пятница, 24 января 2014 г.

Rafale Heavy

მძიმედ დატვირთული Rafale-M - მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად ეფექტურად გამოიყურება, მაინც საეჭვოა მისი საბრძოლო ეფექტურობა
მძიმედ დატვირთული Rafale-M–ის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგში. მითითებულ ბმულზე (ზედა ფოტოზე იგივე გამანადგურებელია) ნაჩვენებია მძიმედ დატვირთული ფრანგული გამანადგურებელი Rafale-M გამოცდების მომენტში, რომელსაც კომპანია Dassault თავისი ფინანსებით ახორციელებს. გამოცდები გამანადგურებლის "მძიმე კონფოგურაციას" ეხება.
გამოცდების შედეგად რეალურად დადგინა ის ფაქტი რომ, გამანადგურებელს თავის წონასტან შედარებით 150% დატვირთვის წაღება შეუძლია. ამ შესაძლებლობის გამოყენებით ორი ცალი Rafale ექვს ცალ Mirage-2000–სს უტოლდება. თუმცა მწარმოებელი არაფერს ამბობს იმის შესახებ რომ ასე დატვირთული გამანადგურებლები საჰაერო ტანკერებმა მთელი მისიის განმავლობაში უნდა გააცილონ.

აშშ–ს პერსპექტიული საბრძოლო მანქანა GCV დამუხრუჭდა


თუ დავუჯერებთ იმ ბიუჯეტს, რომელსაც ამ თვის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა, მაშინ აშშ–ს არმიის პროგრამა GCV (Ground Combat Vehicle) მკვდარია (ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის).
როგორც ცნობილია გათვალისწინებული 592 მლნ. დოლარის ნაცვლად ბიუჯეტში 492 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამის განვითარებისთვის, რაც მისი სარეალიზაციოდ არ კმარა.
ხუთშაბათს, აშშ–ს არმიის გენერალური შტაბის მეთაური, რეი ოდიერნო (Ray Odierno) ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც მან დასვა კითხვა: "გვინდა თუ არა ახალი საბრძოლო მანქანა? კი. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამჟამა მისი ყოლა? არა".
ოდიერნომ აღნიშნა, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა საშუალებას მისცემს აშშ–ს არმიას პროგრამის ტექნოლოგიები განავითაროს და სამი–ოთხი წლის შემდეგ შეუდგეს ქვეითთა საბრძოლო მანქანის, Bradley-ს, შემცვლელის აწყობა დაიწყონ. როგორც გენერალმა ახსენა: " ის კმაყოფილი იყო პროგრამის მსვლელობითა და მანქანის მონაცემებით, ამიტომ მას სურს გაარკვიოს თუ როგორ მოიქცნენ მომავალში".
BAE Systems–მა და General Dynamics–მა 2011 წლიდან მოყოლებული GCV–ეს ტექნოლოგიების შესაქმნელად ასობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღეს. მაგრამ მიუხედავად ამისა კონგრესი ამ პლატფორმის წინააღმდეგ გამოდის – ძირითად პრობლემასდ მისი ავიატრანსპორტაბელურობა, ჯავშანი და მომარაგების დიდი მოთხოვნები დასახელდა. როგორც ცნობილია აშშ–ს არმიას 2014 წლიდან 2030 წლამდე 1748 ცალი GCV–ეს შესაძენად 29 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევს.
როგორც გენშტაბის უფროსმა განაცხადა: "ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მობიულორბასა და გადარჩენადობას შორის ვცდილობით გვევაჭრა" და ასევე დაამატა რომ: "მე მომავალში ტაქტიკური მობილურობა მესაჭიროება".

წყარო:

четверг, 23 января 2014 г.

აქტიურ ფაზირებულ ცხაურიანი რადარი "Армата"–სთვის

მინპრომტორგის წყაროზე დაყრდნობით რუსულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პერსპექტიული ტანკი, "Армата"–ს ბაზაზე, აღჭურვილი იქნება აქტიურ ფაზრიებულ ცხაურიანი რადარით (აფცრ–ით).
"Уралвагонзавод"–ის კორპორაციის მიერ შექმნილი მძიმე მუხლუხებიანიპლატფორმა "Армата" უნდა გახდეს სხვადასხვა ტექნიკისთვის განკუთვნილ უნიფიცირებულ მძიმე პლატფორმად. მისი აგების მოდულური პრინციპი საშუალებას მისცემს მწარმოებელს რომ მის ბაზაზე შექმნას როგორც ტანკები, ასევე საჯარისო ჰსთ სისტემები, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები. ამ ნაკეთობებისთვის რადარი, ისევე როგორც პლატფორმა, იქნება მოდულური – შემადგენელი ნაწილები ურთიერთგაცვლადი, რაც ელექტრონული სისტემების მოკლე დროში რემონტის საშუალებას იძლევა.
ვიცე პრემიერის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ტანკების მიღებას რუსული არმია 201402015 წლებში დაიწყებს. თვითონ ლოკატორის ელექტრონული სისტემების სერიული წარმოება კი 2016 წელს დაიწყება. თარიღებში სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს – ლოკატორის უკვე მზა მანქანაზე დაყენება იქნება შესაძლებელი.
მინპრომტორგის ტექნიკური დავალების თანახმად, "Армата" მიღებს Ка-დიაპაზონის (26,5-40 GHz) რადიოლოკატორს, რომელიც აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადარის ბაზაზე იქნება შექმნილი. რადარი დაბალტემპერატურიანი კერამიკის ტექნოლოგიებით იქნება აწყობილი.

წყარო:

Meanwhile in Ukraine

უკომენტაროდ:



















 



წყარო:
БОИ В КИЕВЕ: ФОТОПРИЛОЖЕНИЕ

среда, 22 января 2014 г.

ჩეჩნების ტყვე (ნამდვილი ამბავი)



