საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საბჭო მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის პროექტში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
5 მარტს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მრავალმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ NASA, ESA, CSA, JAXA და "Роскосмос"-ი.
განხილვის ძირითადი თემა მთვარის ორბიტაზე განსათავსებელი სადგური LOP-G (Gateway) გახდა. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს პროექტით დაინტერესება და ახალი კოსმოსური ფორპოსტის შესაქმნელად გეგმები შეათანხმეს.
დედამიწის ორბიტის გარეთა ეკქსპედიციებისთვის LOP-G შუალედური სადგური უნდა გახდეს. მას მთვარის მაღალელფსოიდურ ორბიტაზე განათავსებენ და მისი აპოცენტრი 70 ათასი კილომეტრი უნდა იყოს. სადგუს გამოიყენებენ როგოც მთვარის ზედაპირზე გადასასხდომად მივლენილი კოსმონავტები, ასევე შორეულ კოსმოსში სამოგზაუროდ.
შედარება ზომებში - ზედა მთვარის ორბიტაზე განსაTავსებელი პერსპექტიული სადგური, ქვემოთ საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS)
საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით ეს სადგური არ იქნება მუდმივად დასახლებული. მას შეეძლება მიიღოს ოთხ კაციანი ეკიპაჟები 30-დან 60 დღის ხანგრძლივობით. LOP-G ექვსი ძირითადი მოდულისგან იქნება აწყობილი. მისი შემადგენლობიდან პირველად კოსმოსში NASA-ს მიერ შექმნილი ელექტროამძრავი მოდული - PPE (Power and Propulsion Element) გავა, რომლის გაშვებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
ორი წლის შემდეგ მოდულთან EM-2 მისიის მონაწილეები ხომალდ Orion-ით მიფრინდებიან. ასტრონავტები PPE მოდულთან ევროპული მოდულის ESPRIT-ის (European System Providing Refuelling, Infrastructure and Telecommunications) და ამერიკული UE-ს (U.S. Utilization Element) ბმას განახორციელებენ. ამ მოდულებმა სადგური კავშირით, სამეცნიერო ექსპერიმენტების ჰერმეტული ნაკვეთურით და საწყისი საცხოვრებელი მოცულობით უნდა უზრუნველყოს, რის შემდეგაც ეკიპაჟი მცირე დროით შესძლებს იქ ცხოვრებას.
Orion-ის გრაფიკული გამოსახულება
მომდევნო წლებში LOP-G ორი სრულფასოვანი საცხოვრებელი მოდულით (ერთი NASA-ს აწყობილი, მეორე ESA-ს და JAXA-ს ერთობლივი ნამუშევარი იქნება) და ერთი მრავალმიზნობრივი მოდულით (მის შექმნაზე "Роскосмос"-ია პასუხისმგებელი) შეივსება, ეს ბოლო ღია კოსმოსში გასასვლელად და მასზე სხვა ხომალდების მისაბმელად იქნება გამოყენებული. LOP-G-სთვის CSA რობოტიზირებულ მკლავ-მანიპულატორს შექმნის, მსგავსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დამონტაჟებული. სადგურის მომარაგება ლოგისტიკური მოდულების დახმარებით განხორციელდება (NASA და JAXA). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი დამატებითი საცხოვრებელი სივრცის სახით გამოყენება.
მთვარეზე ექსპედიციისთვის ეკიპაჟი დასაშვებ აპარატს გამოიყენებს. მისი შექმნა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას დაევალება. მიმდინარე გეგმების თანახმად ის 2028 წლისთვის უნდა იყოს მზად.
მთვარეზე დასაშვები მოდული
წყარო: