суббота, 8 февраля 2014 г.

ღმერთი პატიობს – მე არა

1970 წლის  მაისი, კამბოჯა. კომუნისტების შტაბების ლიკვიდაციის ოპერაცია, სახელწოდებით Fishhook. მე–11 სატანკო საკავალერიო პოლკის ჯარისკაცი.

რუსეთის არმიის ჯარისკაცის პერსპექტიული ეკიპირება "Ратник" გამოცდებზე

 
რუსული პერსპექტიული ეკიპირების, "Ратник"–ის შესახებ არა ერთხელ ვწერდი:

ამჯერად პერსპეწქტიული ეკიპირება "Ратник" პირველად მოხვდა რიგით სამხედრო ნაწილში – მის გამოცდებს სასროლეთზე საჰაერო–სადესანტო ჯარების ფსკოვის სადესანტო–საიერიშო დივიზიაში კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცები ახორციელებენ.

пятница, 7 февраля 2014 г.

УВЗ in DEFEXPO-2014

ურალვაგონმშენი ქარხანა ინდოეთში, გამოფენა DEFEXPO-2014–ზე, კაცური სათამაშოებით ჩავიდა  :D


გამოფენა DEFEXPO-2014

ნუ გამოფენის სამზადისის შესახებ უკვე ვწერდი - DEFEXPO-2014. ეხლა კიდევ წარმოგიდგენთ გამოფენაზე გამოტანილი ჯავშანტექნიკის ნიმუშებს:

Tata Motors-VRDE(DRDO) Wheeled Armoured Platform (WhAP), Kestrel

 DRDO Rudra UGV 
DRDO Arjun Mk-2
 LAMV (Light Armoured Mobility Vehicle)
ამას რა დავარქვა არ ვიცი :D
Kalyani Group has teamed up with RAFAEL to offer a deep-upgrade package for the BMP-2 ICV.
MBP II and Samson Mk II turret

სირია – ალეპოს ციხე

მოკლედ გავრცელდა ორი ვერსია:
– პირველი ჩასული "ინტერნაციონალის" მიერ, რომლის თანახმადაც ალეპოს ციხის 80% იქნა აღებული და გაწმენდილი.
– მეორე სირიის არაბული არმიის მიერ, რომლისთანახმადაც შეტევის შედეგად დიდი დანაკარგი განიცადეს (20 კაცის ფარგლებში). მაგრამ ჯერ არცერთი არ დადასტურებულა.

ჩვენ კიდევ ჩვენი ბლოგისთვის შეტევის საინტერესო მომენტზე შევჩერდეთ – რებელსების გენიის კიდევ ერთი გამოვლინება, სატვირთო რომლის დახმარებითაც 20 ტონამდე ასაფეთქებელი მასალა რებელსებს ციხის ასაფეთქებლად მიჰქონდათ:
თვითონ აფეთქება – სატვირთომ ციხემდე ვერ მიაღწია, ციხის დამცველებმა მისი შეჩერება ჭიშკარამდე 100 მეტრში მოახდინეს. 20 ტონა ასაფეთქებლის დეტონაციაც იქვე მოხდა


среда, 5 февраля 2014 г.

DEFEXPO-2014

ინდოეთში, ქალაქ დელიში, ხვალ მუშაობას იწყებს რიგით მე–8 სახმელეთი, საჰაერო და საზღვაო შეიარაღების საერთაშორისო გამოფენა DEFEXPO-2014. 
გამოფენის სამზადისის დროს გადაღებული რამოდენიმე საინტერესო ექსპონატი:

 DRDO–ს მიერ შექმნილი ტანკი Arjun Mk-2
ტანკ Arjun Mk-2–ის მოკლე ტტმ
ტანკ Arjun Mk-2–ის ბაზაზე შექმნილი თვითმავალი გაუბიცა

წყარო:

Red Flag 14-1

2014 წლის 28 იანვარი. ნევადას საცდელ და სასწავლო პოლიგონის თავზე KC-135 Stratotanker ახორციელებს ავიაბაზა ლენგლი–ეუსიტის ( Joint Base Langley-Eustis) კუთვნილი F-22–ის საწვავით გამართვას
 2014 წლის 30 იანვარი, ნელსის ავიაბაზა (Nellis Air Force Base), ნევადას შტატი. იდაჰოს შტატში მდებარე მოუნტინ ჰოუმსის (Mountain Home Air Force Base) ავიაბაზის კუთვნილი F-15E Strike Eagle სწავლება Red Flag 14-1–ზე
2014 წლის 27 იანვარს აშშ–ში, შტატ ნევადაში დაიწყო სამხედრო ავიაციის სწავლება Red Flag 14-1, რომელიც 14 თებერვლამდე გაგრძელდება და მასში 150–მდე თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. აშშ–ს საუკეთესო გამანადგურებელი F–22 გარდა მასში მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის ავიაციის F-15E Strike Eagle და F-16C. საწვლებაში მონაწილე აშშ–ს ავიაციის თვითმფრინავების სრული სია ქვემოთაა მოყვანილი.
სწავლებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები – ავსტრალია F/A-18E/F Super Hornet–ებით და დიდი ბრიტანეთი Tornado GR.4–ითა და Eurofighter Typhoon–ით.



вторник, 4 февраля 2014 г.

ტანკი "БМ Оплот" ტაილანდშია

ტანკ "БМ Оплот"–ების პირველი პარტია, 5 მანქანის ოდენობით ტაილანდში ჩავიდა

წყარო:

ქართველი სამხედროების სამედიცინო მომზადება გერმანიაში (ფოტოები)

ევროპაში აშშ–ს მე–7 არმიის "ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო მეთაურობის" (Joint Multinational Training Command - US Army in Europe) სასწავლო ცენტრში, სამხედრო ბაზა Grafenwoehr–ში და Hohenfels–ის პოლიგონზე (7th Army Joint Multinational Training Command's Grafenwoehr and Hohenfels Training Area) ქართულმა ქვედანაყოფმა სამედიცინო სწავლება გაიარეს. სწაველბა NATO–ს ეგიდით  ISAF–ის მისიაში მონაწილეობის წინა მოსამზადებელი კურსის ნაწილია და ამერიკელი საზღვაო ქვეითების მეთვალყურებოით განხორციელდა.











 



წყარო: