გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოების, КнААПО–ს (Комсомольское-на-Амуре авиационное производственное объединение имени Ю.А. Гагарина) პრეს–სამსახურმა გამოაქვეყნა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის აწყობილი ახალი სამი Су-35С–იდან ერთერთის სურათები – საბორტე ნომერი "წითელი 06" (სერიული ნომერი 01–06). ცნობილია რომ სამი ახალი Су-35С, რომლებიც კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2009 წელს გაფორმებული 48 მანქანიანი კონტრაქტის მიხედვით ააწყო, უკვე გადის საფრენოსნო გამოცდებს. ამ თვითმფრინავების საბორტე ნომრებია "წითელი 05" (სერიული ნომერი 01–05), "წითელი 06" (სერიული ნომერი 01–06) და "წითელი 07" (სერიული ნომერი 01–07) და შეღებილი არიან რუსეთის საჰაერო ძალების ახალ ფერებში – მუქი–ნაცრისფერი ზედა და ცისფერი ქვედა მხარე.
სამივე მანქანა დეკემბრის ბოლოს რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს უნდა გადაეცეს. სავარაუდოდ წლის ბოლოს დამატებით კიდევ სამი მანქანა იქნება მიწოდებული. არსებული ინფორმაციით ეს ექვსი გამანადგურებელი გადაცემული იქნება ლიპეცკში მდებარე, სამხედრო–საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო გამოყენების მე–4, ჩკალოვის სახელობის ცენტრში. მთლიანობაში უკვე 7 ცალი Су-35С აწყობილი.
სურათების წყარო:
Су-35С для ВВС России
No comments:
Post a Comment