ღია სააქციონერო საზოგადოება "სტაროკრამატორსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ" (ПАТ «Старокраматорський машинобудівний завод») კიევში მიმდინარე "უკრაინის თავდაცვითი მრეწეველობის ლიგის" გამოფენაზე საკუთარი წარმოების სატანკო ქვემეხი წარადგინა.
გამოფენაზე წარდგენილი 125 მილიმეტრიანი სატანკო ქვემეხი
როგორც სახმედრო ექსპერტი სერგეი ზგურეცი (Сергій Згурець) იუწყება - "ქვემეხმა გამოცდების სრული ციკლი გაიარა, განახორციელა 700 ქვეკალიბრული ჭურვის გასროლა და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა".
საწარმოოს წარმომადგენლის განცხადების თანახმად ქარხანა მზადაა აწარმოოს 125-დან 155 მილიმეტრამდე ნებისმიერი კალირბის, როგორც კუთხვილულიანი, ასევე გლუვლულიანი ქვემეხი.
ზგურცევის განცხადების თანახმად - "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც უკრაინის არმიაში არსებული როგორც სატანკო, ასევე საარტილრეიო ლულები შეცვლას საჭიროებს".
გამოფენაზე წარმოდგენილი სატანკო ქვემეხი КБА-3 განკუთვნილია შემდეგი სახის ტანკებისთვის - Т-80УД, Т-84 და БМ «Оплот». მისი გამოყენება ასევე ხდება Т-64-ის მოდერნიზაციის დროს. სწორედ ეს ქვემეხი აყენია საექსპორტო БМ «Оплот»-ებზეც.
საინტერესოა ჭაბურღილის მილისგან თუ შეიძლება ლულის დამზადება? დიდ დატვირთვებზა გათვლილი თან თავში და ბოლოში ძალიან სქელი კედლები აქვს(არც შუაშია თხელკედლიანი). თუ იცნობთ ვინმეს დელტაში ვისაც თეორიულად მაინც შეუძლია ამ იდეის შემოწმება კითხეთ. (მგონი ეს ლულაც მაგისგანაა დამზადებული)
ReplyDeleteარა მგონია. რესურსია მთავარი პრობლემა და არა რამდენიმე გასროლა.
Deleteარაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ დავწერე რომ თეორიულად შეემოწმებინათ ნავთობის ჭაბურღილის მილის შესაძლებლობები. ისეთი პროპორციები და გაბარიტები აქვს რომ გენახათ ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ ასეთი აზრი.
ReplyDelete