფორმაციის მართვის სისტემა ГАЛС-Д4-ით აღიჭურვება


რუსეთის საავტომობილო და ჯავშანსატანკო ტექნიკას უახლესი საბორტო საინფორმაციო მართვის სისტემით აღჭურვავენ. სისტემა საგრძნობლად შეამსუბუქებს  საბრძოლო მანქანების მდგომარეობის მონიტორინგს, უზრუნველყოფს საიმედო ნავიგაციას და პერსპექტივაში საბრძოლო მოდულების დისტანციურ მართვას.
პრიველი ამოცანა, რომელსაც უნიკალური კომპლექსი ГАЛС-Д4 წყვიტავს - ეს კვანძებისა და აგრეგატების ქმედუნარიანობის უწყვეტი მონიტორინგია. კომპიუტერი გადამწოდებების მონაცემებს აკონტროლებს, აფრთხილებს ეკიპაჟს გაუმართაობების შესახებ და ასევე მანქანის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს მეთაურობას გადასცემს.
ნაკეთობა ГАЛС-Д4-ის დანიშნულებაა ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის კვაძებისა და აგრეგატების დიაგნოსტიკა, სანავიაგაციო და საორიენტაციო ამოცანების გადაწყვეტა, გზის დახრის, ადგილმდებარეობისა და გადაადგილების სიჩქარის გამოსახვა, გამოყენებული მოტორესურსის ხარჯვის  კონტროლი, გაზომილი დიაგნოსტიკური და სანავიგაციო მონაცემების საბორტე მყარი შემნახველი დისკის მეხსიერებაში შენახვა, სანავიგაციო და სხვა საინფორმაციო მონაცემების ზემდგომ რგოლზე გადაცემა ან ავტონომიური გამოყენება.

ГАЛС-Д4-ის საერთო ხედი 

  1. საბორტე გამომთვლელი ბლოკი
  2. საბორტე მიკროპროცესორული ბლოკი
  3. სანავიგაციო ბლოკი
  4. ინტერფეისის მოდული
  5. ქსელური ადაპტერი
  6. ხელსაწყოების ციფრული დაფა (ოპცია)

კომპლექსი 1-დან 2,5 კგ-მდე წონის რამდენიმე ბლოკისგან შესდგება, ესენია - გამომთვლელი, მიკროპროცესორული და სანავიგაციო ბლოკები, რომლებიც მძღოლისა და მეთაურის სავარძლების ქვეშ კომპაქტურადაა განლაგებული. კომპლექსის ელემენტები მიღებულ ინფორმაციას უშუალოდ მანქანის მეთაურის პირდაპირ განლაგებულ 20 სანტიმეტრიან სენსორულ ეკრანზე გამოსახავენ.

ГАЛС-Д4-ის ძირითადი ფუნქციები
  1. თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებიდან (ГЛОНАСС და GPS) სიგნალების მიღება და დამუშავება.
  2. სადგომზე და მოძრაობაში ქსმ/ჯტრ/ავტოტრანსპირტის ტანგაჟის, დახრის, მიმართულების, მდებარეობის სიმაღლისა და კოორდინატების ავტომატურად დადგენა.
  3. სანავიგაციო  და საორიენტაციო სიდიდეების მნიშვნელობის გაზომვის გარეგანი მოწყობა და გადაცემა.
  4. X, Y, და Z ღერძებზე აჩქარების მ/წმ კვადრატში ავტომატურად გარკვევა და გაცემა და ასევე X, Y, და Z ღერძებზე კუთხური სიჩქარის გრადუს/წმ-ში დადგენა და გაცემა.
  5. სამ რეჟიმში მუშაობა: კომპლექსირებული რეჟიმი - ეს ნაკეთობის მუშაობის ძირითადი რეჟიმია და გიროსკოპული სისტემის (ინერციული ნავიგაციის ბლოკი) და გზის გადამწოდის დახმარებით  უზრუნველყოფს ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას და კოორდინატების კორექციას თანამგზავრული სანავიგაციოს სისტემის ინფორმაციის მიხედვით; ავტონომიური რეჟიმი - თანამგზავრული სანავიგაციოს სისტემის გარეშე უზრუნველყოფს გიროსკოპული სისტემის (ინერციული ნავიგაციის ბლოკი) და გზის გადამწოდის დახმარებით  ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას; თანამგზავრული ნავიგაციის რეჟიმი - თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას.
  6. გამოსახვის მოწყობილობაზე ქსმ/ჯტრ/სატანკო/ავტოტრანსპორტის სანავიგაციო და ისეთი საორიენტაციო სიდიდეების ავტომატურად გამოსახვა, როგორებიცაა: სამგანზომილებიან სივრცეში საორიენტაციო კუთხეები, სამ ღერძთან მიმართებაში მოტრიალების სიჩქარე და სამ მიმართულებაში გადაადგილების აჩქარება და სიჩქარე.
  7. ქსმ/ჯტრ/სატანკო/ავტოტრანსპორტის მოძრაობისას ელექტრონული სანავიგაციო რუქასთან უწყვეტი მუშაობა ჩაშენებულ მეხსიერების ბარათზე სანავიგაციო ელექტრონული რუქების (რუსეთის ყველა სამხედრო ოლქის) შენახვის უზრუნველყოფით.
  8. უზრუნველყოფს ტაქტიკური რგოლის მართვის ერთიან სისტემა „Созвездие М2“-თან  მუშაობის შესაძლებლობას.
  9. ელექტრონული საბორტე მოწყობილობებით აღჭურვილი სამხედრო ავტოტრანსპორტის სისტემებისა და აგრეგატების დიაგნოსტიკა.
  10. საბორტე გამომთვლელი ბლოკის ეკრანზე დიაგნოსტიკური მონაცემების გამოსახვა.
  11. ჩაშენებული საბორტე მიკროპროცესორული ბლოკის ეკრანზე ისეთი ინფორმაციის გამოსახვა, როგორიცაა:
გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი)
სიჩქარე, კმ/სთ
მოძრაობის მიმართულება
დრო და თარიღი, GMT, გრინვიჩი
სანავიგაციო გადაწყვეტილებაში ჩართული ხილვადი თანამგზავრების რაოდენობა: ცალ-ცალკე ГЛОНАСС და GPS თანამგზავრებისთვის
12- 5 წლის განმავლობაში (480 000 საგზაო წერტილი) ჯავშანსატანკო და ავტოტექნიკის გადაადგილების მარშრუტის გაზომვითი ინფორმაციის მყარსხეულიან საბორტე დამგროვებელზე  ავტომატურად ჩაწერა და შენახვა (რეჟიმი „შავი ყუთი“).
„ამჟამად სისტემაზე საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია და ის ნაკეთობის შემადგენლობაში გადის გამოცდებს“ - განაცხადა ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „ვოლნას“ (ЦНИИ „Волна“) მთავარმა ინსტრუქტორმა, სერგეი მოისენკომ. „კომპლექსის დახვეწა გრძელდება, მომავალ წელს ის ახალ ფუნქციას შეიძენს - „სენსორულ ეკრანზე გამოყვანილი იქნება პერსპექტივაში საბრძოლო მანქანების აღსაჭურვავად განკუთვნილი საბრძოლო მოდულების დისტანციური მართვის ფუნქცია“ დაამატა სერგეი მოისენკომ. 
აღნიშნული კომპლექსი უკვე გადის სახელმწიფო გამოცდებს ისეთ მანქანებზე, როგორებიცაა ჯავშანმანქანა КамАЗ „Тайфун“ და ძირითადი საბრძოლო ტანკი „Армата“.

ГАЛС-Д4-ით აღჭურვილი КамАЗ „Тайфун“

წყარო:

вторник, 27 декабря 2016 г.

