რუსეთის პრესიდენტმა, ვლადიმირ პუტრინმა, თურქეთის პრემიერ მინისტრ ერდოღანთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა – "რუსეთი მზადაა უზარმაზარი თანხით დააფინანსოს თურქეთში, აკუგიუში, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ამ პროგრამიდან მოგებას ორივე მხარე ნახავს".
"საუბარია ძაან დიდ და ბევრის მომცემ სამუშაოზე და მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ მიზნით რუსეთი საკმაოდ დიდ თანხას – 20 მილიარდ დოლარს გამოყოფს თურქეთისთვის" – განაცხადა პუტინმა. "ჩვენ სრულებით დავაფინანსებთ სამუშაოებს. გამოყოფილი თანხის არა ნაკლებ 25% წავა თურქეთში ახალი სამუშაოების შესაქმნელად". ასევე პუტინის განცხადების თანახმად ასზე მეტმა თურქმა მეცნიერმა ამ დარგში უკვე გაიარა მომზადება რუსეთში.
პუტინმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს რუსეთიდან თურქეთისთვის გაზსადენი Blue Stream–ის მეშვეობით დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი. 2011 წელს თურქეთმა რუსეთიდან 26 მილიარდი კუბური მეტრი ფიზიკური აირის იმპორტირება მოახდინა, აქედან 16 მილიარდი კუბური მეტრი Blue Stream–ის საშუალებით.
რუსეთის ფედერაციის ენერგო რესურსების მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა რომ თურქეთს ამ რაოდენობის 3 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდა სურს და ამ საკითხის მოგვარებაზე ორ ქვეყანას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება გაზსადენი South Stream, რომლის მშენებლობა მომავალ კვირას დაიწყება და 2015 წელს დასრულდება.
P.S. საკმაოდ სერიოზულ გეოსტრატეგიულ თამაშთანა გვაქვს საქმე – წინა კვირას რუსული საბრძოლო ხომალდები ღაზას სექტორთან იმყოფებოდა (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა – Москва Vs Iwo Jima), რითაც საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიდა დასავლელ პარტნიორებს. მანამდე თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა რუსული თვითმფრინავის გადაჭერის გამო. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აშკარა მოწმობს იმაზე რომ დასავლეთსა (უფრო აშშ–სა) და რუსეთს შორის ვაჭრობა შესდგა – ორივე მხარემ გარკვეული პოზიციები დასთმო და საპასუხოდ მოგებაც მიიღო. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რომელთა ეპიცენტრშიც ისევ და ისევ სირია უნდა იყოს ჩემის აზრით.
No comments:
Post a Comment