შვედურმა ჯგუფმა Saab AB-ემ თავის საწარმოოში, ლინჩეპინგში 2012 წლის 16 ივნისს დაასრულა აქტიურ-ფაზირებულ ცხაურიანი რადარ Selex Galileо Raven ES-05 საცდელი ნიმუშის დაყენება ორ ადგილიან, სადემონასტრაციო თვითმფრინავ Saab Gripen Demo-ზე (სერიული ნომერი 397, საბორტე ნომერი 39-7), რომელიც 2007 წელსაა აგებული და წარმოადგენს გამანადგურებელ Saab JAS-39 Gripen NG (JAS-39E/F) პროტოტიპს. რადიოლოკაციური სადგურის საცდელი პროტოტიპი დაამზადა Selex Galileо-მ ედინბურგში, საიდანაც გადატანილი იქნა ლინჩეპინგში 12 ივნისს, რის შემდეგაც დაყენებული იქნა გამანადგურებელზე. ამ რადარით აღჭურვილი Gripen Demo-ს დემონსტრირება მოხდა 9 ივლისს გახსნილ ფრანბოროს ავიასალონზე, გამოფენის შემდეგ გამანადგურებელი შვედეთში დაბრუნდება და აგვისტოში საფრენოსნო გამოცდებს დაიწყებს.
რადიოლოკაციური სადგური Selex Galileо Raven ES-05-ით უნდა აღიჭურვოს 22 ერთეული JAS-39 Gripen NG, რომლების შეძენასაც შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გეგმავენ. თვითმფრინავის სერიაში ჩაშვება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment