Showing posts with label ოკუპაცია. Show all posts
Showing posts with label ოკუპაცია. Show all posts

Friday, March 15, 2019

არტილერისტებო ზალპი - დღეს ქართული არტილერიის დაბადების დღეა

დღეს საქართველოში არტილერიის დღეს აღნიშნავენ და იხსენებენ სამშობლოსათვის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს. 26 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ 15 მარტს ღამით ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ როდესაც რუსულ-აფხაზური (მედესანტეები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები) შეიარაღებული ფორმირებები მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქალაქის დაცვაში.


ცხარე ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. საქმე ხელჩართულ ბრძოლებამდეც კი მიდიოდა. თავდაცვის პირველი ხაზი რამოდენიმე ადგილზე გარღვეული იქნა. მაშინ, როდესაც, სოხუმში წინა ხაზზე ალყაში მოქცეული ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ, მოწინააღმდეგის ზოგიერთი მოიერიშე ჯგუფი აჩადარიდან შემოვიდა და შუქურის დასახლებამდე შეაღწია. "მარტის შემოტევის" მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. გუმისთის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებით, 16 მარტს მან გარდატეხა შეიტანა მიმდინარე ბრძოლის მსვლელობაში. არტილერისტები გადამღობავ ცეცხლს აწარმოებდნენ მოიერიშე ჯგუფების ზურგს უკან, თავდამსხმელების მეორე ეშელონი მოსწყვიტეს ავანგარდს, რითაც ჩვენს მებრძოლებს თავდაცვის ხაზის აღდგენაში დაეხმარნენ.

ცნობილია ეპიზოდი, როდესაც გუმისთაზე ერთ-ერთი ქართული დანაყოფის მეთაურმა, დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი რესურსებით ვერ გაუმკლავდებოდა მტრის მოჭარბებულ ძალებს, არტილერიის ცეცხლი თავის პოზიციაზე გამოიწვია. მიუხედავად საშიშროებისა, რომ საარტილერიო ცეცხლს ქართველი ჯარისკაცები შეეძლო ემსხვერპლა, "ბრონირებული მატარებლის" არტილერისტებმა (გვარდიის საარტილერიო ნაწილი, რომლის შეიარაღება სოხუმში იქნა დამონტაჟებული მოძრავ პლატფორმაზე), სწორად გათვლილ კოორდინატებზე დაყრდნობით შესძლეს თავდაცვის ხაზიდან 50 მეტრში გადამღობავი ცეცხლის წარმოება, რის შედეგადაც განმუხტეს შექმნილი კრიტიკული ვითარება.


შემოტევა იქნა შეჩერებული, მაგრამ 18 მარტს გუმისთაზე მთელი დღის განმავლობაში არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით აქტიური პოზიციური ბრძოლები მაინც გრძელდებოდა. 19 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და თვით ქალაქ სოხუმის თავზე გამოჩნდნენ რუსული Су-27С კლასის თვითმფრინავები. ერთი მათგანი, რომელსაც მართავდა პილოტი ვლაცლავ შიპკო ჩამოგდებულ იქნა ქართველთა მიერ სოხუმის გარეუბანში სოფელ შრომასთან - მფრინავი დაიღუპა. 20 მარტს გამთენიისას სოხუმს მიუახლოვდა გემი აფხაზური დესანტით, მაგრამ იგი სანაპირო დაცვის ტექნიკით იქნა ჩაძირული. საღამო საათებში მოწინააღმდეგე კვლავ შეეცადა შეტევის განხორციელებას სოფელ ეშერის გარეუბანში, ხოლო ღამით დაბა აგუძერის მახლობლად. ქართული პოზიციების მიმართულებით ამჯერად ცეცხლი იქნა გახსნილი ზღვიდან - მოწინააღმდეგის გემი კვლავ არტილერიის ცეცხლით განიდევნა. 21 მარტს მდინარე გუმისთაზე სიმშვიდემ დაისადგურა.

ქართული მხრიდან დანაკარგებმა 137 დაღუპულისა და 350 დაჭრილის სახით შეადგინა. აფხაზური მხარის მონაცემებით, მთლიანად "მარტის თავდასხმაში" მათი დანაკარგები  დაახლოებით 400 დაღუპულს, 1 ათას დაჭრილსა და 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ითვლიდა.


წყარო:

Wednesday, March 25, 2015

ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში

24 მარტს, პოლონეთში, გამანადგურებელთა 355–ე ავიაფრთის შემადგენლობიდან, ოთხი ცალი A-10C "Thunderbolt II" გადაფრინდა. მოიერიშეები მანამდე აშშ–დან დროებით იყვნენ გადასროლილები გერმანიაში, ავიაბაზა შპანგდალემში. მოიერიშეების გარდა პოლონურ ავიაბაზა პოვიდზზე პერსონალით და საჭირო აღჭურვილობით დატვირთული ორი სამხედრო–სატრანსპორტო C-130 ჩაფრინდა.
A-10C ჯგუფი ევროპაში სწავლება "Operation Atlantic Resolve" მონაწილეობის მისაღებად იქნა გადაგზავნილი, რომელსაც ამერიკა თავისი ალიანის წევრების რუსეთის აგრესიისგან დაცვის მიზნით ახორციელებს. მოიერიშეები პოლონეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივ სწავლებას გამართავენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული "მეჭეჭა ღორი" პოლონეთში განათავსეს.

ფოტოების პოლონური ავიაბაზის FB გვერდიდანაა – 33 Baza Lotnictwa Transportowego w Powidzu

წყარო:

Sunday, February 22, 2015

უახლესი რუსული რადიოსადგური Р-166-05 უკრაინაში ტერორისტების ხელში

დებალცევოში და კერძოდ ლოგვინოვოსთან განვითარებული მოვლენების დროს რუსი ტერორისტების მხარეს დაფიქსირდა К1Ш1 შასიზე დამონტაჟებული უახლესი რუსული რადიოსადგური Р-166-05. აღნიშნული რადიოსადგურის შეიარაღებაზე მიღება რუსულმა არმიამ 2010 წლის მერე დაიწყო. მანქანა უზრუნველყოფს პოლკის/ბრიგადის დონის კავშირს.

იდენტიფიკაცია შემდეგი დეტალებით მოხდა – მარცხნიდან მარჯვნივ:
სათადარიგო ნაწილების ყუთი, კორპუსი ნაწიბური, სარქველი სახელურით, გამონაბოლქვის სისტემა, ანტენების სამაგრი, კაბელის კოჭა, დაკეცილი ანტენა, ანტენების სამაგრი, ანტენის ძირი


მანქანას შეუძლია უზრუნველყოს კავშირი როგორც მოძრაობაში ასევე გაჩერებული მდგომარეობიდან, კავშირის უზრუნველყოფის მანძილია:
მოკლე ტალღებით:
  • გაჩერებულ მდგომარეობაში – 2000კმ–მდე
  • მოძრაობაში – 350კმ–მდე


ულტრა მოკლე ტალღებით:
  • გაჩერებულ მდგომარეობაში – 250კმ–მდე
  • მოძრაობაში – 70კმ–მდე
აღნიშნულ მობილურ რადიოსადგურს აწარმოებს ОАО "Тамбовский завод "Октябрь"


რადიოსადგური Р-166-05 ნიჟნი ნოვგოროდში 2014 წლის გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე (Парад Победы 2014 в Нижнем Новгороде)

მონაცემები აღებულია შემდეგი რესურსიდან – Р-166 "Артек" - радиостанция средней мощности КВ-УКВ диапазонов
მანქანა შიგნიდან
 ფოტოების წყარო – 20-я мотострелковая бригада



 მანამდე აღნიშნული კლასის მანქანა 2014 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირდა დონბასის ტერიტორიაზე 



P.S. ინტერესს უკვე არ იწვევს რუსული ტექნიკა უკრაინაში, საინტერესო ისაა რომ ასეთი შესაძლებლობების მანქანა გამოიყენეს, რომელსაც კავშირის დამყარება რუსეთშიც კი შეუძლია რაც იწვევს იმის ეჭვს რომ დებალცევოს ოპერაცია უშუალოდ რუსეთიდან, ძაან მაღალი ეშელონებიდან იმართებოდა.

Thursday, June 7, 2012

ოკუპაციის სუნით გაჟღენთილი ლომისობა

ყველას მინდა მოგილოცოთ ლომისობის წმინდა დღესასწაული, ზემოდან თავისი კალთა გადმოეფაროს და საქართველოს გაერთიანების ძალა მოეცეს ჩვენთვის. გაერთიანებისა იმიტომ რომ ლომისა ზემოდან გადმოჰყურებს როგორც თავისუფალ საქართველოს ასევე მის ოკუპირებულ ნაწილს
წელსაც ისევე როგორც შარშან ლომისას დღეობაზე რუსი ოკუპანტები დაფიქსირდნენ, თუმცაღა შარშანდელთან შედარებით წელს რუსული მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ми-8-აც გამოჩნდა, გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მატერიალს გუშინდელი შემთხვევიდან.








                                             

ვერტმფრენი სავარაუდოდ Ми-8МТ ან Ми-8МТВ იყო და აღჭურვილი იყო უმართავი რაკეტების ბლოკებით (C-8).

ინფორმაცია ამ ვერტმფრენზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://www.airwar.ru/enc/uh/mi8mt.html
http://www.airwar.ru/enc/uh/mi8mtv.html