четверг, 12 июля 2012 г.

ცნობილი ტანკის უცნობი ამბავი

ტანკი T-34, იწარმოებოდა 1940-44 წლებში. სულ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გამოშვებული იქნა 35 467 ერთეული. T-34 მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოადგენდა წითელი არმიის სატანკო შენაერთების ძირითად საბრძოლო მანქანას და დამსახურებულად ითვლება ამ ომის ერთერთ საუკეთესო ტანკად, რომელმაც სახელი და პატივი მოიხვეჭა ბრძოლის ველზე. ქვემოთ მოყვანილია უკრაინაში, ქალაქ დონეცკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპილი მეობრძოლების მემორიალთან განთავსებული ტანკ-მონუმენტი T-34-76 -ის სურათები.





სურათები მოგვაწოდა გოგა ოქროპირიძემ

"Gunship" MC-27J



იტალიურმა კომპანია Alenia Aermacchi-მა ფრანბოროში მიმდინარე ავიასალონზე წარადგინა სადემონსტრაციო თვითმფრინავი MC-27J საცდელი პროტოტიპი, რომელიც Alenia Aermacchi-ის მიერ წარმოებული, პოპულარული ტურბოხრახნული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-27J Spartan-ის ბაზაზეა შექმნილი.


MC-27J შექმნაზე Alenia Aermacchi მუშაობს ამერიკულ კომპანია АТК ერთად - თვითმფრინავი იაფი, მრავალფუნქციური თვითმფრინავის კონცეფციით იქმნება, რომელზეც შესაძლებელი იქნება სწრაფად დასაყენებელი შეიარარების ბლოკების დაყენება. ძირითადი შეიარაღება ATK-ს მიერ წარმოებული 30მმ-ნი GAU-23 იქნება, რომელიც ცნობილი ATK Mk 44 Bushmaster-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. ქვემეხი კვების სისტემით სტანდარტულ სატვირთო საძირეზე მაგრდება და მონტაჟდება სატვირთო ნაკვეთურში და ცეცხლის საწარმოებლად მარცხენა ბორტზე მდებარე სატვირთო კარებს იყენებს. ამასთან სისტემის მონტაჯი და დემონტაჟი ოთხ საათზე მეტს არ საჭიროებს. თვითმფრინავი ასევე აღიჭურვება დღე-ღამის ოპტიკურ-ელექტრონული სამძებრო-სამიზნე კომპლექსით, თავდაცვის კომპლექსით, ხოლო მომავალში გათვალისწინებულია მართვადი იარაღის დაკიდება გარე საკიდრებზე.




















вторник, 10 июля 2012 г.

Gripen-მა AESA რადარი მიიღო


შვედურმა ჯგუფმა Saab AB-ემ თავის საწარმოოში, ლინჩეპინგში 2012 წლის 16 ივნისს დაასრულა აქტიურ-ფაზირებულ ცხაურიანი რადარ Selex Galileо Raven ES-05 საცდელი ნიმუშის დაყენება ორ ადგილიან, სადემონასტრაციო თვითმფრინავ Saab Gripen Demo-ზე (სერიული ნომერი 397, საბორტე ნომერი 39-7), რომელიც 2007 წელსაა აგებული  და წარმოადგენს გამანადგურებელ Saab JAS-39 Gripen NG (JAS-39E/F) პროტოტიპს. რადიოლოკაციური სადგურის საცდელი პროტოტიპი დაამზადა Selex Galileо-მ ედინბურგში, საიდანაც გადატანილი იქნა ლინჩეპინგში 12 ივნისს, რის შემდეგაც დაყენებული იქნა გამანადგურებელზე. ამ რადარით აღჭურვილი Gripen Demo-ს დემონსტრირება მოხდა 9 ივლისს გახსნილ ფრანბოროს ავიასალონზე, გამოფენის შემდეგ გამანადგურებელი შვედეთში დაბრუნდება და აგვისტოში საფრენოსნო გამოცდებს დაიწყებს.
რადიოლოკაციური სადგური Selex Galileо Raven ES-05-ით უნდა აღიჭურვოს 22 ერთეული  JAS-39 Gripen NG, რომლების შეძენასაც შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გეგმავენ. თვითმფრინავის სერიაში ჩაშვება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.






Як-130 ფრანბოროში

დიდ ბრიტანეთში, ფრანბოროში 9 ივლისს გახსნილ ავიასალონზე რუსული სამხედრო თვითმფრინავებიდან დემონსტრირებული იყო სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი Як-130 (2003 წელს აგებული პირველი პროტოტიპი, საბორტე ნომერი "130" და "01"), რომელიც მონაწილეობას ღებულობს სადემონსტრაციო ფრენებში.

Як-130 ფრანბოროში საჩვენებელი გამოსვლის დროს






P.S. აღსანიშნავია რომ ეს ამ თვითმფრინავის პირველი საჯარო გამოსვლაა რუსეთის საზღვრებს გარეთ.

воскресенье, 8 июля 2012 г.

ირანმა რუსული "Корнет-Э"-ს კლონების სერიული წარმოება დაიწყო

მასმედიის ცნობით, ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა ახმად ვახიდიმ საზეიმო ვითარებაში გახსნა უახლესი ირანული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა " Dehlaviyeh"-ის საწარმოო ხაზი. რაკეტა "Dehlaviyeh"-ი გარეგნულად რუსული  "Корнет-Э"-ს სრული კოპიოა. როგორც ცნობილი გახდა კომპლექს "Dehlaviyeh"-ს ასევე გააჩნია ტანდემური კუმულაციური ქობინი და ლაზერით იმართება.


ირანის თავდაცვის მინისტრი, ბრიგადის გენერალი ახმად ვახიდიმი "Dehlaviyeh"-ის საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონიალზე 





ირანული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომლექსის რაკეტები და გამშვები მოწყობილობები