აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2017 წლის 20 მაისს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, საუდელთა უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ერი-რიიადში ხელი მოაწერა ორმხრივი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის 109,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებსა და მემორანდუმს.
როგორც ამერიკულ ჟურნალ "The National Interest"-ში გამოქვეყენებული სტატიის, სახელწოდებით "How the United States Is Turning Saudi Arabia Into a Military Juggernaut", ავტორი, Dave Majumdar იუწყება, ამ მთლიანი თანხიდან მხარეებს შორის რეალურად მხოლოდ „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ (Foreign Military Sales - FMS) ხაზით ნებადართული 12,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რვა პაკეტია შეთანხმებული და მათზე ფორმალურად ხელი ერთი დღით ადრე, 19 მაისს მოეწრა.
დანარჩენი 95,2 მილიარდი დოლარი მხოლოდ ტრამპის მიერ საუდელებთან 20 მაისს ხელმოწერილ, 34 პუნქტიან მემორანდუმში ფიგურირებს. ამ 34 სავარაუდო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გაგრძელდება, ამასთან ამ სიაში შედის ისეთი პოტენციური ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება როგორც „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ ხაზს, ასევე ამერიკული კომპანიების მიერ „პირდაპირი კომერციული გაყიდვების“ ხაზს (Direct Commercial Sales - DCS).
ხელშეკრულების ორივე ნაწილის (როგორც უკვე გაფორმებულის ასევე მხოლოდ მემორანდუმში შესულის) დეტალები უცნობია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ საუდის არაბეთი, ამ მეგაშეთანხმებების ფარგლებში, გეგმავს შეიძინოს THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსები, Patriot-ის ტიპის დამატებითი საზეინტო სარაკეტო კომპლექსები და მისი რაკეტები, აეროსტატული რადიოლოკაციური სისტემები, სანაპირო ზოლისა და საზღვრის დაცვისა და კონტროლის სისტემები, საარტილერიო პოზიციების აღმომჩენი რადიოლოკაციური სისტემები, ჯავშანსატანკო ტექნიკა (სავარაუდოდ General Dynamics-თან კანადის მიერ გაფორმებულ მეგა ხელშეკრულების ფარგლებში - არაა გამორიცხული რომ მისი მანქანების ასაწყობი ხაზი საუდის არაბეთში მოეწყოს), Abrams-ის ტიპის ტანკების დამატებითი პარტია, 155 მილიმეტრიანი М777 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები, დიდი რაოდენობის ვერტმფრენები და სხვა.
ვერტმფრენებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ცნობილია, რომ, 19 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებებში საუდის არაბეთში Boeing CH-47F Chinook-ის ტიპის 48 ცალი სატრანსპორტო ვერტმფრენის FMS ხაზით გაყიდვის მანამდე გამოცხადებული ხელშეკრულებაც შევიდა (მანამდე გავრცელებული ცნობის მიხედვით ამ მიწოდების ფასი 3,51 მილიარდი დოლარს შეადგენდა) და ამას გარდა კორპორაცია Lockheed Martin-თან ხელი მოეწერა პოტენციურ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთში 150 ცალი Sikorsky S-70i International Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენის ასაწყობი ხაზი უნდა მოეწყოს.
საზღვაო ტექნიკის კუთხით ცნობილია რომ, მემორანდუმში შევიდა უკვე შეთანხმებული და საუდის არაბეთისთვის ასაწყობად გამზადებული ოთხი მრავალმიზნობრივი საბრძოლო ხომალდი Multi-Mission Surface Combatant (MMSC), რომლებიც აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის უკვე აწყობის პროცესში მყოფი Freedom-ის ტიპის „ლიტორალური“ საბრძოლო ხომალდების (Littoral Combat Ship - LCS) სახესხვაობას წარმოადგენს (Lockheed Martin-ის მიერ შემუშავებული LCS-ს ვარიანტი). აღნიშნული მიწოდების ღირებულება, ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, მოწყობილობებისა, შეიარაღებისა და სარაკეტო მარაგის და ტექნიკურ მხარდაჭერის ჩათვლით, 11,25 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამას გარდა საუდის არაბეთი 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საფასურად Mk V ტიპის 30 ცალ ჩქაროსნულ საყარაულო კატერსაც მიიღებს.
წყარო:
No comments:
Post a Comment