კიდევ ცოტა, მზია, კიდევ ცოტაც და მერე კი წავალთ ხევში. სახლსაც გავმართავთ და პატარასაც გავზრდით. მართალია, გაგაწვალე აღმა-დაღმა ხეტიალით, მაგრამ ყაზბეგში რომ დავრჩენილიყავით, განა რა ხეირი გვექნებოდა. დიდი-დიდი, ორასი სული ცხვარი, აქ კი თვიდან თვემდე სამყოფიცა გვაქვს და ცოტა-ცოტას ვინახავთ კიდეც. ასე რომ, შეძლებულ ხალხად დავბრუნდებით საქართველოში. მთავარია, შენმა მშობიარობამ ჩაიაროს კარგად და სხვა დანარჩენი მოგვარდება.
ფრთხილად, კობა, დღეს კიდევ ერთი კაცი ჩამოვარდნილა ხარაჩოდან. არღუნელი ჩეჩენი ყოფილა, მუსა ბადალოვი. ისიც პირველ შვილს ელოდებოდაო ამ დღეებში. ვიცი, ქარხანას თავის დროზე კი დაგვამთავრებინებენ კომუნისტები, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს – ასე მგონია, მის დამთავრებამდე ვეღარ მივატან…
ცოლის თვალებში ჩაბუდებული ნაღველი ბევრჯერ შეუნიშნავს კობა ნამგალაურს, მაგრამ აქამდე თავისი შიში ხმამაღლა არ გაუმჟღავნებია ქალს. განა აქამდე არავინ დაღუპულა მშენებლობაზე? დიახ, იღუპებოდნენ და ზოგჯერ დღეში რამდენიმე კაციც. აბა, იმ გიგანტებს უსისხლოდ როგორ ააგებდნენ, მაგრამ ახლა მეტისმეტად დამფრთხალი ჩანდა ქალი.
ალბათ, მოახლოებული მშობიარობის გამო გაუმძაფრდა შიშიო, დაასკვნა კობამ და მშენებლობას მიაშურა.
ნახევარ საათში მისი ბრიგადის სამუშაო ცვლა იწყებოდა. კიდევ ერთი საათის შემდეგ მზიას მუცელი ასტკივდა და ისიც სამშობიაროში გააქანეს მეზობლებმა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საჩქარო არაფერი ყოფილა, მაგრამ უკან აღარ დააბრუნეს, – უთხრეს, სულერთია, ორ-სამ დღეში მაინც აქ უნდა მოხვიდეო და მზიაც დარჩა…
…ღმერთმა დაწყევლოს ეს კომკავშირული დამკვერული მშენებლობები. კალენდარს მისდევენ კუდში მისი შემკვეთები. ამ „ჩქარა-ჩქარაში“ კი ადამიანები იღუპებიან. გუშინ ბადალოვი დაიღუპა, დღეს კი მისი ტყუპი გაჩნდა. ბავშვების დედამ ჯერ არ იცის, ორი ობოლი მოუვლინა ქვეყანას. მუსულმანური ადათისამებრ, ქმრები ცოლებს იშვიათად აკითხავენ სამშობიაროში, მაგრამ ერთ კვირაში რომ გაწერენ, რა უნდა იღონოს ორ ჩვილთან ერთად დარჩენილმა მარტოხელა ქალმა ამ სუსხსა და ყინვაში, – მოთქვამდა მოხუცი სანიტარი ქალი და მასთან ერთად ყველა თანაუგრძნობდა დაღუპულის ქვრივს, რომელსაც თითქოს ეს უბედურება არ ეყოფოდა, იმ საღამოს ერთი ჩვილის მოუკვდა. თუმცა, ქალი მაინც ალაჰის მადლობელი იყო, მეორე რომ გადაურჩინა ბედმა და როცა თავს დატეხილი უბედურების შესახებ შეიტყო, დედისერთასაც მუსა დაარქვა მამამისის სახელი. ამასობაში კობა ნამგალაურის ცოლი, მზია გადაჰყვა მშობიარობას. აცხადდა მისი წინათგრძნობა და პატარა ანზორს ის რამდენიმე დღე, ვიდრე უბედური მამამისი სამშობიაროდან გამოიყვანდა, ჩეჩენის ქვრივმა, ხატიჯემ აწოვა ძუძუ. პატარა მუსას მამამისის ნაქონი ავგაროზი ჩამოაცვა ყელზე, ხოლო შვილისთვის წინასწარ შეკვეთილი მისი ასლი ანზორს დაჰკიდა გულზე და მამამისს დააფიცა, ბავშვისთვის ჩაეგონებინა, რომ ავგაროზი ყველგან და ყოველთვის დაიცავდა მას და არც ერთი წუთითაც არ მოეხსნა იგი.

ცეცხლის ხაზზე

ყველგან აირია ცხოვრება ამ ათი-თორმეტი წლის წინ, თითქმის მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. გაუჭირდა ხალხს. ბევრმა იკადრა უკადრებელი. მათ შორის ხელისუფლებაშიც, ძველებმაც და ახლებმაც. ადამიანები თავს იმით ირჩენდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ.
საერთოკავკასიური კონფედერაციის თავმჯდომარე (ეს ორგანიზაცია სამი წლის წინ გამოვიდა იატაკქვეშეთიდან და ახლა ოფიციალურად არსებობს) ზაალ კასრელიშვილი ამტკიცებს, რომ დაქირავებული ქართველი მეომრები, რომელთა შორის თითო-ოროლა გარეწარიც ერია, დნესტრისპირეთშიც იბრძოდნენ და მთიან ყარაბაღშიც ხან სომხების, ხანაც აზერბაიჯნელების მხარეს. იმისდა შესაბამისად, ვინ უფრო მეტ ფულს გადაუხდიდა. მისი აზრით, არც აფხაზეთში ჩეჩნების გამოჩენა უნდა გვაოცებდეს – ბასაევი და დაქირავებული ორასსამოცდაათი მებრძოლი მთელ ერთან არ უნდა გავაიგივოთ. მით უმეტეს, რომ მათმა უმრავლესობამ საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი ჩადენილი ავკაცობისათვის.
ბატონი ზაალისა და კავკასიის ხალხთა ქართველი ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, მოხუცების და ორსული ქალების დახოცვა და სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ბურთაობაც აფსუების ნამოქმედარია. შესაძლოა მათში თითო-ოროლა გარეწარი ჩეჩენიც გამოერია, მაგრამ საზოგადოდ, ამ ერის ცნობიერებისათვის ამგვარი რამ წარმოუდგენელია. რუსეთის სპეცსამსახურებისაგან გაბრიყვებული რუსლან გელაევიც ეწვია თავისი რაზმით აფხაზეთს, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, ომი რელიგიურ ნიადაგზე კი არა, რუსების გაჩაღებული იყო, ისე გაბრუნდა, თოფიც კი არ გაუსვრია. თუმცა ამაზე შემდეგ, ამჯერად კი ვნახოთ რა ხდებოდა სოფელ აჭანდარასთან ათი წლის წინ, ზაფხულში.

ეი, აბას, ვაზნები მომაწოდე და ყუმბარმტყორცნიც აამუშავე… რა გახდა ეს სანგარი. მეორე დღეა 12 კაცი ვერაფერს ვაკლებთ, არადა რამდენჯერაც გადავთვალე, ყოველთვის შვიდნი არიან. ან ჩვენ ვისვრით ცუდად, ან არცერთს არ ეკარება ტყვია. დანებებასაც რომ არ აპირებენ?

ამის თქმა იყო და ავტომატის ჯერმა ერთიანად დასხიპა ბალახი სანგრის კიდეზე თავჩამოდებული ჩეჩნების ცხვირწინ. იმავე წამს ერთდროულად აკაკანდა ჩეჩენთა თორმეტივე ავტომატი. ტყვია ერთიანად თხრიდა ქართველთა სანგრის მიწაყრილს. სანგრის სიღრმეში მყოფთ სახეში აცვიოდათ ქვა და ღორღი, მასთან ერთად კი ცვიოდა უკვე ძალადაკარგული და დეფორმირებული ტყვიის გულები. სწორედ ასეთ მომენტს იყენებს მოწინააღმდეგე – როცა ცდილობ, როგორმე ღრმად ჩაიმალო სანგარში, მტერი სწორედ მაშინ დაგაცხრება ქორივით. თუმცა შვიდეულიდან დროდადრო ერთ-ერთი ტყვიის ქარბორბალაში მაინც ახერხებდა მოწინააღმდეგისათვის ცეცხლით ეპასუხა.

გოგიავ! მიხო! ახლა შეეშველეთ, ე მოხევიანთ ანზორა არ წაგვიხდინონ ამ ურჯულოებმა… აბა, ჰე, ტყვიას გაუფრთხილდით, კაცო! – აშკარა იყო, სანგარში მეთაური იძლეოდა განკარგულებებს. ბიჭებს ერთმანეთის გარჩევა უჭირდათ, ერთიანად ამოგანგლულიყვნენ ნაყარი მიწის მტვერში.

აქეთ და იქით, სოფლის დაბლა, ღელის გასწვრივ, ზომოთაც, ხან აქ, ხან იქ, გაღმაც გახურდა სროლა.

აღარ დაიღალნენ ეს შობელძაღლები. ვიცოდე მაინც რამდენს უხდიან. ვინ დაპატიჟათ, ვის ომში იბრძვით?

თითქოს ნათქვამიდან არცერთი სიტყვა არ გამოჰპარვია, თითქოს დაირცხვინესო, მომხვდურებმა სროლა შეწყვიტეს. ცოტა ხანში მოწინააღმდეგემ ქართველების მეთაურთან შეხვედრა ითხოვა – უიარაღოდ შემოვალო თქვენს სანგარში.

უარი არ უთქვამთ, მოსულებმა სათითაოდ ჩამოართვა ხელი „მასპინძლებს“. მერე ის ხელი მკერდზე დაიდო და ალაჰი დაიფიცა – გმირები ყოფილხართ, ბრალია თქვენი დახოცვა. ესესაა რადიოგრამა მივიღეთ, გამთენიისას რუსი მოვა შვეულმფრენით და არც ერთს არ დაგინდობთ. თუ მენდობით, კორიდორს გაგიკეთებთ და ამ ჯოჯოხეთიდან გაგიყვანთ. მერე კი, აი, ეს თორმეტი მოტყუებული ჩეჩენი სიტყვას გაძლევთ, ჩვენი ხელით არცერთი ქართველი აღარ მოკვდება!

იმ ღამეს სხვა საცეცხლე წერტილებიც აშალეს ჩეჩნებმა, ვიწრო კორიდორში ისე გამოატარეს ქართველები, რომ აფსუებს არ შეენიშნათ. ქართველმა ბიჭებმა გამთენიისას საკუთარი თვალით იხილეს, როგორ უმოწყალოდ ბომბავდნენ წუხანდელ, ჯერ კიდევ მხრჩოლავ თავშესაფრებს რუსული ჯავშნიანი შვეულმფრენები.
ის დღე სოფლის განაპირა ტყეში გაატარეს კახელებმა და ერთმა მოხევე ბიჭმა. შეღამებულზე კი თავისიანების მოსაძებნად გასწიეს. რაციის ბატარიები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაუჯდათ, როცა გამუდმებით ითხოვდნენ დამხმარე ძალას. თუმცა, შეაყარე კედელს ცერცვი, ვის სჭირდები, ან დასახმარებლად ვის სცალია. ქართველთა ერთი ნაწილი აფხაზთა და თვისტომთა სახლებს ძარცვავს, მეორენი იმაზე მოთქვამენ – ეს რა სისულელე გავაკეთეთ, სად წამოვედითო.

„ნუთუ მართლა ასე უპატრონოდ დაგვყარეს? ნუთუ წავაგეთ ეს ომი“, ფიქრობდა კახელების უკან მიმავალი მოხევე და ხვდებოდა, რომ სხვებიც ასევე ფიქრობდნენ.

ოთხარას აქეთ, აზანთაში რომ გადადიოდნენ, აფსუებმა ისეთი ცეცხლი გაუხსნეს, ანზორმა დაასკვნა, აქედან ვეღარ გავაღწევთო. ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ. სროლა არცერთს არ უცდია, ან კი რაღა უნდა ესროლათ. თითო-ოროლა ვაზნაღა თუ შემორჩათ გუშინდელს აქეთ. უცებ იგრძნო, როგორ ატორტმანდა მის ფეხქვეშ მიწა, მერე რაღაც ძალამ ჰაერში აიტაცა და სადღაც მოისროლა.
გონს რომ მოვიდა, ვერაფრით გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა ამ ღელისპირა ეკალ-ბარდებში. აქაურობა სამალავად კი გამოდგებოდა, მაგრამ მეგობრების პოვნის იმედი აღარ ჰქონდა. წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ცალი ფეხი ისე დაბუჟებოდა, ვეღარ აითრია. მხარით მიწას დაეყრდნო და უმალ ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს ხიშტი ატაკესო მკერდში. აშკარად, ნაღმზე აფეთქებულიყო. აფსუების შემოტევის დროს მხარიც ამოვარდნოდა, ფეხი კი დავარდნის დროს ისე მოუხერხებლად მოჰყოლოდა, რომ ვერაფრით იმორჩილებდა. ნიკაპის ქვეშ მტკივანი ადგილი მოისინჯა – ნაღმის ნამსხვრევს გაეგლიჯა, თუმცა ეს ანგარიშში ჩასაგდები არ იყო და სხვა ჭრილობა რომ ვერ აღმოაჩინა, ღმერთს მადლობა შესწირა. ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსენა და აქედან თავის დაღწევაზე დაიწყო ფიქრი. თუმცა ძალაგამოცლილს, საჭვო იყო, რამე მოეხერხებინა. სხვა რომ არაფერი, მეოთხე დღეა პირში ლუკმა არ ჩასვლოდა, გუშინ დილას აქეთ კი წვეთი წყალიც არ დაულევია…
ნაშუაღამევს ჩეჩნურად ლაპარაკი შემოესმა. „სულერთია ამ მაყვლოვანში გამოხლართულს აფსუები მომკლავენ თუ ჩეჩნებიო,“ გაიფიქრა. ლექსიკონში ერთადერთი ჩეჩნური სიტყვა მოიძია და მიმავლებს დააწია – ჰაუალა! (საით გაგიწევიათო) – და პასუხს დაელოდა.

