საქართვლოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მეოთხე ბრიგადის დაზვერვის ასეულმა და ხრიდოლის მებრძოლებმა ერთბლივი საჩვენებელი ნომერი წარმოადგინეს. თვეზე მეტია, მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანლობის ინიციატივით, ბრიგადის დაზვერვის ასეულის მებრძოლებს ხელჩართული ბრძოლის ქართული სიტემის - ხრიდოლის მიხედვით წვრთნიან ხრიდოლის ინსტრუქტორები გიორგი ავსაჯანიშვილი და პაპუნა კალანდია. მიუხედავად იმისა, რომ ასეულს მოსამზადებლად ძალზე ცოტა დრო ჰქონდა, მათ მაინც ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებას. უახლოეს დროში მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს მთლიან ბრიგადაში დანერგოს ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. ხრიდოლის საბრძოლო სისტემის ქართულ ჯარში დანერგვა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ინიციატივით, 2009 წლიდან დაიწყო. იმავე წლიდან ხრიდოლის წესებით ტარდება შეიარაღებული ძალების პირველობა ხელჩართულ ბრძოლაში. 2012 წელს, თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ინიციატივით, ხრიდოლის ინსტრუქტორების მიერ გადამზადდა 40 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა უნდა დანერგონ ჯარში. სულ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 200 სამხედრო მოსამსახურის გადამზადება ხრიდოლის ინსტრუქტორად.
წყარო:
No comments:
Post a Comment