Friday, December 6, 2019

100 კმ რადიუსის მქონე გერმანული არტილერია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

თანამედროვე ბრძოლის ველზე დაკიდული ცეცხლი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უპირატესობის მოპოვებას. დღეისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აქტუალურობა საკმაოდ მაღალ დონეზეა - როგორ კვლევებმა უჩვენა პირველ მსოფლიო ომში დანაკარგების 60 პროცენტი არტილერიამ გამოიწვია, მეორე მსოფლიო ომში ამ მაჩვენებელმა 70 პროცენტი შეადგინა, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში წარუმატებლობის 80% სწორედ დაკიდულტრაექტორიანი სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების, დამსახურებაა.



რკინის ფარდი დაცემის შემდეგ NATO-მ სწორედ ეს სისტემები დატოვა უყურადღებოდ. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ ალიანსი ამ სფეროში ჩამორჩება რუსეთსა და ჩინეთს - როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. თუმცაღა ბევრი რუსული და ჩინური სისტემა ჯერ დანერგვის სტადიაშია და ასათვისებლად კიდევ რამდენიმე წელიწადს საჭიროებს. მაგალითად რუსული 2С35, რომელიც ოფიციალური ცნობების მიხედვით საშტატო ჭურვებს 80 კილომეტრზე ისვრის, მის საპირწონედ კიდევ გერმანული PzH2000-ის საშტატო გასროლა DM121 Boattail მოხლოდ 30 კილომეტრზე მოქმედებს.

მთლიანობაში, დასავლეთში გამოყენებული სალულე არტილერია, მცირე მოქმედების დიაპაზონით ხასიათთდება. ეს დასავლეთმა აღიარა და საპასუხოდ მთელი რიგი პროექტები იქნა წამოწყებული. მაგალითად აშშ-ს არმიამ წამოიწყო პროგრამა ERCA (Extended Range Artillery Cannon - გაზრდილი სროლის მანძილის სალულე არტილერია), რომლის მიზანსაც აშშ-ს არტილერიის სროლის მანძლის 70-100 კილომეტრამდე გაზრდა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობა ბუნდესვერმაც დაიწყო და არტილერიის მოქმედების რადიუსის გასაზრდელად პროგრამა "Future Indirect Fire mid-range significantly" წამოიწყო. ასევე გადაწყდა PzH2000-ების რაოდენობის გაზრდაც - 2031 წლისთვის გერმანიის არმიაში მათი რაოდენობა 81-დან 108-მდე გაიზრდება.

აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ სალულე არტილერიის სროლის მანძლის 75 და 100 კილომეტრამდე გაზრდს მოთხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ მტრის სიღმეში ამ მანძილზე მოხდება სამიზნიზ განადგურება, ეს რა თქმა უნდა სასურველია, მაგრამ დღეს არსებული სადაზვერვო საშუალებებიდან გამომდინარე მსგავსი მიზნით ამ მანძილზე მოქმედება წარმოუდგენელია. ეს მანძილი საშუალებას გვაძლევს საკუთარი ტერიტორიის დიდი სიღრმიდან ვიმოქმედოთ. ის ასევე მოსახერხებელია დუელის შემთხვევაში, როდესაც მას სიღრმიდან შეუძლია პასუხი დაუბრუნოს მოწინააღმდეგეს.

გერმანელების მიერ PzH2000-სთვის დამზადებული საარტილერიო მოქანავე ნაწილი Rheinmetall 155-mm/52, სამხრეთ აფრიკა, ალკამპანეს პოლიგონი. გამოცდებზე დადასტურტა გათვლებით მიღებული გაზრდილი სროლის მანძილი


მოკლევადიანი გადაწყვეტილება

Rheinmetall-ის კონცეფცია PzH2000-ის სროლის მანძილის გაზრდის სამ გზას ითვალისწინებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ამ გზების რეალიზაცია არ საჭიროებს ჰაუბიცის კონსტრუქციაში რაიმე ცვლილების შეტანას.

პირველი გზა გულისხმობს გერმანიის არტილერიის შეიარაღებაზე M1711 ტიპის ჭურვების მიღებას. აღნიშნული ჭურვები უკვე დგას ჰოლანდიის არმიის შეიარაღებაზე. M1711 ტიპის ჭურვს ფსკერზე პიროტექნიკული მუხტი უყენია, რომელიც ლულაში გასროლის დროს აქტიურდება და ჭურვის უკან წარმოქმნის დამატებით წნევას და ამგვარად ამცირებს ლულაში არსებული პარაზიტული წნევის გავლენას. ეს ხერხი იწვევს ჭურვის აეროდინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, რაც მისი წონისა და საწყისი სიჩქარის ზრდის გარეშე იწვევს სროლის მანძილის ზრდას. ამ ხერხით მიიღწევა 40 კილომეტრამდე სროლის მანძილი.

