суббота, 16 июня 2012 г.

მუხლუხებიანი Скорпион-ი

მორიგი საინტერესო შემოთავაზება ЗАО "Корпорация "Защита"-სგან:

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით გამოცდებს გადის მუხლუხებიანი Скорпион-ЛША.


მანქანა წარმოადგენს საბაზისო Скорпион ЛША-ს (დაუჯავშნავი) მუხლუხებიანი სავალი ნაწილით. გათვალისწინებულა ეკიპაჟის ძალებით მუხლუხების საბურავებით შეცვლა და პირიქით.

რუსეთის არმიის ახალი ჯავშანტრანსპორტიორი

რუსი გენერალიტეტის პარალელურად, რომლებიც დასავლეთის ტექნიკის დათვალიერებით და მათი შესყიდვის სურვილების გამოთქმით არიან დაკავებულები, რუსეთის საკონსტრუქციო ბიუროებშიც მიმდინარეობს მუშაობა ახალი მანქანების შექმნაზე. ერთერთი ასეთი ახალი ჯავშანტრანსპორტიორის პროექტის საესკიზო ნახაზი Gur Khan-ის ბლოგზე გამოჩნდა. ( Новый БТР для армии Российской Федерации ).


ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი მანქანის ესკიზია - ბოლო რუსული "Бумеранг"-ისა თუ მისი წინამორბედი "Гильза"-სი.

როგორც ესკიზიდან ჩანს მანქანა აღჭურვილია დისტანციური, გარეთ გატანილი საბრძოლო მოდულით, მრავალ არხიანი სამიზნე, პანორამული, კომპლექსით. მოდულის საფუძველში სავარაუდოდ აქტიური დაცვის კომპლექსია განთავსებული და ყველაზე მნიშვნელოვანი სიხალე - 40 წლიანი ჯიუტი ტრადიციის შემდეგ ბოლო ბოლო რუსებთის ჯავშანტრანსპორტიორებმა უკანა აპარელი მიიღეს.

ახალი ჩინური ტანკი MBT-3000 (Т-72 + Leopard-2)

გამოფენა EUROSATORY-2012-ზე ჩინელებმა სხვა მრავალ ექსპონატს შორის ასევე წარადგინეს თავისი ახალი ტანკის,  MBT-3000-ის მაკეტი. მაკეტიდან ფორმებიდან და ჩინური ტანკმშენებლობის გზიდან გამომდინარე აშკარაა რომ ქვეყანას რუსული ტანკების კოპირებიდან გეზი აღებული აქვს დასავლური ტანკების კოპირებისკენ.


კერძოდ ტანკის ფორმებში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს საბჭოთა Т-72 და გერმანული Leopard-2-ის უკანაკსნელი მოდერნიზაციის ვიზუალური მახასიათებლები. იმის გათვალისწინებით თუ რა სწრაფად ვითარდება ჩინეთში სამხედრო ტექნიკა და მათ შორის ტანკები და ასევე ამ ყველაფრზე დაბალი ფასის და ეფექტურობის დამატებით ადვილი მისახვედრია რომ მალე ჩეინური ტანკები მსოფლიო ბაზარზე მეწინავე ადგილს დაიკავებენ.

пятница, 15 июня 2012 г.

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეშვიდე

ტრანსმისია

ტანკის კარგ ამძრავობას უზრუნველყოფს მექანიკური ტრანსმისია, შემავალი რედუქტორით, საბორტე გადაცემათა კოლოფებითა და თანღერძა რედუქტორებით. შემავალი რედუქტორი უზრუნველყოფს ძრავიდან საბორტე გადაცემათა კოლოფებზე ბრუნვითი მომენტის გადაცემას. იგი წარმოადგენს მომმატებელ კბილანიან რედუქტორს კომპრესორული ამძრავებით, სტარტერ-გენერატორითა და გამაგრილებელი სისტემის ვენტილატორით.
საბორტე გადაცემათა კოლოფები წარმოადგენს ჰიდრომართვად პლანეტარულ მექანიზმებს. გააჩნიათ 7 გადაცემა წინ და 1 უკან. ტანკის მობრუნება ხორციელდება ჩამომრჩენი მუხლუხის მხარის გადაცემათა კოლოფში შემანელებელი გადაცემის ჩართვით. გადაცემათა კოლოფების ამძრავის მართვა წარმოადგენს მექანიკურ მკვეთარიან ჰიდრავლიკურ სისტემას, რომელსაც ჰიდრომართვისა და პოხვის სისტემები გააჩნია, სისტემის საერთო ტევადობა 57, ხოლო ავზისა 42 ლიტრია. მუხრუჭების ამძრავი მექანიკურია.

ტრანსმისიის ტექნიკური მონაცემები

გამომავალი რედუქტორის (გიტარის) მოხსნა ეკიპაჟის ძალებით (მალაიზიის ტენდერი, 2000 წ.).



სავალი ნაწილი

პირველი სერიის Т-90-ში გამოიყენებული სავალი ნაწილი სრულიად იდენტური იყო Т-72Б სავალი ნაწილისა, რომელიც წარმოადგენდა რეზინა-ფოლადის მორიგეობითი სახსროვანი გადაბმის მუხლუხოვან, წამყვანი თვლების უკანა განლაგების მქონე მექანიზმს. წამყვან თვალს ორი გვირგვინისებრი მოხსნადი რკალი გააჩნია. საყრდენი თვალი რეზინის გარსსაცმიანი გარე ამორტიზაციითაა. საკიდარი დამოუკიდებელი, მგრიხავი, ამორტიზატორებიანი (ამორტიზატორები 1, 2 და 6 საყრდენ თვლებს გააჩნიათ).

პირველი სერიის Т-90–ის სავალი ნაწილის ტექნიკური მახასიათებლები

Т-90-ის ბოლო მოდიფიკაციებზე გამოიყენება გაუმჯობესებული სავალი ნაწილი, რომელის შემადგენლობაშიც შედის:


ენერგოჩახშობის 30-40% გაზრდილი ახალი ჰიდროამორტიზატორები, რომლებიც გამართულია ამორტიზატორის სპეციალური სითხით (სითხის მარკა 132-316).
საყრდენი თვლების დინამიკური სვლის გაზრდის მიზნით გამოყენებულია ზემტკიცე მგრიხავი ღერძები დასაშვებ მნიშვნელთა გაზრდილი მაჩვენებლებით (საყრდენი თვლის დინამიკური სვლა 320მმ უდრის).
სითბური დატვირთვის დაბალდონიანი, გაზრდილი მექანიკური თვისებების მქონე განიერი საყრდენი თვლები (თვლების ზომებია 750х190 მმ).
სპეციალური საყრდენი ზედაპირით აღჭურვილი წამყვანი თვლები, რომელიც ყინულმჭრელის როლს ასრულებს და მუხლუხოდან, უარყოფითი ტემპერატურის შემთხვევაში, აშორებს წარმოქმნილ ყინულს.
ყინულმჭრელების შეცვლილი დიზაინის მქონე მიმმართველი თვლები.
მუხლუხები გაზრდილი რესურსით, პარალელური რეზინო-ფოლადის სახსრებით, დაშტამპული წევრებით, რომლებიც ასფალტზე სასიარულო რეზინის სატერფულების დაყენების საშუალებას იძლევა. მუხლუხებზე ასევე აყენია ფოლადის ნემსები, რათა ტანკის სიარულის დროს, რეზინის სატერფულების გამოყენებისას, მოიხსნას სტატიკური მუხტი სავალი ნაწილიდან.
მუხლუხების ქიმის მხარეს გადაცურების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულია სპეციალური ამრიდები.

მარცხნივ ძველი,წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმიანი მუხლუხო, მარჯვნივ ახალი, წევრების პარალელური სახსრული გადაბმიანი მუხლუხო

ზემოთ ძველი სავალი ნაწილი, წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმით და ძველი წამყვანი თვლით, ქვემოთ ახალი სავალი ნაწილი პარალელური სახსრული გადაბმით და ახალი წამყვანი თვლით

საკიდარი ინდივიდუალური მგრიხავ-ღერძულია, გაზრდილი ენერგომოცულობის ჰიდრავლიკური ფრთიანი ამორტიზატორებით. რომლებიც დაყენებულია პირველ, მეორე და მეექვსე საყრდენ თვლებზე, ხოლო პირველ, მეორე, მეხუთე და მეექვსე სავალ თვლებზე ხისტი შემზღუდავი საყრდენები აყენია. ასეთი მაღალი ენერგომოცულობითი დაკიდების გამო მისი გარღვევა ძალიან იშვიათად ხდება, ძირითადად დიდგაბარიტულ წინაღობებზე მაღალი სისწრაფით გადავლის შემთხვევაში, ამიტომ ხისტი შემზღუდველების დაყენება სვლის სირბილეზე ფაქტიურად არ მოქმედებს.
Т-90–ის საკიდარი კარგად დაცულია, იმის გარდა რომ მგრიხავი ღერძები, რომლებიც 2310მმ სიგრძის და 47მმ დიამეტრის ფოლადის ღეროებს წარმოადგენენ, ტანკის კორპუსში არიან დამალული, საკიდრის ის ნაწილები, რომელიც კორპუსის გარეთაა დაყენებული, დაფარულია საყრდენი თვლებით და დაცულია ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებისგან. ამასთანავე სავალი ნაწილი ძრავა-ტრანსმისიასთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სავალ და დინამიკურ მახასიათებლებს და გამოირჩევა მაღალი საიმედოობით.


მოდერნიზებული სავალი ნაწილის კომპონენტები

დაცვა


Т-90-ზე დაყენებული დაცვის საშუალებების კომპლექსი იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობისგან და უზრუნველყოფს მის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველზე.
დაცვის ამ საშუალებებს მიეკუთვნება:

კომბინირებული მრავალშრიანი ჯავშანი და ჩაშენებული დინამიკური დაცვა, ასევე დინამიკური დაცვის მოხსნადი გვერდითი ეკრანები, რომლებიც იცავენ ტანკს გვერდითი პროექციიდან კუმულაციური და ქვეკალიბრული ჭურვებისგან.
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა.
ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ «Штора-1».
ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის ზომები და მოწყობილობები.
ანტირადიაციული სარჩული და გარე გარსსაკრი, რომელიც იცავს ეკიპაჟს ბირთვული რადიაციისგან.
ნაპალმისგან დაცვის სისტემა «Сода».
მადეფორმირებელი შეღებვა და სხვა კონსტრუქციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ აღმოჩენის ალბათობას.

  ჯავშანდაცვა

Т-90-ის დაცვა ნახევრად აქტიურ კატეგორიას განეკუთვნება, მას გააჩნია მკვეთრად დიფერენცირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი. კორპუსი წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის გაშორიშორებული ჯავშანფილებისგან შედუღებულ კონსტრუქციას, მისი ფორმა არ განსხვავდება მისი წინამორბედის, T-72-ის კორპუსის ფორმისაგან, თუმცაღა მისი დაცვა გაზრდილია 3-4-ჯერ პირველი სერიის Т-72-ებთან შედარებით ახალი, ნახევრადაქტიური კომპოზიციური მასალების და დინამიკური დაცვის გამოყენების ხარჯზე. კორპუსი  კოლოფისებრი ფორმისაა, წინა სოლისებრი ნაწილით, რომელზეც დინამიკური დაცვის ელემენტებია ჩაშენებული. კორპუსის ზედა ჯავშანფილის დახრა  68°-ია. ქიმები ვერტიკალურია, მათი ზედა ნაწილი შედგება ჯავშანფილებისაგან, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ფსკერის ნაწიბურებია. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა აქვს, მისი სახურავი რამდენიმე, ერთმანეთთან შედუღებული ჯავშანფილისგან შედგება, ხოლო ფსკერი მთლიანად დაშტამპული, რთული ფორმისაა. დინამიკური დაცვა განლაგებულია ასევე გვერდებზე, რეზინა-ქსოვილის ეკრანებზე. 
Т-90-ზე  დაყენებულია ჩაშენებული დინამიკური დაცვა «Контакт-V» (4С22), რომელიც  «Контакт-1» (4С20)-საგან განსხვავებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას როგორც კუმულაციური, ასევე  ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვებისგან. Т-90А, Т-90АС და Т-90MС-ზე აყენია ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23.
კორპუსზე დინამიური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
ჩაშენებული დინამიკური დაცვის 8 სექცია წინა ზედა ჯავშანფილაზე.
6 დასაკიდი სექცია საბორტე ეკრანებზე (საბორტე ეკრანებზე ასევე დატოვებულია დამატებითი სექციების დასაკიდი ანჯამები).

კოშკურას წინა ნაწილში განლაგებულია ორი სიბრტყე, რომლებიც ლულისადმი 55º-ით არიან განლაგებული, მათში განთავსებულია სპეცჯავშნის ნახევრადაქტიური ტიპის პაკეტები. ამრეკლი ფილებიანი ჯავშნის სტრუქტურა წარმოადგენს 3-ფენიან წინაღობას, რომელიც შედგება: ფილების, საფენების და თხელი ფირფიტებისგან. ამრეკვლი ფირფიტების ეფექტი იმავე მასის მონოლითურ ფოლადის ჯავშანთან შედარებით მიახლოებით 40% მეტია. ჩამოსხმული კოშკურის კონსტრუქცია ანალოგიურია Т-72Б-ს კოშკურისა, შეცვლილია კომბინირებული წინა ნაწილის შემავსებელი, რომელიც ნახევრადაქტიურ კომპოზიტურ მასალას წარმოადგენს. მოდერნიზებულ Т-90-ზე ჩამოხმული კოშკურის ნაცლად აყენია შედუღებით დამზადებული კოშკურა, რომელშიც ჯავშანსშიდა მოცულობა 100 ლიტრითაა გაზრდილი, რაც საშუალებას იძლევა ტანკში მოთავსდეს თანამედროვე, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, დიდი წაგრძელების მქონე ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვები.

საბორტე ეკრანებზე დამაგრებული სამი დინამიკური დაცვის ბლოკი, ასევე ჩანს მე-4 ბლოკის დასაკიდი ანჯამები, რომლებითაც ყველა ტანკი კომპლექტდება

Т-90-ის შედუღებული კოშკურის ჯავშნის დონის გაზრდა მიიღწევა სხვადასხვა მეთოდების ერთდროული, კომპლექსური გამოყენებით. მათ შორის ძირითადია: გამოყენებული ჯავშანმასალების დინამიკური სიმტკიცის გაზრდა, ახალი ჯავშანკვანძების და მათში გამოყენებული დამცავი შემავსებლების შექმნა, ძველების გაუმჯობესება, დამატებითი დინამიკური დაცვის მოწყობილობების გამოყენება და მთელი დამცავი ღონისძიებების კომპლექსის ოპტიმიზაცია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების სიმძლავრის გათვალისწინებით და დანიშნულ მასო-გაბარიტულ შეზღუდვებში მოთავსება. შესაძლებელია კოშკურის დაცვის კიდევ უფრო ამაღლება მასში გამოყენებული შედუღებული ჯავშანფილების სიმტკიცის გაზრდით. ამჟამად კოშკურები მზადდება საშუალო სიმტკიცის ჯავშანფილებისაგან, რომელიც დაცვის დონით 10-15% ჩამორჩება მაღალი სიმტკიცის ჯავშანფილებს.

Т-90-ის ჩამოსხმული (მარცხნივ) და შედუღებული (მარჯვნივ) კოშკურების სქემატური ხედი



ჩამოსხმულ კოშკურასთან შედარებით შედუღებული დეტალებისგან დამზადებული კოშკურის უპირატესობის რეალიზაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მისი ჯავშანფილების შეერთების ადგილების ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობა პასუხობს მთლიანი კოშკურის სიცოცხლისუნარიანობის საერთო მოთხოვნებს, ამიტომაც შედუღებული კოშკურის დეტალები იმდაგვარადაა დამზადებული, რომ კოშკურის დამზადების დროს მათი შედუღების პროცესში შესაერთებელი ფილები ჭურვის მოხვედრის მხრიდან მთლიანად ან ნაწილობრივ გადაფარავენ შეერთების ადგილებს და შედუღების ნაკერებს, ამას გარდა ყველა ჯავშანკედელს გააჩნია საყრდენი სახურავზე ან ძირა ფილაზე.
კოშკურაზე დინამიკური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
სახურავზე 21 ცალი დინამიკური დაცვის კონტეინერი, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი კოშკურის ზედა მხარის დასაცავად.
კოშკურის შუბლა ნაწილზე დინამიკური დაცვის 7 ცალი V ფორმის  ბლოკი და 1 კონტეინერი.

კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკები

კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკების სქემატური გამოსახულება. 1-დან 8-მდე აღნიშნულია სექციები, 9 ნომრით სექციის სახურავი. წყვეტილი ხაზებით-სექციების შიგნით მოთავსებული დინამიკური დაცვის ელემენტები

ჩაშენებული დინამიკური დაცვა

დინამიკური დაცვის კომპლექსი «Контакт-5», რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С22, უზრუნველყოფს ტანკის ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობის მნიშვნელოვან ზრდას. ჩაშენებული დინამიკური დაცვა ფარავს კორპუსის და კოშკურის წინა ნაწილის და ასევე მათი ქიმების 50%. იგი უზრუნველყოფს კუმულაციური ჭურვების ეფექტურობის 50-60%, ხოლო ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვების 20% შემცირებას, მძლავრი გვერდითი იმპულსის შექმნით, რომელიც საშუალებითაც ხდება ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვის გულარის დესტაბილიზაცია მანამდე, სანამ იგი დაიწყებს ჯავშანზე ზემოქმედებას.

1999 წელს გამოშვებული საექსპორტო T-90C ტანკოდრომ სალიტაზე საჩვენებელი გამოსვლის დროს (2003წ.). ჩანს როგორც კორპუსის წინა ზედა დეტალზე და მის ქიმებზე განლაგებული დინამიკური დაცვის სექციები, ასევე კოშკურის წინ და სახურავზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკები და კონტეინერები

ჩაშენებულ დინამიკურ დაცვას გააჩნია მაღალი საბრძოლო და საექსპლუატაციო მახასიათებლები, როგორიცაა:
უსაფრთხოა 12,7მმ-მდე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების და ასევე 30 მმ-მდე მცირეკალიბრული ქვემეხების ჭურვების მოხვედრისას.
გამორიცხულია ერთი სექციიდან მეორეზე დეტონაციის გადაცემა.
გამორიცხულია დეტონაცია მასზე ნაპალმით ან სხვა ცეცხლგამჩენი სითხეებით ზემოქმედებისას.
ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა - არანაკლებ 10 წელი.
მისი დაყენება და ექსპლუატაცია ხდება ეკიპაჟის ძალებით (დაყენების დრო 3,5 სთ).
უსაფრთხოა მანქანის ტექმომსახურების და რემონტისას ელექტროგაზოშედუღების გამოყენების დროს.

დინამიკური დაცვა საკურსო კუთხის 0º-დან ფარავს ტანკის წინა ფართობის 55%-ზე მეტს, საკურსო კუთხის 20 º-დან და 35 º-დან ტანკის ზედაპირის დაფარვა ერთნაირია და უდრის მისი ფართობის 45%-ს.
T-90-ზე დაცვის ამაღლება შესაძლებელია ახალი თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსის  «Реликт» -ის გამოყენებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23, დინამიკური დაცვის ეს ელემენტები სხვადასხვა წყაროების თანახმად გამოყენებული იქნა 2004 წლის მერე გამოშვებული T-90A ტანკების დაცვაში, სადაც იგი დამონტაჟებული იყო ძველ კონტეინერებში, რადგანაც ძველი და ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტების გაბარიტული ზომები აბსოლუტურად იდენტურია, მათი განთავსება ერთსა და იმავე კონტეინერებში არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ელემენტ 4С23-ის «Контакт-5» კონტეინერში მოთავსებით მისი ეფექტურობა შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, ვიდრე თავის საკუთარ კონტეინერში გამოყენების დროს.
ახალი დინამიკური დაცვის გამოყენების ფაქტი დადასტურებულია მხოლოდ T-90-ის ბოლო მოდიფიკაციაზე, T-90CM-ზე. მწარმოებლის ინფორმაციის თანახმად, დინამიკური დაცვის კომპლექსი «Реликт»-ი უზრუნველყოფს ტანკის კოშკურის და კორპუსის შუბლა პროექციის დაცვას ყველაზე გავრცელებული ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ, როგორიცაა М-829A1/A2 და DM-53, 1000 მეტრის დისტანციაზე და ასევე ისეთი ტანდემურ-კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან, როგორიცაა TOW-2A, ხოლო ბორტებიდან  РПГ-7-ს ისეთი ჭურვებისგან როგორებიცაა კუმულაციური ПГ-7Л და ტანდემურ-კუმულაციური ПГ-7ВР.
ამასთან დაკავშირებით ცნობილია ჯერ გერმანული და შემდეგ აშშ არმიის მიერ «Контакт-5»-ით აღჭურვილი Т-72-ს ჯავშანმდგრადობის შესამოწმებლად ჩატარებული საცეცხლე გამოცდები, რომლის შედეგიც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, 80-იანი წლების ამერიკულმა და გერმანულმა როგორც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა, ასევე სატანკო ქვეკალიბრულმა ჭურვებმა (როგორიც იყო მაგალითად ურანის გულარიანი М-829) ვერ მოახერხეს ტანკის შუბლა ჯავშნის გარღვევა. აქედან გამომდინარე, მწარმოებლის მიერ რეკლამირებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ «Реликт»-ით აღჭურვილი Т-90 წინიდან დაცულია  ზემოთ მოყვანილი ჭურვებისგან, სიმართლეს შეეფერება.

«Контакт-5»-ის და «Реликт»-ის ტექნიკური მონაცემები


ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ხსმ)

ტანკის ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობას წარმოადგენს ორჯერადი მოქმედების, ავტომატური, ოპტიკურგადამწოდებლებიანი სისტემა 3ЭЦ13 «Иней». ხანძრის ჩასაქრობად სისტემას გააჩნია ალჩამქრობი ნარევის «Xладон»114В2 და «Xладон»13В1–ის ოთხი ბალონი, 10 ოპტიკური და 5 თერმოგადამწოდი (ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში). ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხანძრის აღმოჩენას და ხანძარმაქრი ნარევის 90% გამოტყორცნას ხანძრის დაწყებიდან არა უმეტეს 150 მილიწამის გასვლის შემდეგ.
სისტემის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ნახშირწყალბადჰალოგენის ხანძარსაწინააღმდეგო თვისებაზე, ანუ მაინჰიბირებელ (შემაყოვნებელ) ეფექტზე, რაც მდგომარეობს ხანძრის ზონაში ნახშირწყალბადის ჟანგვის რეაქციის უარყოფითი კატალიზატორის შეტანაში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედებაში მოყვანა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე ხელით მძღოლ-მექანიკოსის ან მეთაურის მიერ სისტემის სამართავ პულტზე განლაგებული გადამრთველების მეშვეობით. ამას გარდა, მანქანაში მოთავსებულია 2 ნახშირორჟანგიანი ხელის ალჩამქრობი.

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის განლაგების სქემატური გამოსახულება

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის 3ЭЦ13-ის ტექნიკური მონაცემები



T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეექვსე

გამავლობა

ტანკის გამავლობას უზრუნველყოფს მთელი რიგი მოწყობილობებისა და აგრეგატების კომპლექსი, რომელიც პირობითად სამ ძირითად კომპონენტად შეგვიძლია დავყოთ:
ძრავა.
ტრანსმისია.
სავალი ნაწილი.

თავის მხრივ სამივე კომპონენტი ქვეკომპონენტებად და შემადგენელ ნაწილებად იყოფა. ეს ყველაფერი მთლიანობაში უზრუნველყოფს ტანკის მანევრულობას, გამავლობას, ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ მობილურობას. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა ამ კომპონენტების რესურსსა და საიმედოობას. 

ძრავა 

თავდაპირველად Т-90-ზე გამოიყენებდა მრავალსაწვავიან, 4-ტაქტიან, 12-ცილინდრიან, V-მაგვარ, საწვავის უშუალო შეპკურებით და სითხით გაგრილებად დიზელის ძრავას В-84МС. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (მუხლა ღერძის ბრუნვის 2000ბრ/წთ სიხშირეზე) დიზელის საწვავზე მუშაობისას შეადგენს 840ც/ძ (618 კილოვატი). ძრავა შექმნილია დიზელის ძრავა В-46 ბაზაზე ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გამოყენებით.
პირველი სერიის Т-90 საწვავის სისტემა ანალოგიური იყო Т-72 საწვავის სისტემისა. ხოლო შემდეგ Т-90А, Т-90С, Т-90СА, Т-90МС მოდელებზე გატარებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები: საწვავის ავზები პროტექტირებულია და გაკეთებულია უჯრედოვანი სტრუქტურით. მრავალსექციანი საწვავის ტუმბოთ აღჭურვილი საწვავით კვების სისტემა დაკავშირებულია ფრქვევანებთან მაღალი წნევის მილგაყვანილობის საშუალებით. საწვავის შიდა ავზების მოცულობა 705 ლიტრია.
ჰაერით კვების სისტემა აღჭურვილია ჰაერის ორსაფეხურიანი გამწმენდით. პირველი საფეხური შემომავალი ჰაერის გაწმენდას ახორციელებს ინერციული საშუალებით, ციკლონის დახმარებით. ჰაერის წმენდის მეორე საფეხური ხორციელდება ზეთოვანკონტაქტურ მავთულის კასეტებში (მავთულით დატენილი სამი კასეტა, აქედან ორი გაჟღენთილია ზეთით). გასუფთავების დროს შეგროვებული მტვერი ეჟექციური ხერხით შორდება მტვერშემგროვებლიდან. ჰაერის გაწმენდის ხარისხი 0,98 უდრის.

ძრავა В-84МС

ძრავის პოხვას უზრუნველყოფს «მშრალი კარტერით» აღჭურვილი, იძულებითი, კომბინირებული სისტემა. სისტემის ტევადობა 76 ლიტრს შეადგენს, ზეთის ავზების ტევადობაა: ძირითადი 27 ლიტრი, დამატებითი 38 ლიტრი და გარე სათადარიგო 35 ლიტრი. საპოხ სისტემაში გამოიყენება მრავალსეზონური ზეთი М-16ИХП3.
ძრავის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს გამა-გრილებელი სითხის იძულებითი ცირკულაციის, დახურული ტიპის, სითხით გაგრილების სისტემა. ჰაერის გაბერვას რადიატორებში უზრუნველყოფს ტრიდანული ვენტილატორი. გაგრილების სისტემის ტევადობა 90 ლიტრია.

ტანკ T-90 საწვავის სისტემის სქემატური გამოსახულება: 1-წინა ავზ-სტელაჟი. 2-შუა ავზ-სტელაჟი. 3-მუხლუხოსზედა ავზი. 4-დამატებითი საწვავი კასრები. 5-ძრავა. 6-მარჯვენა ცხვირა ავზი. 7-მარცხენა ცხვირა ავზი

ზამთრის პირობებში ძრავის დაქოქვის გასაადვილებლად ტანკზე აყენია გათბობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამაგრილებელი სითხისა და ზეთის გათბობას გაგრილებისა და პოხვის სისტემებში, რის დროსაც გამთბარი გამაგრილებელი სითხე ცირკულირებს გამაგრილებელ სისტემაში და უზრუნველყოფს ძრავის გათბობას, რაც ქმნის მისი დაქოქვისთვის ნორმალურ პირობებს. გათბობის სისტემას გააჩნია ფრქვევანისებური გამათბობელი და გამაგრილებელი სითხის იძულებითი ცირკულაციის ტუმბო. გამათბობლის საწვავის მაქსიმალური ხარჯი 7,5 ლიტრია საათში.
ძრავის დაქოქვა ხორციელდება გაშვების სისტემით. ძირითადად დაქოქვა ხორციელდება 5 ლიტრი მოცულობის ორ ბალონში შეკუმშული ჰაერის დახმარებით. ამას გარდა, ძრავის დაქოქვა შეიძლება განხორციელდეს სტარტერ-გენერატორი СГ-18-1С დახმარებით  ან კომბინირებული საშუალებით, სტარტერ-გენერატორისა და შეკუმშული ჰაერის ერთობლივი გამოყენებით.

ტანკ T-90 დამატებითი საწვავის კას- რები, რომლებიც მიერთებულია ძრავის საწვავით კვების სისტემაზე


 ჰაერის ბალონების დატენვას და ზოგიერთი სხვა სისტემის (მაგალითად სათვალთვალო და სამიზნე ხელსაწყოების ჰიდროწნევით გაწმენდის სისტემის) მუშაობის უზრუნველყოფა ხდება ჰაერის წნევის სისტემის მიერ. მისი ძირითადი ნაწილებია:
დგუშიანი, 3-საფეხურიანი, 2-ცილინდრიანი, ამძრავიანი, ჰაერით გაგრილებადი კომპრესორი АК-150СВ.
სითხე-ზეთის განმაცალკევებელი.
ფილტრი.
მაღალი წნევის მილგაყვანილობები და ჰაერის გამომშვები ონკანი.
სისტემის სამუშაო წნევა 120-160კგ/სმ².
  
ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით გათვალისწინებულია ავარიული სიგნალიზაციის სისტემა, ძრავის დაქოქვის ბლოკირება ზეთის დაბალი ტემპერატურის და/ან წნევის შემთხვევაში, გამათბობლის დაქოქვის ბლოკირება ძრავის გამაგრილებელი სითხის არქონის შემთხვევაში და მუშაობის შეწყვეტა მაღალი ტემპერატურის ან გამაგრილებელი სითხის დაქცევის დროს.
სისტემის შემადგენლობაში შედის:
ავარიული სიგნალიზაციის ბლოკი БАС-6А.
სასიგნალო დაფა ТС-6А.
ძრავის პოხვის სისტემაში წნევის გასაზომი მიმმღები ПД-1Т-15.
ძრავის ზეთის ძირითად ავზში ზეთის კრიტიკული ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრის მიმღები П-1.
ძრავის გამაგრილებელი სითხის კრიტიკული ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრის მიმღები П-1.
ეს სისტემა უადვილებს მძღოლ-მექანიკოსს მანქანასთან მუშაობას. ძალურ დანადგარზე და სხვა სისტემებზე კონტროლი ხორციელდება არა მარტო საკონტროლო ხელსაწყოების დაფის მეშვეობით, არამედ ავარიული სიგნალიზაციის სასიგნალო დაფის მეშვეობითაც.
Т-90-ის შემდეგ მოდიფიკაციებზე (Т-90C/A/CA) დაყენებულია უფრო მძლავრი, ტურბოკომპრესორის მეშვეობით აირტურბინული ჩაბერვის მქონე დიზელის ძრავა В-92С2. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე (მუხლა ღერძის ბრუნვის 2000ბრ/წთ სიხშირეზე) დიზელის საწვავზე მუშაობისას შეადგენს 1000ც/ძ (736 კილოვატი).

ძრავა В-92С2


ასევე მიმდინარეობს ახალ, უფრო მძლავრ დიზელის ძრავებზე მუშაობა, მაგრამ Т-72 სერიის ტანკების მოდერნიზაციისთვის ძრავა В-92С2 აშკარად კონკურენციის გარეშეა. მის დასაყენებლად საჭიროა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების მინიმალური გადაკეთება და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,  მოითხოვს მინიმალურ ფინანსურ დანახარჯებს.
აირტურბინული ჩაბერვით, გაუმჯობესებული საწვავის აპარატურით და ცილინდრ-დგუშის კომლექტით აღჭურვილი დიზელის ძრავა В-92С2 მსოფლიო წამყვანი დიზელის ძრავების დონეზეა, ხოლო ისეთი მაჩვენებლით, როგორიცაა ეკონომიურობა და კუთრი მასო-გაბარიტული მაჩვენებლები, ჯობია ბევრ როგორც რუსულ, ასევე უცხოურ ანალოგებს.
ძრავა В-92С2, ადრე გამოყენებული В-84СM ძრავასთან შედარებით, უზრუნველყოფს ტანკის კუთრი სიმძლავრის (22,5ც.ძ/ტ-მდე), მშრალ გრუნტის გზებზე საშუალო სიჩქარის 6% (35-დან 40კმ/სთ-მდე) გაზრდას და ასევე აჩქარების მახასიათებლების 12% (400 მეტრი დისტანციაზე) გაზრდას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი მახასიათებელი, როგორცაა ძრავის ბრუნვითი მომენტის მარაგი.

ტანკ T-90С ფონზე გამოფენილი ძრავა В-92С2.T-90С იყო პირველი ტანკი რომელზეც სერიულად იქნა გამოყენებული ახალი დიზელის ძრავა В-92С2


დიზელის ძრავების უმეტესობის, მათ შორის В-84МС, ბრუნვითი მომენტის მარაგი 6-18% უდრის, ხოლო ძრავა В-92C2–ისთვის ეს მაჩვენებელი 25-30%-ია. ასეთი მარაგი საგრძნობლად აადვილებს ტანკის მართვას, ამაღლებს მის მანევრულობას და საშუალო სიჩქარეს.
ძრავა В-92С2 ზომიერი ფორსირება მძიმე საექსპლუატაციო პირობებში გამოყენებისას მას აძლევს მაღალ საიმედოობას, В-84МС-სთან შედარებით აქვს შეწყობადობის უკეთესი კოეფიციენტი და ამასთანავე გამოირჩევა საწვავის ნაკლები ხარჯვით. 
აღსანიშნავია ისიც, რომ T-90 ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება არ წარმოადგენს მონობლოკს, როგორც ეს დასავლეთის თანამედროვე ტანკებშია განხორციელებული. ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მონობლოკური ძრავა-ტრანსმისიის შემთხვევაში მისი შეცვლის დრო-ძალის დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ საველე პირობებში, ბრძოლის ველზე, სპეციალური ტექნიკის არქონის შემთხვევაში ეს პლუსი ავტომატურად იქცევა უარყოფით მომენტად. ამისგან გასხვავებით, T-90 ეკიპაჟს დამოუკიდებლად, სპეცტექნიკის გარეშე, შეუძლია განახორციელოს ძრავის გაუმართაობის დიაგნოსტირება და მოახდინოს მისი შეკეთება საველე პირობებში, რაც არაერთხელ იქნა დემონსტრირებული სხვადასხვა ტენდერებზე. 
ძალური დანადგარის მონტაჟ-დემონტაჟის დროის შემცირების მიზნით УКБТМ-ის კონსტრუქტორების მიერ გატარებული იქნა მთელი რიგი საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, მილგაყვანილობის ჩქარგამხსნელი შეერთებები, რამაც საშუალება მისცა შეემცირებინა ამ ციკლის დრო ახალ В-92С2 ძრავაზე. მაგალითად,  საუდის არაბეთში ტენდერის დროს განხორციელდა ძრავა В-92С2 საჩვენებელი შეცვლა 8,5 საათში, აქედან დემონტაჟს 3,5 საათი დასჭირდა (T-72 და პირველი სერიის T-90 ამ ციკლის დრო 24 საათს უდრიდა). ახალი ძრავა-ტრანსმისიასთან ერთად შემოღებული იქნა მოდერნიზებული შემავალი რედუქტორი (გიტარა), გაძლიერებული საბორტე სიჩქარეთა კოლოფი და გაგრილების გაუმჯობესებული სისტემა
გაგრილების გაუმჯობესებულ სისტემაში გამოყენებულია გაზრდილი სითბოგაცემის ალუმინის წყლისა და ზეთის რადიატორები. მილ-ლენტის ტიპის გულარიანი, სპილენძ-თითბერის ძველ რადიატორებთან შედარებით, რომლებიც გამოიყენებოდა Т-90 გაგრილებისა და პოხვის სისტემაში, ახალი ფირფიტოვან-ლენტური ტიპის რადიატორები საშტატო რადიატორის გაბარიტებში უზრუნველყოფს გაცილებით დიდ სითბოგაცემას. ამას გარდა, მოდერნიზაცია ჩაუტარდა გაგრილების სისტემის ვენტილატორის ფრიქციონს.

В-84MC და B-92C2 ძრავების გამონაბოლქვის გამომშვები სისტემის შედარებითი სქემატური გამოსახულება

В-84MC (მარცხნივ) და B-92C2 (მარჯვნივ) ძრავების გამონაბოლქვის გამომშვების შედარებითი სურათი

საუდის არაბეთი, ძრავა B-92C2 საჩვენებელი შეცვლა


В-92С2 ძრავის კონსტრუქციულმა თავისებურებებმა კონსტრუქტორებს გამონაბოლქვის გამომშვები სისტემის გადაკეთების საშუალება მისცა, რამაც საგრძნობლად შეამცირებინა გამომავალი გამონაბოლქვისადმი წინაღობა (0,22 კგ/სმ²-დან 0,15 კგ/სმ²-მდე) და ასევე მიაღწევინა ჰაერის გავლის უკეთესი აეროდინამიკური პირობებისთვის ჰაერგამწმენდსა და ტურბოკომპრესორს შორის მდებარე მონაკვეთზე.

შედუღებულკოშკურიანი Т-90C ნახტომში და მიწაზე დაშვების შემდეგ დინამიკაში (2000წ. საჩვენებელი გამოსვლა, ნიჟნი ტაგილი)


მოდერნიზებულ Т-90CМ აყენია 1130ც/ძ-მდე ფორსირებული, V-მაგვარი, სითხით გაგრილებადი, აირტურბინული ჩაბერვის, მრავალსაწვავიანი  დიზელის ძრავა В-92С2Ф, რომელიც მის გამავლობასა და მანევრულობას კიდევ უფრო ამაღლებს.

В-84МС, В-92С2 და В-92С2Ф ძრავების ტექნიკური მონაცემები
*ობიექტური სიმძლავრე წარმოადგენს სიმძლავრეს, რომელიც უშუალოდ სავალ ნაწილს გადაეცემა წამყვანი თვალს საშუალებით, ძრავის დანარჩენი სიმძლავრე იხარჯება გამაგრილებელი ვენტილატორისა და გენერატორის აძვრაზე და ასევე გამომავალ რედუქტორზე (გიტარაზე) გავლისას (მაგალითისთვის, Leopard-2 გამაგრილებელი ვენტილატორის სისტემაზე იხარჯება ძრავის სიმძლავრის 16,5%, რაც 247ც/ძ შეადგენს).

четверг, 14 июня 2012 г.

Т-84: Украинский "ЭМИГРАНТ"

გთავაზობთ ჟურნალ "Танкомастер"-ში, 1998 წლის იანვარში გამოქვეყნებულ სტატიას უკრაინული Т-84-ის შესახებ.








ასევე წარმოგიდგენთ "Объект-484"-ის (Т-80УДК) რამოდენიმე სურათს 


 1990 წელი,"Объект-484"-ის გამოცდები ქ.სმოლენსკთან, დოროგობუჟის პოლიგონზე

 1990 წელი,"Объект-484"-ის გამოცდები ქ.სმოლენსკთან, დოროგობუჟის პოლიგონზე

დამხმარე ტურბოაგრეგატით აღჭურვილი "Объект-484"


Скорпион-ЛША Б-ს საცეცხლე გამოცდები

ინტერნეტში კორპორაცია "Защита"-მ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები Скорпион-ЛША Б გამოცდებიდან.

მოკლე აღწერილობა:
მაისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავის საცდელ პოლიგონზე ჩაატარა Скорпион-ЛША Б საცეცხლე და ნაღმსაწინააღმდეგო გამოცდები. გამოცდების შედეგად დადგინდა რომ მანქანა სრულებით პასუხობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასმულ ტაქტიკურ - ტექნიკურ მოთხოვნებს.

ГОСТ Р 50963-96 ( ГОСТ Р 50963-96 Защита броневая специальных автомобилей. Общие технические требования ) შესაბამისად 30 მეტრიდან დაცხრილული მანქანა.


აფეთქების თანმიმდევრულობა: კაპსულის გეომეტრიული ცენტრის ქვეშ 600 გრამი ასაფეთქებელი მასალა (აფეთქების შემდეგ მანქანამ შეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, ანუ დაიქოქა და გადაადგილდა), შემდეგ 2 კგ ასაფეთქებელი მასალა უკანა მარჯვენა საბურავის ქვეშ და 4 კგ წინა მარჯვენა საბურავის ქვეშ. ყველა ასაფეთქებელი მოწყობილობები გარსსაცმის გარეშე.
აფეთქების დროს მანქანაში დაყენებული იქნა წნევის და აჩქარების გადამწოდებები (მათ შორის მანეკენზეც), და ასევე მანქანაში ჩასვეს გოჭი და სამი ბოცვერი.










P.S. ჩვენი დიდგორების გამოცდის ამგვარი ფოტო მასალაც რო გვეხილა კარგი იქნებოდა.

среда, 13 июня 2012 г.

Eurosatory: ბელგიური Anders-ი

Bumar-მა ბელგიურ CMI Defence-სთან ერთად გამოფენაზე წარადგინა საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა Anders CT-CV, რომელიც 105მმ-ნი კუთხვილულიანი ქვემეხი Cockerill-ითაა აღჭურვილი.

 Anders-ი გამოფენა Eurosatory-ზე, აღჭურვილი იყო ქვემეხის და აქტიური დაცვის მაკეტით.

გამოფენაზე ასევე ცნობილი გახდა რომ პოლონურ მხარეს უკრაინულ საკონსტრუქტორო ბიურო Луч-თან ერთად გადაწყვეტილი აქვს შექმნას 105მმ-ნი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც ასევე უკრაინულ 125მმ-ნი რაკეტის საფუძველზე შეიქმნება.

მანქანის კოშკურა ტიპიურია სხვა თანამედროვე მანქანებისა - ორი კაცი ეკიპაჟი და ავტომატური დამტენი, რომელშიც 16 გასროლა თავსდება. სტაბილიზირებულ ქვემეხს შეუძლია ბაზარზე არსებული 105მმ-ნი ჭურვების ფართო ნომენკლატურა მოიხმაროს. 
კორპუსის დიზაინი ოდნავ სახეცვლილია და შეღებილია უდაბნოს ფერებში. კოშკურის დაყენება 2011 წლის სექტემბერში დასრულდა.
მანქანა შეიქმნა საცეცხლე მხარდაჭერისთვის, ქვეითების გადასაყვანად და ასევე სხვა უნივერსალური ამოცანებისთვის.



წყარო: Eurosatory: Belgijski Anders

თურქული Otokar პარიზში 5 ჯავშანმანქანით ჩავიდა

თურქეთის სახმელეთი ტექნიკის წამყვანმა კომპანია Otokar-მა განაცხადა რომ გამოფენა Eurosatory-2012 წარადგენს საკუთარი წარმოების 5 ერთეულ, 4x4 და 6x6 სავალი ნაწილის მქონე ჯავშანმანქანას.

ეს მანქანებია:


  • ჯავშანმანქანა COBRA - დაზვერვისა და დაკვირვების მანქანა

  • ჯავშანმანქანა COBRA - დისტანციური საბრძოლო მოდულით.



  • KAYA ნაღმებისგან დაცული ჯავშანტრანსპორტიოტი.



  • ARMA 6x6 დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულით.
  • ამფიბიური ჯტრ ARMA.




Otokar-ის წარმატების განსაზღვრისას, გენრალურმა დირექტორმა სარდარ გორგუსმა განაცხადა: "ჩვენს მანქანებს ირჩევს მრავალი მომხმარებელი და წლიდან წლამდე მათი რაოდენობა იზრდება, ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ჩვენს მიერ წარმოებული ტექნიკის ნომენკლატურას".
ასევე გენერაურმა დირექტორმა დაამატა რომ: " ცოტა ხნის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ყაზახეთთან, რომლის თანახმადაც COBRA ყაზახეთში აეწყობა. ამას გარდა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ბაზრის შესწავლა და ჩვენი მანქანების ადგილობრივი წარმოების მოწყობა. დამატებით ჯავშანმანქანა COBRA წარმატებით მონაწილეობს  გაეროს სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში. ყოველივე ეს ადასტურებს რომ  COBRA  მსოფლიოში წარმოადგენს ერთერთ სასურველ მანქანას თავის კლასში. ამას გარდა წარმატებას მიაღწია ჯტრ ARMA-მ, რომელმაც ბოლო წელს ორი კონტრაქტი მიიღო".

Otokar participates in Eurosatory with five armoured vehicles

Otokar, the leading land system manufacturer of the Turkish Defence Industry, is to exhibit its 4x4 and 6x6 armoured vehicles at Eurosatory.

Otokar , as a company of Koc Group, Turkey's biggest conglomerate, presents its below mentioned armoured tactical wheeled vehicles at the Eurosatory 2012 held in Paris:


  • COBRA Reconnaissance and Surveillance vehicle.
  • COBRA Armoured Personnel Carrier with Remote Control Weapon Station,
  • KAYA Mine Resistant Troop Carrier,
  • ARMA 6x6 with closed turret weapon station,
  • ARMA 6x6 Amphibious Armoured Personnel Carrier,

Defining Otokar's recent status as an internationally competitive organisation, Serdar Gorguc, the General Manager, said: "Our vehicles are chosen by more users every year. In this respect, we're constantly renewing and expanding our product range."

Highlighting the success of Otokar in international markets and considering assembly and manufacturing of Otokar vehicles in other markets rather than Turkey Gorguc continued: "Recently, we signed an MoU with Kazakh State Company, Kazakhstan Engineering for manufacturing COBRA in Kazakhstan. Additionally, we are also studying thoroughly different markets in different parts of the world for local production of our vehicles. In addition to these activities, COBRA is being awarded with contracts for the usage of different countries and United Nations Peace keeping missions. Today I can easily say that COBRA is one of the most desired and well-known armoured tactical vehicles of its range throughout the world. In line with this success our other vehicles are also being demanded and contracted by different forces. ARMA is a good example of this achievement by being awarded with two different contracts within a year.

დაწვრილებით: Otokar participates in Eurosatory with five armoured vehicles

вторник, 12 июня 2012 г.

ნიკოლაი მაკაროვი: რუსეთი მზადაა ფინური Patria AMV იყიდოს

რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან განიხილონ ფინური ჯავშანმანქაების, Patria AMV-ების შესყიდვის საკითხი, ოღონდ ყოველმხრივი გამოცდების შემდეგ - ამის თაობაზე Eurosatory-2012-ზე რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა განცხადება.
გამოფენა Eurosatory-2012-ის მუშაობის მეორე დღე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დიდი დელეგაციის დასწრებით გამოირჩა. ექსპოზიციას სხვებთან ერთად, გენშტაბის მეთაური მაკაროვი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე სუხორუკოვიც ათვალიერებდნენ. მაშინ როდესაც სუხორუკოვი დაკავებული იყო რუსული კომპანიების ნაწარმის დათვალიერებით მაკაროვი უცხოურ ანალოგებს აკვირდებოდა, მასზე შთაბეჭდილება ფინურმა ჯავშანტრანსპორტიორმა, Patria AMV მოახდინა. ამ მანქანას მართლა ბრუტალური დიზაინი აქვს, გააჩნია მძლავრი შეიარაღება და ამას გარდა დამზადებულია სტელს ტექნოლოგიების დახმარებით.
ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა რომ სამხედრო უწყება წინააღმდეგი არ იქნებოდა გამოეცადა ეს მანქანა თავის პოლიგონებზე და დადებითი რეზულტატების შემთხვევაში არაა გამორიცხული რუსეთის არმიისთვის მათი შესყიდვა.. აშკარა იყო რომ ამ განცხადებან ფინელები საკმაოდ გააოცა.. ისევე როგორც ფრანგები, როდესაც გაიგეს რომ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებს ფრანგული სადესანტო ხომალდი "მისტრალის" ყიდვა სურდა. ფრანგებმა მაშინ ეს განცხადება არარეალურად მიიჩნიეს, თუმცაღა ფაქტია რომ დღეს პირველი რუსული "მისტრალი" უკვე აგების პროცესშია. ამიტომ არაა გამორიცხული რომ მალე რუსმა მოტომსროლელებმა ფინური მანქანის ათვისება დაიწყონ.


დაწვრილებით მანქანის შესახებ: Patria AMV

წყარო: Николай Макаров: Россия готова к закупке бронемашины Patria AMV

რუსული ტანკები პარიჟში

საბჭოთა კავშირის გენერლები ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ გეგმას "Марш бросок к Ла-маншу" და ტექნიკას რომელიც ამ გეგმას შეასრულებდა. სწორედ ამ გეგმის ნაშიერია ტანკი Т-80 და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-3, რომლებიც ადაპტირებული იყო სწრაფი, შემტევი და მანევრული ბრძოლისადმი, რომლის დახმარებითაც მათ ერთ კვირაში ლა-მანშის სრუტისთვის უნდა მიეღწიათ და ევროპა გაეწითლებინათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულაც არ იყო საჭირო ეს ჯაფა და მონდომება - ის რაც მძლავრმა სამხედრო მანქანამ ვერ შეძლო გაზულუქებულმა ბიზნეს-კაპიტალ-ბიუროკრატებმა სულ 20-ოდე წელიწადში (ამდენი გავიდა მიახლოებით სსრკ-ს დაშლიდან) მოახერხეს და გვარგუნეს იმის სიამოვნება რომ რუსული ტანკები პარიზის ქუჩებში გვეხილა.






აღშფოთებულმა ერებმა თვითონ ჩაიტანეს თავის მიწაზე "თეთრი დათვის" სამხედრო ტექნიკა.