ამერიკელებისა და ბრიტანელების საჰაერო ოპერაციები ერაყის თავზე 1991-2001 წლებში

1991 წლის მარტში, სპარსეთის ყურის პირველი ომის დასრულების შემდეგ, ერაყელებსა და ამერიკელებს (მოკავშირე ბრიტანელებთან ერთად) შორის შედარებითი მშვიდობა ჩამოწვა. ერაყელთა საჰაერო ძალები დეზორგანიზირებული და დასუსტებული იყო და მოწინააღმედეგეთა უპირატეს ძალებს ვერ უპირისპირდებოდა. „კატა-თაგვობანას“ თამაში ერაყელთა ჰსთ ძალებმა იკისრეს. ჩვეულებრივ შემთხვევაში მოკავშირეები მათ ცეცხლზე ჰსთ ბაზებისა და მართვის ცენტრების დაბომბვით პასუხობდნენ. ომის შემდგომი 11 წლის განმავლობაში ერაყის თავზე გამოუცხადებელი საჰაერო ომი მიმდინარეობდა.

ერაყის საჰაერო სივრცეში არსებული ჩრდილოეთი (ლურჯი) და სამხრეთი (წითელი) აკრძალული საჰაერო სივრცეები

1991 წლის ომის დასრულების შემდგომ რეგიონში მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ქვეყნის ჩრდილოეთით მოსახლე, ერაყის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებული  ქურთების დაცვა. დამსჯელი ოპერაციების განხორციელების აღსაკვეთად ერაყულ ავიაციას 36-ე პარალელის ჩრდილოეთით ფრენა აეკრძალა. ყველაფერთან ერთად ეს ღონისძიება ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების შესაძლებლობასაც იძლეოდა.

20 მარტს, ცეცხლის შეწყვეტიდან 17 დღის გასვლის შემდეგ, აღნიშნული აკრძალული ზონის დარღვევის გამო ამერიკულმა F-15C-მ ერაყული Су-22 ჩამოაგდო. 22 მარტს კიდევ ერთი Су-22 იქნა ჩამოგდებული, ხოლო ხრახნულ ძრავიანი PC-9-ის პილოტმა F-15C-სთან დაპირისპირებას კატაპულტირებადი სავარძლის გამოყენება არჩია. ერაყის ქურთი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ოპერაციას „Provide Comfort” ეწოდა და ოფიციალურად 1991 წლის 5 აპრილს დაიწყო. თავდაპირველად აკრძალულ ზონაში ნებადართული იყო ერაყული Ми-8-ებისა და Ми-25-ების ფრენა, მაგრამ ეს მდგომარეობა მას მერე დასრულდა, რაც ერაყულმა მთავრობამ მათი გამოყენება ქურთების წინააღმდეგ დაიწყო.

ერაყული ავიაციისთვის აკრძალივს მეორე ზონა 32-ე პარალელის სამხრეთით 1992 წლის 27 აგვისტოს დადგინდა. აკრძალვის ოპერაციის, სახელწოდებით „Southern Watch“, მიზანს ერაყის სამხრეთით მცხოვრები შიიტი მოსახლეობის არსებული რეჟიმისგან დაცვა წარმოადგენდა. მათ წინააღმდეგ სადამის არმია, მოკავშირეთა მასიურ დაბომბვებს გადარჩენილ ხრანნიან თვითმფრინავ PC-9-ბსა და ვერტმფრენებს იყენებდა. პირველი სამი თვის განმავლობაში ერაყელებს მეორე ზონის დადგენის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული პროტესტი ან წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ. მთლიანობაში 1992 წელმა წყნარად და რაიმე შემთხვევების გარეშე ჩაიარა.

