რუსეთის საავტომობილო და ჯავშანსატანკო ტექნიკას უახლესი საბორტო საინფორმაციო მართვის სისტემით აღჭურვავენ. სისტემა საგრძნობლად შეამსუბუქებს საბრძოლო მანქანების მდგომარეობის მონიტორინგს, უზრუნველყოფს საიმედო ნავიგაციას და პერსპექტივაში საბრძოლო მოდულების დისტანციურ მართვას.
პრიველი ამოცანა, რომელსაც უნიკალური კომპლექსი ГАЛС-Д4 წყვიტავს - ეს კვანძებისა და აგრეგატების ქმედუნარიანობის უწყვეტი მონიტორინგია. კომპიუტერი გადამწოდებების მონაცემებს აკონტროლებს, აფრთხილებს ეკიპაჟს გაუმართაობების შესახებ და ასევე მანქანის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს მეთაურობას გადასცემს.
ნაკეთობა ГАЛС-Д4-ის დანიშნულებაა ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის კვაძებისა და აგრეგატების დიაგნოსტიკა, სანავიაგაციო და საორიენტაციო ამოცანების გადაწყვეტა, გზის დახრის, ადგილმდებარეობისა და გადაადგილების სიჩქარის გამოსახვა, გამოყენებული მოტორესურსის ხარჯვის კონტროლი, გაზომილი დიაგნოსტიკური და სანავიგაციო მონაცემების საბორტე მყარი შემნახველი დისკის მეხსიერებაში შენახვა, სანავიგაციო და სხვა საინფორმაციო მონაცემების ზემდგომ რგოლზე გადაცემა ან ავტონომიური გამოყენება.
ГАЛС-Д4-ის საერთო ხედი
- საბორტე გამომთვლელი ბლოკი
- საბორტე მიკროპროცესორული ბლოკი
- სანავიგაციო ბლოკი
- ინტერფეისის მოდული
- ქსელური ადაპტერი
- ხელსაწყოების ციფრული დაფა (ოპცია)
კომპლექსი 1-დან 2,5 კგ-მდე წონის რამდენიმე ბლოკისგან შესდგება, ესენია - გამომთვლელი, მიკროპროცესორული და სანავიგაციო ბლოკები, რომლებიც მძღოლისა და მეთაურის სავარძლების ქვეშ კომპაქტურადაა განლაგებული. კომპლექსის ელემენტები მიღებულ ინფორმაციას უშუალოდ მანქანის მეთაურის პირდაპირ განლაგებულ 20 სანტიმეტრიან სენსორულ ეკრანზე გამოსახავენ.
ГАЛС-Д4-ის ძირითადი ფუნქციები
- თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებიდან (ГЛОНАСС და GPS) სიგნალების მიღება და დამუშავება.
- სადგომზე და მოძრაობაში ქსმ/ჯტრ/ავტოტრანსპირტის ტანგაჟის, დახრის, მიმართულების, მდებარეობის სიმაღლისა და კოორდინატების ავტომატურად დადგენა.
- სანავიგაციო და საორიენტაციო სიდიდეების მნიშვნელობის გაზომვის გარეგანი მოწყობა და გადაცემა.
- X, Y, და Z ღერძებზე აჩქარების მ/წმ კვადრატში ავტომატურად გარკვევა და გაცემა და ასევე X, Y, და Z ღერძებზე კუთხური სიჩქარის გრადუს/წმ-ში დადგენა და გაცემა.
- სამ რეჟიმში მუშაობა: კომპლექსირებული რეჟიმი - ეს ნაკეთობის მუშაობის ძირითადი რეჟიმია და გიროსკოპული სისტემის (ინერციული ნავიგაციის ბლოკი) და გზის გადამწოდის დახმარებით უზრუნველყოფს ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას და კოორდინატების კორექციას თანამგზავრული სანავიგაციოს სისტემის ინფორმაციის მიხედვით; ავტონომიური რეჟიმი - თანამგზავრული სანავიგაციოს სისტემის გარეშე უზრუნველყოფს გიროსკოპული სისტემის (ინერციული ნავიგაციის ბლოკი) და გზის გადამწოდის დახმარებით ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას; თანამგზავრული ნავიგაციის რეჟიმი - თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს ობიექტის ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენას.
- გამოსახვის მოწყობილობაზე ქსმ/ჯტრ/სატანკო/ავტოტრანსპორტის სანავიგაციო და ისეთი საორიენტაციო სიდიდეების ავტომატურად გამოსახვა, როგორებიცაა: სამგანზომილებიან სივრცეში საორიენტაციო კუთხეები, სამ ღერძთან მიმართებაში მოტრიალების სიჩქარე და სამ მიმართულებაში გადაადგილების აჩქარება და სიჩქარე.
- ქსმ/ჯტრ/სატანკო/ავტოტრანსპორტის მოძრაობისას ელექტრონული სანავიგაციო რუქასთან უწყვეტი მუშაობა ჩაშენებულ მეხსიერების ბარათზე სანავიგაციო ელექტრონული რუქების (რუსეთის ყველა სამხედრო ოლქის) შენახვის უზრუნველყოფით.
- უზრუნველყოფს ტაქტიკური რგოლის მართვის ერთიან სისტემა „Созвездие М2“-თან მუშაობის შესაძლებლობას.
- ელექტრონული საბორტე მოწყობილობებით აღჭურვილი სამხედრო ავტოტრანსპორტის სისტემებისა და აგრეგატების დიაგნოსტიკა.
- საბორტე გამომთვლელი ბლოკის ეკრანზე დიაგნოსტიკური მონაცემების გამოსახვა.
- ჩაშენებული საბორტე მიკროპროცესორული ბლოკის ეკრანზე ისეთი ინფორმაციის გამოსახვა, როგორიცაა:
• გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი)
• სიჩქარე, კმ/სთ
• მოძრაობის მიმართულება
• დრო და თარიღი, GMT, გრინვიჩი
• სანავიგაციო გადაწყვეტილებაში ჩართული ხილვადი თანამგზავრების რაოდენობა: ცალ-ცალკე ГЛОНАСС და GPS თანამგზავრებისთვის
12- 5 წლის განმავლობაში (480 000 საგზაო წერტილი) ჯავშანსატანკო და ავტოტექნიკის გადაადგილების მარშრუტის გაზომვითი ინფორმაციის მყარსხეულიან საბორტე დამგროვებელზე ავტომატურად ჩაწერა და შენახვა (რეჟიმი „შავი ყუთი“).
„ამჟამად სისტემაზე საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია და ის ნაკეთობის შემადგენლობაში გადის გამოცდებს“ - განაცხადა ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „ვოლნას“ (ЦНИИ „Волна“) მთავარმა ინსტრუქტორმა, სერგეი მოისენკომ. „კომპლექსის დახვეწა გრძელდება, მომავალ წელს ის ახალ ფუნქციას შეიძენს - „სენსორულ ეკრანზე გამოყვანილი იქნება პერსპექტივაში საბრძოლო მანქანების აღსაჭურვავად განკუთვნილი საბრძოლო მოდულების დისტანციური მართვის ფუნქცია“ დაამატა სერგეი მოისენკომ.
აღნიშნული კომპლექსი უკვე გადის სახელმწიფო გამოცდებს ისეთ მანქანებზე, როგორებიცაა ჯავშანმანქანა КамАЗ „Тайфун“ და ძირითადი საბრძოლო ტანკი „Армата“.
ГАЛС-Д4-ით აღჭურვილი КамАЗ „Тайфун“
წყარო:
No comments:
Post a Comment