2013 წლის 29 აპრილს "Ижмаш"–ის საკონსტრუქციუო–ტექნოლოგიური ცენტრის (Конструкторского-технологического центр – КТЦ) 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღესასწაულზე, საწარმოოს მთავარმა კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა ცენტრის პერსპექტიული გგანვითარების შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა კომპანიის მიერ სამოქალაქო და სამხედრო თემატიკით შექმნილი იარაღის ბოლო ნიმუშები.
ვიტალი ზლობინის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთების დიდი მოცულობის გამო საკონსტრუქციო ცენტრი კვირაში ექვსი დღე მუშაობს. კერძოდ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დავალებით ცენტრის სპეციალისტები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Вояка-А12"–ის ფარგლებში ორი ახალი ავტომატის შექმნაზე მუშაობენ. ამას გარდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის АК-12-ის ბაზაზე იქმნება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მთელი რიგი, რომელიც 7,62х39მმ ტყვიებს მოიხმარს და მომავალში АК-103, АК-104 და АКСУ-74 ჩაანაცვლებს.
ასევე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში "Ижмаш"–ის კონსტრუქტორები ქმნიან ახალ ავტომატს, სახელწოდებით АК-12СН, რომელსაც მოდულური კონსტრუქცია ექნება. ამ მოდელის გამოცდები სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყება.
"Ижмаш" ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით მუშაობს მეასე სერიის АК-ას და АК-74–ის მოდერნიზაციაზე და ამას გარდა საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები, ავტომატი რუსულ არმიაში, რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება)ფარგლებში საერთო საჯარისო ავტომატის შექმნის სამუშაოებსაც ახორციელებს, რომელიც АК-12–ის პლატფორმაზე იქნება შემუშავებული, ამ ავტომატის სახელმწიფო გამოცდები 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.
ამას გარდა "Ижмаш"–ის მთავარი კონსტრუქტორმა განაცხადების თანახმად АК-12–ისთვის შექმნილია ახალი კალიბრის ტყვია და რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამი ახალი ტყვია – ერთი პისტოლეტის და ორი ავტომატის.
ახალი სნაიპერული შაშხანა ВС-121
წარმოდგენილი არაღების სხვადასხვა ნიმუშები
P.S. როგორ ფოტოებიდან ჩანს АК-12-ის კონსტრუქციაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – დაყენებული წინა სახელური, ზედა პიკატინის მიმმართველი მთლიან სიგრძეზე ერთიანად აყენია, ლულის კოლოფის თავსახური და ლულის ზედსადები გაერთიანდა და მათი შემაერთებელი სახსარი გაუქმებულია.
No comments:
Post a Comment