მდგომარეობა 1992 წლის დეკემბერში - 1993 წლის იანვარში შეიცვალა, ეს პერიოდი ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დასასრულს დაემთხვა. ამ თვეებში აკრძალულ ზონებში ჰსთ ბატარეები იქნა გადასროლილი და ჰაერში გამანადგურებლემა დაიწყეს ფრენა. 1992 წლის 27 დეკემბერს ერაყელთა ორმა МиГ-25-მა აკრძალული საჰაერო ზონა დაარღვია და ამერიკელთა 33-ე საჰაერო ესკადრილიის F-16-ისკენ როგორც მინიმუმ ერთი რაკეტა გაუშვა. ამერიკელმა პილოტმა, ჰარი ნორთმა, რომელიც F-16D-ს მეორე პილოტის გარეშე მართავდა, მტრის მიმართულებით ერთი AIM-120 AMRAAM გაისროლა, რის შედეგადაც USAF-ის ისტორიაში F-16-მა პირველად ჩაიწერა გამანადგურებლის ჩამოგდება, აღსანიშნავია რომ ეს ამ ტიპის რაკეტისთვისაც პირველი ჩამოგდება იყო. 1993 წლის 2 იანვარს ერაყულმა МиГ-25-მა სადაზვერვო U-2-ისთვის გზის გადაჭრა სცადა, მაგრამ ერთმა F-15C-მ მისი მოგერიება მოახერხა. ერაყელების მხრიდან აქტიურ საჰაერო მოქმედებებს საპასუხოდ მსხვილმაშტაბიანი საჰაერო ოპერაცია მოჰყვა, რომელშიც 100-110 თვითმფრინავი ღებულობდა მონაწილეობას (35 ცალი ავიამზიდ Kittyhawk-იდან ხოლო დანარჩენები სახმელეთო ბაზებიდან). საჰაერო იერიშები ერყელთა ოთხ მართვისა და კონტროლის ცენტრზე განხორციელდა, ასევე განადგურებული იქნა ჰაერსაწინააღმდეგო SA-3 რაკეტების ბაზები და თავშეყრის ადგილები ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ კუტსა და ბასრას შორის.

1993 წლის 17 იანვარს ერთმა F-16-მა აკრძალვის ჩრდილოეთ ზონაში МиГ-29 ჩამოაგდო, ხოლო F-4G-მ ჰაერსაწინააღმდეგო ბატარეა გაანადგურა, რომელიც მანამდე სადაზვერვო ფრენაში გასულმა ფრანგულმა Jaguar-მა აღმოაჩინა. იმავე დღეს, სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან ორ წლისთავზე, ამერიკულმა ხომალდებმა ბაღდადის სამხრეთდასავლეთით 13 კილომეტრში მდებარე ზააფარანიგას ბირთვული კვლევით ცენტრის წინააღმდეგ, 45 ცალი ფრთოსანი რაკეტა Tomahawk გაუშვეს. 18 იანვარს ბრიტანულმა და ამერიკულმა ბომბდამშენებმა, ფრანგული Mirage-2000-ების დაფარვის ქვეშ, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰსთ პოზიციებს დაარტყეს. 19 იანვარს, აკრძალვის ჩრდილოეთ ზონაში, ქალაქ მოსულის შემოგარენში, ერთმა F-4G-მ და ერთმა F-16C-მ რაკეტა HARM-სა და კასეტური ბომბების გამოყენებით ჰსთ პოზიციები გაანადგურეს. 21 იანვარს, ერაყის მიერ ბილ კლინტონის არჩევასთან დაკავშირებით კეთილი ნების გამოხატვის მიზნით გაკეთებული ცეცხლის შეწყვეტის განცხადებიდან 29 საათის შემდეგ, ერთმა F-4G-მ და ერთმა F-16C-მ, ქალაქ მოსულიდან 16 კილომეტრით სამხრეთი მდებარე რადარს დაარტყეს.

გამანადგურებლები F-15C, F-15E და F-16 ერაყში აკრძალული ზონის პატრულირებისას

1993 წლის განმავლობაში აკრძალვის ჩრდილოეთ ზონაში ამერიკელები ერაყულ სამიზნეებს 11 დღის განმავლობაში ბომბავდნენ. 9 აპრილს ერთი F-4G და სამი F-16C ჰსთ ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და საპასუხოდ კასეტური ბომბები გამოიყენეს. 18 აპრილს ორი F-4G ქალაქ  მოსულის სამხრეთით, 55 კილომეტრში მდებარე რადარით იქნენ გადაჭერილები, თვითმფრინავებმა რადარი ანტისარადარო რაკეტა  HARM-ის საშუალებით გაანადგურეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერაყული რეჟიმი გაეროს დამკვირვებლებს მასიური განადგურების იარაღის გაუვნებელყოფისა და განადგურების პროცესზე დაკვირვების ნებას რთავს, რის შედეგადაც საჰაერო შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს.

1996 წლის 30 აპრილს, ერაყელების მიერ ქალაქ არბილზე თავდასხმის საპსასუხოდ, აშშ-მ ფრთოსანი რაკეტებით  ერაყის სამხრეთ ნაწილში ჰსთ რაკეტების რვა პოზიციასა და მართვისა და კონტროლის შვიდ ცენტრს დაარტყა. ერთი საესკადრო ნაღმოსნიდან და ერთი სადესანტო  ხომალდიდან 14 ცალი ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული, ხოლო ორმა B-52H-მა AGM-86C ტიპის 13 ცალი საჰაერო მართვადი რაკეტა გაუშვა.

1996 წლის 4 სექტემბერს აკრძალვის სამხრეთი ზონა ჩრდილოეთით 95 კილომეტრით გაფართოვდა და 32-ე პარალელიდან 33-ე პარალელამდე გადაიწია. ეს მოქმედება საფრანგეთმა გააპროტესტა და ფრანგულმა გამანადგურებლებმა ფრენა ისევ ძველი ზონის ფარგლებში განაგრძეს. ამ გაფართოების შედეგად სამი მნიშვნელოვანი ბაზა აკრძალვის ზონის დაფარვაში აღმოჩნდა - ერთი სამხრეთ საზღვართან, იორდანიის მახლობლად, ხოლო ორი ბაღდადის სამხრეთით. იმავე დღეს ამერიკულმა ხომალდებმა 17 ცალი Tomahawck გაუშვეს ერაყის სამხრეთ რაიონებში მდებარე სამიზნეების გასანადგურებლად.

1996 წლის 11 სექტემბერს ინჩირლიკის ბაზიდან აფრენილი ორი ამერიკული F-16-ის წინააღმდეგ უშედეგოდ იქნა გამოყენებული SA-6 ტიპის ჰსთ რაკეტა.

1997 წელს ქურთების დასაცავად განხორციელებული ოპერაცია „Provide Comfort” დასრულდა და შესაბამისად აკრძალვის ოპერაციას სახელი შეეცვალა და „Northen Watch“ ეწოდა. 1997 წლის ბოლომდე ერაყმა გაეროს დამკვირვებლების რჩევები არ გაითვალისწინა. დაკვირვებლებისთვის მასიური განადგურების იარაღის გაუვნებელყოფის პროცესზე დაკვირვებში ხელის შეშლამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და საჰაერო დარტყმების განახლების საფრთხე წარმოშვა. დაძაბულობა 1998 წლის 23 თებერვალს ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინისა და გარეოს გენერალური მდივნის, კოფი ანანს შორის მიღეწული შეთანხმებთ განიმუხტა. კრიზისი ქვეშ მყოფ რაიონებში შეყვანილი მოკავშირეთა ძალები 1998 წლის ივნისამდე ნელ-ნელა უკან იქნა გაყვანილი.