- ჩვენიანი ხარ? – ჩეჩნურად იკითხა მოგუდულმა ხმამ.
- კაზბეგსკი, – რუსულად უპასუხა ანზორმა.

ძე შეცდომილნი

- თოკი გადმომიგდე, მუსა, ეგებ წელზე ჩავაბა და ისე გამოვათრიოთ, თორემ ამ ჯაგებიდან ამას ვერაფრით გამოვიხსნით. მხარიც ამოვარდნილი აქვს და თვითონ ვერ დაგვეხმარება, ნელა დაქაჩეთ, ცოდოა.

არა, ესენი იმათ არ ჰგვანდნენ, ანზორი და მისი მეგობრები რომ დაიხსნეს სასაკლაოდან. იმედი ჰქონდა, ეგებ ის კეთილი ჩეჩნები იყვნენო, ამიტომაც შეეხმიანა. თუმცა არც ესენი ჩანდნენ ცუდები… ხაფანგიდან გამოხსნის შემდეგ თუ არ დაახალეს ტყვია. თუმცა, მოხდეს, რაც მოსახდენია!.. მაღალმა, ხმელ-ხმელმა ახალგაზრდამ, მუსას რომ ეძახდნენ, ხელის ერთი მოძრაობით ჩაუსვა ამოვარდნილი მხარი, მერე შესცინა ანზორს.

- ჩვენთან წამოხვალ?

- ტყვეს არ ეკითხებიან. რომ შემეძლოს, გავიქცეოდი, მაგრამ სხეული არ მემორჩილება.

- არ გეხუმრებით. გინდა აქვე დაგტოვებთ, წყალსაც მოგცემთ და ქილა კონსერვსაც. აფხაზებმა მოგვატყუეს. აქ რელიგიური ომი კი არა, რუსეთ-საქართველოს ომია და ჩვენ, შამილის შთამომავლებს, არ გვინდა რუსების ომში ბრძოლა…

„რამდენად განსხვავდებიან ხოლმე ერთმანეთისაგან ერთი სისხლისა და ჯიშის ადამიანები. თუმცა არა, ერთი ხისგან განა ბარიც არ ითლება და ნიჩაბიც?“ – გაიფიქრა ანზორმა და წამოდგომა სცადა.

- დღეიდან ჩვენ აქ ორი მტერი გვყავს – რუსი და აფსუა, – დაიწყო სხვებთან შედარებით ასაკით უფროსმა, რომელსაც თავისიანები ომარს ეძახდნენ, – თუ შეგვნიშნეს, რომ მათ გვერდით ბრძოლას აღარ ვაპირებთ, ამოგვხოცავენ. ყაბარდოს მთებისკენ უნდა დავიხიოთ. გზადაგზა ისეთი შთაბეჭდილება უნდა შევქმნათ, თითქოს ქართველებს ვეომებით. ანზორი ჩვენი „ტყვე“ მზარეული იქნება. აკი მოგვიკლეს მზარეული და ქართველს რატომ არ გამოვიყენებდით ვითომ?..

ანზორმა ორიოდ დღეში შეძლო სიარული. ნაღრძობი მხარი და ნაღმის ნამსხვრევისაგან გაჩეხილი ნიკაპი აწუხებდა ცოტათი. რაკი „მზარეული“ შეარქვეს, თვითონაც არ იუკადრისა და მალე აითვისა ეს საქმე. მოღონიერების შემდეგ დააპირა თავისი მფარველებისათვის გაენდო, რომ ქართველებთან აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ჩეჩნების მოქცევას რატომღაც თავის დამსახურებად მიიჩნევდა და შიშობდა, მისი წასვლის შემდეგ კვლავაც უკუღმა არ გადაბრუნებოდათ ჭკუა ჩრდილოკავკასიელებს. ამიტომ დარჩენა გადაწყვიტა.

სოდომი

ბოლო დღეებში აფსუები აშკარა უკმაყოფილონი იყვნენ ომარის რაზმით – ქართველებთან ბრძოლას გაურბიანო. ომარი კი ერთსა და იმავეს ამტკიცებდა – ჩემი ხალხი დაიღალა, უნდა შევასვენოო.
იმ საღამოსაც აფსუების სოფლის თავში, ბებერი მუხის ქვეშ ვახშმობდნენ, როცა სოფლის ცენტრში ცეცხლი აბრიალდა. ცუდად ენიშნა ეს ანზორს, ცუდად ენიშნათ ჩეჩნებსაც.
კოცონის ირგვლივ შეკრებილი აფსუა მებრძოლების ბრბო მსხვერპლს ითხოვდა. მალე წრეში ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი და პატარა ბიჭი შეაგდეს. ცოლ-ქმარს ქართველების მფარველობას სდებდნენ ბრალად. დასჯა იმით დაიწყეს, რომ მათი პატარა ბიჭი დროდადრო ახლოს მიჰყავდათ ცეცხლთან, – ბავშვის წივილი სისხლს უყინავდა ანზორს. ერთიანად აცახცახებული მოთუხთუხე ქვაბის ქვეშ შენთებულ მუგუზალს ჩაჰფრენოდა და კაცი იფიქრებდა, ამით აპირებსო ბრბოში შევარდნას – იმასაც ვერ გრძნობდა, რომ ირგვლივმყოფნი მას მისჩერებოდნენ. ჩანდა, არც ჩეჩნები განიცდიდნენ ამ შემზარავ სანახაობას მასზე ნაკლებად. მოულოდნელად ანზორი მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა.

- გინდა ახლავე იყარო ამათი ჯავრი? – ჩაეკითხა მეთაური.

ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა. წამით დაიბნა, მერე გონი მოიკრიბა და ანგარიშმიუცემლად უპასუხა:

- მინდა!

- ჰოდა, აი, ტყვიამფრქვევი… იმედია, სროლაც იცი. ჰოდა, ჩვენც შენთან ვართ, – ომარმა თავის ბიჭებს გადახედა და თვალით ანიშნა. იმავე წამს იგრიალა ტყვიამფრქვევმა, რომელსაც ანზორი ჩაჰფრენოდა. უმალ ჩეჩნებმაც გახსნეს ცეცხლი და აფსუებმა იარაღის ხეირიანად გამართვაც ვერ მოასწრეს. ამ საღამოს არც ერთი მათგანი არ გასულა ცოცხალი სოფლიდან. ჩეჩნურმა რაზმმა, რომელსაც ანზორთან ერთად ამ ბრძოლაში დაჭრილი მუსა და ის ცოლ-ქმარიც მიჰყავდა პატარა ბიჭთან ერთად, ბრძოლით გააღწია ყაბარდოს მთებისაკენ.

ძმაო ძმითა ხარ ძლიერი

იმ ღამით ჯაგნარიდან თავდაღწეული ანზორის ტარება მუსამ ითავა და სანახევროდ ზურგზე წამოკიდებული ატარა დავრდომილი. ახლა ანზორის ჯერი იყო. ბავშვივით ხელში ატაცებული მიჰყავდა მეგობარი უღელტეხილის საცალფეხო ბილიკზე. იქითობას, ბარისკენ რომ დაეშვნენ, მძინარე მუსა ჩრდილში დატოვა და სხვებთან ერთად მდინარეში გადაეშვა. ისე ლაღად გაცურა, კაცს ეგონებოდა, ეს-ესაა მთელი ქვეყნის ტვირთი მოუხსნიათ მისთვის ზურგიდანო. ბანაობით რომ გული იჯერა, მდელოზე წამოწვა და მობანავეებს გახედა.

- სად მინახავს ეს ავგაროზი? მგონი რომელიღაც ჩემიანს ეკეთა. უფრო სწორად, ამის ასლი. შენთან რა უნდა ამ ავგაროზს, ანზორ, იგი ხომ მუსლიმანურია, ნუთუ გიაურებსაც გჯერათ ჩვენი ავგაროზების?

