Showing posts with label АК. Show all posts
Showing posts with label АК. Show all posts

Thursday, January 21, 2016

AK-Alfa - კალაშნიკოვი აშშ-დან


SHOT SHOW 2016-ზე რუსული კომპანიის "კალაშნიკოვის კონცერნის" (Концерн «Калашников») შვილობილმა კომპანიამ, Kalashnikov USA-მ, წარმოადგინა სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილი შაშხანა "AK-Alfa", რომელიც ცნობილი ავტომატური შაშხანის, საბჭოთა АК-ს ბაზაზეა შექმნილი. 


კომპანიის წარმომადგენლის განცხადების თანახმად ცვლილება ძირითადად დიზაიანსა და ერგონომიკას შეეხო. გავრცელებული 3D ვიდეოს და ფოტოების მიხედვით შეგვიძლია შემდეგ სიახლეებზე ვისაუბროთ

  • სიმაღლეში და სიგრძეში რეგულირებადი კონდახი
  • კონდახის ცვალებადი დემფერი
  • მოდულური, ორთოპედული ფისტოლეტის სახელური
  • სათადარიგო ელემენტების წყალგაუმტარი საცავი ფისტოლეტის სახელურში
  • მჭიდის შესაცვლელი ამბიდექსტრული ბერკეტი
  • ახალი, АR-ის ტიპის, ცეცხლის სახეობის ამბიდექსტრული გადამრთველ
  • მარჯვნივ ან მარცხნივ იარაღის დასამუხტი სახელურის გადატანის შესაძლებლობა
  • პოლიმერისგან დამზადებული კორპუსი, რომელიც პიკატინის მიმმართველებითაა აღჭურვილი
იარაღი 7,63x39 კალიბრის ტყვიებს მოიხმარს და შეუძლიე АК-ს მჭიდები გამოიყენოს. კომპანია შაშხანის ორ ვარიანტს, გრძელ ლულიანი AKL-ს და მოკლელულიან AKS.







წყარო:

Tuesday, April 30, 2013

რუსული იარაღწარმოების სიახლეები

2013 წლის 29 აპრილს "Ижмаш"–ის საკონსტრუქციუო–ტექნოლოგიური ცენტრის (Конструкторского-технологического центр – КТЦ) 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღესასწაულზე, საწარმოოს მთავარმა კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა ცენტრის პერსპექტიული გგანვითარების შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა კომპანიის მიერ სამოქალაქო და სამხედრო თემატიკით შექმნილი იარაღის ბოლო ნიმუშები.
ვიტალი ზლობინის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთების დიდი მოცულობის გამო საკონსტრუქციო ცენტრი კვირაში ექვსი დღე მუშაობს. კერძოდ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დავალებით ცენტრის სპეციალისტები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Вояка-А12"–ის ფარგლებში ორი ახალი ავტომატის შექმნაზე მუშაობენ. ამას გარდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის АК-12-ის ბაზაზე იქმნება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მთელი რიგი, რომელიც 7,62х39მმ ტყვიებს მოიხმარს და მომავალში АК-103, АК-104 და АКСУ-74 ჩაანაცვლებს.
ასევე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში "Ижмаш"–ის კონსტრუქტორები ქმნიან ახალ ავტომატს, სახელწოდებით АК-12СН, რომელსაც მოდულური კონსტრუქცია ექნება. ამ მოდელის გამოცდები სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყება. 
"Ижмаш" ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით მუშაობს მეასე სერიის АК-ას და АК-74–ის მოდერნიზაციაზე და ამას გარდა საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები, ავტომატი რუსულ არმიაში, რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება)ფარგლებში საერთო საჯარისო ავტომატის შექმნის სამუშაოებსაც ახორციელებს, რომელიც АК-12–ის პლატფორმაზე იქნება შემუშავებული, ამ ავტომატის სახელმწიფო გამოცდები 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.
ამას გარდა "Ижмаш"–ის მთავარი კონსტრუქტორმა განაცხადების თანახმად АК-12–ისთვის შექმნილია ახალი კალიბრის ტყვია და რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამი ახალი ტყვია – ერთი პისტოლეტის და ორი ავტომატის.
ახალი სნაიპერული შაშხანა ВС-121


წარმოდგენილი არაღების სხვადასხვა ნიმუშები

P.S. როგორ ფოტოებიდან ჩანს АК-12-ის კონსტრუქციაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – დაყენებული წინა სახელური, ზედა პიკატინის მიმმართველი მთლიან სიგრძეზე ერთიანად აყენია, ლულის კოლოფის თავსახური და ლულის ზედსადები გაერთიანდა და მათი შემაერთებელი სახსარი გაუქმებულია.

Saturday, December 8, 2012

ავტომატი რუსულ არმიაში

ბოლო დროს რუსული სამხედრო წარმოება და თავდაცვის სამინისტრო ახალ–ახალ და საინტერესო განცხადებებს ავრცელებენ რუსეთის არმიის ავტომატური იარაღის შესახებ. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ბოლო წლების განმავლობაში – AK-100, AK-200, AH-94, AEK  და ბოლოს AK-12. თუმცა არცერთს არ დაადგა საშველი მასიურად წასულიყო რუსულ არმიაში, ალბათ ფასის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უბრალო, რუსეთის არმიის შეიარაღებაში მასიურად არსებული AK-74 და AK-74M–ების მოდერნიზაცია. ზუსტი სახე მოდერნიზაციისა უცნობია, თუმცა ამაზე უკვე ვწერი ბლოგში  – რუსეთის არმია კალაშნიკოვების მოდერნიზაციას აპირებს.

ამჯერად რუსულ ტელეარხ 1TV–ზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი რუსული ეკიპირების შესახებ, რომელის გამოცდების ფარგლებშიც (დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები) იარაღიც იტესტება (სავარაუდოდ სხვადასხვა ვარიანტები როგორც ვიდეოდან და ფოტომასალიდან ჩანს):

1TV–ს რეპორტაჟი 

მაგრამ რეპორტაჟში ყველაზე საინტერესო კალაშნიკოვის ახალი მოდერნიზაციაა, რომელიც მანამდე ჯერ არ გამოჩენილა:

ერთი შეხედვით თითქოს AK-12 უნდა იყოს, ან მის ბაზაზე შექმნილი კალაშნიკოვის ვარიაცია

განსხვავებული ცევეოთი............

და ამ დროს ჩვეულებრივი კალაშნიკოვის ლულის კოლოფის თავასხური – უბრალოდ მცველი–რეჟიმის გადამრთველი არის უკან გადმოწეული


სავარაუდოდ ეს მოდერნიზირებული AK-105–ია, რომელშიც AK-12–ში გამოყენებული გადაწყვეტილებებია გადმოტანილი.

P.S. დაველოდოთ და ვნახავთ საბოლოოდ რუსეთის სამხედრო წარმოება რას შობს.