Ми-28НМ სირიიაში საბრძოლო ამოცანის შესრულების მომენტში
სირიაში მებრძოლი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც ელ-ლატამნას რაიონშია გადაღებული (პროვინცია ჰამას ჩრდილოეთი), ასახულია რუსეთის უახლესი საბრძოლო ვერტმფრენის - Ми-28НМ-ის საბრძოლო გამოყენებაა ასახული, ვიდეოზე ვერტმფრენი რუსეთის საჰაერო-კოპსმოსური ძალების Ми-35М-თან ერთად ახროცელებს საბრძოლო ფრენას.
Ми-28НМ-ის საბრძოლო გამოყენების ვიდეო
P.S. შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Ми-28МН-ის სირიაში გამოცდების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ამის შესახებ ჩვენს გვერდზე უკვე დაიწერა:
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უახლესი დამრტყმელი ვერტმფრენის, Ми-28НМ-ის, რთულ ამინდსა და კილმატურ პირობებში გამოცდას იწყებს.
როგორც წყარო იუწყება - საცდელი ეგზემპლიარი უკვე სირიაში, ჰმეიმის ავიაბაზაზეა.
ვერტმფრენის პილოტებს, რომელსაც ჯარებში "ღამის სუპერმონადირე" («Ночной суперохотник» ) უწოდეს, მოუწევთ სირიის უდაბნოში მაღალი ტემპერატურისა და მტვრიანობის ფონზე გამოსცადონ ვერტმფრენის მართვა, უახლესი რადიოლოკაციური სადგური, შეიარაღების სისტემები და დამატებითი რეალობის ფუნქციით აღჭურვილი ჩაფხუტები.
თურქეთის მთელი სამხედრო სარდლობა- თავდაცვის მინისტრი, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი, გენერალური შტაბის მეთაური, და საზღვაო ძალების მეთაური თურქეთის არმიის მე-2 ჯავშანსატანკო სარემონტო საამქროს ესტუმრნენ.
რევიზიას თურქული არმიის შეიარაღებაზე მყოფი ტანკების - Leopard-2A4-ისა და M-60T-ს მოდერნიზირებული ვარიანტები წარუდგინეს.
პირველ შემთხვევაში აღსანიშნავია გერმანული Leopard-2A4-ის დაცვის მოდერნიზაცია - მანქანის კორპუსის წინა ზედა დეტალზე და კოშკურის შუბლსა და ბორტებზე დინამკური დაცვაა დამაგრებული. როგორც ჩანს ტსმრ-ებისგან დასაცავად - სირიის მწარე გამოცდილება ნამდვილად ტყუილად არ დაუკარგავთ.
დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4
დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4 (მეორე მანქანა )
ამერიკულმა ტანკმა პროგრამა "FIRAT M-60T"-ეს ფარგლებში ელექტრონული სისტემების კომპლექტი მიიღო, მასზე დაყენდა:
აქტიური დაცვის სისტემა PULAT
ლაზერული დასხივების გაფრთხილების სისტემა TLUS
დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული UKSS
მძღოლ-მექანიკოსისთვის ვიდეოდაკვირვების სისტემა ADIS
ამა წლის 19 მარსტს, კომპანია Sikorsky-ს (შედის Lockheed Martin-ის კორპორაციაში) კუთვნილ ვესტ-პალმ-ბიჩის აეროდრომზე, Sikorsky-სა და Boeing-ის მიერ ერთობლივად შექმნილი მრავალფუნქციური ვერტმრენის დემონსტრატორის - SB>1 Defiant-ის პირველი ფრენა განხორციელდა (ვერტმფრენის საფირმო სახელწოდება Sikorsky S-100). SB>1-ის შემქნა აშშ-ს არმიის კონკურსის Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფაგრგლებში სადემონსტრაციო პერსპექტიული ჩქაროსნულიო ვერტმფრენის სახით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უნდა შემუშავდეს პერსპექტიული საარმიო ვერტმფრენების Future Vertical Lift (FVL) კონცეფცია. SB>1-ის პირველი სადემოსნტრაციო პროტოტიპის პრეზენტაცია 2018 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა, პირველი ფრენა თავიდან 2017 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადების არაერთხელ გადაწევის მიზეზით ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ მოხერხდა.
SB>1 მრავალფუნქციური ვერტმფრენის ქვეპროგრამა Capability Set 3 (Assault) / FVL-Medium-ის მოთხოვნის ფარგლებში იქმნება, ამჟამად პროგრამას Future Long-Range Assault Aircraft (FLRAA) ეწოდება - აღნიშნული პროგრამის მოთხოვნის თანახმად ვერტმფრენმა 12 სრულიად ეკიპირებული ქვეითი 230 კვანძის (428კმ/სთ) ტოლი კრეისერული სიჩქარით უნდა გადაიყვანოს 229 მილ (424 კმ) მანძილზე. ვერტმფრენი FLRAA ორი ცალი General Electric-სის პერსპექტიული ტურბოხრახნული ძრავით იქნება აღჭურვილი, ძრავების ასაფრენის სიმძლავრე 5000 ცხენის ძალას უნდა გაუტოლდეს.
პროგრამა FVL-ზე მუშაობა 2004 წლიდან მიმდინარეობს და ის ხუთი ახალი ვერტმფრენის ან ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მანქანის შექმნას ითვალისწინებს, რომლებმაც 2030-2035 წლისთვის აშშ-ს საარმიო ავიაციის არსებული ვერტმფრენები (OH-58, AH-64, UH-60, CH-47) უნდა შეცვალოს.
2013 წელს აშშ-ს არმიამ, Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფარგლებში, ტექნოლოგიების დემონსტრატორად Bell Helicopter-სისა და Lockheed Martin-ის კონვერტოპლანი V-280 და Sikorsky-სა და Boeing-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი SB-1 Defiant იქნა აირჩია, ამ ორ ლიდერთან ერთად შერჩეული იქნა კომპანია Karem Aircraft-ის კონვერტოპლანი და AVX-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი - 2014 წლის აგვისტოში ეს ბოლო ორი კონკურსიდან მოიხსნა, რის შემდეგაც კონკურენცია, JMR TD-ს კონკურსის ფარგლებში, უკვე აშშ-ს საავიაციო გიგანტებს შორის მიმდინარეობს, რომლებსაც 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პირველი სადემონსტრაციო პროტოტიპები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა წარედგინათ (ეს პირობა მხოლოდ კონვერტოპლანმა V-280-მა შეასრულა). ორივე პროექტის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო ხარჯების მხოლოდ 20% ანაზღაურებს, დანარჩენი კომპანიების ჯიბიდან გადის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო მანქანების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
თავისი არსით, JMR TD-ს ფარგლებში წარმოდგენილი ორივე პროექტი მრავალფუნქციურ საფრენ აპარატს წარმაოდგენს, რომლებმაც აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე არსებული Sikorsky UH-60 Black Hawk (კატეგორია JMR-Medium / FVL-Medium) უნდა ჩაანაცვლოს. ამავდროულად ორივე კომპანია აცხადებს რომ აშშ-ს არმიის ქვეპროგრამა Capability Set 3 / FVL-Attack-ის (Boeing AH-64 Apache-ს შესაცვლელად) ფარგლებში თავიანთი მანქანების საიერიშო ვარიანტზეც მუშაობენ.
ვერტმფრენი SB>1 კომპანია Sikorsky-ს მიერ შემუშავებულ შეწყვილებულ ხრახნებსა და უკან განთავსებულ მიმწოლ ხრახნს იყენებს. ამ სქემას კომპანია ექსპერიმეტალურ ვერტმფრენზე - X2-ზე იყენებდა, რომელის 2008-2011 წლებში გადიოდა გამოცდებს და ამ მზიდი მოწყობილობის წყალობით მოახერხა 460კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ანალოგიური მზიდი მოწყობილბა გამოცდებს გადიოდა 5 ტონიან Sikorsky S-97 Raider-ზეც, რომელის განცხადებული მაქსიმალური სიჩქარე 444, ხოლო კრეისერული 407 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.
SB>1-ის პირველი პროტოტიპის მაქსიმალური ასაფრენი წონა 32 000 ფუნტია (14 515 კგ), ტევადობა 18 კაცი. საცდელი ნიმუშები 4000 ცხენისძალიანი ტურბოხრახნული ძრავებით, Honeywell T55-ითაა აღჭურვილი (ანალოგიური ძრავები CH-47 Chinook-ზე გამოიყენება). აღნიშნული ძრავები 250 კვანძ (460კმ/სთ) მაქსიმალურ კრეისერულ სიჩქარეს უზრუნველყოს. მაგრამ კომპანიის განცხადების თანახმად, FLRAA-ს პროექტში მოთხოვნილი ფრენის მაძილის მიღწევა პერსპექტიული FATE ძრავებით იქნება შესაძლებელი.
Sikorsky SB>1-ს კონკურენტმა Bell-Lockheed Martin-ის V-280 Valor-მა, პირველი ფრენა 2017 წლის 18 დეკემბერს განახორციელა.
ინდო-პაკისტანის ბოლო შეხლა შემოხლას დადასტურებულად შეეწირა ინდუსების МиГ-21бис UPG, რომლის პილოტიც ჩაის ქვითართან ერთად პაკისტანელებმა ორიოდე დღეში დაუბრუნეს ინდურ მხარეს.
ინდური მხარე საპირისპიროდ ამტკიცებდა, რომ მათმა МиГ-21бис UPG-მ პაკისტანის F-16MLU ჩამოაგდო, დღემდე ეს საკითხი ვერც ვერავინ დაადასტურა და ვერც ვერავინ უარყო. და აი პაკისტანმა წარადგინა ჩამოგდებული ინდური МиГ-21бис UPG-ს საბრძოლო კომპლექტის ფოტოები - ფოტოებზე ასახულია 2 ცალი Р-77 და 2 ცალი Р-73. გამოდის რომ ინდუსები ტყუოდნენ - МиГ-21бис UPG-ს საბრძოლო მარაგი სრულად და გამოუყენებლად იქნა წარმოდგენილი, რაც იმას ამტკიცებს რომ ინდუსმა პილოტმა ცეცხლის გახსნა ვერ მოასწრო ან ვერ მოახერხა.
აშშ-ს არმიამ სახმელეთო საბრძოლო მანქანების გაუმჯობესებული საღებავის შესახებ დამატებითი ცნობები წარმოადგინა. სახმელეთო ტექნიკას, ისევე როგორც ჯარისკაცებს, ესაჭიროება შენიღბვა - დღეისთვის არმიას უკვე აქვს სახმელეთო ტექნიკის შესაღები საშუალებები, რომლებიც ტექნიკის სითბურ კვალს ამცირებენ, რაც ბრძოლის ველზე მის გადარჩენადობას ზრდის.
სახმელეთო სისტემების დაფარვის სისტემა (Ground Vehicle Coating System) შემუშავებული იქნა "სახმელეთო სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამმართველოს ცენტრის" (Combat Capabilities Development Command Ground Vehicle Systems Center - CCDC GVSC), "არმიის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების მეთაურობის ლაბორატორიისა" (Combat Capabilities Development Command Army Research Laboratory - CRLC ARL) და "არმიის საწარმოო ტექნოლოგიების" (Army's Manufacturing Technology) შემჩნევადობის შემცირების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. ეს ახალი საფარველი ასევე ამცირებს ჯარისკაცებზე მავნე ქიმიური აგენტების ზემოქმედებას.
არმიის საწარმოო ტექნოლოგიების პროგრამამ, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით ManTech, მწარმოებელს აუცილებელი დაფინანსება გამოუყო, რათა შეემუშავებინა, გაეუმჯობესებინა, გამოეცადა და დაემტკიცებინა ქიმიური აგენტებისადმი მედეგი საღებავის საფარველი, რომელიც ტრანსპორტის შემჩნევადობასაც შეამცირებდა.
ამ საღებავს რამოდენიმე დადებითი მხარე გააჩნია - პირვანდელ პროგრამასთან შედარებით მისი ღირებულება 75% მცირეა და ამას გარდა მისი გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების გარდა შესაძლებელია ისეთ უძრავ ობიექტებზე, როგორებიცაა საწყობები, სადგომები და მის დასატანად არმიის არსენალში არსებული ხელსაწყოების გამოყენებაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი წარმოებისა და გამოყენების ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს.
2018 წელს სამუშაო ჯგუფმა (CCDC GVSC, CRLC ARL და ManTech-ის ოფისმა) აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასთან (SOCOM) ერთად მცირე ხომალდების შესაღებავად საფარველის რუხი ვარიანტი შეიმუშავა. ამგვარად საფარველის სისტემა საკმაოდ მიმზიდველია მიწოდების მხრივ - რადგანაც ის რამდენიმე ფერში არსებობს. დასაწყისისთვის მისი გამოყენება დაგეგმილია აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკის ფართო ნომენკლატურაზე - Abrams-ზე, Bradley-ზე და Strayker-ზე.
როგორც ინტერნეტში რუსი პილოტების მიერ გადაღებული ფოტოსურათებიდან ხდება ცნობილი, 2019 წლის 20 მარტს, აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32) ბალტიის ზღვის თავზე, კალინინგრადის ოლქის მახლობლად ფრენა განახორციელა. ცნობილია რომ აღნიშნული ბომბდამშენი ინგლისში მდებარე ავიაბაზა ფაირფორდიდან აფრინდა.
აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32). თვითმფრინავი სამძებრ-სამიზნე კონტეინერ Lockheed Martin AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod-ითა და პრაქტიკული ავიაბომბებითაა აღჭურვილი. ფოტო რუსული გამანადგურებლიდანაა გადაღებული
ცოტა ადრე, 14 მარტს, ამ ბორტმა, ოღონდ სახმისით STRAY83, კალინინგრადის ოლქის მახლობლად იფრინა. ამჯერად ბომბდამშენმა ამერიკიდან პირდაპირ გადმოფრინდა, რის შემდეგაც ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში სასწავლო ბომბდაშენა განახორციელა და ბრიტანულ ავიაბაზაზე, ფაირფორდზე დაეშვა. 18 მარტს იმავე ბომბდამშენმა სახმისით AERO13 ბრიტანეთიდან ჩრდილოეთით, ბარენცის ზღვისკენ იფრინა.
ასევე 20 მარტს კალინინგრადის ოლქთან, ბალტიის ზღვის და პოლონეთის თავზე კიდევ ერთმა В-52Н-მა იფრინა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0024, სახმისი AERO33) ეს ბორტიც, წინამორბედების მსგავსად ბრიტანეთიდან, ფაირფორდის ავიაბაზიდან აფრინდა. იმავე დღეს В-52Н-მა (საბორტე ნომერი 61-0024, სახმისი AERO14 ) ესტონიის ტერიტორიის თავზე ბარაჟირება განახორცელა.
სულ 14-დან 16 მარტის ჩათვლით, ბრიტანულ ავიაბაზა ფაირფორდზე, ამერიკულ ავიაბაზა ბარკსდეილზე (ლუიზიანას შტატი) დისლოცირებული ბომბდამშენთა მე-2 ავიაფრთის კუთვნილი ექვსი ცალი B-52H ტიპის ბომბდამშენი ჩაფრინდა. 2003 წელს ერაყის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ეს ამერიკული ბომბდამშენების ყველაზე მსხვილი გადასროლაა ევროპაში. ბრიტანულ ფაირფორდზე ჩასული სტრატეგიული ბომბდამშენები ბალტიის ზღვის თავზე ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებენ.
ბრიტანეთში გადასროლილი В-52Н-ბი:
60-0024 სახმისი STRAY81 (შემდეგ AERO14, შემდეგ AERO33)
60-0025 სახმისი STRAY82
61-0013 სახმისი STRAY83 (შემდეგ AERO13, შემდეგ AERO32)
60-0058 CLIPP91
61-0015 სახმისი DRYER91
60-0032 სახმისი DRYER92
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელზეც ორი რუსული Су-27 ამერიკულ B-52H-ს აცილებს
აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32). თვითმფრინავი სამძებრ-სამიზნე კონტეინერ Lockheed Martin AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod-ითა და პრაქტიკული ავიაბომბებითაა აღჭურვილი. ფოტო რუსული გამანადგურებლიდანაა გადაღებული
სტრატეგიული ბომბდამშენის, Boeing В-52Н Stratofortress-ის (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", მაშინდელი სახმისი STRAY83) ფრენის მარშუტი. 2019 წლის 14 მარტი.
ფორტ ბრაგგი (FORT BRAGG), ჩრდილოეთ კაროლინა - აშშ-ს არმიის 82- საჰაერო სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები ხუთი კონფიგურაციის JLTV-ის საჰაერო დესანტირების გამოცდების საბოლოო ეტაპზე არიან.
JLTV ეს ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანების (Joint Light Tactical Vehicle) ოჯახია, რომელმაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მოძველებული HMMWV-ეები უნდა ჩაანაცვლოს.
მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებზე:
გამოცდების მსვლელობისას 82-ე სადესანტო დივიზიის, მე-2 საბრიგადო საბრძოლო დაჯგუფების, მხარდაჭერის 407-ე ბატალიონის A ასეული ჯარისკაცებმა მოამზადეს საჰაერო დესანტირებისთვის, განახორციელეს JLTV-ს საჰაერო დესანტირება და დაშვების ზონაში ის საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს. გამოცდებში საჰაერო დივიზიასთან ერთად ჩართული იყო "აშშ-ს არმიის ოპერატიული გამოცდების სარდლობა (U.S. Army Operational Test Command's - OTC) და "საჰაერო დესანტირებისა და სპეციალური ოპერაციების საგამოცდო სამმართველო" (Airborne and Special Operations Test Directorate - ABNSOTD).
"JLTV-ს საჰაერო დესანტირება ორივე კონფიგურაციაშია შესაძლებელი - როგორც მსუბუქ, ასევე დამატებითი ჯავშით აღჭურვილ ვარიანტში. სავალმა გამოცდებმა დაადასტურა რომ ხმელეთზე დაშვების შემდეგ ის სრულიად ინარჩუნებს ოპერატიულ შესაძლებლობებს" - განმარტა საცდელი შტაბის წარმომადგენელმა.
გამოცდების მსვლელობისა ხუთივე კონფიგურაციის მანქანის დაბალ სიჩქარეზე სამ-სამჯერ დესანტირება განხორციელდა - ამგვარად მანქანებმა პარაშუტით სულ 15-ჯერ იფრინეს.
JLTV-ს საჰაეროდ ესანტირების გამოცდები დაიწყო იმით, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, Oshkosh-მა, მოამზადა ჯარისკაცები და გადასცა მათ ახალი ტექიკა. გადამზადების მსვლელობისას JLTV-ს ოპერატორებმა გაიარეს მანქანაის მართვის, მომსახურების, გაუმართაობების აღმოფხვრისა და ტექნიკური მომსახურების კურსები.
როგორც ABNSOTD-ის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკმა გრეგორი ოქუენდომ განმარტა "ჯარისკაცების მიერ გამოყენებული აღჭურვილობის ყველა დეტალი გამოცდილი იქნა დამოუკიდებლად და მოხდა მათი შეფასება თუ რამდენად შეესაბამებიან ამჟამინდელ და მომავლის საჭიროებებსა და გამოწვევებს".
"ოპერატიული გამოცდების სარდლობის" წარმომადგენლის, შერმან ჯენინგის განცხადების თანამხად - არმია და საზღვაო ქვეითთა კორპუსი გამოცდების ყველა ეტაპის გავლის და მისი წარმოებაში ჩაშვებისა და საველე ექსპულატაციაში გამოყენების ნებართვის გაცემი შემდეგ მთლიანობაში 58 000 მანქანას შეიძენს.
პირველად ამ ავიაბომბის შექმნის შესახებ კომპანიამ შეკვეთა 2016 წელს მიიღო. აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობა მსგავსი საბრძოლო მასალის შექმნისაკენ მწარმოებლებს რამდენიმე წელი მოუწოდებდა, მაგრამ უშედეგოდ - როგორც ჩანს შეკვეთის დაბალი ღირებულების მიზეზით. 2016 წელს ამ მოთხოვნას კომპანია Dynetics-ი გამოეხმაურა. 2016 წელს კომპანიამ მცირე მართვადი ავიაბომბის თემის განსავითარებლად SOCOM-ისგან 11,6 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება მიიღო.
SOCOM-ი ამ ბომბებს Lockheed AC-130U-დან იყენებს. თუმცა ამ ბობმბების გამოყენება სხვა პლატოფრმებსაც შეეძლებათ, მაგალითად ამერიკელი მარინესების KC-130-ებს და MV-22 Osprey-ს.
ამას გარდა Dynetics-ი ამ ბობმს General Atomics MQ-9 Reaper-ის ტიპის უპილოტოზე ადაპტაციასაც ახორციელებს.
აღსანიშნავია რომ ბომბი 27 კილოს იწონის, აქედან სმხვრევად ფუგასური ქობინი 16 კილოა - ეს იმაზე მეტია რაც გაცილებით დიდ რაკეტებზე გამოიყენება, მაგალითად 45 კილოან Lockheed Martin AGM-114 Hellfire-ში.
ავიაბომბის დამიზნება ხარვეზმედეგი GPS არხითა და BAE Systems-ის ნახევრად აქტიური ლაზერული DASALS-ის (გამოიყენება APKWS II-ში) არხით ხხორციელდება.
საბრძოლო ქობინი - 16 კილოიანი მსხვრევად-ფუგასური, პროგრამირებადი ამფეთქითა და საჰაერო აფეთქების სენსორით.
2016 წელს ავიაბომბმა წარმატებით გაიარა გამოცდები მოძრავ სამაიზნეზე
2017 წელს აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაიწყეს მიცი მცირე პარტიებით შესყიდვა - შეკვეთილი იქნა 70 ცალი მართვადი GBU-69/B და დამატებით 30 ცალი AC-130-ის აღსაჭურვად.
2018 წელს SOCOM-მა შესყიდვების ტემპი გაზარდა - მან 470 მილიონ დოლარად 3300 ცალი GBU-69/B შეუკვეთა. მიწოდება 2030 წელს უნდა დასრულდეს.
აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (US Special Operations Command - USSOCOM) და აშშ-ს საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (U.S. Air Force Special Operations Command - AFSOC), კომპანია Dynetics-თან ერთად, განახორციელეს მცრიე მართვადი ბომბის - Dynetics GBU-69/B Small Glide Munition (SGM) Block-1 ვარიანტის გამოცდების სერია. მართვადი ბომბის ახალი ვარიანტი კომპანია Raytheon-ის ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი სისტემით - X-Net-ითაა აღჭურვილი.
2019 წელს SOCOM-მა წარმატებით დაასრულა ორმხრივი კავშირის გამოცდა
GBU-69/B Block I-ში დამონტაჟებულია კომპანია Raytheon-ის რადიომოდემი X-Net - რადიოკავშირი ავიაბომბის ფრენის მთელს მანძილზეა (20 საზღვაო მილზე მეტი) შესაძლებელიо
მომხმარებელი (იარაღის მატარებელი/მეწინავე ავიამაკორექტირებელი) ბომბის ფრენის რეჟიმის, სიჩქარის, კოორდინატებისა და საბორტე სისტემების მდგომარეობის შესახებ ღებულობს ინფორმაციას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ბომბი სხვა სამიზნეზე გადაამისამართოს ან სრულიად გააუქმოს აფეთქების რეჟიმი.
2019 წელს Dynetics-მა SOCOM-ის დრონებზე GBU-69/B ბომბების ინტეგრირება უნდა განახორციელოს და ასევე უნდა წარადგინოს შემცირებული გვერდითი ეფექტის მქონე საბრძოლო ქობინი.
პროტოტიპის XM-1 «Abrams»-ის სადემონსტრაციო გამოსვლა ფორტ-ნოქსში. 1979 წლის 1 დეკემბერი.
ფოტოების ავტორი Eddie Mccrossan
ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე M1 ასახული. სერიული ნომერი 0049, სავარაუდოდ პირველად გამოშვებული 110 მანქანიდან (წინასერიული პარტია - Low-Rate Initial Production). განთავსებულია აშშ-ს არმიის სატანკო სკოლაში, ფორტ-ბენინგში.
შეგახსენებთ რომ წინასერიული დაბალი ტემპის წარმოების კონტრაქტი 1979 წლის 7 მაისს გაიცა. რის შემდეგაც პირველი 110 მანქანა აშშ-ს არმიას 1980-1981 წლებში მიეწოდა. პირველმა მანქანამ კონვეერი 1980 წლის 28 თებერვალს დატოვა.
1982 წელს Chrysler Defense გაიყიდა და ის General Dynamics Land Systems-მა შეიძნა - მთლიანობაში წინასერიული წარმოების ფარგლებში 1000-ზე მეტი M1 იქნა გამშვებული. რის შემდეგაც წარმოება სრულ ტემპზე გადავიდა და 1985 წლამდე სულ 3273 ცალი M1 იქნა აწყობილი.