БМ Оплот-ის ეფექტური გრაფიკული გამოსახულება
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label Т-84. Show all posts
Showing posts with label Т-84. Show all posts
Sunday, July 28, 2019
Friday, May 17, 2019
უკრაინულმა სატანკო ქვემეხმა გამოცდების სრული ციკლი გაიარა
ღია სააქციონერო საზოგადოება "სტაროკრამატორსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ" (ПАТ «Старокраматорський машинобудівний завод») კიევში მიმდინარე "უკრაინის თავდაცვითი მრეწეველობის ლიგის" გამოფენაზე საკუთარი წარმოების სატანკო ქვემეხი წარადგინა.
გამოფენაზე წარდგენილი 125 მილიმეტრიანი სატანკო ქვემეხი
როგორც სახმედრო ექსპერტი სერგეი ზგურეცი (Сергій Згурець) იუწყება - "ქვემეხმა გამოცდების სრული ციკლი გაიარა, განახორციელა 700 ქვეკალიბრული ჭურვის გასროლა და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა".
საწარმოოს წარმომადგენლის განცხადების თანახმად ქარხანა მზადაა აწარმოოს 125-დან 155 მილიმეტრამდე ნებისმიერი კალირბის, როგორც კუთხვილულიანი, ასევე გლუვლულიანი ქვემეხი.
ზგურცევის განცხადების თანახმად - "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც უკრაინის არმიაში არსებული როგორც სატანკო, ასევე საარტილრეიო ლულები შეცვლას საჭიროებს".
გამოფენაზე წარმოდგენილი სატანკო ქვემეხი КБА-3 განკუთვნილია შემდეგი სახის ტანკებისთვის - Т-80УД, Т-84 და БМ «Оплот». მისი გამოყენება ასევე ხდება Т-64-ის მოდერნიზაციის დროს. სწორედ ეს ქვემეხი აყენია საექსპორტო БМ «Оплот»-ებზეც.
Saturday, June 16, 2018
Strong Europe Tank Challenge 2018-ზე უკრაინული Т-84-ების მარცხის მიზეზი
Т-84-ებით შეიარაღებული უკრაინის სატანკო ოცეულის მეთაური, კაპიტანი რომან ბაგაევი ჟურნალისტს სატანკო შეჯიბრ Strong Europe Tank Challenge 2018-ზე, უკრაინული Т-84-ების მარცხის მიზეზების შესახებე საუბრა. სტატიის მოკლე შინაარსი შემდეგნაირად გამოიყურება:
ხშირი იყო ავტომატური დამტენის გაუმართაობა და მტყუვნება. რეალურად ტანკები საშუალოდ 5 გასროლას ასწრებდნენ მტყუვნებებს შორის.
ორ ტანკს სტაბილიზატორმა უმტყუვნა, ქვემეხს აკანკალებდა და დამიზნებით სროლას შეუძლებელს ხდიდა
აღნიშნული გაუმართაობების მიზეზით, შეჯიბრის პირველ ეტაპზე, ტანკისტებმა იერიშშის განხორციელებისას ორმოცი ჭურვიდან მხოლოდ 16 გასროლა მოახერხეს.
ასევე თავდაცვაში, სადაც საჭირო იყო 28 სამიზნის განადგურება, უკრაინელებმა მხოლოდ 21 გაანადგურეს, მესამე ტანკმა გაუმართაობის მიზეზით ცეცხლის წარმოება ვერ შეძლო.
ამ ეტაპზე შედეგები შემდეგნაირად გამოიყურებოდა - ორმა ქვეყანამ 24 სამიზნე გაანადგურა, ერთმა 22, უკრაინელებმა 21, დანარჩენმა ყველამ 20.
ასევე პრობლემას წარმოადგენდა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა, რის შედეგადაც ხდებოდა მოკლე ჩართვები, და იქნებოდა ტანკის დაწვის საშიშროება
სხვა პრობლემებიდან აღსანიშნავია შემდეგი პუნქტები:
- საწარმოომ არ ისურვა ტანკისტებისთვის სასწავლო კურსის ჩატარება - უთხრეს არაა გადახდილიო.
- ტანკები მორიგეობით გადაეცემოდა ქვედანაყოფს. მაგალითისთვის ბოლო ტანკი ოცეულმა გერმანიაში გამგზავრებისთვის მიიღო, ეკიპაჟები არ იცნობდნენ ახალ მანქანებს, არ ჰქონდათ ოცეულის ურთიერთშეთანხმებული მოქმედების სათანადო დონე.
- პრობლემას წარმოადგენდა სათადარიგო ნაწილების არ არსებობაც. არსებული 6 მანქანიდან ერთერთის კანიბალიზაცია ხდებოდა და მისი დეტალები სხვა ტანკების გასამართად გამოიყენებოდა.
