ბოლო დროს რუსული სამხედრო წარმოება და თავდაცვის სამინისტრო ახალ–ახალ და საინტერესო განცხადებებს ავრცელებენ რუსეთის არმიის ავტომატური იარაღის შესახებ. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ბოლო წლების განმავლობაში – AK-100, AK-200, AH-94, AEK და ბოლოს AK-12. თუმცა არცერთს არ დაადგა საშველი მასიურად წასულიყო რუსულ არმიაში, ალბათ ფასის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უბრალო, რუსეთის არმიის შეიარაღებაში მასიურად არსებული AK-74 და AK-74M–ების მოდერნიზაცია. ზუსტი სახე მოდერნიზაციისა უცნობია, თუმცა ამაზე უკვე ვწერი ბლოგში – რუსეთის არმია კალაშნიკოვების მოდერნიზაციას აპირებს.
ამჯერად რუსულ ტელეარხ 1TV–ზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი რუსული ეკიპირების შესახებ, რომელის გამოცდების ფარგლებშიც (დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები) იარაღიც იტესტება (სავარაუდოდ სხვადასხვა ვარიანტები როგორც ვიდეოდან და ფოტომასალიდან ჩანს):
1TV–ს რეპორტაჟი
მაგრამ რეპორტაჟში ყველაზე საინტერესო კალაშნიკოვის ახალი მოდერნიზაციაა, რომელიც მანამდე ჯერ არ გამოჩენილა:
ერთი შეხედვით თითქოს AK-12 უნდა იყოს, ან მის ბაზაზე შექმნილი კალაშნიკოვის ვარიაცია
განსხვავებული ცევეოთი............
და ამ დროს ჩვეულებრივი კალაშნიკოვის ლულის კოლოფის თავასხური – უბრალოდ მცველი–რეჟიმის გადამრთველი არის უკან გადმოწეული
სავარაუდოდ ეს მოდერნიზირებული AK-105–ია, რომელშიც AK-12–ში გამოყენებული გადაწყვეტილებებია გადმოტანილი.
P.S. დაველოდოთ და ვნახავთ საბოლოოდ რუსეთის სამხედრო წარმოება რას შობს.
No comments:
Post a Comment