მეორე ხერხი - ითვალისწინებს უფრო მძლავრი დენთის მუხტის გამოყენებას. Rheinmetall-ის თანახმად, ჰაუბიცის ქვემეხის წნევის ზღვრული მაჩვენებელი 350 MPa-ს უდრის. ამ ზღვურლი პარამეტრის მიღწევა მე-6 მუხტის გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება. ამ არსებული სიმძლავრის რეალიზაციისთვის შემოთავაზებულია Nitrochemie-ს 52-23 Topcharge მუხტების გამოყენება, რომელიც Rheinmetall-ისა და RUAG-ის ერთობლივი ნაწარმია. Topcharge-ს დახმარებით შესაძლებელია 990მ/წმ საწყისი სიჩქარის მიღწევა (მე-6 მუხტით ეს მაჩვენებელი 945მ/წმ-ს უდრის), რაც ჭურვების საწყისი მონაცემებიდან გამომდინარე, მათი სროლის მანძილის 17%-ით ზრდას გამოიწვევს. სამხრეთ აფრიკაში გამოცდებზე ამ გამოთვლილ მანძილე უკეთესი მაჩვენებლები იქნა მიღწეული.

მესამე ხერხი - იტვალისწინებს საკუთარი სერიული ჭურვების, Assegai M2005 V-LAP-ის გამოყენებას იტვალისწინებს. V-LAP აბრევიატურაა და იშიფრება როგორც "Velocity Enhanced Long Range Artillery Projectile" (გაუმჯობესებული სიცქარის მქონე გაზრდილი მანძილის საარტილერიო ჭურვი). ამ სახელის ქვეშ იმალება გაზრდილი სარაკეტო ძრავით აღჭურვილი ჭურვი. სარაკეტო ძრავს ნაწილობრივ უკავია ასაფეთქებელი მასალის ადგილი. სავარაუდოდ M2005 V-LAP-ის 4 კილოგრამიანი ასაფეტქებელი მასალა საკმარისია სამაიზნის ზუსტი დარტყმით განადგურებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ჭურვის კორპუსს დაგეგმილი ფრაგმენტაცია ექნება.

L52 PzH2000-ის, Topcharge-ს და M2005 V-LAP-ის კომბინაცია გასულ თვეში სამხრეთ აფრიკაში Rheinmetall-ის მიერ იქნა გამოცდილი, რომლის დროსაც მიღწეული იქნა 66 943 მეტრი სროლის მანძილი.

ჩვეულებრივი ჭურვით და გაუმჯობესებებით მიღწეული მონაცემები (გამოთვლილი და რეალურად მიღებული)


ხანგრძლივადიანი გადაწყვეტილება

არაპირდაპირი ცეცხლის მომავლის სისტემისთვის ბუნდესვერმა 75 კილომეტრიანი (ჩვეულებრივი გასროლები) და 100 კილომეტრიანი (ზეზუსტი გასროლები) ზღვარი დააწესა. Rheinmetall-ის აზრით, ამ მანძლების მიღწევა მხოლოდ ახალი სისტემებითაა შესაძლებელი.

რადგანაც დიდ მანძილზე სროლის დროს ჭურვები გარე ფაქტორების უფრო ხანგრძლივ გავლენას განიცდიან (მაგალითად ვერტიალური ქარი), სამიზნეზე აცილებაც უფრო დიდია. ამიტომაც 50 მეტრიანი აცილების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დიდ მანძლებზე აუცილებელი იქნება ტრაექტროიის რეაქტიული მაკორექტირებლის შემოღება, მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენება Northrop Grumman Innovation Systems-ის მიერ შემუშავებელ მაკორექტირებელ ბლოკ PGK-ში (Precision Guidance Kit). ტრაექტორიის 2-D კორექტირების ყველა სისტემა გაზრდილი წინაღობის სგამო საშუალოდ 10%-ით ამცირებს სროლის მანძილს, ამიტომაც ეფექტური 75 კილომეტრი სროლის მანძილის მისაღწევად აუცილებელი იქნება ფაქტიური 83 კილომეტრი მანძილის რეალიზაცია, რათა მოხდეს დანაკარგის კომპენსირება.