- პრობლემებს წააწყდა ცეცხლის მართვის სისტემაც, ხშირი იყო მტყუვნებები.
- არ მუშაობდა მთელი რიგირ გადამწოდებები, რაც მანქანის ექსპულატაციას ართულებდა.
გადამწოდებების გაუმართავი მუშაობა
დადებითი მხარეებიდან აღინიშნა ტანკზე დაყენებული თბოხედვის კამერა, მძლავრი ძრავა, რომლის წყალობითაც ტანკი მაღალ სიჩქარეს ანვითარებდა და ადვილად ეწეოდა ამერიკულ და ფრანგულკ ტანკებს, და გაზრდილი უკან სვლის სიჩქარე.
სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:
ტურნირის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:
Monday, June 4, 2018
Strong Europe Tank Challenge 2018 დაიწყო
გუშინ, 3 ივნისს, გრაფენვერში (გერმანია) NATO-ს საერთაშორისო ტურნირის, Strong Europe Tank Challenge 2018-ის, ოფიციაური გახსნა გაიმართა. შეგახსენებთ რომ ტურნირში შემდეგი ტანკები მონაწილეობენ - Leo-2A4 (ავსტრია), Leo-2A5 (პოლონეთი), Leo-2A6 (გერმანია), Challenger-2 (დიდი ბრიტანეთი), Abrams M1A2 SEP v2 (აშშ), Т-84 (უკრაინა), AMX–56 Leclerc (საფრანგეთი), Strv.122 (შვედეთი), შეჯიბრება საკმაოდ საინტერესო იქნება.

Wednesday, May 30, 2018
უკრაინის Т-84-ები გერმანიაში ჩავიდნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Tank Challenge-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
გრაფენვერში (გერმანია) უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Strong Europe Tank Challenge 2018-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. 3 ივნისს შეჯიბრების ოფიციალური გახსნა შესდგება. საუკეთესო სატანკო ოცეულის წოდებისთვის ერთმანეთს 8 ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.
იმის გათვალისწინებით რომ მონაწილეობენ ისეთი ტანკები როგორებიცაა - Leo-2A4 (ავსტრია), Leo-2A5 (პოლონეთი), Leo-2A6 (გერმანია), Challenger-2 (დიდი ბრიტანეთი), Abrams M1A2 SEP v2 (აშშ), Т-84 (უკრაინა), AMX–56 Leclerc (საფრანგეთი), Strv.122 (შვედეთი), შეჯიბრება საკმაოდ საინტერესო იქნება.
წყარო:
Monday, May 7, 2018
სწავლება Combined Resolve X - უკრაინული ტექნიკის რეიდი NATO-ს ჯარების ზურგში
გერმანიაში, გრევენსდორფის (Revensdorf) სასწავლო ცენტრში, მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლება Combined Resolve X-ზე, უკრაინულმა ქვედანაყოფმა თავი დადებითად გამოიჩინა. მათმა ეფექტურობამ თვით სწავლების ხელმძღვანელობაც კი გააოცა.
სწვლების მიმდინარეობის დროს, უკრაინელების მოწინააღმდეგე, ეგრეთწოდებული BLUEFOR-სე (ამ შემთხვევაში ამერიკის არმიის მექანიზირებული და სატანკო შენაერთი და ქართვული ქვედანაყოფი) პასიურობდა. ამით ისარგებლა უკრაინის 79-ე ცალკეული სადესანტო საიერიშო ბრიგადის მეთაურმა (რომლებიც ამ სწავლებაზე OPFOR-ს, ანუ NATO-ს მოწინააღმდეგეებს თამაშობდნენ), ვიცეპოლკოვნიკმა, მაქსიმ მირჰოროდსკიმ (Maksym Myrhorodskyi) და მტრის ზურგში რეიდი განახორციელა. რეიდის სამიზნეს ლოჯისტიკური ბაზის დაკავება და მისი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება წარმოადგენდა. შედეგად მიიღეს ორსაათიანი ბრძოლა, რომელშიც უკრაინული მხრიდან ორი БТР-80, ორი Т-84 და HMMWV, ხოლო ამერიკელთა მხრიდან რვა Abrams, ოთხი Bradley და ქვეითები მონაწილეობდნენ. შედეგად განადგურებული იქნა - ოთხი Abrams, ორი Bradley და 20 ქვეითი. უკრაინულმა მხარემ მცირე დანაკარგებით მიაღწია დანიშნულების ადგილს.
OPFOR-ის შემადგენლობაში შედიან
- უკრაინა
- აშშ
- ლატვიელები
- რუმინელები
- სლოვენები
BLUEFOR-სეს შემადგენლოაში შედიან
- აშშ
- საქართველო
- პოლონეთი
- ბულგარეთი
- ალბანია
წყარო:
Friday, April 20, 2018
უკრაინის არმიის Т-84-ები NATO-ს სატანკო შეჯიბრისთვის ემზადებიან
NATO-ს სატანკო ტურნირი, სახელწოდებით "Strong Europe Tank Challenge", წესით გაზაფხულის ბოლოსთვის დაიწყება. უკრაინელები უკვე ემზადებიან მსოფლოს საუკეთესო ტანკებთან შეჯიბრისთვის. ამ ტურნირში უკრაინული მხარე Т-84 "Оплот"-ებით (Объект–478ДУ9) მიიღებს მონაწილეობას (გასულ წელს უკრაინელები ტურნირზე Т-64БВ-ეებით წარდგნენ). მანქანებმა გაიარეს კაპიტალური რემონტი მოდერნიზაციის ელემენტებით (დაემატა უკანა ხედვის კამერა, კიბე და სხვა მცირე დეტალები).
სტატიები გასული წლის ტურნირის შესახებ:
- NATO-ს სატანკო ტურნირი დასრულდა და გამარჯვებულია ........
- "Strong Europe Tank Challenge-2017" აქტიურ ფაზაშია
- ტანკები NATO-ს სატანკო ტურნირისთვის ემზადებიან
- NATO-ს სატანკო ტურნირი "Strong Europe Tank Challenge-2017" 7 მაისს დაიწყება
Sunday, August 20, 2017
ცოტა რამე უკრაინული БМ Оплот-ის ჯავშანდაცვის შესახებ
UPD: პერიოდულად დაემატება უკრაინული ტანკის ჯავშან ელემენტების ფოტოსურათები და აღწერილობა!!!
ბორტები (ფოტო №14) - წინა მოდელებისგან განსხვავებით, БМ Опллот-ზე, ბორტები შეათხელეს. საწყისი სისქე, მართვისა და საბრძოლო განყოფილების რაიონში, 80 მილიმეტრი იყო, ძრავა-ტრანსმისიის რაიონში 70 მილიმეტრი. ბოლო ცნობების თანახმად სისქე 70 მილიმეტრამდე დაიყვანეს მთელი ბორტის სიგრძეზე. ამგვარად ტანკის მასა 500 (მიახლოებით) კგ-თი შეამცირეს.
აღნიშნულ ღოონისძიებას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, პირველი ტანკის მასა გაიზარდა (რეალურად მისი წოწნა 50 ტონას გასცდა) და მისი შემცირებისთვის იბრძვიან და მეორე ახალი ფოლადი, რომელიც მცირე სისქეში იგივე დაცვას იძლევა. სავარაუდოდ ორივე დასტურდება. დავამატებდი ბარონის ციტატას:
ე. ო. პატონის სახელობის ელექტრო შედუღების ინსტიტუტის ინიციატივით, ელექტროწიდური დნობის გამოყენებით, დამზადდა 42СМ მარკის ჯაბვშნი. ამ ფოლადის ფილები მაღალი მექანიკური თვისებებით და გაზრდილი ჭურვმედეგობით გამოირჩეოდა. ამ მეთოდით დამზადებული 42СМ მარკის ფოლადის ბორტები, სისალით dотп = 3,35- 3,5 მილიმეტრი (HB 330 - 302), დაყენებული იქნა ტანკ Т-64А-ზე (საცდელად). ჯავშანმედეგობის ზრდამ νпкп მიხედვით 4,7-9,0% შეადგინა.
70 мм -
По инициативе ИЭС им. Б. Е. Патона была проведена работа по изготовлению серийной брони марки 42СМ методом ЭШП. Листы из такого металла отличались высоким уровнем механических свойств и повышенной противоснарядной стойкостью. Борта из стали 42СМ ЭШП твердостью dотп = 3,35- 3,5 мм были установлены на танк. Т-64А (в опытном порядке); прирост противоснарядной стойкости составил 4,7-9,0% по νпкп.
ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებული უკრაინული ტანკის ვიდეო და ფოტო მასალა, რომლიდანაც კარგად ჩანს მისი ჯავშნის რამდენიმე დეტალი.
ქვემოთ მოყვანილი ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტანკის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდაცვა ფაქტიურად დინამიკური დაცვის ელემენტების იმედზეა, მისი კომბინირებული ჯავშნის მასივის უმეტესი ნაწილი ამოღებულია და დატოვებულია მხოლოდ ფოლადის ფსკერი და შუა ფილა, რომელთა შუაშიც მინატექსტოლიტია (СТБ) მოთავსებული. დანარჩენი კომბინირებული ჯავშანპაკეტის ადგილი სრულებით უკავია დინამიკურ დაცვის, Дуплет-ის, ორფენოვან პაკეტს. ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე (№8) კარგად ჩანს ეს პაკეტი. საკმაოდ დიდ ეჭვს იწვევს თუ რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა. დაცვის მხრივ არაა გამორიცხული რომ საუკეთესო დაცვაის დონეს უზრუნველყოფდეს, მაგრამ რემონტვარგისობა და გადაფარვა იწვევს ეჭვს, თუმცა დაცვის ყველა ხერხს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
№1 სქემაზე გამოსახულია БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტი (მარჯვნივ) და მისი წინამორბედის, Т-80УД (Т-80У) (მარცხნივ). მარცხენა სქემაზე შრების სისქეები შემდეგნაირადაა განაწილებული (მმ): 50-35-50-35-50 (სადაც 50მმ ეს ნაგლინი ფოლადია, ხოლო 35 СТБ). ამ შრეების მოცემული სისქე 220 მილიმეტრია, რაც 68 გრდუსიან დახრით 587,3 მილიმეტრს უდრის (დინამიკურიდ აცვის გარეშე). ამას ზემოდან დამატებულია Контакт-5 ტიპის დინამიკური დცვის ელემენტები. მარჯვენა სქემაზე (БМ Оплот) მეორე, ზედა, ფენა СТБ ამოღებულია და მის მაგივრად Дуплет-ის ტიპის დინამიკური დცვის ელემენტებია განთავსებული, ბოლო მესამე ფენაც ასევე Дуплет-ია (ამ ყველაფრის მიახლოებითი სისქეები №2 სქემაზეა გამოსახული).
№1
№2 - БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალის გბარიტები (ციფრები რეალობისგან სავარაუდოდ მცირედით განსხვავდება). თუ დინამიკური დაცვის სისქესაც 50 მილიმეტრს ავიღებთ (მიახლოებით), დეტალის სისქე 310 მილიმეტრი იქნება, რაც 68 გრადუსიანი დახრით 827,53 მილიმეტრის მოგვცემს
БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალის სქემატური გამოსახულება მე-3 და მე-4 ფოტოებზე
№3
№4
სქემების ავტორი Wiedzmin
5, 6, 7 და 8 ფოტოებზე БМ Оплот-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანდეტალი აწყობის სტადიაში, კარგად ჩანს დინამიკური დცვის ჩასადები სივრცე

№6

№7
№8
№11 - კორპუსის წინა ზედა დეტალის დინამიკური დაცვის პაკეტის მომზადება
ასევე აღსანიშნავია რომ წინიდან დინამიკური დაცვა ყველგან არაა ორ შრედ განლაგებული, მაგალითად საბუქსირე კაუჭსა და მუხლუხოს შორის ადგილზე ცალი ფენაა განლაგებული
№12

№13 - კორპუსის საბორტე ეკრანების ბუდეები
№14 - საბორტე ეკრანების დამუხტული ბუდეები. ჩანს სამი ფენა, მოცისფრო ფერში სავარაუდოდ დინამიკური დაცვის ფეთქებადი ელემენტებია, ხოლო შუა, მოყავისფრო ფენა პასიური გამშორიშორებელი უნდა იყოს
№15 - კორუსის ბორტები
ასევე რამოდენიმე საინტერესო ფოტო კოშკურის დაცვის შესახებ
№16 - სამფენად განლაგებული Дуплет-ი
№17
№18
№22 - კოშკურის დინამიკური დაცვის (Дуплет) მოდული
№23 - ტანკზე მოხსნილია დინამიკური დაცვის ბლოკების სარქველები. კოშკურას როგორც ვუყურებთ მარჯვენა მხარეს დინამიკური ელემენტებია ამოღებული, ასევე ჩანს სიცარიელე კორპუსის წედა დეტალის დინამიკური დაცვის ელემენტებში, მოხსნილია წინა სარქველი ბორტსი ბლოკიდან დ ჩანს სამშრედ განლაგებული დინამიკური დაცვა.
№24 - კოშკურის წინა ჯავშანპაკეტის გარეთა, შუა და უკანა ჯავშანდეტალები. უკანა ფონზე პაკეტის სახურავია განთავსებული
Subscribe to:
Posts (Atom)










































