გაეროსთან თანამშრომბლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1998 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ბოლო წამებში მოხერხდა ახალი საჰაერო დარტყმების თავიდან აცილება. მაგრამ მდგომარეობა არ გამოსწორდა და ერაყი კვლავ აგრძელებდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას. 16 დეკემბერს, ერაყიდან დამკვირვებლების გამოსვლის დღეს, ამერიკელებმა და ბირტანელებმა სადამსჯელო ოპერაცია „Desert Fox“ წამოიწყეს. პირველ ღამეს 280-მა Tomahawck-მა და აშშ-ს საზღვაო ძალების 70 გამანადგურებელმა 50 სამინზეს დაარტყა. მომდევნო ღამეს განხორციელებულ 200 თვითმფრინავიან ოპერაციაში ბრიტანული Tornado-ებიც ჩაერთნენ. ამ ოპერაციაში მონაწილეობა პირველად B-1B-ს ტიპის რამდენიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმაც მიიღო. 18 დეკემბრის ღამეს საჰაერო იერიშები ბაღდადის გარშემო მდებარე  სამიზნეებზე მიიტანეს. ოპერაცია მომდევნო დღეს დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში 348 დამრტყმელმა და დამხმარე თვითმფრინავმა, 650 გასვლის ფარგლებში დარტყმები 93 სამიზნეს მიაყენეს (უმეტესობას ერთზე მეტჯერ). განადგურდა ჰსთ სისტემების 32 პოზიცია, კონტროლისა და მართვის 20 ცენტრი, ელიატრული საჯარისო შენაერთები, აეროდრომები, ბიოლოგიური იარაღის წარმოების ინფრასტუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. 28 დეკემბერს ერაყელები შეეცადნენ ერთი F-15E და ერთი F-16CJ-ს ჩამოგდებას, საპასუხოდ გამანადგურებლებმა  ბომბები GBU-12-ები და რაკეტა HARM-ები გამოიყენეს. 30 დეკემბერს F-16-ის წინააღმდეგ უშედეგოდ იქნა გაშვებული 6-8 ცალი SA-6 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა.

Desert Fox“-ის მსვლელობისას, აბუ გურაბში (Abu Ghurayb) განადგურებული ბაღდადის ბრიგადის კაზარმები და ავტოსადგომი, 1998 წლის დეკემბერი

Desert Fox“-ის მსვლელობისას ტაჯიში მდებარე ბაღდადის დივიზიის განადგურებული შტაბბინა, 1998 წლის დეკემბერი

1999 წელი აქტიური მოქმედებების წელი იყო. 5 იანვარს ერთმა МиГ-მა და ერთმა Mirage F.1-მა აკრძალული საჰაერო ზონა დაარღვიეს. ერთი შეტაკებისას ორმა F-15-მა ბაღდადის სამხრეთდასავლეთით მფრენი ორი МиГ-25-ის წინააღმდეგ უშედეგოდ სამი AIM-120 AMRAAM და ერთი AIM-7 Sparrow გაუშვა. სხვა ორი МиГ-25-ის წინააღმდეგ ორმა F-14-მა ასევე უშედეგოდ გამოიყენა AIM-54 Phoenix-ის ტიპის რაკეტები. 1999 წლის განმავლობაში აკრძალვის მარტო ჩრდილოეთ ზონაში ამერიკული გამანადგურებლები 105 დღის განმავლობაში ახორციელებდნენ საჰაერო იერიშებს, რომელთა განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა  ანტისარადარო რაკეტები HARM და ლაზერითა და ინფრაწითელი/ელექტროოპტიკური საშუალებებით მართვადი  ბომბები GBU-15 და AGM-130.

1999 წლის 24 იანვარს ერაყელებმა ქალაქ მოსულთან ახლოს მფრენ თვითმფრინავს გაუხსნენს ცეცხლი. იმავე დღეს ასეთი კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და შედეგად ამერიკელებმა  რადარი და SA-3-ების ბატარეა გაანადგურეს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ ექვსი ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ამერიკელთა საპასუხო ქმედებები მოჰყვა.

2000 წელი ასევე აქტიური მოქმედებების წელიწადი იყო. როგორც ვარაუდობენ 1998 წლის დეკემბრიდან 2000 წლის აგვისტომდე ერაყელებმა 1000-ჯერ განახორციელეს შეტევითი ან აგრესიული ქმედება მოკავშირეთა საჰაერო ძალების წინააღმდეგ. იმავე პერიოდში მარტო სამხრეთ აკრძალულ ზონაში დაფიქსირდა საჰაერო სივრცის დარღვევის 160 შემთხვევა.

ერაყული რეჟიმი ამერიკელების წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ერთადერთ საშუალებას, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, იყენებდა. ამ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს რეჟიმი განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდა - მათზე გაიცემოდა პრემიები და ეძლეოდათ საუკეთესო აღჭურვილობა. სადამ ჰუსეინი ამერიკული თვითმფრინავის ჩამომგდებ ქვედანაყოფს პირადად დაპირდა 5000 დოლარს, ხოლო ჯარისკაცს, რომელიც ამერიკელ ან ბრიტანელ პილოტს აიყვანდა ტყვედ, ჯილდოდ 2500 დოლარი ერგებოდა. აღნიშნული პროპაგანდისტული ჯილდო არავის არ ერგო და ერაყული ჰსთ მხოლოდ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ჩამოგდებით შემოიფარგლა. ერაყული მხარის განცხადების თანახმად, აკრძალვის ზონების შემოღების შემდეგ, მოკლული იქნა 1477, ხოლო დაიჭრა 1358 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე.

2001 წლის 19 ივლისს ქუვეითის თავზე მოპატრულე E-2C Hawkeye ტიპის მფრინავი რადარის წინააღმდეგ ერაყელებმა უშედეგოდ გამოიყენე ჰსთ რაკეტა. ხუთი დღის მოგვიანებით ერთი სადაზვერვო U-2 კინაღამ ჩამოაგდეს, მფრინავმა ძაან ახლოდან იგრძნო აფეთქების ტალღა. 2001 წლის 10 აგვისტოს ამერიკელთა და ბრიტანელთა 20 საბრძოლო და 30 დამხმარე თვითმფრინავმა სამი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა გაფრენა, განადგურებული იქნა ოპტიკურბოჭკოვანი ჰსთ ცენტრი, ადრეული აღმოჩენის მობილური რადარი და ბაღდადის სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების ბატარეა.

ერაყსა და აშშ-ს შორის 2002 წელსაც დაძაბულს ვარაუდობდნენ. იანვარში აშშ-ში განაცხადეს რომ ბაღდადი 2015 წლისთვის შექმნიდა ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც ამერიკას მისწვდებოდნენ. გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ჩრდილოეთ კოერისა და ერაყის მუქარაში იყო გამოცხადებული. აშშ-ს თანახმად ერაყის ხელთ არსებული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დიდი რაოდენობა მსოფლიო მშვიდობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. 2002 წლიდან რეგიონში ამერიკული ძალების რაოდენობის გაზრდა დაიწყო. ზრდამ პიკს წლის ბოლოს მიაღწია. მარტო აგვისტოში ერაყული ჰსთ ძალების მხრიდან შეტევის 110 შემთხვევა დაფიქსირდა. 7 სექტემბერს  ამერიკელთა და ბრიტანელთა 106-მა გამანადგურებელმა ერაყის დასავლეთ რეგიონში მდებარე უზარმაზარ მართვის ცენტრს დაარტყა. 6 ნოემბერს ავიამზიდ USS “Abraham Lincoln”-ის ესკადრილია VFA-115-ის კუთვნილმა E/F-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებლებმა ტალილთან მდებარე სარაკეტო პოზიციებზე და მართვის ცენტრზე JDAM ბომბებით მიიტანა იერიში. ანალოგიური იერიშები 7 და 10 ნოემბერსაც განმეორდა. ეს ამერიკის საზღვაო ძალების უახლესი მრავალფუქციური გამანადგურებლის ცეცხლით ნათლობა იყო.

1991 წელს სპარსეთის ყურის პირველი ომის დასრულების შემდგომი 11 წლიანი შესვენება ახალი იარაღის გამოცდისთვის და დახვეწისთვის საკმაოდ ხელსაყრელი გამოდგა. აღნიშნული შესვენება რეგიონში შემდეგი სერიოზული შეტაკების, რომელი 2003 წლის მარტში დაიწყო, მოსამზადებლად იქნა გამოყენებული.

გამოყენებული წყაროები:

1- Tim Ripley: OPERATION PROVIDE COMFORT II – WESTERN FORCES PROTECTS KURDS, “IDR”, 10/1991.
2- Robert F.Dorr: BACK TO IRAQ, WAPJ, Vol 14, Autumn/Fall 1993
3- Marvin Leibstone, Ezio Bonsignore: US MILITARY VS IRAQ “NEW WARFARE”, “Military Technology”, 3/1998.
4- Steve Davies: OPERATION NORTHEN WATCH, “AFM”, Decenber 2002