Tuesday, November 5, 2019

ევროპული სტელს ტექნოლოგიები - კიდევ ერთი ნაბიჯი მომავლის გამანადგურებლისკენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Airbus-მა დღემდე გასაიდუმლოებული პროგრამის, სახელწოდებით Low Observable UAV Testbed (LOUT), შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. პროგრამის ფარგლებში კომპანია ცდილობდა გაეგო და შეესწავლა დაბალი შემჩნევადობის როგორც ტექნოლოგიები და წარმოეების მასალები, ასევე ამ თემასთან დაკავშირებული სხვა სფეროებიც. აღნიშნული პროგრამა, რომლის შესახებაც ახლა გახდა ცნობილი, უკვე 10 წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ის ევროპულ ავიამშენებლობას სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩენს და მის მიერ შემდეგი თაობის თვითმფრინავების წარმოების შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს.


თვითონ LOUT ამერიკული Skunk Works-ის პროექტებს ეფუძნება. ეს ინიციატივა თავის თავში მოიცავს რადიოსიხშირის, ინფრაწითელი, ხილული და აკუსტიკური სიგნატურების შემცირების კომპლექსურ მეთოდებს. პროგრამის ფარგლებში ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების, როგორც გადარჩენადობის გაზრდის ხერხის, კვლვევებიც ხორციელდებოდა.

კვლევების ერთ-ერთ სფეროს ასევე ფრენის მართვის გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და სენსორების შერწყმა წარმოადგენდა. სტელს ტექნოლოგიების სფეროს ყველა საკითხი - დაწყებული ჰაერმიმღების ფორმით და დასრულებული თვითმფრინავის გამონაბოლქვით, სენსორების და სხვა რადიოლოკაციური დეტალებით, სიღრმისეულად იქნა შესწავლილი პროგრამის მსვლელობისას. გამოკვლეული იქნა როგორც low-probability of intercept (LPI - დაბალი შემჩნევადობის კავშირი), ასევე კიბერუსაფრთხოებაც. როგორც ხედავთ საუბარია საკმაოდ მასიურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს რისკების შემცირებას და მომავლის თვითმფრინავისთვის სამეცნიერო ბაზისის შექმნას.

პროგრამის შესახებ საკმაოდ ცოტაა ცნობილი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არცერთი საფრენოსნო ეგზემპლიარი არ ყოფილა აგებული. თვითონ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, რომლებზეც თვითმფრინავის მაკეტი უეხო კამერაშია გადაღებული, ჩანს, რომ კვლევები ეხებოდა როგორც უპილოტო ასევე ოფციონალურად პილოტირებად აპარატებს. სავარაუდოდ პროგრამა ყველა გამონაზნექისა და ტექნოლოგიური ღიობის კვლევასაც ისახავდა მიზნად.


კომპანაიამ ასევე გაავრცელა სლაიდების სერია, რომელზეც პროგრამის პირობითი მიზნებია ასახული. სლაიდების მიხედვით აგებული იქნა ორი დიდი ზომის პროტოტიპი, ერთი მათგანი ძალაიან ჰგავს ამერიკულ X-47A Pegasus, ხოლო მეორე უპილოტო საბრძოლო მფრინავ ფრთას (UCAV unmanned combat air vehicle). 

სლაიდები:

ასევე დადასტურებითაა ცნობილი, რომ Airbus-ის მიერ გავრცელებულ სლაიდებზე ასახულია ოთხტონიანი მაკეტი, რომლის ფრთების გაქანიც 39 ფუტს (11,89 მეტრს) უდრის და კომპანია მას აეროდინამიკურ მილში და უეხოო კამერებში საცდელად იყენებდა. თვითონ ეს სატესტო ნიმუში 20 ტონიანი კონსტრუქციის შემცირებულ მაკეტს წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment