Friday, March 18, 2016

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინიტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს. ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზეც გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.




წყარო:

Thursday, March 17, 2016

Ми-28Н და Ка-52 სირიაში

ინტერნეტში გავრცელებული ვიედომასალების თანახმად, მოიუხედავად იმისა რომ 14 მარტიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და საარმიო ავიაცია ტოვებენ სირიას, რუსეთი ქვეყანაში ახალი ტექნიკის გადასროლას მაინც აგრძელებს. 
ბოლო რამდენიმე დღეში, ლატაკიაში მდებარე ხმეიმის ავიაბაზაზე, რუსულმა სატრანსპორტო Ан-124-მა, რამდენიმე ცალი რუსეთის არმიის შემადგენლობაში მყოფი Ми-28Н და Ка-52 გადაისროლა. ამ ტიპის ვერტმფრენების სირიაში პირველად გამოჩნდა.

Ка-52 სირიაში

ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ка-52

Ми-28Н სირიაში

ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ჩანს Ми-28Н

Wednesday, March 16, 2016

The Oshkosh JLTV: Coming Soon

აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების ახალი ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანის (Joint Light Tactical Vehicle) სარეკლამო რგოლი:





Tuesday, March 15, 2016

აფხაზეთი. სოხუმი. გუმისთა.1993 წლის 16 მარტი. საქართველოს შინაგანი ჯარი.


1993 წლის 15 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებთან და გუდაუთის ბაზაზე მყოფ რუს სამხედროებთან ერთად მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
ქართველმა არტილერისტებმა და ცალკეულმა შენაერთებმა, მათ შორის შინაგანი ჯარების მებრძოლებმა, არნახული გმირობის მაგალითები აჩვენეს, უპირატესობა თვალსაჩინო იყო.
15-16 მარტი, აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის, უპრეცენდენტო გამარჯვების დღეებია!
გილოცავთ, ბატონებო!
სამარადისო ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!

შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილ 2061 (სოხუმის ბატალიონის) მებრძოლები:
დგანან: ლევან გურჩიანი -გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აჩადარაში.
კობა ქრისტესიაშვილი-გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აჩადარაში; 
ვასილ რუსიაშვილი-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს.
ზის: ივანე ,,შიმშილა” ირემაშვილი-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს

შინაგანი ჯარების ოპერატიული ბრიგადის მეომარი ავთანდილ ,,წერო" გიგაშვილი. აფხაზეთი. ახალი რაიონი. გუმისთა. 1993 წლის მარტი.

შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონის მეომრები: რობერტ ჯალაღონია, ნიაზ ბერიძე და კახაბერ რუხაია. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე.".

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის მეომრები მამუკა ,,გაუბიცა" ციქობაძე და პავლე მასურაშვილი 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლებთან ერთად მოწინაამდეგეთა გვამებთან. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე”.

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის სერჟანტი დიმიტრი მასურაშვილი 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მებრძოლებთან ერთად საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთაზე —სოხუმი. ახალი რაიონი. გუმისთა

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის მეომრები– როინ წიკლაური და ემზარ რობინაშვილი. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე".

შინაგანი ჯარის მებრძოლი გუმისთის პოზიციაზე.

შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური მურთაზ გაბიძაშვილი. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს სოფელ შრომაში. წიგნიდან ,,მეწამული ბერეტები სამშობლოს სადარაჯოზე".

შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილ 2061-ის (სოხუმის ბატალიონის) მებრძოლები. სხედან: ოლეგ ლოლაძე ,,ჩორტიკა”, -გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს; ივანე ირემაშვილი ,,შიმშილა”-მძიმედ დაიჭრა 1993 წლის 2 ივლისს; დგანან: შოთა მუმლაძე, . ლაბაძე, ბესო ლაბაძე.


წყარო:

იემენში საემირატოს Мirage-2000D-9 ჩამოაგდეს

იმენეში, ადენის შორიახლოს, გაერთიანებული საემირატოს Мirage-2000D-9 ჩამოივარდა. ორივე პილოტი დაიღუპა. საემირატოს განცხადების თანამხად კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობეის მიზეზით მოხდა.

Monday, March 14, 2016

ალჟირი მალე პირველ დამრტყმელ შვეულმფრენ Ми-28НЭ მიიღებს

სოცქსელ facebook-ის ალჟირულ გვერდზე, სახელწოდებით "Secret Difa3", გავრცელდა დამრტყმელი ვერტმფრენის, Ми-28НЭ-ს ფოტოსურათი, რომელიც სავარაუდოდ ალჟირის საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ვერტმფრენი დამახასიათებელ უდაბნოს ფერშია შეღებილი.. როგორც დაიწერა, ვერმტფრენი მალე შემკვეთს გადაეცემა.
როგორც ცნობილია, ალჟირმა რუსულ "Рособоронэкспорт"-ტთან 2013 წლის 26 დეკემბერს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქვეყანა მწარმოებლისგან 42 ცალ ორმაგი მართვის მქონე Ми-28НЭ მიიღებს. ამგვარად ალჟირი ერაყის შემდეგ მეორე გარემყიდველი გახდება.

წყარო:

Sunday, March 13, 2016

ავიამზიდი Queen Elizabeth ბრიტანეთის საზღვაო ძალებს წლის ბოლოს გადაეცემა


ავიამზიდი Queen Elizabeth, რომელიც ამჟამად სისტემური ინტეგრაციისა და საღუზე (სტატიკურ) გამოცდებზე იმყოფება, როსსაიტის დოკიდან ზღვაში პირველად 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში გავა. ქარხნული სავალი გამოცდები ხომალდის, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, მშენებელი Aircraft Carrier Alliance-სგან (ACA), ოფიციალურად მიღებამდე უნდა მოხდეს. ავიამზიდის ბაზირების ადგილი პორტსმუტის პორტი იქნება.
Aircraft Carrier Alliance-ს (კონსორციუმი რომელიც Babcock, BAE Systems, Thales და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსგან შესდგება) მმართველი დირექტორის, იან ბუტის განცხადების თანახმად - 65 000 ტონა წყალწვის Queen Elizabeth-ის აწყობის გამოცდილების შესწავლა მშენებლებს, კლასის მეორე ხომალდის, Prince of Wales-ის აწყობის დროის საგრძნობლად შემცირების საშუალებას მისცემს.
QEC-ის ეკიპაჟის მაქსიმალური შემადგენლობა, რომელიც 733 კაცია (1624 სრული ავიაჯგუფით), გათვლილი იქნა ხომალდიდან დღე-ღამის განმავლობაში 72 დამრტყმელი გაფრენის (გადატვირთულ რეჟიმში დღე-ღამეში 108 საბრძოლო გაფრენა) შესაძლებლობის გათვალისწინებით. თუმცაღა ოპერატიული მზადყოფნის ამ დონეს ბრიტანული F-35B-ები სავარაუდოდ 2023 წელს მიაღწევენ.
QEC-ის მართვის სისტემები შეიცავს ინტეგრირებულ სანავიგაციო სისტემას და სავალ ხიდს, საბრძოლო მართვის ავტომატიზირებულ სისტემას (სმას), კავშირის კომპლექსებს, ადმინისტრირებისა და ლოჯისტიკის სისტემას, საჰაერო მოძრაობის და ავიაციის ფრენის მართვის სისტემას. ბუტის სიტყვების თანახმად, Queen Elizabeth-ზე ამ სისტემების უმეტესობა საღუზე გამოცდებისთვის "უკვე შეერთებულია და ერთმანეთთან მოქმედებს", ინჟინრები ავიაციის მართვისა და სმას-ის გამართვითა და გამოცდებით არიან დაკავებულები.
სისტემის სხვადასხვა ელემენტებს შორის კავშირს ხომალდის შიდა ქსელში ინტეგრირებული 1740კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უზრუნველყოფს. ამ მომენტში სამუშაოები სმას-ის და დიდ მანძილზე მოქმედი  (LRR) BAE Systems / Thales S1850M Type 1046 და საშუალო მანძილზე მოქმედი BAE Systems ARTISAN 3D + Type 997 რადიოლოკაციური სადგურების ინტეგრირებაზეა ფოკუსირებული. რადარები დიდ მანძილზე საჰაერო და ზედაპირის მდგომარეობის გასაშუქებლად, საჰაერო მოძრაობის სამართავად და საშუალო მანძილზე ტაქტიკური მდგომარეობის სამართავად იქნება გამოყენებული. რლს LRR-ს 250 მილის დისტანციაზე 1000 საჰაერო მიზნის  გაცილება შეუძლია, მაგრამ ამჯერად ის დაბალ სიმძლავრეზე (165 მილი) მუშაობს.


ხომალდის მოკლე ტტმ:

წყალწვა - 65 000 ტონა
სიგრძე - 280მ
სიგანე - 70მ
ცურვის მანძილი - 8 000-დან 10 000 საზღვაო მილამდე
სრული სიმაღლე - 56 მეტრი
ტევადობა - 40 თვითმფრინავი

წყარო: