Saturday, December 8, 2012

ავტომატი რუსულ არმიაში

ბოლო დროს რუსული სამხედრო წარმოება და თავდაცვის სამინისტრო ახალ–ახალ და საინტერესო განცხადებებს ავრცელებენ რუსეთის არმიის ავტომატური იარაღის შესახებ. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ბოლო წლების განმავლობაში – AK-100, AK-200, AH-94, AEK  და ბოლოს AK-12. თუმცა არცერთს არ დაადგა საშველი მასიურად წასულიყო რუსულ არმიაში, ალბათ ფასის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უბრალო, რუსეთის არმიის შეიარაღებაში მასიურად არსებული AK-74 და AK-74M–ების მოდერნიზაცია. ზუსტი სახე მოდერნიზაციისა უცნობია, თუმცა ამაზე უკვე ვწერი ბლოგში  – რუსეთის არმია კალაშნიკოვების მოდერნიზაციას აპირებს.

ამჯერად რუსულ ტელეარხ 1TV–ზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი რუსული ეკიპირების შესახებ, რომელის გამოცდების ფარგლებშიც (დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები) იარაღიც იტესტება (სავარაუდოდ სხვადასხვა ვარიანტები როგორც ვიდეოდან და ფოტომასალიდან ჩანს):

1TV–ს რეპორტაჟი 

მაგრამ რეპორტაჟში ყველაზე საინტერესო კალაშნიკოვის ახალი მოდერნიზაციაა, რომელიც მანამდე ჯერ არ გამოჩენილა:

ერთი შეხედვით თითქოს AK-12 უნდა იყოს, ან მის ბაზაზე შექმნილი კალაშნიკოვის ვარიაცია

განსხვავებული ცევეოთი............

და ამ დროს ჩვეულებრივი კალაშნიკოვის ლულის კოლოფის თავასხური – უბრალოდ მცველი–რეჟიმის გადამრთველი არის უკან გადმოწეული


სავარაუდოდ ეს მოდერნიზირებული AK-105–ია, რომელშიც AK-12–ში გამოყენებული გადაწყვეტილებებია გადმოტანილი.

P.S. დაველოდოთ და ვნახავთ საბოლოოდ რუსეთის სამხედრო წარმოება რას შობს.


Friday, December 7, 2012

«Зубр» L-182 «Kerkyra» კვლავ მწყობრშია


საბერძნეთის სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში ხელმეორედ იქნა შეყვანილი "პროექტ–12322"–ის კლასის საჰერის ბალიშიანი სადესანტო ხომალდი (Hovercraft) 12322 «Зубр» – საბორტე ნომერი და სახელწოდება L-182 «Kerkyra». ეს სადესანტო ხომალდი, ამა წლის 31 ივლისს, ხანძრით დაიზანდა – რომლის დროსაც სერიოზული დაზიანება მიიღო ხომალდის კიჩომ. ხანძარი ხომალდს ამფიალის ნავსაყუდელში ყოფნისას გაუჩნდა.
გარემონტების შემდეგ გამოცდები წარმატებით განხორციელდა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ხომალდი სწავლებაში მიიღებდა მონაწილეობას – ასეც მოხდა, სურათებზე გამოსახულია სპეც დანიშნულების რაზმის დესანტირება ხომალდიდან გასაბერი კატერით, რომელიც სწავლება "პირპოლიტის" (ΠΥΡΠΟΛΗΤΗΣ) ფარგლებში განხორციელდა.












ავღანეთი – რამოდენიმე სურათი ქართველი კონტინგენტის ყოველდღიურობიდან

ლეზერნეკის ბაზრობა – ასე იცის უქალობამ .... :D

დეჰმაზონგი, გასვლის წინ, ალიონზე

ბაზა ერთობა



წინ წაწეული საგუშაოგ ერთობაზე

120მმ–ნი ნაღმტყორცნების სროლები, სარეგისტრაციო სროლები. დეჰმაზონგი

ბაზა ერთობა




კანდა უარს ამბობს F-35-ზე



გადაწყვეტილება რომელმაც შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს ინტერნაციონალურ სტელს გამანადგურებელს – როგორც ჟურნალისტური წყაორებიდან ხდება ცნობილი ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გახმოვანება დღეს უნდა მოხდეს კანადაში და ეხება მე–5 თაობის გამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან კანადის გამოსვლას.
იმავე წყაროების თანახმად ეს განცხადება მეორე განცხადების ჩრდილს ქვეშ მოხდება – რომელიც ეხება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ამ პროგრამის ხარჯების ანალიზს, რომლის თანახმადაც F–35–ის საციცოხლო ციკლის ღირებულება 30 მილიარდი დოლარია, რაც დაპირებულთან შედარებით გაცილებით ძვირია და ფაქტიურად უარი ათქმევინა კანადას ამ გამანადგურებელზე.

Ми-35,Ми-28Н & Ка-52



საკმაოდ საინტერესო გადაცემა რუსეთის საარმიო ავიაციის შეიარაღებაში მყოფი სამი სახეობის დამრტყმელი შვეულმფრენის შესახებ:


P.S. ბევრი ჟურნალისტური შეცდომებისა და ემოციური ბავშვური ფრაზებისგან გაფილტვრის შედეგად საკმაოდ საინტერესო რამეს გაიგებს კაცი – განსაკუთრებით Ka–52–ის რადარის შესახებ.

ახალი ჩინური პერსპექტიული თვითმავალი ორლულიანი ნაღმტყორცნი ჯავშანტრანსპორტიორი ZBL-09 ბაზაზე

ჯავშანტრანსპორტიორი ZBL-09 ჩინეთის არმიის შეიარაღებაში

ZBL-09 - ეს არის ჩინეთის არმიის, სავალი ნაწილის 8х8 ფორმულის მქონე, ახალი ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მანქანის 8 ერთეული პირველად ოფიციალურად დემონსტრირებული იქნა ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე. ამ მანქანის ბოლო სამწლიანი სამსახურის განმავლობაში მის ბაზაზე მანქანების მთელი ოჯახი შეიქმნა: ტანკების გამანადგურებელი, საზენიტო–სარაკეტი საარტილერიო კომპლექსი, შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა, გზაგამწმენდი საინჟინრო მანქანა, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და სხვა მრავალი.

ჯავშანტრანსპორტიორი ZBL-09

შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა ZBL-09-ის ბაზაზე

105მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი, საცეცხლე მხარდაჭერის მანქანის საექსპორტო ვარიანტი ZBL-09–ის ბაზაზე

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ZBL-09–ის ბაზაზე

კიდევ ერთი აქტუალური პროექტი რომელიც ჩინელებმა ამ მანქანის ბაზაზე წამოიწყეს ეს თვითმავალი ნაღმტყორცნია. ამასთან ჩინელებმა ორ ლულიან ვარიანტზე გააკეთეს აქცენტი (ამგვარი პროექტს ამჟამად მხოლოდ ფინურ კომპანია Patria ახორციელებს, სახელწოდებით AMOS).ორი ლულის დაყენებით მიიღწევა დიდი სწრაფსროლა და ამავდროულად მაქსიმალური ეფექტი "გამალებული ცეცხლის დროს" (დასავლეთში ამას multiple rounds simultaneous impact MRSI უწოდებენ) – საუბარია მაქსიმალური სწრაფსროლისას, ერთ სამიზნეზე სხვადასხვა მუხტების გამოყენებით (რაც ცვალებადი მოდულური მუხტების გამოყენებით მიიღწევა) ლულების აწევის სხვადასხვა კუთხეზე ცეცხლის წარმოებაზე. ამ დროს ჯერის ყველა ჭურვი მიზანთან პრაქტიკულად ერთდროულად ეცემა, რაც მისი განადგურების მაღალ ალბათობას იძლევა.

ორლულიანი ჩინური თვითმავალი სისტემა ZBL-09–ის ბაზაზე (გრაფიკული გამოსახულება)

თურქეთის გენერალური შტაბის საჩუქარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

დღეს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს სამხედრო უწყებას საჩუქრად ორი ერთეული „ლენდ როვერის“-ის მარკის საველე სარემონტო მანქანა და ერთი ერთეული ”ფორდის” მარკის ცეცხლმქრობი საველე მანქანა გადმოსცა. გადაცემის საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში მდებარე საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის უწებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადმოცემა, თურქეთის მხარესთან 2006 და 2008 წლებში ხელმოწერილი საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. ქართული მხარის მხრიდან დოკუმენტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი კერესელიძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის გენერალური შტაბის ლოგისტიკური საკითხების ოფიცერმა, შტაბის მაიორმა აიჰან დოღრუოზიმ მოაწერეს. „დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უკვე მრავალი წელია თურქული მხარე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ და არა მხოლოდ ლოგისტიკისა და საგარეო ფინანსური დახმარებების ფარგლებში. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ თანადგომას, რაც ქართველი სამხედროებისათვის საგანმანათლებლო კურსებით უზრუნველყოფასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებით გამოიხატება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ. მანქანების გადმოცემის საზეიმო ცერემონიას გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მურათ ბურანმა და სამხედრო ატაშემ.









წყარო:
თურქეთის გენერალური შტაბის საჩუქარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს


Zhuhai Air Show-2012–ის საუკეთესო ექსპონატები

თანამედროვე ავიატექნიკა, წარმოუდგენლად ეფექტური საპილოტაჟო გამოსვლები და ყველაზე მთავარი – უამრავი ლამაზი გოგონა. სწორედ ამ შეთანხმებულმა ნაზავმა გახადა მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ავიაგამოფენა, Zhuhai Air Show-2012  (სამზადისი გამოფენა Zhuhai Air Show-2012–ისათვისZhuhai Air Show-2012–ის მორიგი სიურპრიზი) წარმოუდგენლად ეფექტური და მიმზიდველი.