L52 და L60 სიგრძის ლულები

კომპანიის დაანგარიშებით, აღნიშნული მანძილების მისაღწევად აუცილებელი იქნება ქვემეხში წნევის 500 MPa-მდე გაზრდა და 29 ლიტრი მოცულობის სახაზინო ნაწილის შემოღება. ამ შემთხვევაში ლულის სიგრძე 60 კალიბრამდე (L60) უნდა გაიზარდოს და მისი სიგრძე მიახლოებით 9,3 მეტრი გახდება (დღეს არსებული PzH2000-ის 52 კალიბრიანი L52  ქვემეხის სიგრძე 8,06 მეტრია).

ამას გარდა Rheinmetall-მა საკუთარი დაანგარიშების საფუძველზე დაადგინა, რომ ყველა ეს ღონისძიება ზუსტი ჭურვების სროლის მანძილ 155 კილომეტრამდე გაზრდის, რაც ბუნდესვერის მიერ დასახულ ამოცანასთან შედარებით 50%-ით მეტია.


დასკვნა

მოკლევადიანი გადაწყვეტილება არ შეიცავს რისკებს და მისი რეალიზაცია შედარებით სწრაფადაა შესაძლებალი და მიდგომის და მიხედვით შედარებიტ იაფი გზაცაა. ამისათვის ბუნდესვერს უკვე ეგააჩნია ჭურვები და შეიარაღებაში მისაღებად საჭიროა მათი საკვალიფიკაციო გამოცდები. გერმანიის არტილერია სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მეტწილად დაფარავს არტილერიის ეფექტურ მანძილში არსებულ რღვევას.

სხვადასხვა ჭურვებითა და ლულებით მიღწეული სროლის მანძილები

ახალი სისტემის შექმნა და დანერგვა რა თქმა უნდა რამდენიმე წელს მოითხოვს და ის გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ რაკი გამოცდებზე L52 ტიპის ლულამ V-LAP ჭურვის გამოყენებით 63 კილომეტრს მიაღწია და ეს მისი ლიმიტია, აუცილებელი გახდება გაზრდილი სახაზინო ნაწილისა და გაზრდილი ლულის მქონე ქვემეხის დაყენება, რათა შესრულებული იქნას ბუნდესვერის 100 კილომეტრიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.


Thursday, December 5, 2019

ფრანგების ძველი მომავლის ჯარისკაცი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

არც თუ ისე დიდი ხნის წინ (ალბათ 90-იანებში), ფრანგებმა მომავლის ჯარისკაცის პროექტი ჩაიფიქრეს, რა გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ ჯარისკაცები საინტერესო კოსტუმებში კი გამოაწყვეს

Wednesday, December 4, 2019

ახალი ჩინური კონტრბატარეული რადიოლოკაციური სადგური

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


ინტერნეტში ახალი ჩინური კონტრბატარეული რლს-ის ფოტოები გავრცელდა. რადარი საარმიო კომპანია Dongfeng Off-Road Vehicle Company-ს მიერ შექმნილი ავტომობილის - DongFeng Warrior-ის ახალი თაობისმოდელზეა შემოდგმული. გავრცელებული მონაცემების თანახმად რლს-ი კონტრბატარეული ამოცანების გადასაჭრელადაა შექმნილი, მათ შორის "ხმელეთი-ხმელეთი" რაკეტების გაშვების აღმოსაჩენად, საკუთარი არტილერიის ცეცხლის საკორექტირებლად. მისი გამოყენება ასევე შეიძლება დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო მიზნების (ვერტმფრენების, უპილოტოების) აღმოსაჩენად და გასაცილებლად.


დღის ფოტო - ულამაზესი Gripen E

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

კიდევ ერთი Gripen E აიწია ჰაერში (ფოტო გადიდებადია)

Monday, December 2, 2019

როგორ დავმალოთ ბირთვული რაკეტა - ამერიკული გამოცდილება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

მსოფლიოში ერთადერთი სარკინიგზო სტარტის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი 15П961 «Мо́лодец» РТ-23 УТТХ

სტრატეგიული ბირთვული იარაღი - ეს საკმაოდ მნიშნელოვანი რამეა, განსაკუთრებით ომის დროს. და რა თქმა უნდა ის რაც შეიძლება კარგად უნდა დაიმალოს. შეიძლება დაცვაზე გააკეთო აქცენტი - გამშვები ჭა რაც შეიძლება ღრმად ჩაფლა მიწაში, ან წყალქვეშ დამალო. ასევე შეგიძლია მობილურობაზე გააკეთო აქცენტი - ასწავლო რაკეტებს სწრაფად სიარული და დარტყმის ადგილიდან გაშორება. თუმცა ყველაზე მარტივია ის დამალო - მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს?