- გიაურებს მეგობრობისა გვჯერა, ომარ, და მათგან მოძღვნილი ავგაროზების ტარებაც გვეამაყება. ამან გადამარჩინა…

უეცრად გაღმიდან ვიღაცამ იყვირა, სატვირთო მანქანა გამოჩნდაო და მდინარის მეორე ნაპირს მიაშურა ყველამ, მათ შორის ანზორიმაც, ხელში ატაცებული მუსათი…
ავან-იურთში კი, როცა თავის შვილის მხსნელს პირს აბანინებდა, ავგაროზის დანახვაზე ხატიჯემ უცნაურად შეჰკივლა და მერე ჩაიკეცა. დედასთან უმალ მიიჭრა უკვე მოკეთებული და გაოგნებული მუსა.

- ეს შენი ძმაა, შვილო, მას დედაშენის ძუძუ აქვს ნაწოვი. აღარასოდეს დაკარგო იგი…

პ.ს. ხევში ასულ ძმობილებს ორმოცის სამზადისში დაუხვდა ნამგალაურების ოჯახი. ვიღაცას ამბავი მიეტანა, დედით ობოლი ბიჭი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპაო. იმის წარმოდეგენა, რაც ამის შემდეგ მოხდებოდა, მკითხველისათვის მიმინდვია.

(გვარ-სახელები და ზოგიერთი გეოგრაფიული ადგილის დასახელება შეცვლილია)

ვაჟა გავაშელი
“კვირის პალიტრა”

понедельник, 20 января 2014 г.

"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის პერსპექტიული ნაწარმი

"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის  2013 წლის მოღვაწეობისადმი მიძღნილ ვიდეოში საკმაოდ ბევრი ჯავშანტექნიკის თემატიკის ახალი ნაწარმი იქნა გაშუქებული. ვიდეოში საუბარი იყო ისეთ საკონსტრუქციო პროგრამებზე, როგორებიცაა:
  • ქსმ Атом
  • თვითმავალი საარტილერიო 120მმ–ნი დანადგარი ჯავშანმანქანა "Волк"–ის ბაზაზე (საარტილერიო ნაწილი 2Б16 "Нона-Б")
  • ОКР "Деривация"
  • ОКР "Завет"
  • ОКР "Веер"
  • სხვადასხვა საბრძოლო მოდულები, მათ შორის БТР-К
  • საარტილერიო დანადგარი "Коалиция"

თვითმავალი საარტილერიო 120მმ–ნი დანადგარი ჯავშანმანქანა "Волк"–ის ბაზაზე (საარტილერიო ნაწილი 2Б16 "Нона-Б")
ОКР "Завет" (საბრძოლო პლატფორმა) და ОКР "Веер" (საბრძოლო მოდული) 
ქსმ "Атом"–ის მაკეტი – აწყობის მომენტში
საარტილერიო დანადგარი "Коалиция"–ს კოშკურა, ქვემეხი და სავარაუდოდ ავტომატური დამტენი
 საბრძოლო მოდული БТР-К (სავარაუდოდ "Бумеранг"–ისთვის)


"ОАО "ЦНИИ "Буревестник"-ის  წლის მოღვაწეობისადმი მიძღნილ ვიდეოსიუჟეტი

воскресенье, 19 января 2014 г.

Μ-901Α2 უმართავი რაკეტებით

უმართავი რაკეტების 19 გამშვებიანი ორი ცალი საჰაერო ბლოკით აღჭურვილი Μ–901Α2 



დღის ფოტო – Rafale-M with full load

ფრანგული მრავალფუნქციური საგემბანო გამანადგურებელი Rafale–M სრული დატვირთვით (ფოტო გადიდებადია):
– ფრთის ბოლოებში 2xMICA-IR
– მომდევნო 2xMICA-EM
– 6 ცალი მართვადი ავიაბომბა AASM "HAMMER" 500
– 2 ცალი დასაკიდი საწვავის ავზი 2000L Drop Tank
– ფრთის ძირებში 2 ცალი Meteor
– შუაში 2000L Drop Tank