суббота, 27 мая 2017 г.

TALOS - აშშ-ს არმიის მომავლის ჯარისკაცის ეკიპირება

2014 წლის ზაფხულში ამერიკელებმა ამ სისტემის გამოცდა დაიწყეს (სისტემის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - აშშ–ს არმია ივნისში "Iron Man"–ის კოსტუმის გამოცდებს დაიწყებს). ნეტა სადამდე არიან მისულები?

26 მაისის ღონისძიებაზე გამოტანილი ებრაული ჰსთ კომპლექსი Spyder-SR და ზცრს LAR-160

26 მაისის ღონისძიებაზე გამოტანილი ებრაული წარმოების ჰსთს კომპლექსი Spyder-SR და ზცრს LAR-160. ორივე სისტემა დიდი ხანია არ გამოჩენილა - ნეტა ისევ ხო არ დათბა ებრაელებთან?

ჰსთ კომპლექსი Spyder-SR 

LAR-160

ახალი უკრაინული მართვადი 300 მილიმეტრიანი რაკეტის გამოცდა


2017 წლის 26 მაისი, ოდესის ოლქი - საბჭოთა ზცრს БМ-30 Смерч-ის ახალი უკრაინული მართვადი რაკეტის გამოცდა. 

Тигр-М-ის ბაზაზე შემოდგმული ახალი რუსული თავითმავალი ნაღმტყორცნი

არტსისტემის შესახებ დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ფოტოს მიხედვით მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება რომ კომპლექსი სრულიად ავტომატიზირებულია და რომ მისი კალიბრი 120 მილიმეტრია.



50-ე Т-84 БМ Оплот

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათის მიხედვით ხარკოვის საამქროში უკვე 50-ე  Т-84 БМ Оплот-ის კორპუსის აწყობა მიმდინარეობს. ეს იქნება სულ აწყობილი ორმოცდამეათე ამ ტიპის მანქანა, ხოლო ტაილანდისთვის კი ორმოცდამერვე (კორპუსის მარცხენა ბორტის შიდა მხარეს სწორედ ამიტომ აწერია N48 (ტაილანდმა სულ 48  Т-84 БМ Оплот შეუკვეთა). ასევე ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება რომ ტაილანდის არმიას უკვე გადაეცა 30 ცალი ტანკი, ხოლო მომდევნო 6 მანქანა მზადყოფნის სხვადასხვა საფეხურზეა და შემკვეთს უახლოეს მომავალში გადაეცემა.


მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით უკრაინულ მხარეს ტაილანდისთვის ტანკები შემდეგი გრაფიკით უნდა მიეწოდებინა: 2012 წლის დეკემბერი - ხუთი მანქანა, 2013 წლის აგვისტო - 15 მანქანა, 2013 წლის დეკემბერი - 15 მანქანა, 2014 წლის აგვისრო - 14 მანქანა. 

რეალურად უკრინულმა მხარემ პირველი ხუთი ცალი "Оплот-Т" 2013 წლის ოქტომბრისთვის დაასრულა და მათი დემონსტრირება იმავე წლის 15 ოქტომბერს განახორციელა. ტანკები, თითო 4,45 მილიონი დოლარის საბაჟო დეკლარირებული ღირებულებით, ტაილანდში 2013 წლის 20 დეკემბერს გაიგზავნა საზღვაო გზით და დანიშნულების ადგილზე 2014 წლის 4 თებერვალს ჩააღწია.

"Оплот-Т"-ს მეორე, ხუთ მანქანიანი პარტია, "მალიშევის სახელობის ქარხანამ" 2015 წლის დასაწყისისთვის დაამზადა და ტაილანდში 2015 წლის 31 მაისს ჩაიყვანა. მესამე ხუთ მანქანიანი პარტია 2016 წლის აპრილისთვის დასრულდა და ტაილანდს 2016 წლის 21 მაისს მიეწოდა, მეოთხე ხუთ მანქანიანი პარტია ტაილანდს 2016 წლის ნოემბერში გადაეცა.

ამრიგად, ამ მომენტისთვის უკრაინულმა მხარემ ტაილანდს ფიზიკურად უკვე 20 ცალი БМ "Оплот-Т" გადასცა. სავარაუდოდ კიდევ ერთი ხუთ მანქანიანი პარტია (21-დან 25-ის ჩათვლით) ტაილანდში უახლოეს დღეებში ჩავა. ამას გარდა 25 მაისს ქარხნის ინჟინრის განცხადების თანახმად უახლოეს დღეებში ტაილანდში БМ "Оплот-Т"-ს მომდევნო, მეექვსე პარტია იქნება გაგზავნილი.

შეგახსენებთ რომ, ხელშეკრულება № USE-18.2-356-D/K-11, რომლის ღირებულებაც 240 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, ГК "Укрспецэкспорт"-სა და ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ტაილანდის არმიას 49 ცალი ახალი ტანკი БМ "Оплот-Т" და მის ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული-საევაკუაციო მანქანა БРЭМ-84 "Атлет" 2014 წლისთვის უნდა მიეღო, თუმცაღა "მალიშევის სახელობის ქარხანა" წარმოების დაწყებისთანავე წააწყდა ტანკმშენებლობის რთულ პრობლემებს და მიწოდების ვადები თითქმის ოთხი წლით გადაიწია.


გილოცავთ 26 მაისს (ფოტოები ღონისძიებიდან)

ყველა ქართველ მამულიშვილს ვულოცავ დამოუკიდებლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

26 მაისს თავისუფლების მოედანზე გამოყვანილი ქართული არმიის საბრძოლო და დელტას არასერიული ტექნიკა. მოედანზე ქართული არმიის კუთვნილი შემდეგი ტექნიკა იყო გამოტანილი:
  • SAM Spyder-SR
  • 152mm SpGH DANA
  • Raketomet RM-70 GRAD
  • Ejder 6x6
  • LAR-160
  • MaxxPro


ჯტრ Ejder 6x6
 
ჯტრ Ejder 6x6, LAR-160 & MaxxPro

152mm SpGH DANA & Raketomet RM-70 GRAD
 

 MRAP MaxxPro

დელტას ნაწარმი

ახალწვეულების ფიცის საზეიმო ცერემონიალს NRF-ის ქართული ასეულიც დაესწრო

ახალწვეულების ფიცისწინა ჩამოვლა