Saturday, November 9, 2019

სირიაში რუსული პოლიციის აჩეხილი Тигр-М

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რუსების Тигр-М ქურთებთან შეხვედრის შემდეგ

პირველი სერიული Су-57

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი კრივორუჩკომ, 2019 წლის 8 ნოემბერს, კომპანია "სუხოის" ფილიალი, "ამურის კომსომოლეცში" მდებარე ი. ა. გაგარინის სახელობის ავიაქარხანა მოინახულა (Комсомольский-на-Амуре Авиационный Завод - КнААЗ). ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ აწყობის პროცესში მყოფი პირველი სერიული მე-5 თაობის გამანადგურებელი, Су-57 (Т-50, ПАК ФА) დაათვალიერა - თვითმფრინავის ნომერია Т-50С-1 (სერიული ნომერი 51001). თვითმფრინავზე უკვე დატანილია საბორტე ნომერი "ლურჯი 01".

კრივორუჩკოს განცხადების თანახმად "ჯარებში გასაგზავნად პირველი სერიული Су-57 პრაქტიკულად მზადაა. წლის ბოლოს ის უკვე საჰაერო-კოსმოსურ ძალებს გადაეცემათ. მომავალ წელს კიდევ ერთ სერიულ გამანადგურებელს ველოდებით და ამის შემდეგ წარმოების რამდენადმე გაზრდაა დაგეგმილი".

КнААЗ-ში აწყობის სტადიაში მყოფი პირველი სერიული Су-57

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს კუბინკაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2018"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  კომპანია "სსუხოისთან" მე-5 თაობის პირველი ორი ცალი სერიული გამანადგურებლის შეძენის ხელშეკრულება გააფორმა. გამანადგურებლებზე პირველი ეტაპის ძრავები, "Изделие 117", დაყენდება. ხელშეკრულების შესრულების ვადა 2018-2020 წლები განისაზღვრა. გეგმის მიხედვით 2019 და 2020 წლებში თითო გამანადგურებელი უნდა იქნას აწყობილი.


დამატებით, 2019 წლის 27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კომპანია "სუხოისთან" რუსეთის ავიაციისთვის კიდევ 76 ცალი მეხუთე თაობის გამანადგურებლის შეკვეთის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება 2020-2027 წლებში უნდ აგანხორციელდეს.

აშშ-ს მარინესების რობოტიზირებული არტილერია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


აშშ-ს საზღვაო ქვეითების გეგმების თანახმად, მათ რიგებში მალე უპილოტო საარტილერიო დანადგარები - თვითმავალი უპილოტო ჰაუბიცა და ასევე უპილოტო ზცრს უნდა გამოჩნდეს.

155 მმ-ნი ჰაუბიცის ორი ვარიანტია - 52 და 23 კალიბრიანი, პირველი MTVR-ის, ხოლო მეორე JLTV-ს შასიზე იქნება. ორივე ვარიანტი ავტომატური დამტენით იქნება აღჭურვილი. ასევე JLTV-ს ბაზაზე იქნება ზალპური ცეცხლის სისტემაც.






Friday, November 8, 2019

დღის ფოტო - ნახა რუსმა ტალახი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

 Т-90А რუსულ ტალახში

Thursday, November 7, 2019

აშშ-ს მარინესები ACV-ს დამატებით პარტიას შეიძენენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა კომპანია BAE Systems Land & Armaments LP-ს 120 მილიონი აშშ დოლარის საფასურად დამატებით 30 ცალი ჯტრ ACV (Amphibious Combat Vehicles) შეუკვეთრა. ახალ მანქანებს საზღვაო ქვეითთა კორპუსი მომავალ წელს მანქანის საექსპლუატაციო შეფასებისთვის გამოიყენებს.


როგორც ცნობილია, 2018 წელს კორპუსმა BAE Systems-ს და მის მოკავშირე Iveco Defence Vehicles-ს, მოძველებული AAV (Assault Amphibious Vehicles)-ის შემცვლელი კონკურსი, გამარჯვება მიანიჭა და საწყისი პარტიის წარმოება დაუკვეთა.

საწყისი საექსპლუატაციო გამოცდები და შეფასება (Initial operational test and evaluation - IOT&E) მომავალ წელსაა დაგეგმილი და წარმოადგენს მანქანის შეფასების საბოლოო ეტაპს, რომლის გავლის შემდეგაც საზღვაო ქვეითთა კორპუს მას უკვე სამწყობრო შენაერთებში გააგზავნის.

რუსი სამხედროები ამერიკულ ბაზას დაეპატრონნენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

სირიაში, რაქქას პროვინციში, რუსი სამხედროების კოლონა, რომელიც მიალხოებით 40 მანქანისგან შესდგებოდა, აინ-ისსას ბაზაზე შევიდა. აღნიშნულ ბაზაზე ადრე ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

რუსული სამხედრო კოლონის შემადგენლობაში შენიშნული იქნა შემდეგი ავტოტრანსპორტი:

  • Тайфун-К
  • СБМ "Тигр-М"
  • Урал-4320
  • БТР-82А
  • КамАЗ-ის ბაზაზე კავშირისისა და მეთაურობის კუნგები
  • КамАЗ-5350
  • ამას გარდა გამოყენებული იქნა სამოქალაქო სატვირთოები, რომლებმაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები და სამხედროების სხვა ქონებგა შეიტანეს ბაზაზე.

Tuesday, November 5, 2019

ევროპული სტელს ტექნოლოგიები - კიდევ ერთი ნაბიჯი მომავლის გამანადგურებლისკენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Airbus-მა დღემდე გასაიდუმლოებული პროგრამის, სახელწოდებით Low Observable UAV Testbed (LOUT), შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. პროგრამის ფარგლებში კომპანია ცდილობდა გაეგო და შეესწავლა დაბალი შემჩნევადობის როგორც ტექნოლოგიები და წარმოეების მასალები, ასევე ამ თემასთან დაკავშირებული სხვა სფეროებიც. აღნიშნული პროგრამა, რომლის შესახებაც ახლა გახდა ცნობილი, უკვე 10 წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ის ევროპულ ავიამშენებლობას სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩენს და მის მიერ შემდეგი თაობის თვითმფრინავების წარმოების შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს.


თვითონ LOUT ამერიკული Skunk Works-ის პროექტებს ეფუძნება. ეს ინიციატივა თავის თავში მოიცავს რადიოსიხშირის, ინფრაწითელი, ხილული და აკუსტიკური სიგნატურების შემცირების კომპლექსურ მეთოდებს. პროგრამის ფარგლებში ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების, როგორც გადარჩენადობის გაზრდის ხერხის, კვლვევებიც ხორციელდებოდა.

კვლევების ერთ-ერთ სფეროს ასევე ფრენის მართვის გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და სენსორების შერწყმა წარმოადგენდა. სტელს ტექნოლოგიების სფეროს ყველა საკითხი - დაწყებული ჰაერმიმღების ფორმით და დასრულებული თვითმფრინავის გამონაბოლქვით, სენსორების და სხვა რადიოლოკაციური დეტალებით, სიღრმისეულად იქნა შესწავლილი პროგრამის მსვლელობისას. გამოკვლეული იქნა როგორც low-probability of intercept (LPI - დაბალი შემჩნევადობის კავშირი), ასევე კიბერუსაფრთხოებაც. როგორც ხედავთ საუბარია საკმაოდ მასიურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას და მომავლის თვითმფრინავისთვის სამეცნიერო ბაზისის შექმნას.

პროგრამის შესახებ საკმაოდ ცოტაა ცნობილი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არცერთი საფრენოსნო ეგზემპლიარი არ ყოფილა აგებული. თვითონ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, რომლებზეც თვითმფრინავის მაკეტი უეხო კამერაშია გადაღებული, ჩანს, რომ კვლევები ეხებოდა როგორც უპილოტო ასევე ოფციონალურად პილოტირებად აპარატებს. სავარაუდოდ პროგრამა ყველა გამონაზნექისა და ტექნოლოგიური ღიობის კვლევასაც ისახავდა მიზნად.


კომპანაიამ ასევე გაავრცელა სლაიდების სერია, რომელზეც პროგრამის პირობითი მიზნებია ასახული. სლაიდების მიხედვით აგებული იქნა ორი დიდი ზომის პროტოტიპი, ერთი მათგანი ძალაიან ჰგავს ამერიკულ X-47A Pegasus, ხოლო მეორე უპილოტო საბრძოლო მფრინავ ფრთას (UCAV unmanned combat air vehicle). 

სლაიდები:

ასევე დადასტურებითაა ცნობილი, რომ Airbus-ის მიერ გავრცელებულ სლაიდებზე ასახულია ოთხტონიანი მაკეტი, რომლის ფრთების გაქანიც 39 ფუტს (11,89 მეტრს) უდრის და კომპანია მას აეროდინამიკურ მილში და უეხოო კამერებში საცდელად იყენებდა. თვითონ ეს სატესტო ნიმუში 20 ტონიანი კონსტრუქციის შემცირებულ მაკეტს წარმოადგენს.

ბრიტანეთის არმია 500 ცალ გერმანულ Boxer-ს ყიდულობს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი ს ხეამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


ბრიტანეთის არმიამ, ჯტრ Boxer-ის რამდენიმე თვიანი გამოცდების შედეგად გერმანულ მხარესთან მსხვილი ხელშეკრულება გააფორმა. რომლის თანახმადაც ბრიტანული არმიამ მომავალ წლებში 2.8 მილიარდი გირვანქის საფასურად 500 ერთეულამდე სხვადასხვა კონფიგურაციის Boxer-ის ტიპის ჯტრ-ს მიიღებს.