Friday, March 18, 2016

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი

ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინიტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს. ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზეც გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.




წყარო:

No comments:

Post a Comment