понедельник, 16 марта 2015 г.

აშშ–ს ტანკები ლიტვაში

ლიტვაში, რკინიგზის სადგურ გაიჟუანში, 15 მარტს, ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა. ტექნიკა ლიტველ სამხედროებთან ერთობლივ სწავლებაში იქნება გამოყენებული.
"ტექნიკა უკვე ჩამოვიდა, ამჟამად მისი ჩამოტვირთვა მიმდინარეობს, მას დისლოკაციის ადგილისკენ გასაგზავნად ამზადებენ", – განუცხადა BNS–ს ლიტვის სახმელეთო ჯარების უფროსმა ლეიტენანტმა, ანდრიუს დილდამ.
ლიტვაში ჩასული აშშ–ს არმიის ახალი ცვლა 150 სამხედრო მოსამსახურისგან და ხუთი ცალი ტანკი M1A2 Abrams–გან შესდგება. ეს და კიდევ სხვა ტექნიკა რუკლაში იქნება დისლოცირებული.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იუოზას ოლეკასმა განაცხადა, ლიტვაში მოკავშირეების ყოფნა ეს არის "გზავნილი მათთვის ვისაც შეუძლია რეგიონში მშვიდობა დაარღვიოს და ვისთვისაც უცხოა ის ფასეულობები, რომლებსაც ბოლო 25 წელია ასე ვუფრთხილდებით".

ამერიკელი სამხედროები პოლონეთში და ბალტიისპირეთში 2014 წლიდან დისლოცირდებიან.


წყარო: