Showing posts with label SB-1. Show all posts
Showing posts with label SB-1. Show all posts

Friday, March 22, 2019

Sikorsky-სა და Boeing-ის პერსპექტიულმა SB>1 Defiant-მა პირველი ფრენა განახორციელა

ამა წლის 19 მარსტს, კომპანია Sikorsky-ს (შედის Lockheed Martin-ის კორპორაციაში) კუთვნილ ვესტ-პალმ-ბიჩის აეროდრომზე, Sikorsky-სა და Boeing-ის მიერ ერთობლივად შექმნილი მრავალფუნქციური ვერტმრენის დემონსტრატორის - SB>1 Defiant-ის პირველი ფრენა განხორციელდა (ვერტმფრენის საფირმო სახელწოდება Sikorsky S-100). SB>1-ის შემქნა აშშ-ს არმიის კონკურსის Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფაგრგლებში სადემონსტრაციო პერსპექტიული ჩქაროსნულიო ვერტმფრენის სახით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უნდა შემუშავდეს პერსპექტიული საარმიო ვერტმფრენების Future Vertical Lift (FVL) კონცეფცია. SB>1-ის პირველი სადემოსნტრაციო პროტოტიპის პრეზენტაცია 2018 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა, პირველი ფრენა თავიდან 2017 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადების არაერთხელ გადაწევის მიზეზით ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ მოხერხდა.


SB>1 მრავალფუნქციური ვერტმფრენის ქვეპროგრამა Capability Set 3 (Assault) / FVL-Medium-ის მოთხოვნის ფარგლებში იქმნება, ამჟამად პროგრამას Future Long-Range Assault Aircraft (FLRAA) ეწოდება - აღნიშნული პროგრამის მოთხოვნის თანახმად ვერტმფრენმა 12 სრულიად ეკიპირებული ქვეითი 230 კვანძის (428კმ/სთ) ტოლი კრეისერული სიჩქარით უნდა გადაიყვანოს 229 მილ (424 კმ) მანძილზე. ვერტმფრენი FLRAA ორი ცალი General Electric-სის პერსპექტიული ტურბოხრახნული ძრავით იქნება აღჭურვილი, ძრავების ასაფრენის სიმძლავრე 5000 ცხენის ძალას უნდა გაუტოლდეს.

პროგრამა FVL-ზე მუშაობა 2004 წლიდან მიმდინარეობს და ის ხუთი ახალი ვერტმფრენის ან ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მანქანის შექმნას ითვალისწინებს, რომლებმაც 2030-2035 წლისთვის აშშ-ს საარმიო ავიაციის არსებული ვერტმფრენები (OH-58, AH-64, UH-60, CH-47) უნდა შეცვალოს.

2013 წელს აშშ-ს არმიამ, Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფარგლებში, ტექნოლოგიების დემონსტრატორად Bell Helicopter-სისა და Lockheed Martin-ის კონვერტოპლანი V-280 და Sikorsky-სა და Boeing-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი SB-1 Defiant იქნა აირჩია, ამ ორ ლიდერთან ერთად შერჩეული იქნა კომპანია Karem Aircraft-ის კონვერტოპლანი და AVX-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი - 2014 წლის აგვისტოში ეს ბოლო ორი კონკურსიდან მოიხსნა, რის შემდეგაც კონკურენცია,  JMR TD-ს კონკურსის ფარგლებში, უკვე აშშ-ს საავიაციო გიგანტებს შორის მიმდინარეობს, რომლებსაც 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პირველი სადემონსტრაციო პროტოტიპები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა წარედგინათ (ეს პირობა მხოლოდ კონვერტოპლანმა V-280-მა შეასრულა). ორივე პროექტის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო ხარჯების მხოლოდ 20% ანაზღაურებს, დანარჩენი კომპანიების ჯიბიდან გადის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო მანქანების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:


თავისი არსით, JMR TD-ს ფარგლებში წარმოდგენილი ორივე პროექტი მრავალფუნქციურ საფრენ აპარატს წარმაოდგენს, რომლებმაც აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე არსებული Sikorsky UH-60 Black Hawk (კატეგორია JMR-Medium / FVL-Medium) უნდა ჩაანაცვლოს. ამავდროულად ორივე კომპანია აცხადებს რომ აშშ-ს არმიის ქვეპროგრამა Capability Set 3 / FVL-Attack-ის (Boeing AH-64 Apache-ს შესაცვლელად) ფარგლებში თავიანთი მანქანების საიერიშო ვარიანტზეც მუშაობენ.

ვერტმფრენი SB>1 კომპანია Sikorsky-ს მიერ შემუშავებულ შეწყვილებულ ხრახნებსა და უკან განთავსებულ მიმწოლ ხრახნს იყენებს. ამ სქემას კომპანია ექსპერიმეტალურ ვერტმფრენზე - X2-ზე იყენებდა, რომელის 2008-2011 წლებში გადიოდა გამოცდებს და ამ მზიდი მოწყობილობის წყალობით მოახერხა 460კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ანალოგიური მზიდი მოწყობილბა გამოცდებს გადიოდა 5 ტონიან Sikorsky S-97 Raider-ზეც, რომელის განცხადებული მაქსიმალური სიჩქარე 444, ხოლო კრეისერული 407 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

SB>1-ის პირველი პროტოტიპის მაქსიმალური ასაფრენი წონა 32 000 ფუნტია (14 515 კგ), ტევადობა 18 კაცი. საცდელი ნიმუშები 4000 ცხენისძალიანი ტურბოხრახნული ძრავებით, Honeywell T55-ითაა აღჭურვილი (ანალოგიური ძრავები CH-47 Chinook-ზე გამოიყენება). აღნიშნული ძრავები 250 კვანძ (460კმ/სთ) მაქსიმალურ კრეისერულ სიჩქარეს უზრუნველყოს. მაგრამ კომპანიის განცხადების თანახმად, FLRAA-ს პროექტში მოთხოვნილი ფრენის მაძილის მიღწევა პერსპექტიული FATE ძრავებით იქნება შესაძლებელი.

Sikorsky SB>1-ს კონკურენტმა Bell-Lockheed Martin-ის V-280 Valor-მა, პირველი ფრენა 2017 წლის 18 დეკემბერს განახორციელა.

Friday, December 28, 2018

SB1 Defiant - აშშ-ს საარმიო ავიაციის სადემონსტრაციო ვერტმფრენი


უესტ პალმ ბიჩი, ფლორიდა - ამა წლის 26 დეკემბერს, კომპანიებმა Sikorsky, Lockheed Martin და Boeing, პირველად ოფიციალურად წარადგინეს ვერტმფრენი SB1 Defiant. კომპანიებმა აღნიშნული ვერტმფრენი აშშ-ს არმიის სადემონსტრაციო პროგრამისთვის შექმნეს და მან, დღეს არსებული ჩვეულებრივ ვერტმფრენებტან შედარებით, გაორმაგებული სიჩქარითა და ფრენის მანძილით უნდა იფრინოს და უზრუნველყოს გაზრდილი მოქნილობა და მანევრულობა. ამ ყველაფერმა, აშშ-ს არმიის პროგრამა "Future Vertical Lift"-ისთვის, საინფორმაციო ბაზისი უნდა შექმნას.


ვერტმფრენი მრავალფუნქციური ტექნოლოგიების ერთობლივ საარმიო დემონსტრაციებში მონაწილეობს, რომლის საფუძველზეც მოპოვებული ინფორმაცია ახალი საარმიო ვერტმფრენების მოთხოვნების შემუშავებისთვის იქნება გამოყენებული. ახალი თაობის ვერტმფრენები, გეგმების თანახმად, 2030 წელს უნდა დადგეს შეიარაღებაზე.

წყარო: