უახლოეს მომავალში ავღანეთში სავრაუდოდ გაგზავნიან ეგზოსკელეტ HULC-ის პირველ ეგზემპლიარებს. როგოც კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენელი იუწყება HULC-მა უკვე გაიარა აშშ-ს არმიის საველე გამოცდები და მზად არის სერიული წარმოებისთვის.
ეკზოსკელეტს გააჩნია მოკლე დროით აჩქარების რეჟიმი, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია 17კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება
ეკზოსკელეტი - ეს არის "სხეულის გარედან" ჩასაცმელი კარკასი, რომელიც ჩვეულებრივად (მაგრამ არა სავალდებულოდ) აღჭურვილია ძალური ამძრავებით. მისი დანიშნულებაა - გაზარდოს მატარებლის ძალა და შეამციროს დატვირთვა.
კონსტრუქციების უმეტესობა მუშაობს შემდეგნაირად - სენსორები აფიქსირებენ კუნთის შეკუმშვას, შემდეგში ავტომატურად მიიღება "გადაწყვეტილება" იმის შესახებ თუ როგორი მოძრაობის იმიტირება უნდა გააკეთოს მანქანამ. შემდეგ მოქმედებაში მოდიან ძრავები და ეკზოსკელეტი წარმოქმნის საჭირო მოძრაობას.
ამ ტექნოლოგიას 2 ძირითადი პრობლემა გააჩნია - პირველ რიგში ეკზოსკელეტს ესაჭიროება განსაკუთრებულად მცირე გაბარიტების და მაღალი სიმძლავრის კვების წყარო. მეორე კიდევ ის რომ კუნთების შეკუმშვაზე სკელეტის რეაქცია ხდება გარკვეული შეყოვნებით და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ეს რეაქცია მინიმუმამდე იქნას შემცირებული.
ამასთან ერთად აშკარაა, რომ მოძრაობის წარმოქმნის სიძნელე ყოველთვის ერთნაირი არაა. ყველაზე ადვილია ფეხის მოძრაობის "წარმოქმნა", შედარებით რთულია ხელების მრავალფეროვანი მოძრაობის გამეორება და ბოლოს ყველაზე ძნელია ხელის მტევნის მოძრაობების წარმოქმნა.
ეკზოსკელეტის შემქნის იდეა სამხედროებს 1960-იან წლებში ესტუმრა, ისევე როგორც დღეს რეალიზირებული იდეების უმეტესობა. იდეა მდგმორაეობდა იმაში რომ ასეთი კონსტრუქცია, უბრალო, არაფრით გამორჩეული ჯარისკაცის ძალას 20-ჯერ გაზრდიდა. ათწლეულის ბოლოს General Electric-მა და United States military-მ მართლა შექმნეს ამდაგვარი მექანიზმი, სახელწოდებით Hardeman - ძალიან მძიმე (680კგ), მოუქნელი და ნელი. როგორც აღმოჩნდა იმ დროის ტექნოლოგიები არ იყო საკმარის იდეის სრულყოფილად რეალიზაციისთვის. გარკევული დროის შემდეგ სამხედროებმა ეს პროექტი დაივიწყეს რგორც ცუდი სიზმარი და მის რეალიზაციას მხოლოდ ენთუზიაზისტებიღა თუ ცდილობდნენ (70-ნების ბოლოს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში წარუმატებლად ცდილობდნენ შეექმნათ ინვალიდებისთვის მექანიკური "ფეხები").
კოსტუმი უზრუნველყოფს თავისი წონის ზიდვას, რათა ექსპულატანტმა არ იგრძნოს დამატებითი დატვირთვა
მაგრამ 2000 წელს, DARPA-მ პროგრამა Exoskeletons for Human Performance Augmentation-ის ჩაშვებით, გადაწყვიტა "მომავალი გაეხსენებინა". ტექნიკური დავალებია ითვალისწინებდა "მთლიანი" (ხელებისთვის და ფეხებისთვის) ეკზოსკელეტის შექმნას, რაც წარმოადგენდა მომავლის ჯარისკაცის, Land Warrior-ის, აღჭურვილობის შექმნის პროექტის ნაწილს
პროექტზე მუშაობა რამდენიმე ჯგუფმა დაიწყო, მათ შორის რობოტოტექნიკურმა კომპანია Sarcos-მა და უნივერსიტეტმა Berkeley-მ. წყნარი ოკეანის მეორე ნაპირზე ამ პროგრამით დასაქმდნენ იაპონლები, კომპანია Cyberdyne Systems-დან (სწორედ ეს კომპანიაა ნახსენები კინოფილმ "ტერმინატორში"). შედეგად Sarcos-ი შეისყიდა ისეთმა სამხედრო-წარმოების გიგანტმა, როგორიცაა Raytheon, ხოლო Berkeley Bionics-ი Lockheed Martin-ის ხელში მოხვდა. საბოლოოდ პენტაგონს და დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინეს რამდენიმე საყურადღებო კონსტრუქცია. Lockheed Martin-მა აჩვენა უკვე ცნობილი HULC-ი, Raytheon-მა მანქანის ორის ვარიანტი, სახელწოდებით XOS, ხოლო Cyberdyne Systems-მა ეკზოსკელეტი HAL.
ერთი დატენვით კოსტუმი უზრუნვერლყოფს 90კგ ტვირთის 20 კილომეტრზე გადატანას
რას წარმოადგენს თვითოეული მათგანი - ზემოთ ნახსენები HULC იწონის 25კგ-ს და ადვილად თავსდება ზურგჩანთაში. ამჟამად ის ვერ პასუხობს DARPA-ს იდეალის მოთხოვნებს, მას არ გააჩნია რობოტიზირებული ხელები. თუმცაღა სპეციალური მოწყობილობების წყალობით ხელით სატარებელი ტვირთის წონა ეკზოსკელეტის ტიტანის ჩარჩოს გადაეცემს. შედეგად HULC საშუალებას აძლევს ქვეითს მინიმალური დატვირთვით გადაზიდოს 90 კილოგრამამდე ტვირთი. ეკზოსკელეტის ადრეული ვერსია აკეთებდა ამას 1 საათის განმავლობაში 4,8კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სპეციალური "სპრინტერული" რეჟიმი საშუალებას აძლევდა ქვეითს განეხორციელებინა მოკლე გადარბენები 17კმ/სთ სიჩქარით. მაგრამ ეს სატესტო ვერსია იყო. თავის დღევანდელ ვარიანტში, უფრო მძლავრი ლითიუმ-იონური ბატარეებით ეკზოსკელეტს შეუძლია იმოძრაოს 8 საათი, ხოლო მომავალში საწვავიანი ელემენტებით აღჭურვილი ვერსია შეძლებს - 24 საათი იმოძრაოს.
ეკზოსკელეტის "საბორტე" კომპიუტერები აკონტროლებენ მის მუშაობას, რატა ის შეესაბამებოდეს ადამიანის მოძრაობას
Cyberdyne Systems-ის მიერ შექმნილი HAL-5 – უკვე "მთლიანი" ეკზოსკელეტია. მანქანა იწონის 23კგ-ს, შეუძლია იმოძრაოს ორნახევარი საათი. HAL-5-ის ძირითადი დანიშნულებაა ინვალიდების რეაბილიტაცია და გააჩნია შეზღუდული ძალური შესაძლებლობები.
მის საწინააღმდეგო ვერსიას წარმოადგენს Raytheon-ის ეკზოსკელეტები - XOS-1 და XOS-2. ესენიც "მთლიანი" კონსტრუქციებია, რომლებიც რობოტიზირებული ხელებითაა აღჭურვილი., თუმცა ხელის მტევნებს სხვადასხვა სატაცები და კავები ცვლიან. მანქანა 90 კილომდე ტვირთის თავისუფლად მანიპულირების საშუალებას იძლევა.. თუმცაღა მძლავრი ენერგომოხმარების გამო ისინი ჯერ არ არიან ავტონომიურები და ამას გარდა მასიური XOS-2 88კგ-ს იწონის. ამჟამად მათი ძირითადი დანიშნულებაა საბრძოლო დანიშნულების ტვირთების დატვირთვა და გადმოტვირთვა.
ტვირთის წონა უშუალოდ ეკზოსკელეტის ტიტანის ჩარჩოს გადაეცემა
როგორია შემდეგო პერსპექტივები - პირველ რიგში "ეკზოსკელეტის" დასრულება და მისი "მთლიან" სახემდე მიყვანა და ამასთან მისი ავტონომიურობის უზრუნველყოფა. ამ სფეროში უკვე დაიწყო ძვრები. მაგალითად გამოჩნდა რობოტიზირებული ხელთათმანები - არსებითად ეს ხელის მტევნის ეკზოსკელეტს წარმოადგენს. მეორე რიგში სენოსრული მოძრაობის გარდამქმნელიდან ნეიროინტერფეისზე გადასვლა - "აზრითმართვა". პირველი პროტოტიპები აქაც უკვე შექმნილია.
კოსტუმი იმდაგვარადაა შექმნილი რომ მისი დეტალების შეცვლა საველე პირობებშია შესაძლებელი
როგორია სრულფასოვანი ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივები - აშკარაა, რომ ის გამოდგება ინვალიდების რეაბილიტაციისთვის და ასევე სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს - მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ, ეკზოსკელეტი შეიძლება გადეს ერთგვარი პირადი ტრანსპორტი. მაგრამ აშკარაა რომ ამ ტექნოლოგიის პირველი და ძირითადი გამომყენებელი არმია გახდება.
ბრძოლის ველზე გამოჩნდება პრინციპულად ახალი თაობის ქვეითი მებრძოლი. ის აჯობებს ჩვეულებრივ ქვეითს დაცულობაშიც, საცეცხლე ძალაშიც, მობილურობაშიც და ასევე მოწინააღმდეგის აღმოჩენის შესაძლებლობაშიც.
No comments:
Post a Comment