მშვიდობიანი სატვირთო

ცივი ომის დასაწყისში შენიღბვაზე სერიოზულად არავინ არ ფიქრობდა.უზარმაზარ ბომბდამშენ უზარმაზარი აეროდრომი ესაჭიროება და ამიტომაც მისი სრულფასოვანი დამალვა არ გამოვიდოდა. მაგრამ რაკეტების გამოჩენასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. ძალიან მალე ისინი საიდუმლო განთავსებისთვის საკმაოდ კომპაქტურები გახდნენ, განსაკუთრებით თუ სროლის მანძილს შეუმცირებდით. წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტა UGM-27 Polaris-ი, უპრობლემოდ თავსდებოდა სატვირთოზე, რამაც ამერიკელი სამხედროები საინტერესო იდეამდე მიიყვანა.

და ყველაფერი სათამაშო სატვირთოს მოდელიდან დაიწყო, რომლის დახმარებითაც ინჟინრებმა ხელმძღვანელობას დაუმტკიცეს, რომ რაკეტა მისაბმელში ჩაეტეოდა


რაკეტების სსრკ-ს საზღვართან ახლოს განთავსება საკმაოდ მიმზიდველად და სასარგებლო იდეად გამოიყურებოდა, მაგრამ იქ ისინი მტრის დარტყმებისთვის საკმაოდ მოწყვლადები იქნებოდა - მტერი მათ ადგილმდებარეობას მარტივად გაიგებდა. ამას გარდა სსრკ-ს საშნელ სპეცსამსახურებს ომის დაწყებამდე შეეძლოთ თავიანთი დივერსიული ჯგუფების მიგზავნა. UGM-27 Polaris-ი კიდევ უპრობლემოდ ეტეოდა ორხიდიან მისაბმელზე - მსგავსებს ხშირად ვხვდებით ევროპის გზებზე. გამოდიოდა, რომ რაკეტის გამშვების ჩვეულებრივ სამოქალაქო სატვირთოში შენიღბვა შესაძლებელი იყო და დაე ეარა მას ევროპულ გზებზე. და როგორც არ უნდა ეწვალა კგბ-ეს საშინელ აგენტებს, ისინი ვერასოდეს ვერ მოახერხებდნენ ევროპის გზებზე მოსიარულე მსგავსი ნახევრადმისაბმელის გამოთვლას.


მობილური გამშვების CL-530-ის პროექტი - ბრძანების მიღებიდან გაშვებამდე მხოლოდ 12 წუთი

პროექტი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყენებოდა და რაც მთავარია ის ძალიან კინემატოგრაფიული იყო. ინგლისული ავტობანი, წყნარი მშვიდი მოძრაობა. უცბად ერთ-ერთი ნახევრადმისაბმელი სატვირთო მკვეთრად ამუხრუჭებს, უშვებს აუტრიგერებს და იწყებს გამშების აწევას. და მოულოდნელად მას ეტაკება შეშინებული სამოქალაქო ავტომანქანა. ლამაზი აფეთქება და სარაკეტო საწვავისგან გარშემო ყველაფერი იწვის! და მსგავსი პრობლემები პროექტს უამრავი ჰქონდა. რა უნდა ვქნათ თუ სატვირთო ავტოავარიაში მოყვება? ამას გარდა ატომური იარაღის დაცვის გარეშე დატოვება საკმაოდ სარისკოა. მაგრამ თუ მას დაცვით ვუზრუნველყოფთ, მაშინ მისი კორტეჟი მის დემსაკირებას მოახდენს. ამას გარდა ინგლისელები და ევროპის სხვა ქვეყნები მათ გზებზე ბირთვული რაკეტებიუს გაშვებას ძნელად დათანხმდებიან.

ამერიკელები იძულებულები იყვნენ იდეაზე უარი ეთქვათ.


რაღაც დროით სარაკეტო სატვირთოები დაივიწყეს, მაგრამ 20 წლის შემდეგ ერთ ქვეყანაში მათ ხელახლა დაბადება ელოდათ.70-იანი წლების ბოლოდან სსრკ-ში, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო «Вереница»-ს ფარგლებში, ჩვეულებრივ უნაგირა სატვირთოზე მცირეგაბარიტული საკონტინენტტაშორისო რაკეტის დაყენების საკითხის კვლევა მიმდინარეობდა. ტექნიკურად ეს საკმაოდ შესაძლებელი აღმოჩნდა, ამიტომაც სარაკეტო კომპლექს «Курьер»-ზე მუშაობისას მისი სატვირთოზე დაყენების რეალური სამუშაოები იქნა დაწყებული.

მთლიანობაში საბჭოელები ამერიკელების მსგავს პრობლემებს წააწყდნენ: ავტოავარიის საფრთხე და სხვა ინცინდენტის რისკები გზებზე. ასევე საკმაოდ პრობლემა იყო თვით ამ გზების ცუდი ხარისხიც - გამშვები დანადგარი არასწორ ადგილებზე მარტივად ყირავდებოდა.


სამეთაურო-ადმინსიტრაციული ეკონომიკის ფარგლებში ამ საკითხების გადაჭრა უფრო მარტივი იყო ვიდრე აშშ-ში. ხოლო მსგავსი კომპლექსის არსებობით მიღებული მოგება საკმაოდ დიდი იყო. ამერიკელებისთვის უბრალო მობილურ დანადგარებზე თვალთვალი იყო საკმაოდ პრობლემატური და აქ კიდევ უცბად უნდა გაერკვიათ რომელი რეფრეჟერატორი იყო თავზით დატვირთული და რომელი რაკეტით.

90-იანების დასაწყისისთვის «Курьер»-ზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულდა, მაგრამ პოლიტიკურად გადაწყდა რომ პროექტი დაეხხურათ. «Курьер»-ი ამერიკულ მობილურ რაკეტა MGM-134 Midgetman-ზე გაცვალეს.

რომ არა პოლიტიკა, უცნობია რამდენად შესძლებდა სსრკ სატვირთოდ შენიღბული სარაკეტო სისტემის მწყობრში დაყენებას.

ჩვეულებრივ კონტეინერად შენიღბული «Курьер»-ის გამშვების მასო გაბარიტული დანადგარი გამოცდებზე. ჩვეულებრივი კონტეინერისგან მისი გამორჩევა გამოცდილ ადამიანსაც კი გაუჭირდება

საბრძოლო მატარებელი

Minuteman-ის სარკინიგზო მობილური ვერსიის ნახატი, რაკეტები "სტრატეგიული მზადყოფნის" (Strategic-alert) პოზიციაში არიან და მზად არიან გასაშვებად

60-იანი ლწების დასაწყისში აშშ-ში LGM-30 Minuteman-ის სერიაში ჩასაშვებად ემზადებოდნენ. მათი განთავსება გამშვებ ჭებში იყო დაგეგმილი, მაგრამ სსრკ-ს მიერ კოსმოსში მიღწეული გამარჯვებების ფონზე გაჩნდა შიშები, რომ სსრკ აშშ-ში შეძლებდა ისეთი ბომბის ჩამოგდებას, რომლისგანაც ვერანაირი მიწისქვეშა ჭა ვერ იხსნიდა. და სწორედ მაშინ გაჩნდა LGM-30 Minuteman-ისთვის მობილურობის მინიჭების იდეა.

სატვირთოში რაკეტა რათქმა უნდა ვერ ეტეოდა, მაგრამ აი სარკინიგზო ვაგონში კი საკმაოდ თავისუფლად. ერთ სარაკეტო მატარებელს შეეძლო ათზე მეტი რაკეტის ტარება და აბა სცადე და მოახერხე აშშ-ს უზარმაზარ სარკინიგზო ქსელში მისი ამოცნობა და მიდევნება. როდესაც საჭირო იქნება, ის მივა წინასწარ დაგემილ პოზიციაზე და განახორციელებს რაკეტის გაშვებას. და არანაირი ავტოავარიის საფრთხე და დამატებითი დაცვის ზომები მას არ შეაწუხებს. მაგრმა პროექტი საკმაოდ რთულად ჩათვალეს და დახურეს.


სარაკეტო მატარებლის შექმნაზე მარტო ამერიკელები არ ფიქრობდნენ. სსრკ-ს მიერ ამ კუთხით განხორციელებული პროექტები ჯერ კდიევ გასაიდუმლოებულია, მაგრამ გასაჯაროვებული ინფორმაცია მაინც გვაძლევს წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას.

60-იან წლებში საკონსტრუქციო ბიურო «Южное»-ში მუშაობდნენ სარკინიგზო პლატფორმაზე განთავსებულ სარაკეტო გამშვებ კომპლექს РТ-12-ზე. იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს ჩამორჩენა ჰქონდა სარაკეტო სიზუსტეში და აშშ-ს კიდევ შპიონი თანამგზავრების დიდი ქსელი ჰქონდა გაშლილი, მსგავსი პროექტი რუსებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. და ან კი РТ-21-ის პროექტი ვერ გამოვიდა, მის ბაზაზე 60-იანი წლების ბოლოს РТ-23-ზე დაიწყო მუშაობა, რომლის ფრაგლებშიც შეიქმნა და მწყობრში იქნა დაყენებული მსოფლიოში ერთადერთი სარკინიგზო გაშვების საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექსი РТ-23 УТТХ «Молодец».

РТ-23 УТТХ «Молодец» ამერიკელების წარმოსახვაში

პროექტზე მუსაობაოც წელს გაგრძელდა, რომლის დროსაც ის რამდენჯერმე ძირეულად შეიცვალა. საბოლოოდ 1987 წელს სარაკეტო მატარებელი დაყენებული იქნა საბრძოლო მორიგეობაზე. თუმცაღა მისი ბოლომდე შენიღბვა არ გამოვიდა. ვარაუდობდნენ რომ კომოსური ორბიტიდან ის ჩვეულებრივი მატარებლის იდენტური იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწიათ არატიპიური ვაგონების გაკეთება და მატარებელი ერთდროულად სამი თბომავლით მოდიოდა მოძრაობაში. არაა გასაკვირი, რომ ამერიკელებმა მალე გაიგეს სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსის შესახებ და დაიწყეს მისი ინტენსიური თვალთვალი. და თუ კი «Молодец»-ი დროებით ახრხებდა თვალთვალიდან დასხლტომას, მას მაინც მალევე პოულობდნენ. ამერიკელების მონაცემებით, ისინი ამ სარკინიგზო სისტემების მინიმუმ ნახევარს მუდმივად აკონტროლებდნენ.

ამერიკული რაკეტა MX-ი სარკინიგზო ვაგონში

მიუხედავად ყველაფრისა, იდეა მაინც წარმატებული იყო - იერიშის მიტანა უკვე აღმოჩენილ მატარებლებზეც კი საკმაოდ რთული იყო, ბოლო მომენტში მას დარტყმიდან გასვლა შეეძლო. ამერიკელებმა იფიქრეს-იფიქრეს და გადაწყვიტეს თვითონაც გაემეორებინათ მსგავსი რამე.

აშშ-ს სარკინიგზო ქსელი უზარმაზარია, ავარიულობა მასზე მინიმალურია. რაკეტა МХ, მის 60-იანი წლებსი წინამორბედებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა ზომებში. მის ელექტრონულ ტვინს არ ესაჭიროება სტარტი წინასწარ განსაზღვრული წერტილიდან, ანუ გამოდის რომ სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსს გაშვების განხორციელება ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. თუმცა ამერიკის მეცნიერული და ტექნიკური მიღწევების მიუხედავად რაკეტის ჩვეულებრივ ვაგონში განთავსება მაინც ვერ მოხერხდა - რაკეტა ვაგონზე დიდი იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სსრკ-ს თანამგზავრული დაზვერვაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად ამერიკელებისთვისაც არ იდგა მობილური გამშვების შექმნის საკითხი ძალიან მწვავედ.

მატარებელი გამოსცადეს და ლამის სერიაშიც ჩაუშვეს, მაგრამ სწორედ ამ დროს ცივი ომიც დამთავრდა და ამერიკელებმა თავისი სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსი ვერასოდეს ვერ ნახეს სერიაში.

ამერიკული სარაკეტო სარკინიგზო კომპლექსის სავარაუდო შემადგენლობა


დამალობანა

თუ სატვირტოები და მატარებლები რეალურად იქნა შექმნილი, სხვა მრავალი პროექტი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. მაგალითად სარაკეტო ჭების შენიღბვის სხვადასხვა იდეები - მათი დამალვა საკმაოდ რთული საქმე იყო. გარნიზონის ნახვა საკმაოდ მარტივია და შემდეგ თანამგზავრული ფოტოების შესწავლით შესაძლებელია მიხვდე, რომ აი ეს უცნაური სახლი ან გორაკი, მხოლოდ და მხოლოდ სარაკეტო ჭის სარქველის შენიღბვაა.

ამიტომაც ამერიკელები პროექტებში საკმაოდ რადიკალურ გადაწყვეტილებებზე მიდიოდნენ - მაგალითად ჭის გზის საფარველის ქვეშ დამალვა, ხოლო მათი აგების საგზაო მშენებლობით შენიღვბვა. მეორე ვარიანტი - რაკეტების პირდაპირ მეგაპოლისებში განთავსება და ეს არაა სიგიჟე - აქ აქ აქცენტი შენიღბვის ნაცვლად უფრო ფსიქოლოგიურ მომენტზე გადატანილი. მოწინააღმდეგე ქალაქებზე ბირთვული იერიშს მოერიდება.

რათქმა უნდა ზემოთ ნახსენები იდეების  რეალიზაცია არ მომხდარა.

გზის საფარის ქვეშ დამალული სარაკეტო ჭა

მობილურ ვარიანტებში ასევე განიხილავდნენ უამრავ სხვა უცნაურ იდეასაც - სპეციალური დიზელის წყალქვეშა ნავებით დაწყებული და უზარმაზარი უპილოტო დრონებით დამთავრებული, რომლებიც აშშ-ს უდაბნოებში ბალიშის საშუალენბით დასრიალებდნენ. სერიოზულად ხდებოდა სარაკეტო სისტემების სამდინარო ბარჯებზე განთავსებაზე მუშაობაც, მაგრამ აქაც საგზაო მოძრაობის მსგავსი პრობლემები წარმოიშვა. აშშ-ს ძირითად მდინარეებზე გაცხოველებული მოძრაობა იყო, რაც ავარიების საფრთხეს ქმნიდა.

კიდევ ერთი ვარიანტი - რაკეტების სამოქალაქო ფლოტის ხომალდებზ ეგანთავსებაა. მაგრამ იყო ეჭვები რომ მოწინააღმდეგე უცნაური ფორმის ხომალდებს მიაქცევდა ყურადღებას, რომლებიც უმიზნოდ დაეხეტებიან ზღვებსა და ოკეანეებში. ამიტომაც უფრო მარტივი იქნებოდა მეტი წყალქვეშა მატარებლის აგება.

ამერიკული რაკეტა MX-ის სამოქალაქო ხომალდზე განთავსება

ამ იდეების უმეტესობის რეალიზაცია არასოდეს არ მომხდარა, თუმცა კონსპიროლოგიის ბევრ მომხრეს ეხლაც სჯერავს რომ აშშ-სა და რუსეთის გზებზე დღესაც დადიან ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი ტრაილერები.

Sunday, December 1, 2019

ჰუსიტებმა საუდელთა Wing Loong ჩამოაგდეს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ჩანს ჰუსიტები აზარტში შევიდნენ, ამჯერად ჩინური წარმოების საუდელთა სტრატეგიული უპილოტო, Wing Loong დაამიწეს, როგორც ჩანს ირანი სერიოზულად ამარაგებს ხელის საზენიტო რაკეტებით და არა მარტო

რუსული "Уран-9" სირიაში გამოცდებზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


რუსული საბრძოლო მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი "Уран-9" საბრძოლო პოზიციაზე სირიაში. სავარაუდოდ კომპლექსი საბრძოლო ვიტარებაში გადიოდა გამოცდებს




ავიასწავლება Blue Flag 2019, 03-14.11.19

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


3 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ისრაელში, უვდას ავიაბაზაზე, ისრაელის საჰაერო ძალების დაორგანიზებული 2 კვირიანი საერთაშორისო სწავლება Blue Flag გაიმართა. მას ოფიციალურად "ისრაელში ჩატარებული პირველი საერთაშორისო მე-5 თაობის სწავლება" უწოდეს, რადგანაც მსგავს მანევრებში პირველად იქნა ჩართული მე-5 თაობის გამანადგურებელი F-35I.


სწავლება Blue Flag-ს ისრაელი წელისადში ორჯერ ატარებს. 2013 წელს მასში 4 უცხო ქვეყანა მონაწილეობდა, 2015 წელს 5, 2017 წელს - 9 (მათ შორის საფრანგეთი, პოლონეთი და ინდოეთი). წელს სწავლება 4-ჯერ განხორციელდა, მონაწილე ქვეყნების რაოდენობა შედარებით მცირე იყო, რადგანაც ისრაელის საჰაერო ძალებმა აქცენტი ხარისხზე გააკეთა - სწავლებაში ძირითადად 4,5 და 5 თაობის გამანადგურებლები იყო გააქტიურებული (თუმცა მე-4 თაობაც მონაწილეობდა), ხოლო პილოტებს მინიმუმ 300 საათი ჰქონდათ ნაფრენი. 

Blue Flag 2019-ში, თვითონ ისრაელის გარდა, მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნის საჰაერო ძალები - გერმანია, იტალია, საბერძნეთი და აშშ. იაპონია, ხოლო ბრიტანეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, ესპანეთი და საფრანგეთი დამკვირვებლის როლში იყვნენ. სწავლებაზე მიმდინარეობდა თანამედროვე ჰსთ-ს წინააღმდეგობის პირობებში "ჰაერი-ჰაერი" და "ჰაერი-მიწის" მისიების დახვეწა და ასევე მწონიააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედების სხვადასხვა მისიების დამუშავება, მაგრამ მთავარი მაინც სხვადასხვა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.


Blue Flag 2019-ში ჩართული იყო 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის 800-მდე უცხოელი) - პილოტები, ტექნიკოსების, ტექმომსახურების პერსონალი (ზოგიერთი წყაროს თანახმად მარტო ბორტპერსონალი იყო 750 ადამიანი). გააქტიურებული იყო ექვსი სხვადასხვა ტიპის 70-მდე გამანადგურებელი (მათ შორის F-15, F-16-ის რამდენიმე მოდიფიკაცია, F-35, Eurofighter Typhoon) და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო ტანკერები (ისრაელი ავიაციის Boeing 707), სატრანსპორტო თვითმფრინავები, ორი სახეობის ვერტმფრენი და იტალიური საჰაერო რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი Е-550А.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში სწავლება "ისრაელის სახელმწიფოზე, არმიასა და საჰაერო ძალებზე მაღალი გავლენის მქონე და უმაღლესი სტრატეგიული მნიშვნელობის" მოვლენად დასახელდა. აშშ-მ სწავლებაზე 12 ცალი F-16CM გამოაგზავნა, გერმანიამ – 6 Typhoon, საბერძნეთმა – 4  F-16 Block-50. იტალიას ერთდროულად 3 სხვადასხვა ესკადრილია წარმოადგენდა, მათ შორის ერთი 6 ცალი F-35-ით, ერთი 4-5 Typhoon-ითა და ერთიც 1 ცალი Е-550А-თი. თუმცა ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით წარმოდგენილი ისრალის საჰაერო ძალები იყო F-15A/B/C/D, F-16I და F-35I და ამათ გარდა სხვა სახეობის საფრენი აპარატები.


სწავლების სამუშაო ენა ინგლისური იყო და ფრენებისთვის NATO-ს ქვეყნების წესები გამოიყენებოდა. ახლაც, როგორც წინა სწავლებებზე, არავას რაიონში რუქაზე წარმოსახვითი მოწინააღმდეგის ტერიტორია იქნა მოხაზული, რომელზეც პირობითი სახმელეთო სამიზნეების განადგურება ხორციელდებოდა. მოწინააღმდეგის ძალებს 115-ე ესკადრილია - "საჰაერო ძალების წითელი ესკადრილია" განასახიერებდა. ამასთან ესკადრილია თვითონ F-35-ებსა და უპილოტოებს იყენებდა (თუმცა ეს ესკადრილიის საშტატო ტექნიკა არაა და ის F-16C-თია შეიარაღებული). ხმელეთზე ჰსთ-ს ძალები მოწინააღმდეგის სხვადასხვა სისტემების იმიტაციას ახდენდნენ, მაგალითად საზენიტო დანადგარი Patriot-ი რუსულ С-300-ს უკეთებდა იმიტაციას.

სწავლების ბოლო დღეებში (12-14.11.2019), ისრაელის არმია გაზას სექტორში "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ოპერაცია "შავ ქამარს" ახორციელებდა. ამასთან დაკავშირებით სწავლების გეგმებში ცვლილებები იქნა შეტანილი. არცერთმა მონაწილე ქვეყანამ სწავლება არ დატოვა, მაგრამ ფრენების რაიონი სამხრეთით იქნა გადაწეული, რათა გამანადგურებლები ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების არეალიდან გაერიდებინათ. ისრაელის საჰაერო ძალები უკვე ფიქრობენ Blue Flag 2020-ის ორგანიზებაზე. უკვე ცნობილია, რომ სწავლებაში დაბრუნდება ბრიტანეთი, რომელიც ასევე ფლობს F-35-ებს.


და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას ეხება. 14 ნოემბერს, სწავლების დასრულების დღეს, ისრაელს აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალი, 4 ვარსკვლავიანი გენერალი,  დევიდ ლ. გოლდფეინი (David L. Goldfein) ეწვია. მას თან ახლდა ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძლების სარდალი, 4 ვარსკვლავიანი გენერალი, ჯეფრი ლ. ჰარიგენი (Jeffery L. Harrigian) და სხვა მაღალჩინოსანი ოფიცრები. სტუმრები შეხვდნენ ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, გენერალ ლეიტენანტ ავივ კოჰავის და ისრაელის ავიაციის სარდალს, გენერალ მაიორ ამიკამ ნორკინის, მოინახულეს F-35-ებით შეიარაღებულ 140-ე ესკადრილიას, გოლდფეინმა და ჰარიგეინმა ებრაული F-15-ებით იფრინეს.






პილოტები

ტექნიკოსები


აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის ვიზიტი ისრაელში